„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№719
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022441
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2020

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №719

2020 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-11 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​1. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი, გარდა ამ წესის 11​5 მუხლით გათვალისწინებული პირებისა, იზოლაციას (თვითიზოლაციას/კარანტინს)  ექვემდებარება შემდეგი წესის მიხედვით:

ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას 8 დღით, ხოლო თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას;

ბ) PCR ტესტის არმქონე პირი ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას 12 დღით, ხოლო თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას.“.

2. №3 დანართის („იზოლაციას დაქვემდებარებული პირის ინფორმირების ფორმა“) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შეჩერების მიზნით, ქვეყანა, როგორც დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი, მიმართავს კანონმდებლობით განსაზღვრულ იზოლაციის (შემზღუდავ) ღონისძიებას (კარანტინს), რაც გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიაზე თქვენი გადაადგილებისა და განთავსების შეზღუდვას 8/12 დღის განმავლობაში, იზოლაციის პერიოდში (თვითიზოლაცია ან კარანტინი)“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.12.2020.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №719. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022441.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.12.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №719, 02.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022441 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5043588/