2020 წლის 28 დეკემბერს 13:00 საათზე ქ. თბილისში, ქსნის ქუჩა №35-ში მოწვეულია სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის“ 2019 წლის წლიური ანგარიში (შედეგები) და მისი დამტკიცება;
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2020 წლის 28 დეკემბერი
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 2020 წლის 28 დეკემბერი 12:00 საათი.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „ელექტროიზოლიტის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში, 2020 წლის 07 დეკემბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრამდე, ყოველ სამუშაო დღეს 12-00 საათიდან 14-00 საათამდე, მისამართზე ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.