⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.12.2022)
გაუქმებულია:

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.12.2020
ძალაში შესვლა 28.12.2020
ძალის დაკარგვა 29.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №საქონელი და მომსახურება
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.022446
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,236 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.12.2020 მიღება
28.12.2020 ძალაში შესვლა
29.12.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
შემსყიდველი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“
მუხლი 2
შესყიდვა
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და ითვალისწინებს პოტენციურ მიმწოდებელთან წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვას შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით
მუხლი 2
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა)
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა
შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (წესით განსაზღვრული ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი)
მუხლი 2
პრეტენდენტი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობს
მუხლი 2
მიმწოდებელი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ
მუხლი 2
სატენდერო წინადადების გარანტია
1%-იანი გარანტია, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ტენდერში მონაწილეობისათვის და რომლის ვადაც განისაზღვრება წინადადების წარდგენიდან 160 კალენდარული დღის ვადით
მუხლი 2
წინადადების ფასის კლების ბიჯი
შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი)
მუხლი 2
წინადადება
ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი
მუხლი 2
ტექნიკური დოკუმენტაცია
პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით
მუხლი 2
ელექტრონული ვაჭრობა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით
მუხლი 2
სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტაცია
ადმინისტრაციული ორგანოდან წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.)
მუხლი 2
კომისია
შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი
მუხლი 2
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება
მუხლი 2
პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება
გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება
ამ წესის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №724 2020 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 28 დეკემბრიდან და ძალაშია ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.  წესის მიზანია მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება და კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. 2. წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ხორციელდება წესის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 28.03.2007 წლის №4569-Iს დადგენილებით რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე შექმნილი ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული/შეთანხმებული შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში. 3. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება  წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“; ბ) შესყიდვა – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და ითვალისწინებს პოტენციურ მიმწოდებელთან წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვას შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით; დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა); ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (წესით განსაზღვრული ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი); ვ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობს; ზ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ; თ) სატენდერო წინადადების გარანტია – 1%-იანი გარანტია, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ტენდერში მონაწილეობისათვის და რომლის ვადაც განისაზღვრება წინადადების წარდგენიდან 160 კალენდარული დღის ვადით; ი) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი); კ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი; ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით; მ) ელექტრონული ვაჭრობა„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით; ნ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტაცია – ადმინისტრაციული ორგანოდან წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.); ო) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგითშესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია; ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში; რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილიაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი; ს) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება; ტ) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება; უ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება. მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის საქმიანობის მიზნებიდან ან/და ინტერესებიდან გამომდინარე; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები, წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება; გ) განახორციელოს მონიტორინგი მიმწოდებელთან გაფორმებულ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე; დ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი ხელმოწერიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. ამასთან, ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები 1. წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. 2. შემსყიდველის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს: ა) თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 000.00 ლარს; ბ) საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 28 მარტის №4568-Iს და 28.03.2007 წლის №4569-Iს  დადგენილებებით რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე შექმნილი ორმხრივი ან/და სამმხრივი საკოორდინაციო საბჭო(ები)ს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას. 3. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემსყიდველის კომისია. მუხლი 5🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი. 2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი. 3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. 5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნე სისტემაში ხელმოწერიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა,  გარდა შესყიდვის პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. 6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. მუხლი 6🔗. კომისიის აპარატი 1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. აპარატის ფუნქციას წარმოადგენს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა. 3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით. მუხლი 7🔗.  განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან. 2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) სამუშაო დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით. 3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი; ბ) შემსყიდველის დასახელება; გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე; ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; ი) წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი გარანტიის მითითება; კ) ბიჯის ოდენობა; ლ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე. 5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით. 6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. მუხლი  8🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვ.; დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ე) ინფორმაციას მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პირობების შესახებ; ვ) ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ; თ) მითითებას ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადებისა და პირობების წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მუხლი 9🔗. წინადადების წარდგენა 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე. 2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას. 3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნე დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა. 5. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება  წესით. მუხლი 10🔗. ტექნიკური მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი 1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია. 2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა (მათ შორის, პერსონალის) პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების, ფინანსური რესურსების, რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში. მუხლი 11🔗. შერჩევა/შეფასება 1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ მუხლით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ამოწმებს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული წინადადების უზრუნველყოფის 1%-იან გარანტიას, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ, ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა. 3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. 4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული ისეთი მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომელიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია (მათ შორის, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია) შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. 8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. 9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით. 10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის შესაბამისად განახორციელოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადების შერჩევა/შეფასება. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. მუხლი 12🔗. დისკვალიფიკაცია 1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნე სისტემაში ხელმოწერიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას; ბ) თუ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე; დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში; ე) თუ ის, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით; ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; თ) თუ ის არ წარმოადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული წინადადების 1%-იანი გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს. მუხლი 13🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა 1. წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნე სისტემაში. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს. 3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა წესის შესაბამისად. 4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 5. ელექტრონული პროცედურის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, რომლის ოდენობაც უნდა შეადგენდეს სახელშეკრულებო ღირებულების 2-5 %-ს. 6. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 100 000 ლარს ან ნაკლებს, შესასყიდი ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა. 7. ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნე ხელშეკრულების დადებამდე. 8. შესყიდვის ელექტრონული პროცედურისათვის სტატუსების: „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების შემდეგ, პრეტენდენტს უბრუნდება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი გარანტია 10 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ: ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე; ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას; გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო; დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე. მუხლი 14🔗. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა 1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან. 3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით. 4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას, კომისია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედებისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები არ არის დამოკიდებული წესის მოქმედების ვადაზე. 2. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესის თანახმად, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა. 3. ამ წესით  განსაზღვრული შესყიდვა ხორციელდება ხელშეკრულების წერილობით გაფორმების გზით, გარდა შემდეგი შესყიდვებისა: უსადენო ინტერნეტის  მიწოდების მომსახურება, სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში განცხადებების გამოქვეყნების/განთავსების მომსახურება, საფოსტო და საკურიერო  მომსახურება, ქონების რეგისტრაციის მომსახურება. ასეთ შემთხვევაში შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი და შესყიდვის ობიექტის რაოდენობა-ღირებულებების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (სალაროს ჩეკი, ქვითარი, ანგარიშფაქტურა, დღგ-ის ანგარიშფაქტურა ან სხვა) საფუძველზე. 4. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით. 5. ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი საქონელი და მომსახურება 1. სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობის მომსახურება; 2. გაწეული/მიღებული სამუშაოს, საქონლისა ან/და მომსახურების ღირებულების დადგენის საექსპერტო მომსახურება; 3. საპროექტო დოკუმენტაციის (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვა) ექსპერტიზის მომსახურება; 4. საპროექტო დოკუმენტაციის (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვა) დამუშავების,   არსებულ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის ან/და მისი კორექტირების მომსახურება; 5. ეკოლოგიურ-გარემოსდაცვითი საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება; 6. გეოდეზიური და მარკშეიდური მომსახურება, აგრეთვე გეოლოგიური საკონსულტაციო ან/და კვლევითი მომსახურება; 7. სხვადასხვა კონსტრუქციის სტატიკურ ან/და დინამიკურ დატვირთვაზე გამოცდის მომსახურება; 8. მოწყობილობა-დანადგარების რეალური ტექნიკური პარამეტრების და ფიზიკური მდგომარეობის დადგენის მომსახურება; 9. სამშენებლო მასალების კვლევების მომსახურება; 10. მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟისა და შეკეთების, ტესტირების/დიაგნოსტიკისა და გამოცდის მომსახურება; 11. მშენებლობასთან, პროექტირებასა და გამოსაცდელ სამუშაოებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკონსულტაციო, კვლევითი ან/და საექსპერტო მომსახურება; 12. საკომუნიკაციო კანალიზაციის არხში, ჭებში, გვირაბებსა და სხვა შენობა-ნაგებობებ(ში)ზე კაბელების გატარების მომსახურება;  ფიქსირებული სატელეფონო კავშირგაბმულობის მომსახურება;  ინტერნეტმომსახურება (მათ შორის, უსადენო);  სატელევიზიო მომსახურება და საინფორმაციო სივრცეში განცხადებების გამოქვეყნება; 13. ქონების ინვენტარიზაციის, მარკირების,  შეფასებისა და რეგისტრაციის, აგრეთვე საკადასტრო და აზომვითი ნახაზების მომზადებისა და რუკების გადაღება-შედგენის მომსახურება; 14. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალები და აქსესუარები,  აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება; 15. შემსყიდველის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურება; 16. შემსყიდველის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საფინანსო-საბუღალტრო და წლიური შედეგების აუდიტორული შემოწმების მომსახურება; 17. ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დაქირავება, საფოსტო და საკურიერო მომსახურება, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავარიული მომსახურება და გადაყვანა; 18. ელექტროსენსორული დიაგნოსტიკური სისტემა ლიანდის შესაცვლელი მოწყობილობისათვის.