“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 31.01.2000
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №10/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.059
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 03/02/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 1.0in 28.4pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.059
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №10/2000
2000 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლისა და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებზე საარჩევნო კომისიის სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პარტიის ერთ წარმომადგენელს;
ბ) პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ რწმუნებულს;
გ) პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ ნდობით აღჭურვილ პირს;
დ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენელს;
ე) პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ წარმომადგენელს;
ვ) მეთვალყურეს სხვა სახელმწიფოდან ან საერთაშორისო ორგანიზაციიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი აკრედიტაციის გავლის შემდეგ;
ზ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანების ერთ წარმომადგენელს.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებზე საარჩევნო კომისიის სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილება განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენელი წარმოადგენს პარტიას შესაბამის და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობაში;
ბ) პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებული წარმოადგენს მას შესაბამის და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობაში;
გ) პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი წარმოადგენს მას საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
დ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენელი აშუქებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესს;
ე) პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელი შესაბამის საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს ახორციელებს მეთვალყურეობას;
ვ) მეთვალყურე სხვა სახელმწიფოდან ან სართაშორისო ორგანიზაციიდან მეთვალყურეობს არჩევნების პროცესის მიმდინარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ზ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენელი მეთვალყურეობს არჩევნების პროცესის მიმდინარეობას საარჩევნო უბანზე და არჩევნების დღეს – უბანზე.
3. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პარტიაა ის პარტია, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გავლილი ჰქონდა საარჩევნო რეგისტრაცია (ჩამონათვალი თან ერთვის).
4. ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას უფლება მიეცეს დანიშნოს მხოლოდ თითო წარმომადგენელი.
5. პარტიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ არა უგვიანეს 20 მარტისა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში დასანიშნად – საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი (პირები), დაესვას თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) და მასში აღნიშნული უნდა იყოს წარმომადგენლის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი). საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს შესაბამის მოწმობას.
6. წარმომადგენელმა დანიშვნის შესახებ შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა აცნობოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
7. პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებულს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტია ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.
8. სალქო საარჩევნო კომისიაში რწმუნებულები ინიშნებიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებულის მიერ.
9. პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენმა პარტიამ ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა რწმუნებულის დანიშვნის შესახებ არა უგვიანეს 10 მარტისა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საინიციატივო ჯგუფი განსაზღვრავს განცხადების ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირს (პირებს) და წერილობით აცნობებს შესაბამის კომისიას განცხადებასთან ერთად.
10. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებულმა საოლქო საარჩევნო კომისიაში რწმუნებულის დანიშვნის შესახებ არა უგვიანეს 10 მარტისა განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის ხელმძღვანელი პირი (პირები), საინიციატივო ჯგუფის მიერ უფლებამოსილი წევრი (წევრები), ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებული, დაესვას თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) და მასში აღნიშნული უნდა იყოს რწმუნებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის (ფაქსის) ნომერი. დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
11. პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს 2000 წლის 10 მარტისა. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს დამნიშნავი პირი, დაესვას თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) და მასში აღნიშნული უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის (ფაქსის) ნომერი.
12. ნდობით აღჭურვილ პირს ნიშნავს პრეზიდენობის კანდიდატი.
13. პრეზიდენტობის კანდიდატს ერთ საარჩევნო ოლქში შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს ერთი ნდობით აღჭურვილი პირისა.
14. არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებში საარჩევნო ყუთების დალუქვიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე საუბნო საარჩევნო კომისიებში დასწრების უფლება აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ წარმომადგენელსაც.
15. პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელი ინიშნება პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის საოლქო საარჩევნო კომისიებში რწმუნებულის მიერ ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ.
16. განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე არა უგვიანას 2 დღისა უნდა წარუდგინოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში აღინიშნება წარმდგენის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის (ფაქსის) ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი (პირები) ან საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი და დაესვას თარიღი (წელი, თვე, რიცხვი).
17. ამ დადგენილებით განსაზღვრულ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული პირების შესახებ ინფორმაცია მათი ვინაობის, საარჩევნო ოლქებისა და უბნების მითითებით, შესაბამისად, დამნიშნავი პირის (ორგანოს) მიერ წარედგინება ცენტრალურ სავრჩევნო კომისიას არა უგვიანეს 20 მარტისა.
18. ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირთათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის უფლება აქვთ მხოლოდ მათ დამნიშნავ პირებს (ორგანოებს) არჩევნებამდე არა უგვიანეს ორი დღისა.
19. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესის, ტელევიზიისა და რადიოს, აგრეთვე საზოგადოებრივ გაერთიანებათა წარმომადგენელთა აკრედიტაცია განხორციელდეს „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლის რეგისტრაციისა და პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წარმომადგენელთა აკრედიტიციის წესის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №70/1999 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ პუნქტებისა და „გ.ა“, „გ.ბ“ ქვეპუნქტების, ”დ“ და ”ე“ პუნქტების შესაბამისად.
20. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვა სახელმწიფო ან საერთაშორისო მეთვალყურეების აკრედიტაცია განხორციელდეს არა უგვიანეს 31 მარტისა „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად უცხო ქვეყნისა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეთა რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №108/1999 დადგენილების შესაბამისად.
21. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე
დანართი
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პარტიები და საარჩევნო ბლოკები
1. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
2. დემოკრატიული აღორძინების კავშირი
3. საქართველოს სოციალისტური პარტია
4. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
5. კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება
6. საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობის მოძრაობა „ჭყონდიდელი“
7. საქართველოს ხსნის მოძრაობა „ერის ძახილი“
8. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია
9. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
10. საქართველოს რესპუბლიკური პარტია
11. ეროვნული მრეწველობისა და ეკონომიკური აღმავლობის პარტია (მრეწველთა პარტია)
12. სახალხო პარტია
13. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობის პარტია „დიდგორი“
14. სახალხო კავშირი
15. საქართველოს სახალხო ფრონტი
16. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება
17. პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
18. პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ქართული სახელმწიფოსათვის“
19. საქართველოს რეფორმატორთა და აგრარიკოსთა კავშირი
20. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – ნაციონალური მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა !“
21. პ/გ ”სპორტული საქართველო“
22. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
23. საქართველოს სპორტსმენთა კავშირი
24. საქართველოს მწვანეთა პარტია
25. საქართველოს თავისუფლების პარტია
26. საქართველოს ეკონომიკურად და სოციალურად დაზარალებულთა პარტია
27. პოლიტიკური კავშირი „თანადგომა“
28. სახალხო-დემოკრატიული პარტია
29. საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება „მძლეველი“
30. საქართველოს რეალისტთა კავშირი
31. საქართველოს ვეტერანთა დაცვის პარტია
32. საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტია
33. საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი
34. მოქალაქეთა პ/გ „საქართველოს ლექტორთა კავშირი“
35. მოქ. პ/გ სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი
36. მერაბ კოსტავას საზოგადოება
37. საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი
38. საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია
39. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს მშრომელთა საბჭო“
40. ქართველ ნაციონალისტთა ერთობა
41. პ/გ „საქართველოს გული -XXI“
42. მოქ. პ/გ „სამშობლო“
43. დავით აღმაშენებლის პარტია
44. პ/გ „დემოკრატიული ცენტრი“
45. საქართველოს კომუნისტური პარტია
46. პოლიტიკური პარტია „სტალინელი“
47. საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია
48. საქართველოს მთიელთა პოლიტიკური ლიგა
49. საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება
50. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
51. საქართველოს სამეფო ლიგა
52. საქართველოს ქრისტიანულ-სოციალური კავშირი
53. სახალხო-დემოკრატიული კავშირი – ქრისტიან-დემოკრატები
54. სრულიად საქართველოს „წმიდა ილია მართლის საზოგადოება“
55. პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს ბედი“
56. საქართველოს ინტელექტუალთა ლიგა
57. საქართველოს ნაციონალისტური პარტია
58. საქართველოს აღორძინებული კომუნისტური პარტია
59. საქართველოს დემოკრატიული პარტია