საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 110040000.74.086.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში
მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება №16
2020 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი
დანართი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში
მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
ეს წესი არეგულირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირებთან (შემდგომში – კანდიდატები) საჯარო მოსმენის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2🔗. საჯარო მოსმენის გამართვის მიზანი
საჯარო მოსმენა ტარდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით კანდიდატთა შეფასების მიზნით.
მუხლი 3🔗. კანდიდატის მოსმენის საჯაროობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. კანდიდატებთან საჯარო მოსმენის ორგანიზებასა და წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო კანდიდატების ანბანური რიგითობის მიხედვით განსაზღვრული საჯარო მოსმენის გრაფიკს, მოსმენის დაწყების ზუსტი დროისა და ადგილის მითითებით, აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი კანდიდატის საჯარო მოსმენამდე არაუგვიანეს წინა სამუშაო დღისა.
3. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეზღუდოს საჯარო მოსმენაზე დამსწრე პირთა რაოდენობა. მოსმენის დაწყების შემდეგ დაინტერესებული პირები დარბაზში აღარ დაიშვებიან.
4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ვიდეო და ფოტოგადაღება დაიშვება მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას.
5. საბჭო უზრუნველყოფს კანდიდატის საჯარო მოსმენის უწყვეტ რეჟიმში გადაცემას მონიტორის მეშვეობით.
მუხლი 4🔗. საჯარო მოსმენის წარმართვის პროცედურა
1. საბჭო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იწყებს კანდიდატებად რეგისტრირებული პირების საჯარო მოსმენას.
2. კანდიდატების მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად გადაეცემა კანდიდატების შესახებ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოძიებული ინფორმაცია.
3. კანდიდატები საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად და უშუალოდ წარდგებიან. საპატიო მიზეზის არსებობისას, კანდიდატის მოთხოვნითა და საბჭოს თანხმობით, მოსმენა შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რის შესახებაც საბჭოს უნდა ეცნობოს საჯარო მოსმენამდე არაუგვიანეს წინა დღისა.
4. კანდიდატი ვალდებულია მისთვის წინასწარ ცნობილ დროს გამოცხადდეს საბჭოში, ხოლო საჯარო მოსმენის დისტანციურად წარმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ტექნიკური საშუალებით განსაზღვრულ დროს დაკავშირება.
5. კანდიდატის საჯარო მოსმენა ტარდება საბჭოს ღია სხდომაზე. საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს კანდიდატის მოსმენის აუდიო/ვიდეოჩაწერა.
6. საჯარო მოსმენას ხსნის და უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის დროს მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს მდივანი.
7. საჯარო მოსმენის დაწყების წინ სხდომის თავმჯდომარე კანდიდატს აწვდის ინფორმაციას მოსმენის საჯაროდ წარმართვისა და აუდიო/ვიდეოჩაწერის შესახებ, განუმარტავს საბჭოს წევრის აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლებას და არკვევს ამგვარი შუამდგომლობის არსებობას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განმარტების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე ან საბჭოს აპარატის უფლებამოსილი მოხელე მოახსენებს საბჭოს წევრებსა და დამსწრე პირებს მოკლე ინფორმაციას კანდიდატის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე კანდიდატს აძლევს საბჭოს წინაშე საკუთარი თავის წარდგენისა და მოტივაციის დასაბუთების შესაძლებლობას, რის შემდეგაც იწყება კითხვა-პასუხის პროცედურა.
9. კანდიდატს კითხვებით მიმართავენ მხოლოდ საბჭოს წევრები. საბჭოს წევრს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისათვის გამოეყოფა დრო არაუმეტეს 1 საათისა.
10. საბჭოს წევრები კანდიდატს კითხვებით მიმართავენ რიგითობის დაცვით. რიგითობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე კითხვის დასმის მსურველ წევრთა მიერ წინასწარი ჩაწერის მეშვეობით. კითხვის ინიციატორი წევრის თანხმობით, საბჭოს სხვა წევრი უფლებამოსილია დამატებითი კითხვით მიმართოს კანდიდატს.
11. საბჭოს წევრების მიერ დასმული კითხვები უნდა უზრუნველყოფდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით კანდიდატთა შეფასების მიზნით საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
12. გასაუბრება უნდა ჩატარდეს სამართლიანად და კანდიდატების პატივისცემით. კითხვის დასმა უნდა განხორციელდეს კანდიდატის შესახებ წინასწარ შექმნილი განწყობის გამოვლენის გარეშე.
13. კითხვების ამოწურვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე საჯარო მოსმენას დასრულებულად აცხადებს.