„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №173 |
|
2020 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02/07/2007 წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს თანხმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია, რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტით (შეფასების აქტი, დასკვნა ან სხვა).“.
2. 41 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული მოგირავნე ვალდებულია სააგენტოში წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტები (თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
ბ) ამ წესის მე-4 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი, თუ გირავნობით იტვირთება არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.“.
3. 143 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს თანხმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია, რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტით (შეფასების აქტი, დასკვნა ან სხვა).“.
4. 145 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული ლიზინგის გამცემი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს:
ა) ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტები (თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
ბ) 143 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი, თუ ლიზინგის გაცემა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.“.
5. 1712 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1712
1. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა გაიცემა:
ა) იურიდიული პირის მოთხოვნით, თავის შესახებ არსებული ინფორმაციის თაობაზე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სამართალმემკვიდრის, უფლებამონაცვლის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მოთხოვნით;
გ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით.
2. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება იურიდიული პირის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი წესით ნათარგმნი და დამოწმებული, უცხო ქვეყნის იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტის და რეგისტრირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ იურიდიული პირი, რომლის შესახებაც უნდა გაიცეს ცნობა უცხო ქვეყანაშია რეგისტრირებული;
გ) სამართალმემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მოთხოვნით;
დ) უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მოთხოვნით;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დაინტერესებული პირი ფიზიკური პირია;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარდგენილი დოკუმენტი არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. ამ შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.
5. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დაინტერესებული პირი ვალდებულია ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად.
6. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას მხედველობაში არ მიიღება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის გახარჯული დრო.
7. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ იძებნება ამ საქმეზე განაჩენი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის უწყებებს. თუ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ ვერ დადასტურდა განაჩენის არსებობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა ცნობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაუკისრებლობის შესახებ.“.
6. 1715 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ვერ ხერხდება იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა, გარდა ამ წესის 1712 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;“.
7. 219 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საგზაო მოძრაობის რეგულირებასა და საგზაო მოძრაობის სფეროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემები, კერძოდ:
ე.ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) ან ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) ნომერი, შედგენის თარიღი და ადგილი;
ე.ბ) მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი);
ე.გ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნიშნები;
ე.დ) ნორმატიული აქტი და შესაბამისი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ე.ე) დაკისრებული ჯარიმის ოდენობა, სტატუსი (გადახდილი/გადაუხდელი), გადახდის ბოლო ვადა;
ე.ვ) საჯარიმო ქვითრის აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის პირობები;
ე.ზ) საურავის დარიცხვის თარიღი და ოდენობა;
ე.თ) საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი.“.
8. 2110 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის 219 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით, „ბ“ ქვეპუნქტით, „დ“ (გარდა სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციისა) და „ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა დაიშვება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობის არსებობისას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ წესის 219 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის მოთხოვნის მიზნებისთვის – ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 218 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა, რომელშიც დოკუმენტბრუნვის სისტემის სათანადო ველში მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი და სამართალდამღვევი პირის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, ან საჯარიმო ქვითრის ნომერი, თუ ავტორიზაციის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. ამ წესის 219 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“ და „ე.გ“–„ე.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემის მოთხოვნის მიზნებისთვის – ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 218 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა, რომელშიც დოკუმენტბრუნვის სისტემის სათანადო ველში მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი ან/და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), ან საჯარიმო ქვითრის ნომერი, თუ ავტორიზაციის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ავტორიზებული საწარმოს ერთი განაცხადით დაიშვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთი ფაქტის შესახებ მონაცემების ან ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის (მოსარგებლის) და ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობაზე კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარიცხული ქულების დარჩენილი რაოდენობის, ასევე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ან/და მისი აღდგენის შესახებ არსებული მონაცემის/მონაცემების გადაცემა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|