აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.12.2020
ძალაში შესვლა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-129/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016820
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2020
matsne.gov.ge 159 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2020 მიღება
01.01.2021 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 18.08.2020 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 31.01.2024 საქართველოს 2024-2025 წლების პაციენტის უსაფრთხოების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 29.09.2023 სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 78% 06.06.2020 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 25.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-129/ნ 2020 წლის 16 დეკემბერი ქ. თბილისი აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №1). 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები სავალდებულოა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში რეგისტრირებული ყველა იმ მიმწოდებლისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომლებიც ახორციელებენ აუტიზმის მქონე პირების სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, მათ შორის, დიაგნოსტიკასა და აბილიტაცია-რეაბილიტაციას.  3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტებით განსაზღვრული მომსახურების მონიტორინგს განახორციელებს იმ უწყების/ორგანიზაციის შესაბამისი სამსახური, რომელშიც რეგისტრირებულია აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი. 4. ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიეკატერინე ტიკარაძე