„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2449
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025886
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2449

2020 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის 82 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან (კოვიდსასტუმრო) კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამკურნალო დაწესებულებებში ან საცხოვრებელ ადგილას (იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ იზოლაციის ვადა არ დასრულებულა) ტრანსპორტირებასთან, სამკურნალო დაწესებულებებიდან მათი საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში (კოვიდსასტუმრო) ან საცხოვრებელ ადგილას (იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ იზოლაციის ვადა არ დასრულებულა) ტრანსპორტირებასთან, საცხოვრებელი ადგილიდან ინფიცირებული ან სავარაუდო ინფიცირებული (ინფიცირებულთან კონტაქტი) საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, ასევე საქალაქთაშორისო მგზავრთა რეგულარულ გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვის ამოქმედების დღიდან ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) უზრუნველყოს არსებულ საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების ტრანსპორტირება (იზოლაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან საცხოვრებელ ადგილზე. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;“.

                                                             

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                  გიორგი გახარია