„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №175 |
|
2020 წლის 16 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 140130000.22.034.017005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების“ მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო) მიერ დისტანციურად, ელექტრონული ფორმით განხორციელდეს შემდეგი მომსახურების მიწოდება:
ა) სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია;
ბ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია;
გ) სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;
დ) საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლება.
2. სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო შესაბამისი განცხადებების მიღებას/სერვისების მიწოდებას განახორციელებს ელექტრონულ ფოსტაზე – service@es.gov.ge მიღებული წერილების/განცხადებების მეშვეობით.
3. სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სერვისების მიწოდება ხორციელდება ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|