შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლიზა აბრამიძე N992)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 992
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს, ს/კ 404483536
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23
ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306 2 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: ლიზა აბრამიძე, პირადი N: 01017044387
მოვალე (მსესხებელი): 1. შპს "აზარდო“ 2. შპს "ტრანს-მალი", პირადი N: 1. 404901479 2. 205040793
იპოთეკის ხელშეკრულება: 633866-13, თარიღი: 15/04/2010 (ცვლილებები:16/05/2011 და 11/07/2011)
ვალდებულების წარმოშობა: 1.7/11/2011 წლის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N 1097634;
2. N2195611-8552867 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; 3.N1097634-1394106 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
4.2012 წლის 12 მარტის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N 763001;
5.N895566-2394620 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
იპოთეკის რეკვიზიტები: მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ყაზბეგი N7, სართული 1, ბინა N1, საკადასტრო კოდი: 01.15.02.006.006.01.503
კრედიტორმა იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმების საფძველზე, განცხადებით მოგვმართა ჩვენ და დაგვავალა, როგორც სპეციალისტს, აუქციონის უზრუნველყოფა და უძრავი ქონების რეალიზაცია.
კრედიტორის დავალებით სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს.
აუქციონის ჩატარების დრო: 29/12/2020 12:00 საათი
აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის N 23
აუქციონზე უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 127 172.00 აშშ დოლარი
საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ
მოთხოვნის ოდენობა: 127172.00 აშშ დოლარი. 1 აშშ დოლარი = 3.2838 ლარი
დღგ: 0.00 ლარი
სპეციალისტის საზღაური : 3.20 %, არანაკლებ 590 ლარი, რაც თანხობრივად შეადგენს 13805.20 ლარი
ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, დღგ-ს თანხა (არსებობის შემთხვევაში) და აუქციონის საფასური დაითვლება რეალიზაციის თანხიდან.
უძრავი ნივთის აღწერა: ბინა მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ყაზბეგი N7, სართული 1, ბინა N1, ფართი - 176.14/704.56
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას.
ე) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორს მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536
დირექტორი ნინო არაბიძე