„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2460 |
|
2020 წლის 16 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
გ) თუ პირი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში, გაუქმებული ავიარეისების გამო.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. განკარგულება ძალაშია 2021 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია