ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის წესისა და წარსადგენი ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.12.2020
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2020
matsne.gov.ge 2,093 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი დასახელება
მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტით დაზუსტებული გეგმა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.04.2020 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.11.2015 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.10.2015 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 13.10.2015 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე შევსების თარიღი 95% 09.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის წესისა და წარსადგენი ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №14 2020 წლის 16 დეკემბერი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის წესისა და წარსადგენი ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის წარსადგენი ანგარიშის ფორმა“, დანართი 2-ის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშისთვის თანდასართავი „ანგარიშის ფორმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციის / კერძო სამართლის იურიდიული პირის პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ“, დანართი 3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის წარსადგენი ანგარიშის ფორმა“, დანართი 4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი 1 . ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის წესი თავი 1. ზოგადი დებულებები  მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი 1. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის წესი“ (შემდგომში - „წესი“) განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისა (შემდგომში - „მერი“) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში - „საკრებულოს წევრი“) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის, საჯარო შეხვედრების გამართვისა და ანგარიშ(ებ)ის გამოქვეყნების წესს. 2. ამ წესის მიზანია მერისა და საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. თავი 2. მერის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენა  მუხლი 2🔗. მერის მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება 1. მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. მერი ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს წარუდგენს საჯარო შეხვედრაზე ყოველი წლის ოქტომბრის თვის პირველ სამუშაო პარასკევ დღეს. მუხლი 3🔗.  მერის ანგარიშის შედგენის წესი და წარდგენის ფორმა 1. მერის ანგარიში შედგენილი უნდა იქნას წერილობითი სახით, წინამდებარე დადგენილების დანართი 2-ით დამტკიცებული „ფორმის“ შესაბამისად და იგი უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ. 2. მერის ანგარიშს, სავალდებულო წესით, თან ერთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების / კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, წინამდებარე დადგენილების დანართი 3-ით დამტკიცებული „ფორმის“ შესაბამისად, მოზადებული წერილობითი ანგარიშები საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ. 3. გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის საჯარო შეხვედრაზე წარდგენის ფორმას (პრეზენტაცია, სიტყვით გამოსვლა და ა.შ.) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი. ამასთან, ანგარიშის უკეთ ვიზუალიზაციისა და აღქმის მიზნით, მისი წარდგენისას დასაშვებია კომპიუტერული, ვიდეო ან/და აუდიო ტექნიკის გამოყენება. საჯარო შეხვედრაზე შესაძლებელია ასევე მედიის წარმომადგენლების მოწვევა. მუხლი 4🔗. მერის მიერ ანგარიშის წარდგენის წესი 1. მერი გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრაზე. მერის საჯარო შეხვედრა ანგარიშის მოსმენის თაობაზე შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ან სხვა საჯარო სივრცეში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის დასწრება. 2. მერის საჯარო შეხვედრის გამართვისა და ანგარიშის წარდგენის თარიღის, ადგილის და დროის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, ანგარიშის წარდგენამდე არანაკლებ 7 (შვიდი) დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.chokhatauri.gov.ge). ინფორმაცია ასევე უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შენობებში. 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს საჯარო შეხვედრას და ანგარიშის მოსმენის შემდეგ, მერს დაუსვას შეკითხვები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე, გამოთქვას თავისი შენიშვნები და წინადადებები, შეაფასოს მერის საქმიანობა.  4. მერის დავალებით, საჯარო შეხვედრაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებმა და საჯარო მოხელეებმა, აგრეთვე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებმა.  5. მერის საჯარო შეხვედრის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.  6. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშს წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო საჯარო შეხვედრას წარმართავს მერის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. 7. საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრისას შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლების აღრიცხვას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას. 8. მერის საჯარო შეხვედრის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ დგება წერილობითი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი და მუნიციპალიტეტის მერი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველებთან შეხვედრის თარიღი, დაწყებისა და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, შეხვედრაზე მოქალაქეთა მიერ დასმული წინადადებები და გამოთქმული შენიშვნები. საჯარო შეხვედრისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ელექტრონული ფორმის ჩანაწერი (ვიდეო ან/და აუდიოჩანაწერი). თავი 3. საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენა მუხლი 5🔗. საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება 1. საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ყოველი წლის არა უგვიანეს 31 იანვრამდე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება საკრებულოს წევრის (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.  მუხლი 6🔗. საკრებულოს წევრის ანგარიშის შედგენის წესი და წარდგენის ფორმა 1. საკრებულოს წევრის ანგარიში შედგენილი უნდა იქნას წერილობითი სახით, წინამდებარე დადგენილების დანართი 4-ით დამტკიცებული „ფორმის“ შესაბამისად და იგი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის საჯარო შეხვედრაზე წარდგენის ფორმას (პრეზენტაცია, სიტყვით გამოსვლა და ა.შ.) განსაზღვრავს საკრებულოს წევრი. ამასთან, ანგარიშის უკეთ ვიზუალიზაციისა და აღქმის მიზნით, მისი წარდგენისას დასაშვებია კომპიუტერული, ვიდეო ან/და აუდიო ტექნიკის გამოყენება.  მუხლი 7🔗. საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის წარდგენის წესი 1. საკრებულოს წევრი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრაზე. პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა კი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულების (მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის შენობა, საჯარო სკოლა, კულტურის სახლი და ა.შ) დარბაზში. 2. საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრის გამართვისა და ანგარიშის წარდგენის თარიღის, ადგილის და დროის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, ანგარიშის წარდგენამდე არანაკლებ 7 დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.chokhatauri.gov.ge). ინფორმაცია ასევე უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში ან/და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში (ანგარიშის მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის მიერ წარდგენის შემთხვევაში). ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს საჯარო შეხვედრას და, ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საკრებულოს წევრს დაუსვას შეკითხვები, გამოთქვას თავისი შენიშვნები და წინადადებები, შეაფასოს საკრებულოს წევრის საქმიანობა. 4. საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 5. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშს წარადგენს საკრებულოს წევრი, ხოლო ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის ჩაბარებას ესწრება აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის შემადგენლობაშიც ირიცხება საკრებულოს წევრი. 6. საჯარო შეხვედრისას მის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირისა და საკრებულოს აპარატის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლების აღრიცხვა, გამომსვლელთა რიგითობის განსაზღვრა და მათთვის სიტყვის მიცემა 7. საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრის შესახებ საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ დგება წერილობითი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი და საკრებულოს წევრი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველებთან შეხვედრის თარიღი, დაწყებისა და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე საკრებულოს თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, შეხვედრაზე მოქალაქეთა მიერ დასმული წინადადებები და გამოთქმული შენიშვნები. თავი 3. მერისა და საკრებულოს წევრის ანგარიშების ხელმისაწვდომობა მუხლი 8🔗. მერისა და საკრებულოს წევრის ანგარიშის გამოქვეყნება 1. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ქვეყნდება საჯაროდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.chokhatauri.gov.ge) - ანგარიშის წარდგენიდან 10 (ათი) დღის ვადაში. მერის ანგარიში დამატებით ასევე უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შენობებში. 2. მერის ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, ხოლო საკრებულოს წევრის ანგარიშისას კი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. თავი 4. დასკვნითი დებულებები მუხლი 9🔗. ცვლილების და დამატების შეტანის წესი ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული საერთო წესის მიხედვით. დანართი 2 . ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის წარსადგენი ანგარიშის ფორმა თვითმმართველი ერთეულის დასახელება: _______________________________________   მუნიციპალიტეტის მერის სახელი, გვარი: ______________________________________ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა: ______________________ მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა რაოდენობა: ___________________________ საანგარიშგებო პერიოდში აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯების ოდენობა: ___________________________ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მიმდინარე წელს: ________________________________________ საანგარიშგებო პერიოდი: _________________________________________________________________ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობები : 1. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია: 1.1 საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი პროექტები (გთხოვთ, მიუთითეთ განხორციელების ვადები, ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა) _________________________________________ _______________________________________________________________________________________  ______________________________________________________________________________________ 1.2 საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტები (დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, მიუთითეთ კონკრეტული მიზეზი) _________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________  ______________________________________________________________________________________ 1.3 საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტების შედეგები და ეფექტი (მიუთითეთ კონკრეტული შედეგი, რა პრობლემა იქნა მოგვარებული, რა ეფექტი იქონია ამან მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ან პროექტის ბენეფიციარებზე) ________________________   ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________    1.4 მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი პროექტები (მიუთითეთ განხორციელების ვადები, ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა) ____________________________________________  _______________________________________________________________________________________  _______________________________________________________________________________________  2. განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები: 2.1 საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი პროექტები (გთხოვთ, მიუთითეთ განხორციელების ვადები, ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა) ______________________________________________  _______________________________________________________________________________________ 2.2 საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტები (დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, მიუთითეთ კონკრეტული მიზეზი) ________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ 2.3 საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტების შედეგები და ეფექტი (მიუთითეთ კონკრეტული შედეგი, რა პრობლემა იქნა მოგვარებული, რა ეფექტი იქონია ამან მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ან პროექტის ბენეფიციარებზე) _________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ 2.4 მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი პროექტები (მიუთითეთ განხორციელების ვადები, ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა) _____________________________________________ ________________________________________________________________________________________ 3. სოციალური უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაცვა: 3.1.საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი პროექტები (გთხოვთ, მიუთითეთ განხორციელების ვადები, ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა) ____________________________________________  _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ 3.2. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტები (დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, მიუთითეთ კონკრეტული მიზეზი) _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ 3.3 საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტების შედეგები და ეფექტი (მიუთითეთ კონკრეტული შედეგი, რა პრობლემა იქნა მოგვარებული, რა ეფექტი იქონია ამან მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ან პროექტის ბენეფიციარებზე) __________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ 3.4 მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი პროექტები (მიუთითეთ განხორციელების ვადები, ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა) ____________________________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ 4. თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში განხორციელებული საქმიანობა: 4.1 საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი პროექტები (გთხოვთ, მიუთითეთ განხორციელების ვადები, ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა) ______________________________________________  _________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 4.2 საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტები (დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, მიუთითეთ კონკრეტული მიზეზი) ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________ 4.3. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტების შედეგები და ეფექტი (მიუთითეთ კონკრეტული შედეგი, რა პრობლემა იქნა მოგვარებული, რა ეფექტი იქონია ამან მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ან პროექტის ბენეფიციარებზე) ___________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 4.4. მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი პროექტები (მიუთითეთ განხორციელების ვადები, ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა) _____________________________________________ ________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________  ანგარიშის მომზადების თარიღი --------------------------------------------- ანგარიშის წარდგენის თარიღი ------------------------------------------------- ხელმოწერა ---------------------------------------------------------------------------------------- დანართი 3 ანგარიშის ფორმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციის / კერძო სამართლის იურიდიული პირის პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ . ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------      (საბიუჯეტო ორგანიზაციის / კერძო სამართლის იურიდიული პირის დასახელება) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა:  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- . პროგრამის დასახელება და პროგრამული კოდი: ---------------------------------------------------------- პროგრამის განმახორციელებელი: -------------------------------------------------------------------- პროგრამული კოდი დასახელება თანხა ათას ლარებში თანხა ათას ლარებში თანხა ათას ლარებში მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტით დაზუსტებული გეგმა საკუთარი სახსრებიდან მიმართუ;ლილ ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში 1 2 3 4 5 პროგრამა ქვეპროგრამა 1 ქვეპროგრამა 2 საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიებების აღწერა---- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ დასახული საბოლოო შედეგები --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საანგარიშო პერიოდში მიღწეული შედეგები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ საანგარიშო პერიოდში მიღწეული შედეგების შეფასების ინდიკატორები: 1. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- . ქვეპროგრამის დასახელება და პროგრამული კოდი: ------------------------------------------------ ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ საანგარიშო პერიოდში, ქვეპროგრამის ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიებების აღწერა ----- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დასახული საბოლოო შედეგები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საანგარიშო პერიოდში მიღწეული შედეგები -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საანგარიშო პერიოდში მიღწეული შედეგების შეფასების ინდიკატორები: 1. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------  5. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საბიუჯეტო ორგანიზაციის / კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი: დანართი 4 . ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის წარსადგენი ანგარიშის ფორმა თვითმმართველი ერთეულის დასახელება: ____________________________________________ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სახელი, გვარი _________________________________ საკრებულოში დაკავებული თანამდებობის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ______________________________________________________________________________________ საკრებულოს კომისი(ებ)ის დასახელება, რომლის (რომელთა) შემადგენლობაშიც არის საკრებულოს წევრი ______________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ საკრებულოს ფრაქციის დასახელება, რომლის წევრიც არის საკრებულოს წევრი _______________________________________________________________________________________ საკრებულოს წევრის არჩევის წესი (მისი წარმდგენი პოლიტიკური სუბიექტის მითითებით, - პროპორციული წესით არსებული წევრის შემთხვევაში, ან მაჟორიტარული ოლქის მითითებით, - მაჟორიტარული წესით არჩული წევრის შემთხვევაში) _______________________ ______________________________________________________________________________________ საანგარიშო პერიოდი: ________________________________________________________________ ანგარიშის ტიპი (მორიგი, რიგგარეშე) __________________________________________ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა -------------------------------------------------------------------        საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომებზე დასწრება ---------------------------------- სულ საკრებულოს კომისი(ებ)ის სხდომების რაოდენობა, რომლის (რომელთა) შემადგენლობაშიც არის საკრებულოს წევრი _______________________________________ საკრებულოს წევრის მიერ კომისი(ებ)ის სხდომებზე დასწრება ________________________________________________________________________________ სულ დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომების რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -------------------------------------------------------------------------------------------------------------- საკრებულოს წევრის მიერ დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებზე დასწრება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) --------------------------------------------------------------------------------------------- 4.  სულ საკრებულოს ფრაქციის სხდომების რაოდენობა ______________________________ საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს ფრაქციის სხდომებზე დასწრება ______________ 5. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები ------------------------------------------ -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა ------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა --------------------------------------------- საკრებულოს წევრის შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ---------------------------------------------  9. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები ------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 12. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობებით მიღებული შედეგები --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 13. ინფორმაცია საკრებულოს წევრის შემდეგი საანგარიშო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ანგარიშის მომზადების თარიღი --------------------------------------------- ანგარიშის წარდგენის თარიღი ------------------------------------------------- ხელმოწერა ----------------------------------------------------------------------------------------