„სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №67 |
|
2020 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2017, 400060000.16.009.016247) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ა) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ა.ა) ქ. თბილისის წყალმომარაგების სისტემისთვის: ა.ა.ა) 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში – 274,094,500.11 (მ3); ა.ა.ბ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში – 271,093,963.12 (მ3); ა.ა.გ) 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში – 267,935,518.83 (მ3). ა.ბ) ქ. მცხეთის წყალმომარაგების სისტემისთვის: ა.ბ.ა) 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში – 1,136,793.90 (მ3); ა.ბ.ბ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში – 1,117,753.46 (მ3); ა.ბ.გ) 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში – 1,103,578.87 (მ3).“. 2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. წყალმომარაგების სხვა ლიცენზიატებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში ნორმატიული დანაკარგის ოდენობა განესაზღვროთ ეტაპობრივად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|