შპს „აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2289-15
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2020 წლის 15 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე
მოვალე შპს „აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური“ (ს/კ 245406680)
დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე
გაკოტრების მმართველი (განმცხადებელი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოება
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის წარმოებაშია შპს „აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური“ -ს გაკოტრების საქმე.
2020 წლის 06 თებერვალს შპს „აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური“-ს გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური“-ს გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება. გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ იქნა საბოლოო ანგარიში გაკოტრების მმართველის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური“ (ს/კ 245406680) გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2020 წლის 25 დეკმბერს 15:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. ქუთაისი, კუპრაძის N11) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. შპს „აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www. http://ecd.court.ge/.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე