საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 06.04.2009
ძალის დაკარგვა 07.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 07/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესის და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 07.09.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPAcademi;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif"; font-weight:bold;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 45.0pt 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №70
2009 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
1. ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს თანდართული „
საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ტენდერის გამოცხადების, სატენდერო წინადადებების შერჩევის, განხილვის, შეფასების, ტენდერის პროცედურების შეჩერებისა და შეწყვეტის წესს და ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სამინისტრო – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ბ) ტენდერი – სამინისტროს მიერ „
ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად გამართული პროცესი ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად;
გ) პირი – რეზიდენტი ან არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
დ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც წარადგინა სატენდერო წინადადება;
ე) სატენდერო კომისია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც ახორციელებს ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების შედგენისა და გამოქვეყნების პირობები
1. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას შეიმუშავებს სამინისტრო და შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. აღნიშნული აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.
2. განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო კომისია სამინისტროს სახელით აქვეყნებს იმ პერიოდულ გამოცემაში (გამოცემებში), რომელიც (რომლებიც) ფართოდ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე ვაჭრობის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ ერთ-ერთ ენაზე, უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემაში (გამოცემებში), რომელიც (რომლებიც) ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით, და ამ განცხადებას უგზავნის საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს.
3. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 20 კალენდარული დღისა.
4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შესაძლებელია შეიცვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება.
5. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
6. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) სამინისტროს რეკვიზიტები;
ბ) ინფორმაცია სატენდერო კომისიის აპარატის იმ მუშაკთა სამსახურებრივი კოორდინატების შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ დამატებითი ინფორმაცია;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის ენა, გატანის წესი, ვადა და ადგილი;
დ) სატენდერო წინადადებების ენა, წარდგენის ვადა და ადგილი;
ე) სხვა მონაცემები, რომელთა მითითებასაც სატენდერო კომისია ჩათვლის საჭიროდ ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით.
მუხლი 4🔗. სატენდერო დოკუმენტაცია
1. სატენდერო დოკუმენტაცია ამ წესთან ერთად წარმოადგენს დოკუმენტთა პაკეტს, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას ტენდერის პროცედურების ძირითადი პირობების შესახებ.
2. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პირები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად;
ბ) ინსტრუქციას პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შედგენისა და წარდგენის წესის შესახებ;
გ) მითითებას იმის შესახებ, რომ სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ქართულ ენაზე;
დ) სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას, გახსნის თარიღს და ადგილს;
ე) ინფორმაციას სატენდერო კომისიის აპარატის იმ მუშაკთა სამსახურებრივი კოორდინატების შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ დამატებითი ინფორმაცია;
ვ) მოთხოვნას სატენდერო წინადადებების მოქმედების მინიმალური ვადის თაობაზე;
ზ) ინფორმაციას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ, ფორმისა და ოდენობის ჩათვლით;
თ) ინფორმაციას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ, ფორმისა და ოდენობის ჩათვლით;
ი) სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებასაც სატენდერო კომისია ჩათვლის საჭიროდ ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით.
3. პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად გადაეცემა ეს წესი, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი.
4. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას სატენდერო დოკუმენტაცია. პრეტენდენტებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი უნდა დასრულდეს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ვადებში. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა იყოს 20 კალენდარულ დღეზე ნაკლები ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 5🔗. სატენდერო წინადადების შერჩევის, განხილვისა და შეფასების პირობები
1. სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება ორი დახურული კონვერტით (კონვერტზე გაკეთებული შესაბამისი აღნიშვნებით „
კონვერტი №1“ და „
კონვერტი №2“). პირველ კონვერტში თავსდება ამ მუხლის მე-17 პუნქტში აღნიშნული საკვალიფიკაციო დოკუმენტები, ხოლო მე-2 კონვერტში – ამ მუხლის მე-18 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები და ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან მაქსიმალური ოდენობის გადახდის შესახებ, რომელიც არ უნდა იყოს რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 20 პროცენტზე ნაკლები და ის დამატებითი დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელსაც პრეტენდენტი მიიჩნევს საჭიროდ და არ სცილდება სატენდერო დოკუმენტაციისა და ამ წესის შინაარსს. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ განიხილება და გაუხსნელად დაუბრუნდებათ წარმომდგენ პირებს.
2. სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ თავდაპირველად მოხდება პირველი კონვერტით წარდგენილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის შერჩევა და განხილვა. თუ პირველი კონვერტით წარდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სატენდერო განცხადების შესაბამის მოთხოვნებს, მოხდება მე-2 კონვერტის გახსნა, განხილვა და შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში მე-2 კონვერტი არ გაიხსნება, დაუბრუნდება პრეტენდენტს და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
3. პირველი კონვერტით წარდგენილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის განხილვის შემდეგ სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ დღეს მოხდება მე-2 კონვერტის გახსნა, რაზედაც დასწრება შეუძლია ყველა პრეტენდენტს. თუ პრეტენდენტი არ დაესწრება მე-2 კონვერტის გახსნას, მე-2 კონვერტი გაიხსნება მის დაუსწრებლად.
4. პირველი კონვერტის გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შერჩევას და ადგენს განხილვის ვადებს, ხოლო მე-2 კონვერტის გახსნის შემდეგ ადგენს განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადებს.
5. პრეტენდენტებს უფლება აქვთ პირველი კონვერტის გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადება.
6. პირველი კონვერტის გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს შერჩევა. შერჩევის მიზანია წარდგენილი სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
7. შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება, სრულად არის თუ არა წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო წინადადებას.
8. შერჩევის პროცესში სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების კლასიფიცირებას შემდეგ კატეგორიებად:
ა) სატენდერო წინადადებები, რომლებიც შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს;
ბ) სატენდერო წინადადებები, რომლებიც მნიშვნელოვანი შეცდომების, ან სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო ვერ ჩაითვლება მისაღებად.
9. პრეტენდენტს უფლება აქვს დაესწროს პირველი და მე-2 კონვერტების გახსნის პროცესს. სხვა შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომები დახურულია. შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება კომისიის მიერ პრეტენდენტების წინადადებების განხილვას და დაუშვებელია ასეთი ინფორმაციის გახმაურება ნებისმიერი საშუალებით მესამე პირთა ან კონკურენტ პრეტენდენტთა სასარგებლოდ.
10. შერჩევის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს წინადადებების დეტალურ განხილვასა და შესწავლას. სატენდერო კომისიას უფლება აქვს სატენდერო წინადადებების განხილვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. სატენდერო წინადადებების ან/და კონსულტანტების, ექსპერტების წინადადებებისა და დასკვნების განხილვა ხდება სატენდერო კომისიის სხდომებზე. საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას შეუძლია მოიწვიოს პრეტენდენტი ან მისი წარმომადგენელი მის წინადადებასთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით.
11. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი სატენდერო წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით, ამ წესით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ან რომელთა გამოსწორება შესაძლებელია სატენდერო წინადადების შინაარსის შეუცვლელად.
12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვებულია მექანიკური შეცდომები, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს წარდგენილი სატენდერო წინადადების დაზუსტების მოთხოვნით. სატენდერო კომისიას შეუძლია აგრეთვე თავად შეასწოროს მექანიკური შეცდომები.
13. სატენდერო კომისიას შეუძლია თვითონ შეასწოროს მექანიკური შეცდომები, თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას ციფრობრივად და სიტყვიერად გამოსახულ სიდიდეებს შორის (უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ გამოსახულებას).
14. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:
ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია;
ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი სატენდერო წინადადების ან/და საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;
გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს ან არ დაეთანხმება სატენდერო წინადადებაში ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების შესაბამისად შესწორებების შეტანაზე;
დ) თუ სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება ამ წესით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ე) თუ ტენდერის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას;
ვ) თუ ტენდერის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
ზ) თუ ყველა საჭირო დოკუმენტი არ იქნება შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, საჭიროების შემთხვევაში ბეჭდით დამოწმება, თარიღის მითითება და სხვ.);
თ) თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები და ინფორმაცია.
15. პირველი კონვერტით წარდგენილი დოკუმენტების და ინფორმაციის დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს მე-2 კონვერტის გახსნას, განხილვასა და შეფასებას.
16. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილების, ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალური ოდენობის თანხის გადახდის და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარება.
17. პირველი კონვერტით, რომელშიც თავსდება პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მონაცემები, წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონი/ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
გ) ცნობა შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ე) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
ვ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
18. მე-2 კონვერტში, რომელშიც თავსდება პრეტენდენტის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები, წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) პრეტენდენტის გამოცდილება, ცოდნა და საქმიანი რეპუტაცია სათამაშო ბიზნესში;
ბ) ლატარიასა და აზარტულ თამაშობებში საწყისი (ბაზისური) გამოცდილება;
გ) პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობები;
დ) პრეტენდენტის უნარი ჩამოაყალიბოს, მართოს და შეინარჩუნოს სისტემები, რომლებიც დააკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს;
ე) შემოთავაზებული სისტემების უნარი, უზრუნველყონ ხანგრძლივი და სანდო მომსახურება, რაც გამიზნულია ეროვნული ლატარიის რისკებისა და საფრთხეების პრევენციისათვის და სისტემის ან სისტემის ნაწილის დაზიანების შემთხვევაში მცირე დროში უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას;
ვ) შემოთავაზებული სისტემების წარმატებული გამოყენება უცხო სახელმწიფოში;
ზ) პრეტენდენტის ფინანსური წინადადება, რომელიც მოიცავს საქმიანობის ხარჯებსა და მიღებულ შემოსავლებს;
თ) მენეჯმენტის გამოცდილება, ძირითადი პერსონალი და ქვეკონტრაქტორები;
ი) შემოთავაზებული თამაშობების (მომენტალური, on-line და სხვ.) ხარისხი და სანდოობა;
კ) მარკეტინგული გეგმები;
ლ) სავაჭრო ობიექტების განთავსების გეგმა;
მ) უსაფრთხოების ღონისძიებები;
ნ) საქმიანობის დაწყების გეგმა;
ო) ინფორმაცია ეროვნული ლატარიის მოწყობის შესაძლებლობაზე კანონისა და ექსკლუზიური უფლების პირობების დაცვით;
პ) ინფორმაცია ეროვნული ლატარიის ყოველი მონაწილის უფლებების ადეკვატურ დაცვაზე;
ჟ) ინფორმაცია საჭირო ფინანსებისა და სხვა შესაბამისი რესურსების შესახებ ეროვნული ლატარიის მოსაწყობად;
რ) ინფორმაცია საქართველოში მოქმედი სხვა სათამაშო ბიზნესის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ;
ს) ინფორმაცია ეროვნული ლატარიიდან მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველსაყოფად;
ტ) ინფორმაცია ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან მაქსიმალური ოდენობის გადახდის შესახებ.
19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის შეფასებას (გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) სატენდერო კომისია ახდენს ცალ-ცალკე, ,,დადებითად“ ან „
უარყოფითად“. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩაითვლება მისაღებად, თუ „
დადებითად“ შეფასდა მის მიერ წარდგენილი ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის (გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტის „
ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) არანაკლებ 50 პროცენტი.
20. იმ შემთხვევაში, თუ მისაღებად ჩაითვალა ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება, სატენდერო კომისიის წევრი უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას, რომლითაც წარდგენილია ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალური ოდენობის თანხის გადახდის წინადადება.
21. ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული შეფასებების იდენტურობის შემთხვევაში სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
22. სატენდერო კომისია ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი შეფასების საფუძველზე. სატენდერო კომისიის წევრის შეფასებაში მითითებული უნდა იყოს ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრი ანიჭებს უპირატესობას.
23. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის შეფასებით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის შეფასება.
24. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა შეფასებები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და პრეტენდენტების შესახებ.
25. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და გამარჯვებულ პრეტენდენტთან 15 დღის ვადაში ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
26. ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ამ მუხლის მე-18 პუნქტის „
ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
27. საქართველოს არარეზიდენტი პირების მიერ წარდგენილი ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს როგორც ორიგინალის (დედნის) სახით, ისე ქართულ ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული სანოტარო წესით.
მუხლი 6🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
1. ყველა პირმა, რომელიც ტენდერის პროცესში სამინისტროს ინტერესებს წარმოადგენს (სატენდერო კომისიის წევრები, სატენდერო კომისიის აპარატის წევრები, მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების ჩათვლით) თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი სიტუაცია, ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი მიზეზების ჩათვლით.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე პირი ინტერესთა კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდება, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მონაწილეობა ტენდერის პროცედურებში.
3. ყოველ პირს, რომელიც ტენდერის ჩატარების პროცესში სამინისტროს ინტერესებს წარმოადგენს, ექნება ინტერესთა კონფლიქტი, თუ:
ა) მონაწილეობს ტენდერში;
ბ) არის ტენდერში მონაწილე რომელიმე ორგანიზაციის მფლობელი, აკონტროლებს მას ან არის მისი თანამშრომელი;
გ) არის ტენდერის პროცედურაში მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომლის ან ხელმძღვანელი აპარატის წევრის ახლო ნათესავი, ან უშუალოდ მონაწილის ახლო ნათესავი, თუ ეს უკანასკნელი ფიზიკური პირია; „
ახლო ნათესავში“ იგულისხმება პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები;
დ) ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ტენდერის პროცედურებში მონაწილე ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე;
ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან მოლაპარაკებას აწარმოებს ასეთი კავშირის დამყარების თაობაზე ტენდერის პროცედურებში მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან;
ვ) ტენდერის პროცედურის შედეგით პირადად არის დაინტერესებული (ან აქვს ფინანსური ინტერესი).
5. დაუშვებელია, ტენდერის პროცედურებისას მასში მონაწილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პირმა სატენდერო კომისიას (სატენდერო კომისიის აპარატის წევრებს, მოწვეულ ექსპერტებსა და კონსულტანტებს) ან სახელმწიფო ორგანოებსა და მათ წარმომადგენლებს მიმართოს თხოვნით შუამდგომლობის შესახებ, ან მოახდინოს მათზე პირდაპირი ან ფარული ზეგავლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს თავისთვის ხელსაყრელი უფლებები ან/და პირობები.
6. დაუშვებელია, ტენდერში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ტენდერის მოსამზადებელ სამუშაოებში.
7. სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისას და კონვერტების გახსნისთანავე სატენდერო კომისიისა და კომისიის აპარატის ყველა წევრი, მოწვეული ექსპერტი და კონსულტანტი, რომელიც დაკავშირებულია ამ ტენდერის განხორციელებასთან, ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ მისი მონაწილეობა ამ ტენდერის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
მუხლი 7🔗. ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ქმედებების გასაჩივრებისა და დავის განხილვის პირობები
1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს შეუძლიათ ნებისმიერ ეტაპზე გაასაჩივრონ სატენდერო კომისიის ქმედებები სამინისტროში ან სასამართლოში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ტენდერის მიმდინარეობის პროცესში დაირღვა ამ წესით ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი დებულებები ან/და შეილახა მათი უფლებები.
2. სამინისტროსა და სასამართლოში ტენდერთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დავის განხილვა არ იწვევს ტენდერის პროცესის შეჩერებას, გარდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა.
4. პრეტენზიის მქონე პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს სამინისტროს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ გარემოების შეტყობის ან იმ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომელმაც გამოიწვია პრეტენზია. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ინტერესებსაც შეეხება ან შეიძლება შეეხოს წარმოშობილი დავა.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტროს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის განხილვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წესით.
7. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და უნდა ახლდეს მომჩივნის დასაბუთებული განმარტება იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად დაზარალდება. საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება, თუ სამინისტრო ამ წესის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას ტენდერის შეწყვეტის შესახებ.
8. პრეტენდენტებს შეუძლიათ სამინისტროს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ სასამართლო წესით.
მუხლი 8🔗. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მექანიზმი და პირობები
1. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამოიყენოს გარანტირების მექანიზმი. ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები ვალდებულნი არიან წარუდგინონ სამინისტროს თავიანთი სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტიები, როგორიცაა სამინისტროს მიერ წინასწარ დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტია. დაუშვებელია სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ანგარიშზე თანხის შეტანა (ჩარიცხვა).
2. გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა ასახოს კონკრეტული მოთხოვნები გარანტიის ღირებულებითი ოდენობის, ფორმის, გარანტიის გამცემი ორგანიზაციების მიმართ.
3. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.
4. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
5. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად მე-2 დახურულ კონვერტში შესაბამისი აღნიშვნით.
6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს დაიწუნოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გარანტია, თუ მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს წარდგენილი გარანტიის მიმართ ან გარანტიაზე დასტურის გამცემი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობაზე.
7. სატენდერო კომისიამ უნდა უზრუნველყოს ტენდერში მონაწილე პირთათვის გარანტირების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მათივე მოთხოვნის საფუძველზე.
8. თუ სატენდერო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სატენდერო პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს გარანტირების დამადასტურებელი დოკუმენტები უბრუნდებათ მათი მოთხოვნისთანავე.
9. სატენდერო კომისიამ უნდა უზრუნველყოს გარანტირების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება იმ პირებისათვის, რომლებმაც უარი განაცხადეს სატენდერო წინადადებების ხელმეორედ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ან/და ვერ უზრუნველყვეს წარდგენილი გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება.
10. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ამოიწურა სატენდერო წინადადებების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტს გარანტირების დამადასტურებელი დოკუმენტები უბრუნდება მოთხოვნისთანავე.
11. გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე (თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე);
ბ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე;
გ) თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერის პროცედურების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო.
12. სატენდერო კომისიის მიერ გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება ამ წესის მე-7 მუხლისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. ხელშეკრულება და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა
1. სატენდერო დოკუმენტაციით და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობებისა და ამ პირთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით ხდება ხელშეკრულების შედგენა.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს გარანტიასთან დაკავშირებულ ყველა პირობას.
3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიად ჩაითვლება სამინისტროს მიერ წინასწარ დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტიის, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკის ან აკრედიტივის, ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა.
4. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
მუხლი 10🔗. ტენდერის პროცედურების შეჩერებისა და შეწყვეტის პირობები
1. სატენდერო კომისიას უფლება აქვს ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს ტენდერის პროცედურები, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
2. სატენდერო კომისიას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ტენდერის პროცედურები, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ან/და მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ტენდერის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში სატენდერო კომისია არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა თავის გადაწყვეტილებას და მისი მიღების საფუძველს აცნობებს პრეტენდენტებს. სატენდერო კომისია არ არის ვალდებული ტენდერში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
4. ტენდერის პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
5. ტენდერის პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სატენდერო კომისია ვალდებულია მიღებული სატენდერო წინადადებები და თანმხლები დოკუმენტები დაუბრუნოს მათ წარმომდგენ პირებს, ხოლო ტენდერის პროცედურების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სატენდერო კომისია ვალდებულია მიღებული სატენდერო წინადადებები და თანმხლები დოკუმენტები დაუბრუნოს მათ წარმომდგენ პირებს მათივე მოთხოვნის საფუძველზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო ტენდერის პროცედურების შეჩერების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ტენდერის პროცედურების გაგრძელების შესახებ, იგი ვალდებულია განახორციელოს ტენდერის პროცედურები შეჩერებული პროცედურების გაგრძელების მეშვეობით (თუ ის ხორციელდება იმავე წელს). ამისათვის სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების ხელახალი დადასტურების შესახებ წინადადებით. თუ არცერთმა მონაწილემ თანხმობა არ განაცხადა განახლებული ტენდერის პროცედურებში მონაწილეობაზე, სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ.
მუხლი 11🔗. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი
1. ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არცერთი პირის სატენდერო წინადადება არ იქნა წარდგენილი.
2. ტენდერი ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, თუ არცერთი პირის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოცხადდეს ხელახალი ტენდერი.
მუხლი 12🔗. სხვა დებულებები
1. ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და საინფორმაციო მასალა იკინძება და ინახება ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან 15 წლის განმავლობაში.
2. სატენდერო წინადადებისადმი მოთხოვნები უნდა ეხებოდეთ აგრეთვე ქვეკონტრაქტორებს, თუ ისინი ჩართულნი იქნებიან ტენდერის პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე.