„საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების, გამოყენებისა და ანგარიშის გამოქვეყნების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 17.02.2000
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №20/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.101
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 23/02/2000
matsne.gov.ge 577 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების, გამოყენებისა და ანგარიშის გამოქვეყნების წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 37.9pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                           010.008.004.101 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება N 20/2000 2000 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების, გამოყენებისა და ანგარიშის გამოქვეყნების წესის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 1. საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად მისთვის გამოყოფილი სახსრების გამოყენებისას საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას ახორციელებს „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დადგენილების შესაბამისად. 2. საოლქო საარჩევნო კომისია განაგებს მის ანგარიშზე ჩარიცხულ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სახსრებს. 3. არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრების გამოყენებას კომისიაში ახორციელებენ მისი თავმჯდომარე და ბუღალტერი. კომისიის ბუღალტერს ნიშნავს კომისია. კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი პასუხისმგებელნი არიან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 4. საოლქო საარჩევნო კომისია მის ანგარიშზე ჩარიცხული სახსრების ხარჯვას ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. 5. საოლქო საარჩევნო კომისიამ სამეურნეო ოპერაციები შეიძლება აწარმოოს როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. 6. დაევალოს კომისიის ბუღალტერს, ყველა სახის საბუღალტრო ოპერაცია დოკუმენტურად გააფორმოს. 7. საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე განსაზღვროს ამ და საუბნო საარჩევნო კომისიებში გათავისუფლებულ (ხელფასიან) წევრთა რაოდენობა (საუბნო კომისიების შემთხვევაში) და ვინაობა. 8. საოლქო საარჩევნო კომისიის დაფინანსება განხორციელდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების დაფინანსება მოხდეს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ საარჩევნო უბანში შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის გათვალისწინებით, ამ მიზნისთვის დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. 9. საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებიდან არა უგვიანეს 50 დღისა შეწყვიტოს ყოველგვარი ანგარიშსწორება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან და ამის შემდეგ, 10 დღის ვადაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხოს მათ ანგარიშებზე არსებული ნაშთი, ხოლო 2 კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ანგარიში დადგენილი ფორმით შესაბამისი ბანკის ამონაწერითურთ ჩარიცხული და დახარჯული სახსრების შესახებ. 10. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხარჯების ფაქტობრივი ოდენობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 6 თვის საბალანსო შედეგებთან ერთად. 11. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საფინანსო ანგარიშის წარდგენის ფორმის სამართლებრივ საფუძვლად განისაზღვროს: ა) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვალს დამტკიცებული დებულება საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ; ბ) დროებითი მეთოდური მითითება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის გამოყენების შესახებ; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998  წლის 9 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა; დ) საქართველოს პრეზიდენტის 1998  წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულება „მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 9  იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტისა და სპეციალური შემოსავლების შესრულების ანგარიში. კომისიის თავმჯდომარე                                                                                                  ჯუმბერ ლომინაძე