„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“ შეთანხმება

მიღების თარიღი 30.07.2020
ძალაში შესვლა 08.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია
ნომერი №24/53
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016627
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2020
matsne.gov.ge 879 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2020 მიღება
08.10.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელმოწერილია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 20.04.2016 საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017) შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 30.04.2018 საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020) შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 05.11.2021 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 22.08.2023 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 90% 16.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ 2019 საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით, ესწრაფვიან რა, განამტკიცონ და გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობით, აცნობიერებენ რა, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს, მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 2019 წლის 28 მაისის №78/2019, 2019 წლის 20 ნოემბრის №152/2019, 2019 წლის 5 დეკემბრის №163/2019 და 2020 წლის 22 აპრილის №32/2020 ვერბალური ნოტებით გამოხატულ თანხმობებზე დაყრდნობით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 (1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, ან ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად შესარჩევ სხვა მიმღებ მხარეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს შემდეგი თანხები: 1. მაქსიმუმ 170.000.000 (სიტყვიერად: ას სამოცდაათი მილიონი) ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტებისათვის a) „მდგრადი ურბანული მობილურობა საქართველოში – TUMI (DKTI)“ –  მაქსიმუმ 100.000.000 (სიტყვიერად: ასი მილიონი) ევრო, b) „ღია პროგრამა ენერგოეფექტიანობა საქართველოში (DKTI)“ –  მაქსიმუმ 40 000 000 (სიტყვიერად: ორმოცი მილიონი) ევრო, c) „კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის (ტრანში A)“ – (ძველი დასახელება: „კლიმატისათვის უსაფრთხო ინფრასტურქტურა“) – დამატებით მაქსიმუმ 30.000.000 (სიტყვიერად: ოცდაათი მილიონი) ევრო, თუ დადასტურდა პროექტების დაფინანსების მიზანშეწონილობა განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით, მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კრედიტუნარიანობა და საქართველოს მთავრობა გასცემს სახელმწიფო გარანტიას, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ იქნება სესხის მიმღები. ეს პროექტები არ შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით. 2. ფინანსური დახმარებები შემდეგი პროექტების განხორციელებისა და ზედამხედველობისთვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის: а) პირველი პუნქტის a ქვეპუნქტში დასახელებული პროექტისთვის –  მაქსიმუმ 2.000.000 (სიტყვიერად: ორი მილიონი) ევრო, b) პირველი პუნქტის b ქვეპუნქტში დასახელებული პროექტისთვის –  მაქსიმუმ 3.200.000 (სიტყვიერად: სამი მილიონ ორასიათასი) ევრო, c) პირველი პუნქტის c ქვეპუნქტში დასახელებული პროექტისთვის –  მაქსიმუმ 3.000.000 (სიტყვიერად: სამი მილიონი) ევრო. 3. ფინანსური დახმარებები 20.327.632,05 (სიტყვიერად: ოცი მილიონ სამასოცდაშვიდიათას ექვსას ოცდათორმეტი ევრო და ხუთი ცენტი) ევროს ოდენობით პროექტებისთვის а) „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება –  საქართველო“ –  მაქსიმუმ 18.500.000 (სიტყვიერად: თვრამეტი მილიონ ხუთასი ათასი) ევრო, b) „ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება, ფაზა II“ - მაქსიმუმ 1.827.632,05 (სიტყვიერად: ერთი მილიონ რვაას ოცდაშვიდი ათას ექვსას ოცდათორმეტი ევრო და ხუთი ცენტი) ევრო, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა და დადასტურდა, რომ ის აკმაყოფილებს ფინანსური დახმარებით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს. ასეთ პროექტებს განეკუთვნება ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიება, თვითდახმარებაზე ორიენტირებული სიღარიბის დაძლევის ღონისძიება, საშუალო საწარმოებისათვის განკუთვნილი საკრედიტო საგარანტიო ფონდი ან გარემოსდაცვითი ან სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტი. (2) იმ შემთხვევაში, თუ მოგვიანებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს დამატებითი სესხები ან ფინანსური დახმარებები ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების მომზადებისათვის, ან მიიღოს დამატებითი ფინანსური დახმარებები ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, მაშინ ასევე გამოყენებას ჰპოვებს წინამდებარე შეთანხმება. მუხლი 2🔗 (1) პირველ მუხლში აღნიშნული თანხების გამოყენება, მათი გამოყოფის პირობები, ასევე შემსრულებლისათვის პროექტის განხორციელების დაკისრების პროცედურა განისაზღვრება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და სესხისა და ფინანსური დახმარების მიმღებ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულებებით, რომლებიც რეგულირდება გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით. (2) პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე თანხმობა უქმდება, თუ თანხმობის გაცემის წლიდან ოთხი წლის განმავლობაში არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები სესხებისა და დაფინანსების შესახებ. ამ თანხებს ვადა ეწურება 2023 წლის 31 დეკემბერს, გარდა შემდეგი თანხებისა: პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „c“ ქვექვეპუნტში აღნიშნული პროექტის თანხას ვადა ეწურება 2021 წლის 31 დეკემბერს. პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „b“ ქვექვეპუნტში აღნიშნული პროექტისთვის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება უკვე დადებულია. (3) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის სესხის მიმღები, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის მიმღების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს, რომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიმართ ყველა სახის ანგარიშსწორება განხორციელდება ევროში. (4) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის ფინანსური დახმარებების მიმღები, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნების თაობაზე რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შესაძლო პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები დაფინანსების ხელშეკრულებების საფუძველზე. მუხლი 3🔗 (1) საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ყოველგვარი პირდაპირი გადასახადისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება მე-2 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის ფარგლებში წარმოშობილ დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა მსგავს არაპირდაპირ გადასახადებს გადაიხდის საქართველოს მთავრობა. წარმოშობილი აქციზის გადახდას თავის თავზე იღებს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს სხვა ოფიციალური მოსაკრებლებისგან. მუხლი 4🔗 აღნიშნული სესხებისა და ფინანსური დახმარებების გამოყოფიდან გამომდინარე, პირებისა და საქონლის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ტრანსპორტირებისას, საქართველოს მთავრობა მგზავრებსა და მიმწოდებლებს ანიჭებს სატრანსპორტო ფირმების არჩევის თავისუფლებას, არ მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამორიცხავენ ან გააძნელებენ იმ სატრანსპორტო ფირმების თანასწორუფლებიან მონაწილეობას, რომელთა ადგილსამყოფელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და საჭიროების შემთხვევაში გასცემს ამ სატრანსპორტო ფირმების მონაწილეობისათვის სათანადო ნებართვებს. მუხლი 5🔗 (1) ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე. (2) გაეროს ქარტიის 102-ე მუხლის თანახმად, ამ შეთანხმების დარეგისტრირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში განხორციელდება დაუყოვნებლივ მისი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მხრიდან. შეთანხმების მეორე მხარეს გაეგზავნება შეტყობინება რეგისტრაციის განხორციელების შესახებ გაეროს სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გაეროს სამდივნოს დასტურის შემდეგ. (3) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოშალოს იგი ექვსი თვით ადრე შეტყობინების გზით. (4) ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ, შეათანხმონ წინამდებარე შეთანხმების ცვლილებები. (5) სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ ატმოსფეროში მოლაპარაკებების ფარგლებში. შესრულებულია, ქ. თბილისში, 2020 წლის 30 ივლისს ორ დედნად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენაზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელმოწერილია