საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №5/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310130000.22.037.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2020
matsne.gov.ge 7,465 სიტყვა · ~37 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (11)
5 გზის მიერთება ხომ არ არის გზა შევიწროებული ხიდის მიერთებასთან?
6 გზის პროფილი არის თუ არა გზის მონაკვეთები უსწორმასწორო და დამაბნეველი და შეაფარხებს თუ არა იგი მძღოლს, რომლისთვისაც ეს გზა უცხოა.
8 გზის ზედაპირი არის თუ არა გზის ზედაპირი კარგ მდგომარეობაში? არის თუ არა გზის სტრუქტურა კარგი ხარისხის? ადეკვატურია თუ არა ჩაჭიდების კოეფიციენტი?
9 გზის მოსარგებლეთა აქცევა გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობენ თუ არა მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით? არის თუ არა მძღოლების მოძრაობა საფრთხის შემცველი? ფიქსირდება თუ არა რაიმე კანონდარღვევა?
11 გზისპირა საფრთხეები დააფიქსირეთ ყველა გზისპირა საფრთხე (მაგ.: ხე, ელექტროგადამცემი ბოძი, გადასავარდნი, ხიდის პარაპეტების გამოშვერილი ბოლო და ა.შ.)
სსშ-ის შედეგების სიმძიმე სსშ-ის სიხშირე 3 კალენდარული წლის განმავლობაში
6 ან მეტი 4 ან მეტი, მაგრამ  6-ზე ნაკლები
სსშ, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ძალიან მაღალი
სსშ, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და/ან მძიმე დაზიანებები მაღალი
სსშ, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მაღალი
პრობლემა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტის – საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ნიშნის ტიპზომა სტანდარტი 82% 29.12.2023 გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 22.01.2025 ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე საწვავი 77% 15.02.2019 საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 77% 12.02.2026 „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 75% 23.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №5/ნ-№180 2020 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​1 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმაია ცქიტიშვილისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაური საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესი მუხლი 1🔗 საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესებს. მუხლი 2🔗 საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ხორციელდება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗 საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის ღონისძიებები მოიცავს წესის: ა) დანართი №1-ით განსაზღვრულ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების წესს; ბ) დანართი №2-ით განსაზღვრულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. მუხლი 4🔗 1. შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შავი წერტილების იდენტიფიცირებას ახდენს და მათ შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომ – დეპარტამენტი) მის მართვაში  არსებულ  საერთო  სარგებლობის  საავტომობილო გზების მიხედვით აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დეპარტამენტი კოორდინირებულად უზრუნველყოფენ ამ წესის შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით წინადადებების/ანგარიშების მომზადებას. მუხლი 5🔗 წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. დანართი №1 საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების წესი მუხლი 1🔗 1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების (შემდგომ – სმუი) წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (შემდგომ – საავტომობილო გზა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სისტემური შემოწმების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. 2. სმუი-ს მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა. 3. სმუი-ს გეგმას ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.  4. სმუი ხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ. 5. სმუი-ს განხორციელებისას საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ გამოიყენება შესაბამისი სქემები და ვიდეო/ფოტომასალა. ასევე, ხორციელდება ადგილის ვიზუალური დათვალიერება, იმისთვის რომ  გამოვლენილ იქნეს საფრთხე და დეფექტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. 6. სმუი არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების გეგმის ნაწილი, რომელიც სრულად მოიცავს საავტომობილო გზების ქსელს. 7. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების გეგმა არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საავტომობილი გზის ის მონაკვეთები, რომლებზეც დაგეგმილია სმუი-ს განხორციელება, შესაბამისი პერიოდების მითითებით. მუხლი 2🔗 1. „შავი წერტილის“ პროგრამა (Blackspot Programme) არის მაღალი რისკის ადგილის მართვის პროგრამა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მართვის  მთავარი კომპონენტი. 2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (შემდგომ – სსშ) თავიდან აცილებისაკენ მიმართული ღონისძიებები ხარჯთეფექტური საშუალებაა „შავი წერტილების“ აღმოსაფხვრელად. 3. „შავი წერტილების“ აღმოფხვრისა და იდენტიფიცირების პროგრამა დამოკიდებულია სსშ-ის მონაცემებზე. 4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების მექანიზმი არის დამხმარე მექანიზმი, რომლის მიზანია  წინასწარ აღმოაჩინოს საფრთხეები, ვიდრე ეს საფრთხე იქცევა „შავ წერტილებად“.  5. სმუი ავსებს „შავი წერტილების“ პრევენციის პროგრამას. მუხლი 3🔗 1. სმუი ხორციელდება საავტომობილო გზების სრულ ქსელზე, არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ. 2. სმუი-ის განხორციელების მონაკვეთი, ჩვეულებრივ, არ უნდა აღემატებოდეს 50 კმ-ს. 3. სმუი-ს ფარგლებში პრიორიტეტულია მონაკვეთი, სადაც: ა) რეგისტრირებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) იდენტიფიცირებულია საფრთხე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით (სამართალდამცავი ორგანოების, დეპარტამენტის ან/და საზოგადოების მიერ წამოწეული პრობლემის საპასუხოდ და სხვა). მუხლი 4🔗 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული „შავი წერტილების“ დეპარტამენტისათვის მიწოდების შემდეგ, დეპარტამენტი უზრუნველყოფს საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სმუი-ის განხორციელებას. აღნიშნული წარმოადგენს არაგეგმურ სმუი-ს, რომელიც უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ. 2. გეგმური სმუი ტარდება სსშ-ის მონაცემების პირველადი შემოწმების გარეშე. 3. სმუი-ის ჯგუფის წევრს ეკრძალება მისთვის ცნობილი სსშ-ის შესახებ ინფორმაციის ჯგუფის სხვა წევრებისთვის გამჟღავნება. 4. სმუი-ის ჯგუფის წევრები ინსპექტირებისას ითვალისწინებენ სსშ-ის სიხშირესა და შედეგების სიმძიმეს მოცემული ცხრილის შესაბამისად: სსშ-ის შედეგების სიმძიმე სსშ-ის სიხშირე 3 კალენდარული წლის განმავლობაში 6 ან მეტი 4 ან მეტი, მაგრამ  6-ზე ნაკლები 2 ან მეტი მაგრამ 4-ზე ნაკლები 1 სსშ სსშ, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ძალიან მაღალი მაღალი მაღალი საშუალო სსშ, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და/ან მძიმე დაზიანებები მაღალი მაღალი საშუალო საშუალო სსშ, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მაღალი საშუალო საშუალო დაბალი სსშ, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების დაზიანება საშუალო საშუალო დაბალი დაბალი მუხლი 5🔗 1. სმუი ხორციელდება შემდეგი საშუალებებით: ა) საავტომობილ გზის ვიდეოგადაღება; ბ) ადგილის ვიზუალური ინსპექტირება. 2. საავტომობილო გზის ვიდეოგადაღების მიზანია საავტომობილო გზის ფაქტობრივი მდგომარეობის ვიზუალური ასახვა. საავტომობილო გზის ვიდეოგადაღება ხორციელდება უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებიდან, საქარე მინის გავლით და ფიქსირდება საავტომობილო გზის პიკეტაჟის ვიდეო და აუდიოჩანაწერები (გამოიყენება კილომეტრების მაჩვენებელი გზისპირა ბოძი ან GPS მიმღები). ვიდეოგადაღებისას უნდა დაფიქსირდეს საავტომობილო გზის ორივე მიმართულება. 3. ადგილის ვიზუალური ინსპექტირების მიზანია საავტომობილო გზის მოვლა-შენახვის ხარვეზების დადგენა და ისეთი მონაკვეთების იდენტიფიცირება, სადაც, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, უნდა გატარდეს უსაფრთხოების ხარჯთეფექტური ღონისძიებები. ადგილის ვიზუალური ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ორივე მიმართულებით, რამდენჯერმე მაგრამ არანაკლებ ერთისა. ადგილზე ვიზუალური ინსპექტირების დროს დგინდება ძირითადი საკონფლიქტო წერტილები მარშრუტის გასწვრივ. ამასთან, უნდა დადგინდეს, თუ როგორ გამოიყენება საავტომობილო გზა სამუშაო დღეებში, დასვენების დღეებში, ცუდ ამინდსა და ღამით. აუცილებელია დაკვირვება სახიფათო ადგილებზე, მარშრუტის გასწვრივ. ადგილზე ვიზუალური ინსპექტირებისას დაკვირვება ხდება საავტომობილო გზის მოსარგებლეთა ქცევებზეც. 4. ადგილის ვიზუალური ინსპექტირება ხორციელდება ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად. 5. ადგილის ვიზუალური ინსპექტირების ანგარიში უნდა მომზადდეს ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.    დანართი №1 № თემის აღწერა 1 ძირითადი საკითხები განიხილეთ დასათვალიერებელ ადგილთან დაკავშირებული უკვე ჩატარებული კვლევები და ანგარიშები; განსაზღვრეთ, არსებობს თუ არა პრობლემის გამომწვევი სხვა მიზეზი; განსაზღვრეთ, აქვს თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს პრობლემა ან/და ტერიტორიულ ორგანოს ამ მონაკვეთზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებთან დაკავშირებით. 2 სიჩქარის შეზღუდვა მარშრუტის გასწვრივ უზრუნველყოფს თუ არა გზის გეომეტრია უსაფრთხო სიჩქარეს; არის თუ არა დასახლებული პუნქტების შესასვლეში მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდავი საშუალება; არის თუ არა დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე კონკრეტულ ადგილს მორგებული; აღნიშნეთ ყველა ის ადგილი და მონაკვეთი, სადაც მძღოლი აჭარბებს მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს. 3 საგზაო ნიშნები რამდენად სწორად არის განთავსებული საგზაო ნიშნები? ხომ არ არის სხვა საგზაო ნიშნის დამატება აუცილებელი? არის თუ არა ყველა საგზაო ნიშანი ადვილად აღქმადი დღისა და ღამის შესაბამის მონაკვეთში? შეამოწმეთ ნიშნების ზომა, არეკვლის ხარისხი, ასოების ზომა (სიმაღლე, სიგანე) და ა.შ. არის თუ არა გზაჯვარედინთან განთავსებული ყველა საჭირო პრიორიტეტის ნიშანი? არის თუ არა განთავსებული წინასწარი მაფრთხილებელი ნიშნები ყველა საფრთხის შემცველი ადგილისა და საკონფლიქტო წერტილის მისვლამდე. 4 საგზაო მონიშვნები რამდენად სწორად არის განთავსებული საგზაო მონიშვნები? ხომ არ არის სხვა საგზაო მონიშვნის დამატება აუცილებელი? არის თუ არა ყველა საგზაო მონიშვნა ადვილად აღქმადი დღისა და ღამის შესაბამის მონაკვეთში? არის თუ არა გზაჯვარედინებთან შესაბამისი პრიორიტეტის მონიშვნები? არის თუ არა შესაბამისი მაფრთხილებელი საგზაო მონიშვნა თითოეულ საფრთხის შემცველ ადგილთან მიახლოებისას? საკმარისად შესამჩნევია ისინი? 5 გზის მიერთება ხომ არ არის გზა შევიწროებული ხიდის მიერთებასთან? 6 გზის პროფილი არის თუ არა გზის მონაკვეთები უსწორმასწორო და დამაბნეველი და შეაფარხებს თუ არა იგი მძღოლს, რომლისთვისაც ეს გზა უცხოა. 7 მხედველობის არეალი და ხილვადობა არის თუ არა პირდაპირი ხილვადობა მოძრაობის სიჩქარის ადეკვატური? არის თუ არა საკმარისი ხილვადობა უსაფრთხო გასწრების განსახორციელებლად? არის თუ არა მხედველობის არეალი გზაჯვარედინთან ადეკვატური? 8 გზის ზედაპირი არის თუ არა გზის ზედაპირი კარგ მდგომარეობაში? არის თუ არა გზის სტრუქტურა კარგი ხარისხის? ადეკვატურია თუ არა ჩაჭიდების კოეფიციენტი? 9 გზის მოსარგებლეთა აქცევა გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობენ თუ არა მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით? არის თუ არა მძღოლების მოძრაობა საფრთხის შემცველი? ფიქსირდება თუ არა რაიმე კანონდარღვევა? 10 ქვეითები იმყოფებიან თუ არა ქვეითები რისკქვეშ გზის სავალი ნაწილის გასწვრივ გადაადგილებისას? იმყოფებიან თუ არა ქვეითები რისკქვეშ გზის სავალი ნაწილის კვეთისას? სარგებლობენ თუ არა ქვეითები მათთვის განკუთვნილი ტროტუარებითა და ფეხით გადასასვლელებით? თუ არა, რატომ? 11 გზისპირა საფრთხეები დააფიქსირეთ ყველა გზისპირა საფრთხე (მაგ.: ხე, ელექტროგადამცემი ბოძი, გადასავარდნი, ხიდის პარაპეტების გამოშვერილი ბოლო და ა.შ.) 12 უსაფრთხოების ბარიერი არის თუ არა გზისპირა საფრთხეები უსაფრთხოების ბარიერით შემოფარგლული? უსაფრთხოების ბარიერის ტიპი შეესაბამება თუ არა გამოწვევას? აქვს თუ არა საკმარისი სიგრძე, რათა დაიცვას მართვადაკარგული ავტომობილი საფრთხესთან მიახლოებისგან? არის თუ არა უსაფრთხოების ბარიერი გამართული? დანართი №2 საავტომობილო გზის დასახელება და მონაკვეთი: ინსპექტირების ჩატარების ადგილი: ინსპექტირების ჩატარების თარიღი: № პრობლემა რეკომენდაცია შენიშვნა ხელმოწერა/ხელმოწერები დანართი №2 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებისაკენ მიმართული ღონისძიებები მუხლი 1🔗 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (შემდგომ – სსშ) თავიდან აცილებისაკენ მიმართული ღონისძიებები განსაზღვრავს „შავი წერტილების“ აღმოფხვრის და ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. 2. სსშ-ის თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები ხელს უწყობს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (შემდგომში – საავტომობილო გზა), რომლებიც გადის როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ პუნქტებში, მათ შორის ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, შავი წერტილების აღმოფხვრას და მათზე უსაფრთხო გადაადგილებას. მუხლი 2🔗 1. სსშ-ის თავიდან აცილებისაკენ მიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად ტარდება შემდეგი მოქმედებები: ა) სსშ-ის მონაცემების შესწავლა; ბ) სსშ-ის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა; გ) შემთხვევითი ფაქტორების განსაზღვრა; დ) ისეთი ღონისძიებების შერჩევა, რომლებიც, სავარაუდოდ, ეფექტიანი იქნება აღმოჩენილი დეფექტების გამოსასწორებლად. 2. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედება ერთობლივად, ასევე ისეთი ქმედებაც, რომელიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქმედებათა დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) სსშ-ის აღმოფხვრისა და თავიდან აცილების ღონისძიების ეფექტიანობის ხანგრძლიობა; ბ) სხვა სახის სსშ-ის რაოდენობის ზრდა; გ) მიუღებელი ეფექტი სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობაზე თუ გარემოზე; დ) საავტომობილო გზის მოსარგებლეთა შორის სსშ-ის თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების არაპოპულარობა; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მხრიდან ადმინისტრირების დამატებითი მექანიზმების, საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების საჭიროება. მუხლი 3🔗 სსშ-ის თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს მიეკუთვნება: ა) გზაჯვარედინთან მოძრაობის ზოლებად დაყოფა; ბ) გზაჯვარედინზე მოსახვევი ზოლების მოწყობა; გ) გზაჯვარედინის გარდაქმნა წრიულ მოძრაობად; დ) ხილვადობის გაუმჯობესება და საგზაო ნიშნების მოწყობა; ე) გზაჯვარედინის შუქნიშნით  რეგულირებად გზაჯვარედინად გარდაქმნა; ვ) შუქნიშნების გაუმჯობესება და გზაჯვარედინის დაგეგმარება; ზ) სიჩქარის მართვა – შესასვლელი; თ) სიჩქარის მართვა – უსაფრთხოების კუნძული (ქვეითთა გადასასვლელით ან მის გარეშე); ი) სიჩქარის მართვა – ამაღლებული ტროტუარი და საზიარო ბილიკი ქვეითთა/ ველობილიკები; კ) სიჩქარის მართვა – სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები საავტომობილო გზაზე სიჩქარის შესანელებლად; ლ) ჩაშენებები; მ) მოძრაობის სიჩქარის მართვა – უსაფრთხოების კუნძული; ნ) ქვეითად მოსიარულეებმა გადაკვეთონ: ნ.ა) ზებრა გადასასვლელი; ნ.ბ) უსაფრთხოების კუნძული საავტომობილო გზის ცენტრში; ნ.გ) შუქნიშნით რეგულირებადი გადასასვლელი; ო) ამაღლებული სავალი ნაწილის ნაპირის განმსაზღვრელი ხაზი ან/და გვერდულზე, ვიბროხმაურიანი ზოლების გამოყენება; პ) საგზაო ნიშნების ან/და სხვა მაფრთხილებელი მოწყობილობების განთავსება; ჟ) საავტომობილო გზის მიმართულების  გასწორება; რ) დაშტრიხული ჰორიზონტალური მონიშვნები საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ცენტრში; ს) განივი ვიბროხმაურიანი მოწყობილობების განთავსება; ტ) ღერძულა ხაზის დატანა, რომელიც აფრთხილებს მძღოლებს, თუ სად არის აკრძალული გასწრება, არასაკმარისი ხილვადობის გამო; უ) გასწრების სამოძრაო ზოლის მოწყობა; ფ) საფრთხის მოცილება ან/და უსაფრთხოების ბარიერის მოწყობა; ქ) მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირის მოწყობა; ღ) განათება; ყ) გამაგრებული გვერდულები დაუსახლებელი პუნქტების მოძრაობის ორზოლიან  საავტომობილო გზებზე; შ) ავტობუსის გაჩერების ჯიბე. მუხლი 4🔗 1. სსშ-ის სახეები, კონკრეტული სსშ-ის სახის გათვალისწინებით მისი თავიდან აცილებისთვის განსახორციელებელი ღონისძიება და მიზანი განისაზღვრება ამ დანართის დანართით. 2. შესაბამისი გარემოებების/პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია სსშ-ის სახისა და მისი თავიდან აცილების ღონისძიების მოდიფიცირება/დაკორექტირება ან/და დამატება. დანართი №2-ის დანართი I.   სსშ-ის სახე 1 სსშ: შეჯახება გზაჯვარედინზე (განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მძღოლი მოძრაობს მაღალი სიჩქარით, არ ხდება გზის დათმობა და მძღოლები ცდილობენ უმოკლესი მანძილის გავლას მანევრირების წესების დარღვევით). განსახორციელებელი ღონისძიება: გზაჯვარედინთან მოძრაობის ზოლებად დაყოფა. მიზანი: გზამკვლევი მძღოლისათვის, თუ როგორ იმოძრაოს გზაჯვარედინზე, დაბნეულობის რისკის შემცირება და  საკონფლიქტო წერტილების განცალკევება. გზაჯვარედინების უსაფრთხოება და ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეიძლება მართო და აკონტროლო მოძრაობის ზოლები და საკონფლიქტო წერტილები. საქართველოში, გზაჯვარედინების უმეტესობა, განსაკუთრებით დაუსახლებელ პუნქტებში, არის ფართო და გაშლილი სივრცე. ამ შემთვევაში მძღოლები და საავტომობილო გზის სხვა მოსარგებლეები მოძრაობენ მათი სურვილისამებრ, რასაც სდევს დაბნეულობა, აღნიშნული კი ზოგიერთ შემთხვევაში სსშ-ით მთავრდება. მოძრაობის ზოლებად დაყოფა (არხირება) გულისხმობს საგზაო მონიშვნებისა და უსაფრთხოების კუნძულების გამოყენებას, რათა სატრანსპორტო საშუალებები გზაჯვარედინზე უსაფრთხო მოძრაობის ზოლებში გადაადგილდნენ. სსშ-ის სახე 1-ის ღონისძება ხელს უწყობს სიჩქარის კონტროლს, ამარტივებს მძღოლის ამოცანებს და ამცირებს დაბნეულობას. უსაფრთხოების კუნძული ეხმარება ქვეითებს საავტომობილო გზის ეტაპობრივად გადაკვეთაში. განაშენიანებულ ადგილებში, სადაც გარე განათებაა, გამოყენებული უნდა იქნეს ბორდიურიანი კუნძული. იგი ხელს უწყობს პოზიტიურ კონტროლს და უზრუნველყოფს ქვეითთა დაცვას საავტომობილო გზის გადაკვეთისას. ის უმეტესად საგზაო ნიშნების (როგორიც არის ნიშანი „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“) შესაბამისად უნდა იყოს განთავსებული. იმ შემთვევაში, თუ არსებობს მისი დაზიანების რისკი, იგი უნდა შეიცვალოს დრეკადი საგზაო ბოძკინტებით. არ არის რეკომენდებული  ბორდიურიანი კუნძულის გამოყენება გაუნათებელ, მაღალი სიჩქარის დაუსახლებელ საავტომობილო გზებზე, ვინაიდან არსებობს მაღალი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მასთან შეჯახების რისკი, განსაკუთრებით ღამით. ასეთ შემთხვევაში, ნაცვლად კუნძულის მოწყობისა, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს საგზაო მონიშვნები და ამრეკლავი საგზაო ჭიკარტები. თუ კუნძულის მონიშვნები შერწყმულია ვიბროხმაურიან ზოლებთან (იხ. სსშ-ის სახე 15-ის ღონისძიება), მძღოლების მხრიდან მათზე გადავლის საშიშროება ნაკლებია. მოძრაობის ზოლებად დაყოფით (არხირებით) უსაფრთხოების ღონისძიების უპირატესობა იზრდება თუ პრიორიტეტები სწორად არის მონიშნული (მარტივად აღქმადია) და გეომეტრიული განლაგება (მოსახვევის რადიუსი, საგზაო მოძრაობის ზოლის სიგანე) ხელს შეუშლის საფრთხის შემცველი სიჩქარით მოძრაობის მსურველს. II. სსშ-ის სახე 2 სსშ: გზაჯვარედინზე სატრანსპორტო საშუალების მოხვევის დროს უკნიდან სხვა სატრანსპორტო საშუალების შეჯახება. განსახორციელებელი ღონისძიება: გზაჯვარედინზე მოსახვევი ზოლების მოწყობა. მიზანი: განაცალკევოს და დაიცვას მომხვევი ტრანსპორტი საგზაო მოძრაობის დროს. აღნიშნული სსშ-ის ძირითადი გამომწვევი გარემოებაა ის, რომ მომხვევი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი წინასწარ არ იძლევა სიგნალს ან მოულოდნელად ამუხრუჭებს და ამ დროს შესაძლოა მომდევნო სატრანსპორტო საშუალების მძღოლს საკმარისი დისტანცია არ ჰქონდეს  დაცული წინა სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში. აღნიშნული საშიშროება განსაკუთრებით მაშინ წარმოიშობა, როდესაც მარცხნივ მომხვევი სატრანსპორტო საშუალება უნდა დაელოდოს საავტომობილო გზაზე შუაში წინიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადის შეჩერებას, რათა მომდევნო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა აღიქვან, რომ იგი გაჩერებულია. ამგვარი სსშ-ის რისკი შეიძლება შემცირდეს მომხვევი სატრანსპორტო საშუალებისთვის დამატებითი მოძრაობის ზოლების მოწყობით. აღნიშნული შესაძლებლობას აძლევს მომხვევ სატრანსპორტო საშუალებას, შეანელოს სიჩქარე და თუ საჭიროა გაჩერდეს იმ სატრანსპორტო საშუალებისგან მოშორებით, რომელიც გზაჯვარედინზე პირდაპირ აგრძელებს მოძრაობას. მარცხნივ მომხვევ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ზოლი დადებითი შედეგის მომცემია. საგზაო უსაფრთხოების სარგებელი მარჯვნივ მომხვევი სატრანსპორტო საშუალებებისათვის შედარებით მცირეა. მოძრაობის ზოლებს დამატებით უნდა ჰქონდეს კარგად აღქმადი საგზაო მონიშვნები და მიმართულების ისრები. განაშენიანებულ ადგილებში, სადაც დადგენილია მოძრაობის სიჩქარის ზღვარი, მიზანშეწონილია, ზოლების გამოსაყოფად გამოყენებულ იქნეს ბორდიურიანი კუნძულები, რათა შენარჩუნდეს დაბალი მოძრაობის სიჩქარე და გაუმარტივდეს ქვეითს საავტომობილო გზის გადაკვეთა. დაუსახლებელ ადგილებში, გაუნათებელ საავტომობილო გზებზე, მეტად უსაფრთხოა საგზაო მონიშვნებისა და ამრეკლავი ჭიკარტების გამოყენება კუნძულების შესაქმნელად. კუნძულებს შორის ვიბროხმაურიანი ზოლების მოწყობა (იხ. სსშ სახე 15-ის ღონისძიება) გამორიცხავს მძღოლის მიერ კუნძულზე გადავლას. III. სსშ-ის სახე 3 სსშ: სსშ გადამკვეთ გზებზე ან T ტიპის გზაჯვარედინზე, რომელიც გამოწვეულია მაღალი სიჩქარით, გავლის უპირატესობის შესახებ დაბნეულობით ან დიდი ხნის ლოდინის გამო რისკის გაწევით, მთავარ გზაზე შერწყმის განხორციელების მოლოდინში. განსახორციელებელი ღონისძიება: გზაჯვარედინის გარდაქმნა წრიულ მოძრაობად. მიზანი: შემცირდეს საკონფლიქტო წერტილებისა და საგზაო შემთხვევების რაოდენობა. სქემა1: ტიპური წრიული მოძრაობა                                  სქემა 2: მცირე წრიული მოძრაობა, დამხმარე, დაბალპროფილიანი, ცენტრში მდებარე კუნძულით სათანადოდ ორგანიზებული წრიული მოძრაობა, გზაჯვარედინის ყველაზე უსაფრთხო ფორმაა. ჩვეულებრივ, ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე საგზაო მოძრაობის შუქნიშნები. წრიული მოძრაობების უსაფრთხოების კარგად ორგანიზება საგზაო მოძრაობის სიჩქარის კონტროლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მიიღწევა მხოლოდ მაშინ, თუ გეომეტრია იცავს სატრანსპორტო საშუალებას 50 კმ/სთ მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბებისგან. ეს ღონისძება მოითხოვს ცენტრირებულ კუნძულს და კუნძულებს ყველა შემაერთებელ საავტომობილო გზასთან, რაც აიძულებს სატრანსპორტო საშუალებას მიმართულება შეცვალოს მკვეთრად, მარჯვნივ შესასვლელთან (იხ. სქემა 1). მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შედის წრიულ მოძრაობაზე, უთმობდეს გზას იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უკვე მოძრაობს ამ წრიულ მოძრაობაზე. დათმობის საჭიროება მინიშნებული იქნება საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით – დაუთმე გზა ყოველ მისასვლელთან. ქალაქებში შესაძლოა ყოველთვის არ იყოს საკმარისი სივრცე წრიული მოძრაობის მოსაწყობად ცენტრირებული კუნძულით, რომელიც საკმაოდ დიდი იქნება  50 კმ/სთ-მდე სიჩქარის კონტროლისთვის. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია მოეწყოს დაბალპროფილიანი დამხმარე ცენტრირებული კუნძული (მაქსიმალური სიმაღლე 50მმ), რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მიმართულების შეცვლას აიძულებს. თუმცა, შესაძლოა, გრძელმა სატრანსპორტო საშუალებებმა მას უკანა საბურავით გადაუარონ  (იხ. სქემა 2). დამხმარე კუნძულს უნდა ჰქონდეს უხეში ზედაპირი, რათა მძღოლს არ გაუჩნდეს მასზე გადავლის სურვილი, მაგრამ აუცილებელია ჰქონდეს მომრგვალებული ან დამრეცი ნაპირი. IV. სსშ-ის სახე 4 სსშ: შეჯახება გზაჯვარედინზე, სადაც მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალებამ არ დაუთმო გზა მთავარ გზაზე მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას. განსახორციელებელი ღონისძიება: ხილვადობის გაუმჯობესება და საგზაო ნიშნების მოწყობა. მიზანი: მიეცეს მძღოლს საშუალება, გზაჯვარედინთან მიახლოებისას  დაინახოს, უსაფრთხოა თუ არა გზაზე მოძრაობის გაგრძელება. სსშ არის ორი სახის: 1. როდესაც მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე მიმავალი მძღოლი ვერ შეამჩნევს გზაჯვარედინს დროულად და გადაივლის საგზაო მონიშვნას „დაუთმე გზა“ და შეეჯახება მთავარ გზაზე მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას. რისკის შემცირება შესაძლებელია უსაფრთხოების კუნძულის მოწყობით მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე და უფრო ხილვადი საგზაო ნიშნების განთავსებით, როგორიც არის საინფორმაციო მაჩვენებელი, საგზაო ნიშანი გზაჯვარედინამდე ბევრად ადრე და ნიშანი „დაუთმე გზა“ გზაჯვარედინის შესასვლელთან. შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ჩვეულებრივზე უფრო დიდი ზომის საგზაო ნიშნები ან გაკეთდეს ისინი ყვითელ ზედაპირზე. 2. როდესაც მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალება შედის გზაჯვარედინზე და ეჯახება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მძღოლმა შორიდან ვერ შეამჩნია, იყო თუ არა უსაფრთხო მთავარ გზაზე გადასვლა. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა ხილვადობის გაუმჯობესება, ხეებისა და ბუჩქების სხვლა-ფორმირებით,მაღალი მიწაყრილების ამოღება და მათი ჩანაცვლება კედლებით ან ღობეებით. V. სსშ-ის სახე 5 სსშ: სსშ პირდაპირი კონფიგურაციის გზაჯვარედინზე ან T-ტიპის გზაჯვარედინზე. განსახორციელებელი ღონისძიება: გზაჯვარედინის შუქნიშნით  რეგულირებად გზაჯვარედინად  გარდაქმნა. მიზანი: პოზიტიური კონტროლის დაწესება სატრანსპორტო საშუალებებსა და ქვეითად მოსიარულეთა საკონფლიქტო  წერტილებზე. შუქნიშნების მოწყობამ შესაძლოა შეამციროს სსშ-ის რაოდენობა და სირთულე გზაჯვარედინზე. შუქნიშნის საშუალებით შესაძლებელია სსშ-ის მდგომარეობის ნაწილობრივ  შეცვლა. ზოგადად, ეს ღონისძება შეამცირებს მარჯვენა კუთხით სსშ-ს. უსაფრთხოების მიზნით, შუქნიშნების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს განცალკევებული შუქნიშნების ფაზის გამოყენებით, რათა გაკონტროლდეს ყოველი მოხვევითი მანევრი, სადაც მოძრაობის სიჩქარე არის 50კმ/სთ-მდე. ასევე, მიზანშეწონილია დაყენდეს სატრანსპორტო საშუალების ამომცნობი, რათა მწვანე ფერი არ შეიცვალოს წითლით მანამ, სანამ ნაკადებს შორის არ იქნება თავისუფალი სივრცე. როდესაც მოძრაობის სიჩქარე არის 80 კმ/სთ და მეტი, შუქნიშნით რეგულირება არ არის უსაფრთხო. გზაჯვარედინის შუქნიშნით რეგულირება შესაძლებლობას მისცემს ქვეითად მოსიარულეს, სიფრთხილით გადაკვეთოს საავტომობილო გზა შუქნიშნის სიგნალების ცვლილების დროს. თუ ქვეითად მოსიარულეთა უმრავლესობა კვეთს საავტომობილო გზას, უფრო გონივრულია, ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება გაკონტროლდეს შუქნიშნით. არსებობს სხვადასხვა საშუალება, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობისას, შუქნიშნით რეგულირებად გზაჯვარედინებზე. თუმცა, ყველაზე უსაფრთხო საშუალებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს საგზაო მოძრაობის გამტარუნარიანობა. VI. სსშ-ის სახე 6 სსშ: სსშ-ები შუქნიშნით რეგულირებად გზაჯვარედინებზე მოიცავს: ა) სსშ-ებს, რომლებიც გამოწვეულია მარცხნივ მომხვევი და პირდაპირ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების შეჯახებით; ბ) სატრანსპორტო საშუალებების წითელ შუქზე არგაჩერებით; გ) ქვეითად მოსიარულეების მიერ საავტომობილო გზის გადაკვეთისას სატრანსპორტო საშუალების შეჯახებით. განსახორციელებელი ღონისძიება: შუქნიშნების გაუმჯობესება და გზაჯვარედინის დაგეგმარება. მიზანი: დაბნეულობის და რისკის შემცირება,რათა ყველას ჰქონდეს საკმარისი დრო მანევრის უსაფრთხოდ შესასრულებლად. იშვიათია, რომ შუქნიშნით რეგულირებადი გზაჯვარედინი აბსოლუტურად თავისუფალი იყოს სსშს-გან. ხშირად არსებობს განზრახვა, გაუმჯობესდეს უსაფრთხოების ღონისძიებები შუქნიშნის ფაზებში ცვლილებების შეტანით, სიგნალის (ტაქტის) დროით რეგულირებაში, რაოდენობაში, ფორმასა და შუქნიშნის მოწყობილობის განლაგების გეომეტრიაში. შუქნიშანზე ცვლილებები შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ გამოცდილი შუქნიშნის ინჟინრების მონაწილეობით. უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა)  სსშ-ები მარცხნივ მოხვევის დროს სრულიად კონტროლირებადია მოხვევა, როდესაც მარცხნივ მომხვევი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას გააჩნია თავისი ფაზა (მითითებული მწვანე ისრით) და არ არსებობს კონფლიქტური საგზაო მოძრაობები; განცალკევებული მოძრაობის ზოლები მარცხნივ მომხვევი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის, რომლებიც კარგად მონიშნულია და შეუძლებელია დაბნევა მათზე მოძრაობისას; მარტივი სისტემა მოხვევის მანიშნებელი ისრებით; კონფლიქტურ ფაზებს შორის დრო საკმარისია,რათა სატრანსპორტო საშუალებების ნაკადმა უსაფრთხოდ გაათავისუფლოს გზაჯვარედინი, მაგრამ არა იმდენად ხანგრძლივი,მძღოლებს აფიქრებინოს, რომ მათ შეუძლიათ მოძრაობის გაგრძელება შუქნიშნის წითელი სიგნალის პირველივე წამებში. ბ) შუქნიშნის წითელ სიგნალზე არგაჩერება შუქნიშნის მოწყობილობა განთავსებულია მანათებელი ბოძის მხარზე, ნორმაზე მეტ სიმაღლეზე; შესაბამისი შუქნიშნის ტიპი, უკანა ფირფიტებით, უნდა გახდეს უფრო ხილვადი. ამისათვის აუცილებელია ყველა ისეთი ობიექტის მოშორება, რომელიც ხელს უშლის მძღოლებს შუქნიშნის დანახვაში; ყვითელი სიგნალი უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე სამ და არაუმეტეს ხუთ წამს; შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტომატიზებული უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც კამერის მეშვეობით აფიქსირებს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელმაც გადაკვეთა წითელი სიგნალი. გ) ქვეითებთან შეჯახება მძღოლების გაჩერება წითელ სიგნალზე მარჯვნივ მოხვევისას (ცნობიერების ამაღლება); მიზანშეწონილია კუთხის რადიუსის შემცირება, რათა შენელდეს მომხვევი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე; უსაფრთხოების კუნძულის დამონტაჟება ისე, რომ ქვეითს შეეძლოს საავტომობილო გზის გადაკვეთა ეტაპობრივად; ქვეითთა შუქნიშანზე მწვანე სიგნალის ხანგრძლივობა საკმარისი უნდა იყოს ქვეითის მიერ საავტომობილო გზის სრულად და უსაფრთხოდ გასავლელად; ქვეითთა შუქნიშანი საკმარისად ხილვადი უნდა იყოს საავტომობილო გზის მკვეთი ქვეითისთვის და არ უნდა იწვევდეს დაბნეულობას, თუ რომელ მოძრაობის ზოლს ეკუთვნის იგი; ქვეითთა შუქნიშანთან ქვეითთა მოლოდინის მაქსიმალური დრო უნდა იყოს 80 წამი (უმჯობესია 40 წამი); ქვეითს უნდა ჰქონდეს ღილაკის დაჭერის შესაძლებლობა, რათა შუქნიშნის კონტროლიორს მიაწოდოს სიგნალი საავტომობილო გზის გადაკვეთის სურვილის შესახებ. ღილაკი მოთავსებულ უნდა იქნეს ქვეითისთვის ყველაზე მოხერხებულ ადგილას; ქვეითთა ბარიერის გამოყენება ზოლების გამოყოფით (არხირებით), რათა ქვეითი უსაფრთხოდ მივიდეს გადაკვეთის წერტილამდე. VII. სსშ-ის სახე 7 სსშ: სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აჭარბებს მოძრაობის სიჩქარის ზღვარს, ეჯახება ქვეითს ან საავტომობილო გზის სხვა მოსარგებლეს ქალაქში ან სოფელში. განსახორციელებელი ღონისძიება: ა) სიჩქარის მართვა – შესასვლელი; ბ) სიჩქარის მართვა – უსაფრთხოების კუნძული (ქვეითთა გადასასვლელით ან მის გარეშე); გ) სიჩქარის მართვა – ამაღლებული ტროტუარი და საზიარო ბილიკი ქვეითთა/ველობილიკები. მიზანი: ა) გასაგები გახდეს მძღოლისთვის, რომ ის შედის ქალაქში ან სოფელში, სადაც მან აუცილებლად უნდა შეზღუდოს სიჩქარე და მეტი სიფრთხილით იმოძრაოს; ბ) აიძულოს მძღოლი დაიცვას სიჩქარის ზღვარი; გ) დაიცვას ქვეითი და გზის სხვა მოსარგებლე და წაახალისოს მძღოლი, რათა დაიცვას დასაშვები მოძრაობის სიჩქარის ზღვარი. ღონისძიება „ა“. ქალაქებსა და სოფლებში სიჩქარე, საუკეთესო შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 30 კმ/სთ-ს, რადგან ამ სიჩქარით შეჯახება უმეტესად ფატალურად არ სრულდება. თუმცა, სიჩქარის ზღვრად 50 კმ/სთ-ის განსაზღვრა მეტად რეალისტურია და მას ექნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისათვის დიდი სარგებელი. დიდი ქალაქების გარეთ, ქვეითებს უმეტესად პატარა ქალაქებსა და სოფლებში ეჯახებიან მთავარ საავტომობილო გზებზე. თუ საავტომობილო გზაზე სიჩქარის ზღვარი არ არის მოცემული, მძღოლები აგრძელებენ სოფელში მოძრაობას სიჩქარის შემცირების გარეშე. ამ შემთხვევაში, საჭიროა სიჩქარის მართვა თვითიძულებითი საინჟინრო ზომების მეშვეობით, რომელსაც ზურგს უმაგრებს პოლიციის აღსრულების ღონისძიებები. სიჩქარის შესაზღუდად ერთ-ერთ ზომას მიეკუთვნება  „შესასვლელების“ აგება, საიდანაც იწყება დასახლებული პუნქტი – იხ. სქემა 1. ეს ღონისძიება მოიცავს კარგად აღქმად მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის საგზაო ნიშნებს უსაფრთხოების კუნძულთან ერთად, გზის ცენტრში გზის მონიშვნას. კუნძული ავიწროებს მოძრაობის ზოლს 3.2-3.4 მ-მდე, რათა აიძულოს მძღოლები, რომ შეანელონ მოძრაობა. ღამით კუნძულზე შეჯახების რისკის შესამცირებლად, უნდა აშენდეს გადასასვლელი ბორდიურები, რომლებიც აღჭურვილი იქნება დრეკადი ბოძკინტებით და მას წინ უნდა უსწრებდეს დაშტრიხული ჰორიზონტალური მონიშვა ამრეკლავი საგზაო ჭიკარტებით. სიჩქარის შემანელებელი ვიბროხმაურიანი ზოლები (იხ. სსშ 15-ის ღონისძიება) შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს წინასწარი გაფრთხილებისთვის. მიზანშეწონილია ქუჩის განათებით უზრუნველყოფა, თუ ეს შესაძლებელია. შესასვლელი მოწყობილი უნდა იქნეს მოძრაობის სიჩქარის მართვის სხვა ზომებთან ერთად კომბინაციაში. ღონისძიება „ბ“: პატარა ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მდებარეობენ მთავარი საავტომობილო გზის მიმდებარედ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია სიჩქარის მართვით, რომელიც მიიღწევა თვითიძულებითი საინჟინრო ზომებით და პოლიციის მიერ სათანადო კონტროლით. დაშვებული სიჩქარის ზღვრის კონტროლისთვის აღნიშნული პუნქტების შესასვლელთან უნდა მოეწყოს ეგრეთ წოდებული „შესასვლელი“ (იხ. ღონისძიება „ა“ ზემოთ), რომელიც აიძულებს მძღოლს, შეამციროს მოძრაობის სიჩქარე. დამატებითი ღონისძიებების არარსებობის შემთხვევაში, მხოლოდ „შესასვლელი“ ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რადგან მისი გავლის შემდგომ კვლავ ექნებათ მძღოლებს სიჩქარის გაზრდის შესაძლებლობა. ამიტომ, ასევე უნდა დამონტაჟდეს უსაფრთხოების კუნძულები 150-200მ. (მაქსიმუმ 300მ.) ინტერვალებით დასახლების ტერიტორიაზე (იხ. სქემა 2). კუნძულმა უნდა შეავიწროოს მოძრაობის ზოლი 3.2-3.4მ-ით, რათა აიძულოს მძღოლი, შეამციროს მოძრაობის სიჩქარე. ღამით კუნძულთან შეჯახების რისკის შესამცირებლად უნდა გაკეთდეს გადასავლელი ბორდიურები და მოეწყოს დრეკადი მიმმართველი ბოძკინტები, დაშტრიხული ჰორიზონტალური მონიშვნები (სსშ 14-ის ღონისძიება) უნდა გაკეთდეს ყოველ კუნძულს შორის. ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქუჩის განათება. უსაფრთხოების კუნძული კარგი ადგილია ქვეითთა გადასასვლელის (ზებრა)მოსაწყობად (იხ. სსშ 10-ის ღონისძიება), მაგრამ იგი უნდა მოეწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საავტომობილო გზის გადაკვეთის აუცილებლობა.კუნძული უნდა იყოს სულ მცირე 1.2მ. სიგანის. უსაფრთხოების კუნძული უნდა გაკეთდეს „შესასვლელთან“და სიჩქარის მართვის სხვა ზომებთან კომბინაციაში (იხ.სსშ-ის სახე 7, ღონისძიება „ა“). ღონისძიება „გ“: სქემა 3 პატარა ქალაქებსა და სოფლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემისგან მთავარი გამოსავალია მოძრაობის სიჩქარის მართვა თვითიძულებითი საინჟინრო ზომებით და პოლიციის მიერ მოძრაობის სიჩქარის ზღვრის კონტროლით. აღნიშნული გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ზემოთ დასახელებულ პუნქტებში. ღონისძების მიზანია განაცალკევოს ქვეითები და ველოსიპედისტები მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისგან და ამგვარად შეამციროს შეჯახების რისკი. ამისათვის გვერდული უნდა ჩანაცვლდეს ამაღლებული ტროტუარით (მინიმუმ 1.5მ. სიგანის), დაბოლოებული ბარიერული ბორდიურით (100-150მმ. სიმაღლის). ამ შემთხვევაში საავტომობილო გზაზე უნდა მოეწყოს სადრენაჟე სისტემა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მეტად ბიუჯეტური ალტერნატივაა გვერდულების ჩანაცვლება მის გასწვრივ მოკირწყლული ბილიკებით ერთ დონეზე და გამოყოფილი შუალედური ბარიერებით (იხ. სქემა 3). ამ უკანასკნელის უპირატესობაა ის, რომ საავტომობილო გზაზე ნალექის შემთხვევაში წყლის ნაკადის გატარება მოხდება  ქვეითად მოსიარულეთა ბილიკის გადაკვეთით,  ხოლო ბილიკის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ქვეითებისთვის, ისე ველოსიპედისტებისთვის. ორივე ვარიანტი ამცირებს საავტომობილო გზის სიგანეს და ამგვარად ინარჩუნებს საგზაო მოძრაობის დაბალ სიჩქარეს. ყურადღება უნდა მიექცეს ასევე საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ობიექტებთან მისასვლელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ობიექტს ინდივიდუალურად ჰქონდეს შესასვლელ-გამოსასვლელი. VIII. სსშ-ის სახე 8 სსშ: ქვეითზე შეჯახება განაშენიანებულ ტერიტორიაზე, როდესაც სსშ მოძრაობის გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. განსახორციელებელი ღონისძიება: ა)სიჩქარის მართვა – სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები საავტომობილო გზაზე სიჩქარის შესანელებლად; ბ) ჩაშენებები. მიზანი: ა) მძღოლის იძულება, სატრანსპორტო საშუალება მართოს უსაფრთხო მოძრაობის სიჩქარით; ბ) დაეხმაროს ქვეითს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთაში. ღონისძიება „ა“: სქემა 1 სათანადოდ მოწყობილი სიჩქარის მზღუდავი ბარიერი საკმაოდ ეფექტურია მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად. ასეთი ბარიერის სიახლოვეს  შემცირებული სიჩქარე ამცირებს სსშ-ის რაოდენობას და სიმძიმეს. სიჩქარის შესამცირებელი ხელოვნური ბარიერი ზემოქმედებს როგორც უსაფრთხოდ, ასევე საფრთხის შემცველად მოძრავ მძღოლზე. ხელოვნური ბარიერი იწვევს ხმაურს და შეუძლია გამოიწვიოს გზის საფარის დაზიანება. ასევე, შესაძლოა მან სასწრაფო დახმარების ჯგუფს გაუზარდოს ინციდენტზე რეაგირებისათვის მოქმედების დრო. სწორედ ამიტომ, ხელოვნური ბარიერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც სსშ-ის სერიოზული პრობლემა არსებობს. თუკი არ არსებობს მოძრაობის სიჩქარის მზღუდავი სხვა ეფექტიანი ღონისძიება, ხელოვნური ბარიერის განთავსება უნდა შეთანხმდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან/ტერიტორიულ ორგანოსთან. სანამ მძღოლები არ შეეჩვევიან სიჩქარის მზღუდავ ბარიერებს, მათი მოწყობა გადატვირთული მოძრაობის მთავარ გზებზე რეკომენდებული არ არის. სქემა 1-ზე მოცემულია სიჩქარის მზღუდავი ბარიერის ტექნიკური პარამეტრები (სიმაღლე, სიგრძე): პირველი იმ შემთხვევისთვის, სადაც არის მთავარი გზები და ქუჩები პატარა ქალაქებსა და სოფლებში და დასაშვები სიჩქარეა 50 კმ/სთ, ხოლო მეორე იმ შემთხვევისთვის, სადაც არის საცხოვრებელი ზონა/ქუჩები ან სხვა ადგილები, სადაც ბევრი ქვეითად მოსიარულე გადადგილდება და დასაშვები სიჩქარე არის 30 კმ/სთ. სიჩქარის მზღუდავი ბარიერის მაფრთხილებელი ნიშანი უნდა განთავსდეს პირველ ბარიერთან მიახლოებამდე და თავად ბარიერზეც უნდა იყოს ჰორიზონტალური მონიშვნა დატანილი (ჭადრაკული საგზაო მონიშვნა ილუსტრირებულია სქემა 1-ზე). აღნიშნული საგზაო მონიშვნები იცვითება ძალიან სწრაფად, ამიტომ უმჯობესია, მოეწყოს რამდენიმე საგზაო ჭიკარტი ან დრეკადი ბოძკინტები ბარიერის თითოეულ დაბოლოებასთან, რომელიც გააფრთხილებს მძღოლს ბარიერთან მიახლოების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგზაო მონიშვნა აღარ იქნება ხილვადი. სიჩქარის მზღუდავი ბარიერის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარეზე საკმაოდ მცირეა, შესაბამისად, მოძრაობის სიჩქარის ეფექტიანად კონტროლისთვის საჭიროა რამდენიმე ბარიერის მოწყობა. გზაზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 50კმ/სთ სიჩქარით, ბარიერებს შორის რეკომენდებული დაშორება არის 150მ., ხოლო თუ დასაშვები სიჩქარეა 30კმ/სთ – 75მ. ღონისძიება „ბ“ სქემა 2 ჩვეულებრივ, ქალაქებში მთავარი ქუჩები  საკმაოდ განიერია, რაც ხელს უწყობს მოძრაობას შეუსაბამოდ მაღალი სიჩქარით, ზრდის ქვეითად მოსიარულეთა მიერ საავტომობილო გზის გადაკვეთის დროს და ამცირებს გზის მკვეთი ქვეითების უსაფრთხოებას. ქვეითად მოსიარულეთა ბილიკის ადგილობრივად გაფართოებას საავტომობილო გზისკენ ეწოდება „ჩაშენება“, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკის გაფართოება ან „შევიწროება“. გზის ხელოვნური შევიწროება არის დამხმარე მოძრაობის სიჩქარის შემცირებაში, რაც უმარტივებს ქვეითად მოსიარულეებს და მძღოლებს ერთმანეთის დანახვის შესაძლებლობას. ჩაშენებები ძალიან ეფექტურია, როდესაც ისინი მთლიან ქუჩაზე რამდენიმე ადგილზე არის მოწყობილი. ჩაშენებებს შორის დარჩენილი ადგილი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ავტოსადგომებისთვის ან ავტობუსის გაჩერებისთვის. ჩაშენებები უნდა გაკეთდეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ქვეითად მოსიარულეები უმეტესად კვეთენ საავტომობილო გზას. თუ ეს არის ძალიან დატვირთული ზონა, უნდა მოეწყოს ზებრა გადასასვლელი საავტომობილო გზაზე და თუ საჭიროება არსებობს –  განთავსდეს შუქნიშანი. ამასთან, შეიძლება საჭირო გახდეს ბოძკინტები  იმისათვის, რომ საგზაო ჩაშენებები უფრო ხილვადი გახდეს, რათა სატრანსპორტო/საშუალების მძღოლმა არ მოახდინოს მასზე პარკირება. IX. სსშ-ის სახე 9 სსშ: ქვეითად მოსიარულეებს ეჯახება სატრანსპორტო საშუალება, როდესაც ისინი კვეთენ საავტომობილო გზას ქალაქში. განსახორციელებელი ღონისძიება: მოძრაობის სიჩქარის მართვა – უსაფრთხოების კუნძული. მიზანი: მისცეს ქვეითებს შესაძლებლობა ორ ეტაპად გადაკვეთონ საავტომობილო გზა. სქემა 1 ქალაქებში მთავარი ქუჩები ჩვეულებისამებრ საკმაოდ განიერია, რაც ხელს უწყობს შეუსაბამო მაღალი მოძრაობის სიჩქარის განვითრებას, ზრდის ქვეითად მოსიარულეთა მიერ საავტომობილო გზის გადაკვეთის დროს და შესაბამისად გადამკვეთი ქვეითები დაუცველნი არიან. ზოგჯერ სამოძრაო სივრცე იმდენად დიდია, რომ სატრანსპორტო საშუალებებს შესაძლებლობა ეძლევათ რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით განაგრძონ მოძრაობა, რაც იწვევს ქვეითთა დაბნევას და მათთან შეჯახებას. საავტომობილო გზის უსაფრთხოების კუნძულის მოწყობა საავტომობილო გზის შუა ნაწილში ძალიან ხშირად ხარჯთეფექტური გამოსავალია. ის მნიშვნელოვნად ამარტივებს საავტომობილო გზის გადაკვეთას. კერძოდ, გზის გადაკვეთა ხდება ორ ეტაპად. უსაფრთხოების კუნძული ქვეითისთვის შედარებით უსაფრთხო ადგილია, რათა მოიცადოს საავტომობილო მოძრაობაში ინტერვალის გამოჩენამდე. ასევე, საავტომობილო გზის შევიწროებით კუნძული ქმნის მოძრაობის წესრიგს და აფერხებს მოძრაობის სიჩქარის ზრდას. კუნძული უნდა გაგრძელდეს ქუჩის მთელ სიგრძეზე, თუმცა უნდა იყოს მათ შორის ინტერვალები, რათა, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს მოხვევა (თუკი მოხვევა უსაფრთხოა). კუნძული უნდა იყოს 1.5-2მ. სიგანის (1.2მ. არის აბსოლუტური მინიმუმი). სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს სივრცე თავისუფალი გადაადგილებისათვის. ერთი მიმართულებით მოძრაობის ერთი ზოლისათვის საკმარისი სიგანე 4-4.5მ-ია. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების კუნძული შესაძლებელია განთავსდეს ნებისმიერ ქუჩაზე, რომლის სიგანე არ არის  11 მ-ზე ნაკლები. უსაფრთხოების კუნძულები ქალაქში, ჩვეულებრივ,  ბორდიურებით კეთდება, რათა უკეთესად დაიცვას ქვეითად მოსიარულე და ხელი შეუშალოს სატრანსპორტო საშუალების მასზე დგომა/გაჩერებას. გადასასვლელი ბორდიურები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი რისკის ადგილებში. მასზე უნდა დამაგრდეს დრეკადი ბოძკინტები (ამრეკლავი ელემენტების გათვალისწინებით), რაც ღამის საათებში უკეთ ხილვადს გახდის უსაფრთხოების კუნძულის დაბოლოებას. X. სსშ-ის სახე 10 სსშ: ქვეითად მოსიარულეებთან შეჯახება. განსახორციელებელი ღონისძიება: ქვეითად მოსიარულეებმა გადაკვეთონ: ა) ზებრა გადასასვლელი; ბ) უსაფრთხოების კუნძული საავტომობილო გზის ცენტრში; გ) შუქნიშნით რეგულირებადი გადასასვლელი. მიზანი: ქვეითად მოსიარულეებისათვის საავტომობილო გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის უზრუნველყოფა. ქვეითთა გადასასვლელით უზრუნველყოფილია ყველა მთავარი საავტომობილო გზა, თუმცა,ხშირად,ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა აღარ არის ხილვადი და  ქვეითად გადასასვლელზე დარჩენილია მხოლოდ საგზაო ნიშანი. აღნიშნული არ არის  უსაფრთხოების ეფექტური ზომა, რადგან მძღოლები მას არ ემორჩილებიან. მიუხედავად ამისა, საგზაო ნიშანი აფრთხილებს მძღოლს, რომ მოსალოდნელია ქვეითის გამოჩენა საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გზის ცენტრში არსებული უსაფრთხოების კუნძული (სსშ-ის სახე 7-ის ღონისძიება „ბ“, სსშ-ის სახე 9-ის ღონისძიება) საშუალებას აძლევს ქვეითად მოსიარულეს, საავტომობილო გზა გადაკვეთოს ორ ეტაპად, შედარებით უსაფრთხო მოსაცდელი არეალით საავტომობილო გზის ცენტრში. კუნძული უნდა იყოს სულ მცირე 1.2მ სიგანის და მოეწყოს ისე,რომ შშმ პირებს გაუიოლდეთ მათი გამოყენება (მაგ: დაქანებული მისადგომი, არანაირი ვერტიკალური ბორდიური). სწორედ ზემოთ ჩამოთვლილია მთავარი გზებისთვის მოძრაობის სიჩქარის მართვის გეგმის ძირითადი კომპონენტი. ის მოიცავს სოფლებში გამავალ მონაკვეთებს და შესაძლებელია მათი გაერთიანება ქვეითთა გადასასვლელთან, თუკი აღნიშნული გადამსვლელი ქვეითების ნაკადის რაოდენობით საბუთდება. უსაფრთხოების კუნძულები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იქ, სადაც მოძრაობის სიჩქარე 60კმ/სთ ან ნაკლებია, რათა შემცირდეს მათზე სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება. გადასასვლელი ბორდიურები უნდა შეიღებოს შავ-თეთრად, განთავსდეს დრეკადი მიმართულების ბოძკინტები შუქამრეკლებით და ამრეკლავი საგზაო ჭიკარტები. მოძრაობის ზოლი, რომელიც მდებარეობს უსაფრთხოების კუნძულთან, ჩვეულებრივ, უნდა იყოს 4.0-4.5მ. სიგანის, მაგრამ იმ ადგილას,  სადაც გამიზნულია მოძრაობის სიჩქარის შემცირება, მისი სიგანე უნდა იყოს 3.2მ. შუქნიშნით რეგულირებადი გადასასვლელები (გზაჯვარედინებზე) უზრუნველყოფს პოზიტიურ კონტროლს საავტომობილო ტარნსპორტის და ქვეითად მოსიარულეების მოძრაობაზე და მიზანშეწონილია იქ, სადაც გადატვირთული ან სწრაფი მოძრაობა და  ქვეითად გადამსვლელების დიდი რაოდენობაა. ეფექტიანობისთვის აუცილებელია, რომ შუქნიშანი იყოს ხილვადი როგორც მძღოლისთვის, ასევე ქვეითისთვის (რეკომენდებულია ჩაშენებები), მოცდის მაქსიმალური დრო მისაღები უნდა იყოსქვეითებისთვის  (მაქსიმუმ 80 წმ.) და შუქნიშანმა უნდა მისცეს საკმარისი დრო ქვეითად მოსიარულეს, რომ უსაფრთხოდ დაასრულოს საავტომობილო გზის გადაკვეთა მწვანე სიგნალზე. გზაჯვარედინებზე შუქნიშნით რეგულირებადი გადასასვლელების უსაფრთხოების სრული სარგებელი მიიღება მაშინ, როდესაც პოლიცია აკონტროლებს მარჯვნივ მომხვევი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს შუქნიშნის წითელ სიგნალზე. XI. სსშ-ის სახე 11 სსშ: ცალკეული სატრანსპორტო საშუალებები გადადიან საავტომობილო გზიდან. განსახორციელებელი ღონისძიება: ა) ამაღლებული სავალი ნაწილის ნაპირის განმსაზღვრელი ხაზი; ბ) გვერდულზე ვიბრომაურიანი ზოლების გამოყენება. მიზანი: მძღოლის გაფრთხილება, რომ ის მოძრაობის ზოლიდან გვერდულზე გადადის. სქემა 1 ცალკეული სატრანსპორტო საშუალების საავტომობილო გზიდან გადასვლით გამოწვეული სსშ ხდება მაშინ, როდესაც მძღოლი, დაღლილობის გამო, მართვაზე კონცენტრირებული არ არის. ეს განსაკუთრებით ხშირია მაღალი მოძრაობის სიჩქარის საავტომობილო გზებსა და ავტომაგისტრალებზე, სადაც მძღოლის ამოცანა მეტად მონოტონურია. მსგავსი შემთხვევებისთვის დამტკიცებულია ორი სახის ღონისძიების ეფექტიანობა – ამაღლებული ვიბროხმაურიანი ზოლი და  გვერდულზე მონიშვნით ან ამოჭრით ვიბროხმაურიანი ზოლი. ამაღლებული ვიბროხმაურიანი ზოლი  (იხილეთ აგრეთვე მაპროფილებელი გვერდითიხაზი) არის თერმო/ცივიპლასტური საგზაო მონიშვნის ხაზი, ამაღლებული გადამკვეთი წინაღობებით (ჩვეულებრივ 6-8მმ. სიმაღლე, 250-500მმ. ინტერვალით). როდესაც სატრანსპორტო საშუალების საბურავი გადადის ზოლზე, მძღოლი აღნიშნულს გრძნობს ხმაურით და ვიბრაციით. სავალი ნაწილის ნაპირის განმსაზღვრელი ხაზის პარალელურად გვერდულზე მონიშვნით ან ამოჭრით ვიბროხმაურიანი ზოლი იქმნება საავტომობილო გზის საფარის ზედაპირის ამოჭრით (ჩვეულებრივ სიღრმე 13მმ.), რათა გაკეთდეს ამოჭრილი კბილანები (ჩვეულებრივ 200 X 400მმ.) ან შეიქმნას მსგავსი ფორმის ამაღლებული არეალი (ტიპურად 200 X 400მმ., მაქსიმალური სიმაღლე 15მმ., ტიპურად ცენტრთაშორისი მანძილი 300მმ.). XII. სსშ-ის სახე 12 სსშ: ცალკეული სატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილიდან გადასვლა მოსახვევში. განსახორციელებელი ღონისძიება: საგზაო ნიშნების ან/და სხვა მარფთხილებელი მოწყობილობების განთავსება. მიზანი: მძღოლის გაფრთხილება, რომ მოსახვევის უსაფრთხოდ გასავლელად შეანელოს მოძრაობა. სქემა 1 მოსახვევებში საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის რისკი დაახლოებით ოთხჯერ მეტია, ვიდრე საავტომობილო გზის სწორ მონაკვეთზე. ის მოსახვევი, სადაც მოძრაობის ფაქტობრივი სიჩქარე 20კმ/სთ-ით მეტია ვიდრე მოცემული მოსახვევისათვის დადგენილი მოძრაობის სიჩქარე,უფრო მეტი საფრთხის გამომწვევია. სსშ-ის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს საგზაო ნიშნების და სხვა მოწყობილობების  განთავსებით,რაც გააფრთხილებს მძღოლებს მოსახვევთან მიახლოების შესახებ და ასევე წარუძღვება მათ მოსახვევში. საგზაო ნიშნებისა და მოწყობილობების სტანდარტული პაკეტი გამოიყენება რისკის ყოველ დონეზე, დაეხმარება მძღოლს, აღიქვას თუ რამდენად რთულია თითოეული მოსახვევი. ღერძული საგზაო მონიშვნა ყოველთვის უნდა იყოს გამოყენებული (სსშ-ის სახე 16-ის ღონისძიება „ა“) საავტომობილო გზის მოძრაობის ზოლის ნაპირის  განმსაზღვრელ ხაზთან ერთად. მოძრაობის სიჩქარის ზომიერი შემცირება (10კმ/სთ): გზისპირა ბოძკინტები და მოსახვევის მაფრთხილებელი საგზაო ნიშანი. მოძრაობის სიჩქარის მკვეთრი შემცირება (20კმ/სთ): მკვეთრი მოხვევის მიმართულების მანიშნებელი (ზებრა) დამატებითი ნიშნები, საავტომობილო გზის მოძრაობის ზოლის ნაპირისგან მსაზღვრელი ამაღლებული ვიბროხმაურიანი ზოლი და ამრეკლავი საგზაო ჭიკარტები. მოძრაობის სიჩქარის ძალიან მკვეთრი შემცირება (30კმ/სთ): სახიფათო მოსახვევის მაფრთხილებელ საგზაო ნიშანს გააჩნია დამატებითი საგზაო ნიშანი ან დაფა, სადაც მოცემულია გონივრული სიჩქარე მოსახვევის უსაფრთხოდ გასავლელად და მოსახვევთან მიახლოებისას განთავსებულია რამდენიმე წყება ვიბროხმაურიანი ზოლი. იქ, სადაც საავტომობილო გზა საკმარისად განიერია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავალი ნაწილის დაშტრიხული ზოლი (სსშ-ის სახე 14-ის ღონისძიება). XIII. სსშ-ის სახე 13 სსშ: სსშ, რომელიც გამოწვეულია მოსახვევში ან საავტომობილო გზის სხვა სახიფათო მონაკვეთზე მანევრირების დაკარგვით; შეჯახება, რომელიც გამოწვეულია არასაკმარისი ხილვადობის პირობებში გასწრებით. განსახორციელებელი ღონისძიება: საავტომობილო გზის მიმართულების  გასწორება. მიზანი: მოძრაობის გამარტივება. სსშ-ის სიხშირით გამორჩეული საავტომობილო გზის რთული მონაკვეთების მიმართულების გასწორება შესაძლოა ძალიან ეფექტიანი იყოს სსშ-ის რაოდენობათა შესამცირებლად. თუმცა, ძირითადი მიმართულების გასწორება დიდ თანხებს მოითხოვს. ამიტომ, მიზანშეწონილია მეტად ხარჯთეფექტიანი ზომების  გამოყენება. საავტომობილო გზების მიმართულებების გასწორებისას უნდა შემოწმდეს, ხომ არ იცვლება მოკლე მონაკვეთი, სადაც წინ მხედველობის არეალი ძალიან შეზღუდულია, ისეთი გრძელი მონაკვეთით, სადაც მხედველობის არეალი მხოლოდ ნაწილობრივაა საკმარისი გასწრებისათვის და ხომ არ არის ეს უფრო დამაბნეველი და საფრთხის შემცველი, ვიდრე არსებული მდგომარეობა. საუკეთესო შემთხვევაში,საავტომობილო გზის ყოველი მონაკვეთის წინ მხედველობის არეალი გასწრებისთვის უნდა იყოს აშკარად უსაფრთხო ან აშკარად საშიში. XIV. სსშ-ის სახე 14 სსშ: შეჯახება გამოწვეული სახიფათო გასწრებით; სატრანსპორტო საშუალება მოსახვევში გადადის საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან; გადაჭარბებული მოძრაობის სიჩქარით გამოწვეული ქვეითთან შეჯახება. განსახორციელებელი ღონისძიება: დაშტრიხული ჰორიზონტალური მონიშვნები საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ცენტრში. მიზანი: ა) მოძრაობის სიჩქარის გასაკონტროლებლად მოძრაობის ზოლის შევიწროება; ბ) მოსახვევში ან საავტომობილო გზის სხვა საფრთხის შემცველ ადგილას საგზაო მონიშვნის გაუმჯობესება; გ) ორმაგ უწყვეტ ღერძულა ხაზზე ყურადღების დამატებით გამახვილება. სქემა 1 საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ცენტრში დაშტრიხულ ჰორიზონტალურ მონიშვნას შეუძლია: 1. შეამციროს მოძრაობის სიჩქარე მოძრაობის ზოლის შევიწროებით. გამოსადეგია, როგორც სიჩქარის მართვის ზომა განაშენიანებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, როდესაც დაკავშირებულია ცენტრში განთავსებულ უსაფრთხოების კუნძულებთან  (სსშ-ის სახე 7-ის ღონისძიება „ბ“). 2. უზრუნველყოს ქვეითად მოსიარულეთა დაცვა საავტომობილო გზის გადაკვეთისას. 3. დაეხმაროს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს განცალკევებაში და საფრთხის გამომწვევ გამსწრებ ავტომობილს გადააფიქრებინოს გასწრება. სასარგებლოა სახიფათო მოსახვევებში და საავტომობილო გზის ამაღლებულ ადგილებში (იხ. სსშ-ის სახე 12-ის ღონისძიება). 4. გაუიოლოს მძღოლს საავტომობილო გზის მიმართულების დანახვა. სადაც აუცილებელია, რომ აიკრძალოს გასწრება, მოძრაობის ზოლების საზღვრები დაშტრიხულ ჰორიზონტალური მონიშვნების გვერდებთან უწყვეტი უნდა იყოს. სხვა ადგილებში დაშტრიხული ჰორიზონტალური მონიშვნები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაფრთხილებელი ზოლებით. ნებადართულია მათი გადაკვეთა სიფრთხილით, შესაძლებელია ნელა მიმავალი სატრანსპორტო საშუალების გასწრება ან საავტომობილო გზიდან მარცხნივ გადახვევა. სადაც საჭიროა მეორეხარისხოვან საავტომობილო გზასთან დაკავშირება მოძრაობის ზოლის ცენტრის გადაკვეთით, დაშტრიხულ ჰორიზონტალურ მონიშვნაში შესაძლებელია მცირე სიგრძეზე  მანძილის დატოვება, რაც შექმნის ვიწრო მარცხნივ მოსახვევ ზოლს. დაშტრიხული ჰორიზონტალური მონიშვნით შედეგის მისაღებად, აუცილებელია, იგი მკაფიოდ იყოს აღქმადი როგორც დღისით, ასევე ღამით. დაშტრიხული ჰორიზონტალური მონიშვნის საავტომობილო გზაზე დასატანად მკაცრად რეკომენდებულია, რომ გამოყენებულ იქნეს ამრეკლავი თერმოპლასტი ან საგზაო მონიშვნისთვის საჭიროსხვა მაღალი ხარისხის ნივთიერება. ეს ბევრად უფრო ხარჯთეფექტურია, ვიდრე ჰორიზონტალური მონიშვნის საღებავები. ასევე, უნდა მოეწყოს ამრეკლავი საგზაო ჭიკარტები. XV. სსშ-ის სახე 15 სსშ: სიჩქარის არშემცირებით ან  გაუფრთხილებლობით გამოწვეული სსშ. განსახორციელებელი ღონისძიება: განივი ვიბროხმაურიანი მოწყობილობის განთავსება. მიზანი: მძღოლების გაფრთხილება საფრთხის შემთხვევაში ან/და სიჩქარის მნიშვნელოვნად შემცირების საჭიროებისას. სქემა 1 ვიბროხმაურიანი მოწყობილობა იწვევს ხმაურს და ვიბრაციას, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გადაუვლის მას. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მძღოლების გასაფრთხილებლად, რომ შეამცირონ მოძრაობის სიჩქარე და მეტად მობილიზდნენ. ტიპურ სიტუაციაში იგი გამოყენებული უნდა იქნეს: სახიფათო მოსახვევთან  სწრაფი მიახლოებისას (იხ. სსშ-ის სახე 12-ის ღონისძიება), ციცაბო დაღმართთან, ვიწრო ხიდთან, რკინიგზის გადასასვლელთან ან სხვა სახის საფრთხესთან მიახლოებისას; გზაჯვარედინთან სწრაფი მიახლოებისას, სადაც მძღოლს  შესაძლოა მოუწიოს გაჩერება ან გზის დათმობა; დასახლებული პუნქტის შესასვლელამდე (იხ. სსშ-ის სახე 7-ის ღონისძიება „ა“); სიჩქარის შემანელებელი ბარიერების (ბორცვები) წყებამდე (სსშ-ის სახე 8-ის ღონისძიება „ა“). ვიბროხმაურიანი მოწყობილობები ჩვეულებრივ გამოიყენება იმ საგზაო ნიშნებთან ერთად, რომლებიც მიუთითებენ საფრთხის ხასიათზე. ისინი ეხმარებიან მძღოლს საგზაო ნიშანზე ყურადღების გამახვილებაში. ვიბრო ხმაურიანი მოწყობილობების ფუნქცია არ არის მოძრაობის სიჩქარის შემცირება. ხმაურიანი მოწყობილობები შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს დაშტრიხულ ჰორიზონტალურ მონიშვნასთან, რათა მძღოლს არ მოუნდეს მათზე გადავლა. ვიბროხმაურიანი ზოლი კეთდება ასფალტისაგან, ბეტონისაგან,  თერმოპლასტური ან ცივიპლასტური მასალისაგან. ამაღლებულ ვიბროხმაურიან ზოლს უნდა ჰქონდეს მომრგვალებული პროფილი და უსაფრთხოების მიზნით, მისი ყველაზე მაღალი ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს გზის ზედაპირიდან 15მმ-ს. იგი უნდა  მოეწყოს ისე, რომ თითქმის  მთელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ეკავოს სიგანეზე, რადგან მძღოლმა ვერ შეძლოს მისი თავიდან აცილება.  ამაღლებული ვიბროხმაურიანი ზოლი შეღებილი უნდა იყოს ყვითლად (და არა თეთრად). იგი, როგროც წესი, უნდა მთავრდებოდეს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის კიდეზე, რათა არ მოხდეს  სადრენაჟო სისტემასთან შერევა. თუ ზოლის გასაკეთებლად ან მოსანიშნად გამოყენებული იქნება თერმოპლასტი ან ცივიპლასტი, მას კარგი ჩაჭიდების კოეფიციენტი უნდა ჰქონდეს. ზოლები, მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ეწყობა  200-300მ. დისტანციით. ზოგან განთავსებულია ოთხმოცი ან მეტი ზოლის უწყვეტი სერია, რომელთა ინტერვალი პროპორციულად მცირდება მძღოლის საფრთხესთან მიახლოებისას. უფრო ხარჯთეფექტურია ზოლების სამი ან ოთხი ჯგუფის  გამოყენება, სადაც თითოეულ ჯგუფში ოთხი-ექვსი ზოლია. ტიპური ზოლის სიგანე 300მმ-ია, ხოლო მათ შორის დაშორება 500მმ. ზოლების ბოლო ჯგუფი მოწყობილი უნდა იყოს საფრთხემდე სულ მცირე 30მ-ით წინ. აღსანიშნავია, რომ ვიბროხმაურიან მოწყობილობებზე გადავლისას სატრანსპორტო საშუალება იწვევს ხმაურს, რაც შესაძლოა უსიამოვნო იყოს მიმდებარედ მცხოვრებთათვის. XVI. სსშ-ის სახე 16 სსშ: შეჯახება, გამოწვეული სახიფათო გასწრებით. განსახორციელებელი ღონისძიება: ა) ღერძულა ხაზის დატანა, რაც ამცნობს მძღოლებს, თუ სად არის აკრძალული გასწრება არასაკმარისი ხილვადობის გამო; ბ) გასწრების მოძრაობის ზოლი. მიზანი: ა) მძღოლს აღარ ჰქონდეს სახიფათო გასწრების სურვილი; ბ) უზრუნველყოს უსაფრთხო გასწრების შესაძლებლობა. ღონისძიება „ა“: სქემა 1 „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად, უწყვეტი ღერძულა ხაზის საგზაო მონიშვნა გამოყენებული უნდა იქნეს იმისათვის, რომ გაუადვილოს მძღოლს გასწრების მანევრის სიმარტივის შეფასება. ვენის კონვენცია მკაცრად უწყობს ხელს  ორმაგი ღერძულა ხაზის გამოყენებას, რომელიც საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს საგზაო მოძრაობის ყველა მიმართულება ცალ-ცალკე და ემყარება შესაბამის ხილვადობას. ხილვადობა საჭიროა, რათა მძღოლმა შეაფასოს უსაფრთხოა თუ არა გასწრება. უსაფრთხო გასწრება დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარეზე, სატრანსპორტო საშუალების სახეობაზე და სხვა ფაქტორებზე. მოძრაობის სიჩქარესთან დაკავშირებული ხილვადობის სტანდარტები შეიძლება მიღებული იყოს ვარაუდებითა და კომპრომისებით, რაც შემდგომში გამოიყენება იმის გადასაწყვეტად, თუ სად უნდა იქნეს დატანილი  უწყვეტი ღერძულა ხაზის მონიშვნა. ყველა ღერძულა ხაზის საგზაო მონიშვნა დატანილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, აუცილებელია, შემოწმდეს რამდენად გასაგები და გონივრულია საგზაო მონიშვნები. ორმაგი ღერძულა ხაზის საგზაო მონიშვნა არ გამოიყენება იქ, სადაც საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სიგანე 6.1მ-ზე ნაკლებია. მის ნაცვლად დატანილ უნდა იქნეს ერთი მაფრთხილებელი ხაზი. აგრეთვე, ორმაგი ღერძულა ხაზის საგზაო მონიშვნა არ გამოიყენება განაშენიანებულ ტერიტორიებზე, გარდა მოძრაობის ოთხზოლიანი ან ფართო საავტომობილო გზებისა. ღერძულა ხაზის საგზაო მონიშვნის ეფექტურობისათვის იგი უნდა იყოს კარგად ხილვადი როგორც დღისით, ასევე ღამით. რეკომენდებულია, რომ მონიშვნის დატანისას გამოყენებულ იქნეს ამრეკლი თერმოპლასტი ან სხვა მაღალი ხარისხის მონიშვნის მასალა. იგი ბევრად უფრო ხარჯთეფექტურია, ვიდრე საავტომობილო გზის მონიშვნა ერთკომპონენტიანი აკრილატური საღებავით. ღონისძიება „ბ“: სქემა 2 როდესაც არ არსებობს გასწრების ბევრი შესაძებლობა, ხილვადობის შეზღუდვის ან საპირისპირო მხრიდან დიდი რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გამო, ზოგიერთი მძღოლი მაინც რისკავს გასწრებას, რაც ზოგჯერ სსშ-ით მთავრდება. გზის გასწრების მოძრაობის ზოლებით უზრუნველყოფა შეამცირებს გასწრებით გამოწვეული სსშ-ის რიცხვს. ამასთან, სსშ-ის შემცირების ალბათობა ვრცელდება გასწრების მოძრაობის ზოლის შემდგომ მონაკვეთშიც და, თუ წინასწარმაჩვენებელი საგზაო ნიშნებიც განთავსდება, შესაძლოა სსშ-ის რიცხვი შემცირდეს გასწრების მოძრაობის ზოლამდე არსებულ მონაკვეთშიც. გასწრების მოძრაობის ზოლების მოწყობა დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთ შემთხვევაში სიფრთხილით გაკეთებულმა გასწრების მოძრაობის ზოლმა, შეიძლება შესაძლებელი გახადოს, რომ მოძრაობის ორზოლიანი საავტომობილო გზა გარდაიქმნას მოძრაობის ოთხზოლიან საავტომობილო გზად. სრული ეფექტიანობის მისაღწევად სიფრთხილეა საჭირო ასევე გასწრების მოძრაობის ზოლზე საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დატანისას. რეკომენდებულია, რომ დასაწყისში ყველა სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდეს მარჯვენა მოძრაობის ზოლზე (საიდანაც სწრაფი სატრანსპორტო საშუალებები მოახდენენ გასწრებას) და ბოლოს, სატრანსპორტო საშუალება გასწრების მოძრაობის ზოლიდან უნდა შეერწყას მარჯვენა მოძრაობის ზოლს. გასწრების მოძრაობის ზოლის დასასრული უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო სტანდარტის საგზაო ნიშნებით. XVII. სსშ-ის სახე 17 სსშ: სატრანსპორტო საშუალება გადადის საავტომობილო გზიდან და ეჯახება გზისპირა ობიექტს, გორდება დაღმართზე და ა.შ. განსახორციელებელი ღონისძიება: ა) საფრთხის მოცილება; ბ) უსაფრთხოების ბარიერის მოწყობა. მიზანი: უსაფრთხო გზისპირის შექმნა. ამ შემთხვევაში, თუ მძღოლი დაკარგავს კონტროლს და გადავა საავტომობილო გზიდან, მას შეეძლება კონტროლის აღდგენა და საავტომობილო გზაზე უსაფრთხოდ დაბრუნება. სქემა 1 სსშ-ის უდიდესი ნაწილი, ქალაქებსა თუ სოფლებში, მოიცავს შეჯახებას მყარ გზისპირა ობიექტებთან ან სხვა სახის საფრთხესთან. ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ხეები, თუმცა შეჯახების ობიექტი შეიძლება იყოს ასევე სადრენაჟო მილები, არხები, საკომუნიკაციო ბოძები, საგზაო ნიშნები, ხიდის პარაპეტები და კედლები/შენობები. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი მათი მოშორებაა, რათა შეიქმნას 3-8მ. სიგანის ე.წ „სუფთა ზონა“ საავტომობილო გზის ორივე მხარეს. „სუფთა ზონა“ იზომება საავტომობილო გზის მოძრაობის ზოლის კიდიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი საავტომობილო გზის გვერდული ითვლება ზონის ნაწილად. სუფთა ზონის სიგანე დამოკიდებულია საგზაო მოძრაობის სიჩქარეზე და მოძრაობის ინტენსივობაზე. იქ, სადაც პრაქტიკული არ არის გზისპირა „სუფთა ზონის“ უზრუნველყოფა, უნდა მოხდეს იმ საფრთხის მოცილება/გადაადგილება, რაც შეიძლება დიდი ალბათობით გახდეს შეჯახების ობიექტი. იქ, სადაც არის სერიოზული გზისპირა საფრთხე, რომლის მოშორებაც შეუძლებელია, საფრთხის არიდება მიზანშეწონილია უსაფრთხოების ბარიერით. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ უსაფრთხოების ბარიერი თვითონაც საფრთხის შემცველია (ასეთ ბარიერთან შეჯახება მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს), ამასთან, მისი მოწყობა და მოვლა-შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბარიერის ტიპის და ფორმის შერჩევა და მისი დამონტაჟება ტექნიკურად რთული პროცესია, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სპეციალისტის რჩევები. რეკომენდებულია, რომ საქართველოში გამოყენებულ ყველანაირ ბარიერს ჰქონდეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი. უსაფრთხოების ბარიერს უნდა ჰქონდეს საფრთხემდე საკმარისი დაშორება, რათა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც გადადის საავტომობილო გზიდან, ვერ შეძლოს საფრთხემდე მიღწევა. ეს ასევე შესაძლებელია ნიშნავდეს უსაფრთხოების ბარიერის საწყისი მონაკვეთის დაშორებას საფრთხემდე, განსაკუთრებით, თუ მოძრაობის სიჩქარე მაღალია. არ არის მიზანშეწონილი მოკლე უსაფრხოების ბარიერის მოწყობა. ძირითადად, უსაფრთხოების ბარიერის აპრობირებული არჩევანია ლითონის მრუდხაზოვანი ძელები. ეს არის დრეკადი ბარიერი, რომელიც აგებულია იმისათვის, რომ მოიღუნოს და დაიმსხვრეს (ამგვარად შთანთქავს შეჯახებული სატრანსპორტო საშუალების ენერგიას), მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნოს საკმარისი ძალა, რათა სატრანსპორტო საშუალებას უკან, საავტომობილო გზისკენ მისცეს მიმართულება. სერიოზული საფრთხის შემცველია ზღუდარის დაბოლოებები. საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ნაპირიდან მათი მოხრა შეამცირებს მათზე შეჯახების რისკს. არ არის რეკომენდირებული 100მ-ზე ნაკლები ინტერვალის დატოვება სხვადასხვა ზღუდარის მონაკვეთებს შორის. ისეთ საავტომობილო გზებზე, სადაც მოძრაობის სიჩქარე 80კმ/სთ-ზე მეტია, ზღუდარის დაბოლოების მონაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს. რკინა-ბეტონის ბარიერი უფრო გამძლეა, ვიდრე ლითონის მრუდხაზოვანი ძელები. შესაბამისად, რკინა-ბეტონის ბარიერი გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, სადაც აუცილებელია უკონტროლო სატრანსპორტო საშუალების გაჩერება, რათა იგი საავტომობილო გზიდან არ გადავიდეს. რკინა-ბეტონის ბარიერის ტიპური მაგალითია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გამყოფი ზოლები; ხიდების, საავტომობილო გზების, რკინიგზის ლიანდაგების ან ღრმა წყლების სიახლოვეს განთავსებული ბარიერები. მსგავსი ბარიერი უფრო ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან გადადის მძიმე ტვირთით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება. რკინა-ბეტონის ბარიერები ძალიან მდგრადია, ამიტომ, მცირეკუთხოვანი შეჯახებისას, შესაძლოა მგზავრმა სერიოზული დაზიანება მიიღოს. სახიფათოა რკინა-ბეტონის ბარიერის დაბოლოებები, ამიტომ, მიზანშეწონილია, დაფარული იყოს  ლითონის მრუდხაზოვანი ძელებით. XVIII. სსშ-ის სახე 18 სსშ: შეჯახება, გამოწვეული დამუხრუჭებული სატრანსპორტო საშუალების მოცურების ან დროულად ვერგაჩერების შედეგად. განსახორციელებელი ღონისძიება: მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირის მოწყობა. მიზანი: მძღოლმა შეძლოს სატრანსპორტო საშუალების მოცურების ან დროულად ვერგაჩერების თავიდან არიდება. ხშირია, როდესაც საავტომობილო გზის საფარი სველია და მძღოლი მკვეთრად ამუხრუჭებს გზაჯვარედინის შესასვლელთან, შუქნიშანთან მიახლოებისას და  ავტომაგისტრალის განშტოებიდან პანდუსის დაბოლოებასთან. მოცურება ხდება მაშინ, როდესაც ავტომობილის თვლის საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ზედაპირთან ჩაჭიდების ძალა საშუალებას არ აძლევს ავტომობილის თვალს შეინარჩუნოს ჩაჭიდება. საავტომობილო გზის სველ საფარზე ჩაჭიდების ძალა შეიძლება იყოს მშრალი გზის საფარზე ჩაჭიდების ძალის ნახევარი. კვლევებმა აჩვენა, რომ საავტომობილო გზის საფარის ჩაჭიდების ძალა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უხეში სტრუქტურა აქვს გზის ზედაპირს, შეიცავს თუ არა ზედაპირი მყარ და არამარტივად ცვეთად აგრეგატებს (ქვებით), რომლებიც მარტივად არ პრიალებს  სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შედეგად. იმ ადგილებში, სადაც აღმოჩენილია მოცურების პრობლემა, უნდა გაიზომოს საავტომობილო გზის ზედაპირის ჩაჭიდების კოეფიციენტი. ჩაჭიდებების კოეფიციენტის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზაა საავტომობილო გზის ზედაპირის ხელახალი საფარის მოწყობა, თუმცა ეს მოუხერხებელი და ძვირი ღონისძებაა, რომელმაც შეიძლება საკმარისად ვერ გააუმჯობესოს ჩაჭიდების კოეფიციენტი. ამიტომ, კრიტიკულ ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს  მოცურების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებები. მსგავსი საშუალებების უმეტესობა იყენებს ძალიან უხეშ ქიმიურ შემკვრელ აგრეგატს (კალცირებულ ბოქსიტს), რომელიც გამოიყენება კენჭების დასაფარად. მოცურების საწინააღმდეგო საშუალება არახარჯთეფექტურია და ჩვეულებრივ გამოიყენება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ყველაზე ხშირია მძიმე დამუხრუჭება. იგი ეწყობა საავტომობილო გზის 30მ-იან მონაკვეთზე იმ ადგილამდე, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს ან გზა დაუთმოს. XIX. სსშ-ის სახე 19 სსშ: შეჯახება ღამით. განსახორციელებელი ღონისძიება: განათების წყაროს გაუმჯობესება. მიზანი: ღამით ხილვადობის გაუმჯობესება. ღამით სსშ-ების ძირითადი მიზეზია პოტენციური საფრთხის ვერშემჩნევა. არეალის განათება შეამცირებს სსშ-ის რისკს. განათება არის საუკეთესო გამოსავალი იმ ადგილას, სადაც ღამის სსშ დიდი პრობლემაა. დასახლებული პუნქტის მთავარი საავტომობილო გზა, ასევე, ქალაქის ცენტრები და სხვა ადგილები, სადაც ღამით ბევრი ქვეითია, უფრო მეტად უსაფრთხოა, თუ კარგად არის განათებული. დაუსახლებელ ადგილებში გზაჯვარედინების განათებამ სარგებელი შეიძლება  მოიტანოს, თუ ამ გზაჯვარედინ ზეღამით მომხდარი სსშ-ის მაჩვენებელი  მაღალია. განათების სქემა დაპროექტებული უნდა იყოს განათების ექსპერტების მიერ. ჩვეულებრივ, განათების მიზანი არის ერთნაირად განათებული საავტომობილო გზის ზედაპირი, სადაც ობიექტის დანახვა შესაძლებელია სილუეტის სახით. უფრო ინტენსიური პირდაპირი განათება შეიძლება საჭირო იყოს საკონფლიქტო წერტილებში, როგორიც არის გზაჯვარედინებზე ქვეითთა გადასასვლელი და სდექ ხაზი/დაუთემე გზა/ შერწყმების ზოლი. განათების ბოძი არის გზისპირა ობიექტის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მძღოლები ხშირად ეჯახებიან, როდესაც კონტროლს კარგავენ თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებზე. განათების დაპროექტებისას მიზანი უნდა იყოს განათების ბოძების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და მათი ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს განთავსება შეჯახების თავიდან ასაცილებლად. განათების ბოძები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ იყოს საფრთხის ნაკლებად შემცველი. XX. სსშ-ის სახე 20 სსშ: საავტომობილო გზიდან გადასვლის შედეგად მომხდარი სსშ-ები; შეჯახება შემხვედრ ავტომობილთან; სსშ საავტომობილო გზის პირას მოძრავი ქვეითებისა და ველოსიპედისტების მონაწილეობით. განსახორციელებელი ღონისძიება: გამაგრებული გვერდულები დაუსახლებელი პუნქტის მოძრაობის ორზოლიან საავტომობილო გზაზე. მიზანი: უზრუნველყოს სივრცე მანევრირებისა და საავტომობილო გზით მოსარგებლეთათვის. გამაგრებული გვერდულები ეხმარება მძღოლებს ავტომობილის დაზიანების თავიდან აცილებასა და კონტროლის აღდგენაში. იგი ასევე  უსაფრთხოა მოძრაობის შესანელებლად და გასაჩერებლად. გამაგრებული გვერდულები უზრუნველყოფენ ქვეითებს და ველოსიპედისტებს  უსაფრთხო მოძრაობის ბილიკით. მათი სტანდარტული სიგანეა 1მ, 1.5მ და 2მ. სიგანე დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების ნაკადსა და სიჩქარეზე, ასევე, ქვეითების და ველოსიპედისტების რაოდენობაზე, რომლებმაც უნდა გამოიყენონ გვერდული. გამაგრებული გვერდულები შეიძლება ხარჯთეფექტური იყოს მცირე ინტენსივობის მქონე საავტომობილო გზებზეც, როგორიცა 2,000 ADT (მოძრაობის ინტენსივობა შეადგენს 2,000 ავტომობილს დღე-ღამეში). იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოების სრული სარგებელი, გვერდულას უნდა ჰქონდეს გლუვსაფრიანი ზედაპირი, რომელიც სავალი გზის ზედაპირის დონეზეა და განცალკევებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ნაპირის განმსაზღვრელი მონიშვნის ხაზით. XXI. სსშ-ის სახე 21 სსშ: ავტობუსებსა და მიკორავტობუსებში საავტომობილო გზის პირას მგზავრების ჩასხდომისა და ჩამოსვლის შედეგად გამოწვეული სსშ. განსახორციელებელი ღონისძიება: ავტობუსის გაჩერების ჯიბის მოწყობა. მიზანი: უზრუნველყოს უსაფრთხო სივრცე ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის, რათა შეასრულონ მგზავრების ჩასხდომა და ჩამოსვლა. სქემა 1 როდესაც ავტობუსი მკვეთრად ამცირებს მოძრაობის სიჩქარეს გაჩერების მიზნით და ასრულებს მგზავრების ჩასხდომასა და ჩამოსვლას, არსებობს უკნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების რისკი. თუ მძღოლები ხედავენ გაჩერებულ ავტობუსს და დაგვიანებულია ავტომობილის უსაფრთხოდ, ადვილად გაჩერება, ისინი ასწრებენ მას საფრთხის შემცველად, საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლით. ამ დროს საფრთხის წინაშე იმყოფებიან ის ადამიანებიც, რომლებიც ავტობუსს ან მიკროავტობუსს უცდიან საავტომობილო გზის პირას, რადგან არსებობს საშიშროება, რომ დაეჯახოთ გამვლელი სატრანსპორტო საშუალება. ავტობუსის გაჩერების ჯიბეების უზრუნველყოფამ შესაძლოა შეამციროს ზემოაღნიშნული ტიპის სსშ-ები. თუ ავტობუსის გაჩერებების ჯიბეები საავტომობილო გზის ორივე მხარეს მოეწყობა, სასურველია ისინი მარცხენა-მარჯვენა მხარეს ჭადრაკურად განლაგდეს.  ასეთ შემთხვევაში ორი ავტობუსის ერთდროულად დაძვრისას ისინი ერთმანეთს მარტივად აუვლიან გვერდს. თუ ავტობუსები გაჩერდებიან ზუსტად გზაჯვარედინის წინ, ისინი დაფარავენ იმ მძღოლების ხილვადობას, რომლებიც ელოდებიან მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზიდან მთავარ საავტომობილო გზაზე გასვლას. ავტობუსის გაჩერების ჯიბეების მოწყობა გზაჯვარედინის შემდეგ ნაკლებ პრობლემას გამოიწვევს, თუმცა მიზანშეწონილია, რომ გაჩერება ძალიან შორს არ იქნეს გადატანილი მისი ძველი ადგილსამყოფელიდან, რომელიც ალბათ უფრო მოხერხებული იყო მგზავრებისთვის. წინაღმდეგ შემთხვევაში იზრდება ალბათობა, რომ მგზავრები და მიკროავტობუსის მძღოლები, მიუხედავად უსაფრთხოების სარგებლისა, მოუხერხებელობის გამო არ გამოიყენებენ გაჩერებას. აუცილებელია ავტობუსის გაჩერების საგზაო ნიშნების განთავსება, რადგან ისინი ეხმარება ავტობუსის მძღოლს,  შორი მანძილიდან გაარკვიოს გაჩერების ზუსტი ადგილი. ეს საგზაო ნიშნები ასევე მიუთითებენ მგზავრებს, თუ სად უნდა მოიცადონ. მგზავრების მოსაცდელი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ სსშ-ის დროს ნაკლებად დაზიანდეს როგორც სატრანპორტო საშუალება, ისე მასში მყოფი მგზავრი. ამიტომ უმჯობესია, ნაცვლად ბეტონისა, გამოყენებულ იქნეს მსუბუქი კონსტრუქცია.