„ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2020 წლის 22 დეკემბერი დაბა ქედა |
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 11 511 356 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6 769 600 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 514 556 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 227 200 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 6 431 022 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 000 008 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 001 952 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 120 000 ლარის ოდენობით, მათ შორის
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 11 604 566 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, მათ შორის:
|
1.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00)
მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
|
|
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება |
|||
|
(ლარებში) |
|||
|
№ |
პროგრამული კოდი |
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა |
2020 წლის გეგმა |
|
II |
02 00 |
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება |
4 867 435 |
|
1 |
02 01 |
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება |
1 436 538 |
|
1.1 |
02 01 01 |
შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია |
851 215 |
|
1.2 |
02 01 02 |
სოფელ აქუცის ქვედა უბანში მისასვლელ გზაზე მდინარე აჭარისწყალზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა |
503 023 |
|
1.3 |
02 01 03 |
ქედის მუნიციპალიტეტში აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია |
69 200 |
|
1.4 |
02 01 04 |
სოფელ დოლოგანთან დუმბაძეების უბანში, მდინარე აჭარისწყალზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა |
8 100 |
|
1.5 |
02 01 07 |
მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირება |
5 000 |
|
2 |
02 02 |
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება |
555 510 |
|
2.1 |
02 02 01 |
წყლის სიტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა |
230 050 |
|
2.1.1. |
02 02 01 01 |
სოფელ ორცვის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია |
124 500 |
|
2.1.2. |
02 02 01 02 |
მახუნცეთში (აწჰესის დასახლებაში) საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია |
19 800 |
|
2.1.3. |
02 02 01 03 |
დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ხარაულა-ჯალაბაშვილებისა და დანდალოს სასმელი წყლის რეაბილიტაცია |
28 500 |
|
2.1.4. |
02 02 01 04 |
ზუნდაგის ბაგა-ბაღის წყლის სისტემის რეაბილიტაცია |
29 050 |
|
2.1.5. |
02 02 01 09 |
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის შენატანი |
15 600 |
|
2.1.6. |
02 02 01 20 |
სარწყავი არხების, სასმელი წყლისა და წყალსადენებისათვის მილების შეძენა |
12 600 |
|
2.1.3. |
02 02 02 |
შპს ქედის წყალკანალი |
325 460 |
|
3 |
02 03 |
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები |
1 823 960 |
|
3.1 |
02 03 01 |
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი |
630 100 |
|
3.1.1. |
02 03 01 01 |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა |
483 600 |
|
3.1.2. |
02 03 01 02 |
დაბა ქედაში მ. კოსტავას ქუჩა №3 მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია (მუზეუმის განსათავსებლად) |
146 500 |
|
3.2 |
02 03 02 |
ნაპირსმაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია |
560 980 |
|
3.2.1. |
02 03 02 01 |
დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები |
386 160 |
|
3.2.2. |
02 03 02 02 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინაააღმდეგო ღონისძიებების გატარება |
174 820 |
|
3.3 |
02 03 03 |
პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა შენახვა |
632 880 |
|
3.3.1. |
02 03 03 01 |
დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა |
22 600 |
|
3.3.2. |
02 03 03 02 |
დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ქედის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა |
371 900 |
|
3.3.3. |
02 03 03 03 |
ზვარის ცენტრის კეთილმოწყობა (მოსაცდელის მშენებლობა) |
5 500 |
|
3.3.4. |
02 03 03 04 |
დაბა ქედაში თედო სახოკიას ქუჩა №3 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ფერდსამაგრი კედლის მოწყობა |
87 600 |
|
3.3.5. |
02 03 03 05 |
დაბა ქედაში 26 მაისის ქუჩის კეთილმოწყობა |
30 030 |
|
3.3.6. |
02 03 03 06 |
დაბა ქედაში თამარ მეფის ქუჩის კეთილმოწყობა |
93 000 |
|
3.3.7. |
02 03 03 07 |
სოფელ ქედაში მე-3 ქუჩის I ჩიხი №2 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ფერდსამაგრი კედლის მოწყობა |
22 250 |
|
4 |
02 04 |
მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები |
219 477 |
|
4.1. |
02 04 01 |
ძირითადი და დამატებითი ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაოების ჩატარების და აღრიცხული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შექმნა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები და მასზე განლაგებული შენობა- ნაგებობის გეგმა-ნახაზების შედგენა) გეოლოგიური დასკვნები |
5 000 |
|
4.2. |
02 04 02 |
პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა |
214 477 |
|
5 |
02 05 |
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა |
6 500 |
|
5.2. |
02 05 02 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაციის პროგრამა |
6 500 |
|
6 |
02 05 |
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა |
750 000 |
|
7 |
02 06 |
არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობებში ელექტრო მეურნეობის აღდგენა |
4 000 |
|
8 |
02 09 |
შ.პ.ს. ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი |
71 450 |
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01)
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 |
1 436 538 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტის 62 სოფელში 250 კმ შიდა სასოფლო-საუბნო გზა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. აღნიშნული გზები გრუნტის საფარიანია ამიტომ ხშირად ზიანდება და ხდება გაუვალი. ასევე მდინარეებზე არსებული ხიდები ამორტიზებულია და მოითხოვს რემონტს. გზებზე გასულ წელში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. რითაც მიღწეული იქნა შედეგი ცალკეულ უბნებში გზების კეთილმოწყობის კუთხით. ამიტომ მიზანშეწონილია პროგრამა გაგრძელდეს მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო-საუბნო გზების სრულ რეაბილიტაციამდე. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
შექმნილია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ჩატარებულია შიდა სასოფლო-საუბნო გზების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშოები. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 01 |
851 215 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტის 62 სოფელში 250 კმ შიდა სასოფლო-საუბნო გზა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. აღნიშნული გზები გრუნტის საფარიანია ამიტომ ხშირად ზიანდება და ხდება გაუვალი. ასევე მდინარეებზე არსებული ხიდები ამორტიზებულია და მოითხოვს რემონტს. გზებზე გასულ წელში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები რითაც მიღწეული იქნა შედეგი ცალკეულ უბნებში გზების კეთილმოწყობის კუთხით. ამიტომ მიზანშეწონილია პროგრამა გაგრძელდეს მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო-საუბნო გზების სრულ რეაბილიტაციამდე. მუნიციპალიტეტში არსებული 250 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზა მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულია, რომელთაგან აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება 9 კმ გზის ბეტონის საფარით დაგება 30 სოფელში, მოეწყობა გზებზე 5 ერთეული მილხიდები, ფერდსამაგრი კედლები 4 ერთეული, გარემონტდება 2 ერთეული საავტომობილო ხიდი, მოეწყობა სანიაღვრე და საწრეტი არხებ 608 გრძივი მეტრი, სრულად პროგრამის ღირებულება შეადგენს 851 215 ლარს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
შექმნილია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ჩატარებულია შიდა სასოფლო-საუბნო გზების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშოები. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოფელ აქუცაში მისასვლელ გზაზე მდინარე აჭარისწყალზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 02 |
503 023 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამის მიზანია სოფელ აქუცის ბარის უბანში და სოფელ ვაიოს მოსახლეობისათვის ახალი ხიდის მშენებლობა, რითაც გაუმჯობესდება აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა და შემცირდება მისასვლელი გზა 2 კმ_ი მანძილით. მიღწეული იქნება წლის ყველა სეზონზე სატრანსპორტო საშუალებების შეუზღუდავი გადაადგილება. პროგრამა ითვალისწინებს მდინარე აჭარისწყალზე სოფელ აქუცისა და ვაიოსათვის საავტომობილო ხიდის მშენებლობას, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯება 503 023 ლარი. ხიდის დასრულების შემდეგ სოფელ აქუცის 16 ოჯახი და სოფელ ვაიოს 20 ოჯახი ისარგებლებს საგზაო მიმოსვლისათვის რაც გააუმჯობესებს მათ ყოფით პირობებს. ასევე ხიდი იქნება სათადარიგო გადასასვლელი სოფელი ვაიოში არსებული ხიდის დაზიანების შემთხვევაში, რა დროსაც ამ ხიდით ისარგებლებს 7 სოფელი (აქუცა, ვაიო, კვაშტა, სირაბიძეები, კანტაური, ტიბეთა და აბუქეთა |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
შექმნილია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა (ხიდი) |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ქედის მუნიციპალიტეტში აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 03 |
69 200 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქვეპროგრამის მიზანია დაბის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება, კერძოდ აბაშიძის ქუჩაზე სადაც გზაა დღემდე გრუნტის საფარიანია საჭიროებს ბეტონის საფარით დაფარვას და შესაბამისად ტროტუარების და სანიაღვრე არხების მოწყობას. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დაბა ქედაში აბაშიძის ქუჩაზე 1031,5 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია კერძოდ 257 კბ მეტრი ბეტონის შეძენა და დაგება, რისთვისაც დაიხარჯება 69 200 ლარი |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
კეთილმოწყობილი ქუჩა და საავტომობილო გზა თავისი ინფრასტრუქტურით. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოფელ დოლოგანთან დუმბაძეების უბანში, მდინარე აჭარისწყალზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 04 |
8 100 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამის მიზანია სოფელ დოლოგანთან დუმბაძეების უბანში, მდინარე აჭარისწყალზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რითაც გაუმჯობესდება აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა მიღწეული იქნება წლის ყველა სეზონზე სატრანსპორტო საშუალებების შეუზღუდავი გადაადგილება. სოფელში მცხოვრები 4 ოჯახი წლების განმავლობაში ვერ სარგებლობს სატრანსპორტო მომსახურებით უგზოობის გამო, რადგან განვითარებული მეწყერის შედეგად დაინგრა ადრე არსებული გზა და შეუძლებელია მისი აღდგენა. ამიტომ დაიგეგმა ალტერნატიული ხიდის მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე. ხიდის მშენებლობით უბანში 30-მდე ცხოვრებს აღუდგება საავტომობილო გზა და 70 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ათვისება მოხდება. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
შექმნილია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა (ხიდი) |
||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირება |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 07 |
5000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობების (მეცხოველეობის) განვითარების ხელშეწყობა. რეგიონისათვის დამახასიათებელი მთის ტრადიციების შენარჩუნება. ალპური რესურსების გამოყენება მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში. მთის ალპურ საძოვრებზე საზაფხულოდ დროებით მობინადრეთა ტრანსპორტით მომსახურეობის უზრუნველყოფა. მგზავრთა უსაფრთხოდ და დანახარჯების გარეშე ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა მთლიანად მთის სეზონის პერიოდში (სამი თვე) სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. საიჩარის და გომის მთის ტერიტორიაზე მობინადრე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა. პროგრამა ითვალისწინებს შედგენილი გრაფიკის მიხედვით კვირაში თითო მარშრუტს. მოსახლეობის მოთხოვნით დაგეგმილ დღეებში მთებზე ტრანსპორტით გადაადგილებისათვის. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
კმაყოფილი მოსახლეობა, შენარჩუნებული მთის ტრადიციები და მეცხოველეობის პროდუქტების დამზადების ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება |
დაფინანსება ლარში |
|
02 02 |
555 510 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყევტი მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
ქედის მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეაბილიტირებულია და აშენებულია წყლის სისტემის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილია უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგება, |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
წყლის სიტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა |
დაფინანსება ლარში |
|
02 02 01 |
230 050 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: სოფელ ორცვის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; მახუნცეთში (აწჰესის დასახლებაში) საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია; დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ხარაულა-ჯალაბაშვილებისა და დანდალოს სასმელი წყლის რეაბილიტაცია; ზუნდაგის ბაგა-ბაღის წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სარწყავი არხების, სასმელი წყლისა და წყალსადენებისათვის მილების შეძენა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს არსებული წყლის სისტემაზე დაზიანებული ქსელის ამოცვლას, სარეზერვო გამანაწილებელი აუზების აშენებას, დამატებით მომხმარებლების მიერთებას და ოჯახებისათვის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, მილების შეძენას. აღნიშნული ქვეპროგრამისათვის ბიუჯეტიდან საჭიროა 230 050 ლარი. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობისათვის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლის სიტემების ფუნქციონერება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სს ,,აჭარის წყლის ალიანსის" საწესდებო კაპიტალის შენატანი. |
დაფინანსება ლარში |
|
02 02 02 06 |
15 600 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
„აჭარის წყლის ალიანსი“ 2017 წლის აპრილში შექმნილი სააქციო საზოგადოებაა. ამ კომპანიის წილებს ფლობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა [26%], ბათუმის მუნიციპალიტეტი [34%], ქობულეთი [17%], ხელვაჩაური [11%], ხულო [5%], ქედა [4%] და შუახევის მუნიციპალიტეტი [3%]. ალიანსი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად არსებული პროექტის განხორციელებისთვის შექმნეს. სს ,,აჭარის წყლის ალიანსის" საწესდებო კაპიტალის შენატანს ახორციელებს ყოველწლიურად ქედის მუნიციპალიტეტის მერია. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მოსახლეობისათვის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლის სიტემების ფუნქციონერება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. შედეგი: განხორციელებულია წყლის სიტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და უზრუნველყოფილია სს "აჭარის წყლის ალიანსის" შეუფერხებელი ფუნქციონირება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
შპს ქედის წყალკანალი |
დაფინანსება ლარში |
|
02 02 02 |
325 460 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდირება გაეწევა შპს ქედის წყალკანალს, რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
გაუმჯობესებულია წყალმომარაგების მომსახურება, უზრუნველყოფილია წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონიძიებები |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 |
1 823 960 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
პროგრამის აღწერა |
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილი და მოწყობილი ახალი ტერიტორიები |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 01 |
630 100 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. პროექტის განხორციელება დაიწყება 2019 წელს და დასრულდება 2020 წელს. დაბა ქედაში მ. კოსტავას ქუჩა №3 მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია (მუზეუმის განსათავსებლად). |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: საბინაო ფონდის ინფრასტრუქტურის განვითარება შედეგი; მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 01 01 |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
483 600 |
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. პროექტის განხორციელება დაიწყება 2019 წელს და დასრულდება 2020 წელს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
დაბა ქედაში მ. კოსტავას ქუჩა №3 მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია (მუზეუმის განსათავსებლად) |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 01 02 |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
146 500 |
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
დაბა ქედაში მ. კოსტავას ქუჩა №3 მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია (მუზეუმის განსათავსებლად) |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მუზეუმის განთავსება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ნაპირსმაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 02 |
560 980 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტი დაიწყო 2016 წელს და გაგრძელდება მიმდინარე წელსაც. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა 60 მეტრის ნაპირსამაგრი მონოლითური ჯებირი. აღნიშნულის ფარგლებში ასევე ხორციელდება ერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კერძოდ, გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხორციელდება სამუშაოები დაზიანებული გზების, წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, უმისამართოდ გამდინარე წყლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის, მეწყერის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: სტიქიისგან მოსახლეობის, მუნიციპალური და კერძო საკუთრების დაცვა და ახალი ტერიტორიების ათვისება შედეგი: სტიქიისგან დაცული მოსახლეობა, მუნიციპალური და კერძო საკუთრება და ათვისებული ახალი ტერიტორიები |
პროგრამის დასახელება
კოდი
პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა შენახვა
დაფინანსება ლარში
02 03 03
632 880
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
პროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მიზანი: სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოება
შედეგი: მოწყობილი და გაფართოებული სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურა
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები |
დაფინანსება ლარში |
|
02 04 |
219 477 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
|||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების ჩატარება. შედეგი : მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ჩატარებული ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურები |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
02 05 |
6 500 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამა: |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია იმ დაავადებებზე, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით არ ხორციელდება. ეს დაავადებებია პასტერელოზი და ემკარი. შედეგი: პასტეროლიზსა და ემკარზე ვაქცინირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია |
დაფინანსება ლარში |
|
02 05 02 |
6 500 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საერთო რაოდენობა დაახლოებით 7500-მდეა. აქედან დაახლოებით 2000 სული არის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროებს აუცილებელ ვაქცინაციას პასტერელოზსა და ემკარზე. როგორც ცნობილია ამ დაავადებების ვაქცინაცია სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება, რადგანაც არ არის ზოონოზური დაავადებები, მაგრამ ამ დაავადებებით მიღებული ეკონომიკური ზარალი დიდია და მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ფერმერს. პასტერელოზითა და ემკარით ავადდება ძირითადად ახალგაზრდა, მაღალპროდუქტიული და საუკეთესო შეხორცების მქონე მსხვილფეხა პირუტყვი. დაავადების რისკი დიდია იმ ცხოველებში, რომლებიც გადიან საზაფხულო საძოვრებზე სადაც არის ამ დაავადებების კერები. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფერმერთა არცოდნის და გამოუცდელობის გამო დაავადების კერები გაჩნდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლებში, რის შედეგადაც ყოველწლიურად იღუპება ახალგაზრდა, მაღალპროდუქტიული ცხოველები. ფერმერები არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით ცდილობენ ადრე გაზაფხულზე გაყიდონ ახალ მიღებული მოზარდი. ამ ტენდენციამ კი გამოიწვია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა საერთო რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. ფერმერისთვის უმჯობესია გამოზარდოს მსხვილფეხა პირუტყვის მოზარდი და ისე გაყიდოს. ამით გაიზრდება ფერმერის შემოსავალი. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია იმ დაავადებებზე, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით არ ხორციელდება. ეს დაავადებებია პასტერელოზი და ემკარი. შედეგი: პასტეროლიზსა და ემკარზე ვაქცინირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობებში ელექტრო მეურნეობის აღდგენა |
დაფინანსება ლარში |
|
02 06 |
4 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტის მიერ 2018-2019 წლებში ახლადაშენებული შენობების ელექტრომეურნეობის გამართვისათვის საჭიროა სს ენერგო პრო-ჯორჯიასთან ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისი ხარჯების გადახდა და მათი გამრიცხველიანება. ასევე, სოფლის საერთო სარგებლობის წისქვილები, რომლებიც აშენებულია ბიუჯეტის ხარჯებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჭიროა ელექტრომეურნეობის ქსელში ჩართვა და სათანადო ფინანსირება. მუნიციპალიტეტის კუთვნილ ზოგიერთ შენობებში დაზიანებულია ელექტრომრიცხველები და საჭიროა ახლით შეცვლა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ შენობებში და საერთო სარგებლობის სოფლის წისქვილებში ელექტრომეურნეობის აღდგენა და გამრიცხველიანება, დაზიანებული მრიცხველების და სხვა მოწყობილობების ახლით შეცვლა, ახლად აშენებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ელექტრომომარაგების ქსელში ჩართვა. შედეგი: ელექტრო მეურნეობის აღდგენა და ელექტროქსელში ჩართვა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
შ.პ.ს. ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი |
დაფინანსება ლარში |
|
02 07 |
71 450 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი 2020 წლის 5 მარტს შეიქმნა. ორგანიზაციის დამფუძნებელია ქედის მუნიციპალიტეტის მერია და მის 100% წილს ფლობს. ძირითად საქმიანობებს წარმოადგენს: ა) ტურისტული ობიექტების მოვლა შენახვა; ბ) ტურისტული სერვისების შექმნა და განვითარება; გ) გადასახადების ამოღება; დ) ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შექმნა; დ) მუნიციპალიტეტში მოქმედ კვების თუ განთავსების ობიექტებზე დახმარება, როგორც ბიზნესის მართვის მხრივ ასევე რჩევების და რეკომენდაციების მიცემა ე) მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პიარი და აშ ახალი კორონა ვირუსის გამოწვევების მიუხედავად აღნიშნული ორგნაზიცია არ გაჩერებულა და არსებული მდგომაროება გამოიყენა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს, რის საფუძველზეც უნდა შემდეგს 2020-2021 წლის ტურისტული პროგრამები ბიუჯეტში. ამ პერიოდის მანძილზე შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა, მოაწყო 2 ინფო-ტური მუნიციპალიტეტის მაშტაბით და უახლოეს პერიოდში გეგმავს მედია ტურს. კავშირები დაამყარა შემდეგ ორგიზაციებთან, როგორებიცაა: არასამთავრობო ორგანიზაცია სენი, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამეტი, ევროკავშირის ინიციატივა მერები ეკონომიკური ზრდისთვის და სხვადასხვა სამსახურებთან, რომელიც ჩართულნი არიან მუნიციპალიტეტში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN პროექტი ტყის მდგრადი მართვა საქართველოში. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სატყეო რეფორმის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავების, ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზით. ამ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი იქნება DMO. ამ მიზნით მოლაპარაკებები შედგა. აღნიშნულ პროექტში არასამტავრობო ორჰანზიაცია CENN დაგვემხარება სამსახურის სრულყოფაში, თანამშრომლების გადამზედაბასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაში, ასევე ვებსაიტის დამზადებასა და ბილიკების მართვის პროგრამის შემუშავებაში. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ( LAG) ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება. აღნიშნულ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა გააკეთეა LAG_თან ერთად საგრანტო განაცხადი , რომელმაც ყველა ეტაპი გაიარა და ველოდებით ოფიციალურ პასუხს. პროექტის მიზანი იქნება ქედის მუნიციპალიტეტის რესურსის პოპულარიაზაცია სხვადასვხა ტიპის აქტივობებით... მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2016 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში მიმდინარე მაღალი დონის კონფერენციის დროს დაიწყო1 და მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ ადგილობრივ ხელისუფლებებზე: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა2 . "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ. აღნიშნულ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი აქტიურად არის ჩართული. ჩვენი ხშირი კომუნიკაციის საფუძველზე სამდივნო განხიილავს ქედაში ღვინის ინდუსტრიის, აგრო ტურიზმის, ეკო ტურიზმის, გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტების დახმარებას აბსოლიტურად უსასყიდლოდ. ასევე მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნულ პროექტში ქედა, შუახევი და ხულო ერთად არის ცართული და გააჩნია საერთო ეკონომიკური გეგმა. რასაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. მარტიდან დღემდე სამსახური აკეთებს მუნიციპალიტეტის ტუყრისტული პოტენციალის კვლევა, კვების და განტავსების ობიექტებს აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს თუ როგორ დაიცვან ყველა სტანდარტი. აყალიბებს პარტნიორულ ურთიერთობებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორც ადგილობრივი ასევე საქართველოს მაშტაბით. . მახუნცეთის პრობლემა, რომელიც ეხება გარე მოვაჭრეეებს, სამსახურმა გააკეთა რამდენიმე შეხვედრა, მიაღწია მათთან შეთანხმება, რომ შექიმნას საერთო ზომის და ფორმის დახლი , რათა ტურისტული ლოკაცია გახდეს ევროპული სტანდარტის და იყოს მეტად მოწესრიგებული. ასევე მნიშვნელოვანია სამსახურის მდგრადობა და შემოსავლები რათა წლიდან წლამდე უფრო მეტად გახდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი შემოსავლებით ირჩენს თავს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება ქედის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია; მიზანი: არსებული ტურისტული ლოკაციების, მოვლა, შენახვა და განვითარება; არსებული ტურისტული სერვისების დახვეწა და ახალი შექმნა; დონორებთან ურთიერთობა და გრანტების მოძიება; მუნიციპალიტეტში მოქმედ კვების თუ განთავსების ობიექტებზე დახმარება, როგორც ბიზნესის მართვის მხრივ ასევე რჩევების და რეკომენდაციების მიცემა; მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პიარი; შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებით შეიქმნება ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. |
3.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 571 650 ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით
|
4.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,352 305 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
5.
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
|
|
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
|||
|
(ლარებში) |
|||
|
№ |
პროგრამული კოდი |
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა |
2020 წლის გეგმა |
|
VI |
06 00 |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
741 937 |
|
1 |
06 01 |
ჯანმრთელობის დაცვა |
405 392 |
|
1.1. |
06 01 02 |
ამბულატორიული მომსახურეობა |
154 092 |
|
1.2. |
06 01 03 |
სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა |
154 000 |
|
1.3. |
06 01 04 |
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის |
92 300 |
|
1.4. |
06 01 05 |
სამკურნალო/გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა |
5 000 |
|
2 |
06 02 |
სოციალური უზრუნველყოფა |
336 545 |
|
2.1. |
06 02 01 |
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა |
24 000 |
|
2.2. |
06 02 02 |
ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება |
31 595 |
|
2.3. |
06 02 03 |
ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის |
13 750 |
|
2.4. |
06 02 04 |
ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
66 000 |
|
2.5. |
06 02 05 |
გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვისერთჯერადი მატერიალური დახმარება |
46 000 |
|
2.6. |
06 02 06 |
ჰემოდიალეზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა |
13 800 |
|
2.7. |
06 02 07 |
სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია-რებილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა |
15 000 |
|
2.8. |
06 02 09 |
საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზირებული სახურავების შეცვლა |
29 900 |
|
2.9. |
06 02 10 |
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლით შეცვლის პროგრამა |
60 500 |
|
2.10. |
06 02 10 |
0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა |
36 000 |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 |
405 392 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
- ამბულატორიული მომსახურეობა; - სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა; - თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის; - სამკურნალო/გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. შედეგი: გაზრდილია ჯანმრთლეობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ამბულატორიული მომსახურეობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 02 |
154 092 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტის სოფლები დიდი მანძილითაა დაშორებული საექიმო ამბულატორიასთან და ჭირს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რისთვისაც აუცილებელი გახდა საექიმო ამბულატორიის ტრანსპორტითა და სხვა მომსახურეობით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მერისის, დანდალოს, ცხმორისის წონიარისის, ზვარის, დაბა ქედის, მახუნცეთის, დოლოგნის, ოქტომბრის და პირველი მაისის ამბულატორიების მომსახურეობა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ამბულატორიული მომსახურების გაუმჯობესება შედეგი: გაუმჯობესებული ამბულატორიული მომსახურება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით. |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 03 |
154 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის დასახლებულ ადგილებში, გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო მოსახლეობისთვის დროული სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება გართულებულია, რამაც გამოიწვია მათთვის ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზების აუცილებლობა. დაფინანსება განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტის მერიასა და მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მედიკამენტების მიწოდება და ანაზღაურება მოხდება ყოვლეკვარტალურად. პროგრამის მოსარგებლეები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. თემის სამედიცინო პუნქტების (შემდეგ-თსპ) მედდებთან ხელშეკრულების გაფორმებას, თსპ-სათვის მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენას ანხორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია. მედდების შერჩევა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე გასაუბრების წესით, თანდართული დოკუმენტებით (შესაბამისი განათლების დოკუმენტი, პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტები) |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით. შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 04 |
92 300 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამბულატორიულ აღრიცხვაზე ქედის მუნიციპალიტეტიდან აღრიცხვაზე არის 585-მდე პაციენტი, აქედან წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად ამბულატორიას მიმართავს თვის განმავლობაში 50-60 პაციენტი, რაც ძალიან მცირეა და ამის ძირითადი მიზეზი არასათანადოდ განვითარებული ფსიქიკური ჯანდაცვის სიტემაა, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მომსახურების უწყვეტობისა და საფეხურებრივი ზრუნვის პრინციპები. საფეხურებრივი და უწყვეტი მომსახურების განხორციელება სათემო სერვისების განვითერბის გარეშე, შეუძლებელია, სწორედ, ამიტომაცაა საჭირო მობილური გუნდის მომსახურების დამატება ამბულატორიულ სერვისში. მობილური გუნდი ემსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს, რომლების ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, სოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგოიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს, გარდა ამისა ამ მომსახურებით იზრდება ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და ამავე დროს ცალსახად შეუმსუბუქდებოდა ხარჯები ამბულატორიულ დისპანსერულ მეთვალყურეობას. 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ფსიქიკური ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტში, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი პრინციპებია განსაზღვრული, რაც მოიცავს: დაბალანსებულ ზრუნვას, მომსახურების ინტეგრაციას, უწყვეტობასა და თანმიმდევრულობას. თანამედროვე ფსიქიატრიული მომსახურება ეს არის დაბალანსებული მომსახურება თემზე და ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დაფუძნებულ ზრუნვას შორის. გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა ეს პროექტი შეძლებს შეუმსუბუქოს პაციენტს და მათ ოჯახებს სოციალური მდგომარეობა, როგორც ფინანსური დანახარჯების ასევე დროის ეკონომიითაც, ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი რაიონიდან ამბულატორიაში ვიზიტისთვის (განსაკუთრებით ის კატეგორია პაციენტების ვინც შეირჩევა მდგ-ს მიერ) საჭიროებს თანმხლებ პირს, რაც ოჯახისთვის ორმაგი დანახარჯია, გარდა ამისა ოჯახი, რომელიც უმეტესწილად სოფლად და რაიონში სოფლის მეურნეობით არის დაკავებული კარგავს დროს, რადგან ასეთი მარშუტის გამო მთელი დღე და ხშირად ორიც ჭრდება თუ ,,დაგვიანდა" სოფლის ტრანსპორტის გასვლის საათებში. სოფლად ასეთი ,,მოუცლელობის" გამო ხშირად პაციენტი თვეების განმავლობაში ვერ აკითხავს ამბულატორიას, შედეგად კი ეს შემდგომში პაციენტის გამწვავებით და სტაციონარებით სრულდება, რაც სახელმწიფოს როგორც ავღნიშნეთ გაცილებით ძვირი უჯდება. ამიტომ მობილური გუნდის დერვისი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის მომსახურების პროგრამა, პარალელურად მას სოციალური პროგრამის დატვირთვაც ეძლევა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება შედეგი: მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ჩატარებული საჭირო ღონისძიებები. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სამკურნალო/გამჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 05 |
5 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამა ითვალისწინებს სამცხე-ჯავახეთში არსებულ კურორტზე, სარეაბილიტაციო კომპლექს ,,მესხური კოშკი“, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებების მქონე წყლებით, სადაც პროცედურები ჩაუტარდება მათ, ვისაც ოსტეოქონდროზი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებები აწუხებთ. აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, მრავალშვილიანი და 200000 -მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, შშმ და მრავალშვილიანი ოჯახის მქონე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება შედეგი: შემცირებულია ბენეფიციარების ჯანმრთელობის ზიანის რისკი |
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური უზრუნველყოფა
დაფინანსება ლარში
06 02
331 045
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
- სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;
- ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება;
- ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის;
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მიზანი: საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესება
შედეგი: გაუმჯობესებულია საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობები.
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 |
24 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ქედის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია სასადილო დაბა ქედაში, რომელიც ემსახურება აღნიშნული კონტიგენტის 23 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. ქვეპროგრამა მოქმედებს 2005 წლიდან. მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი: აღნიშნულ ქვეპროგრამაში ჩართვაზე უპირატესობა მიენიჭებათ მარტოხელებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მიმდინარე ქვეპროგრამაში კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად ყოველდღიურად (წელიწადში 365 დღის) განმავლობაში მენიუს შესაბამისად. შერჩევა მოხდება 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს შორის, უპირატესობა მიენიჭება დაბალი ქულის მქონე მარტოხელა და ინვალიდ ბენეფიციარებს 2019 წლის განმავლობაში შემოსული განცხადებების მიხედვით. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა შედეგი: უზრუნველყოფილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, მატერიალური და ფინანსური დახმარება |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 02 |
31 595 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილ ადამიანებს, კერძოდ ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს, ბევრი რამ კეთდება მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობებსების მიზნით. ქედის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის ქვეპპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკვდავყოფის, გარკვეულ ოჯახებზე მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევას. პროგრამას არეგულირებს 1995 წლის ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონი და 2000 წლის საქართველოს კანონი ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ''. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრის ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, ასევე გათვალისწინებული ვეტერანის დაკრძალვისათვის (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯები და ვეტერანთათვის მოხდება თხევადი აირის შეძენა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ვეტერანთა უკვდავყოფა და მათზე ფინანსური და მატერიალური დამარების გაწევა შედეგი: გაწეული ფინანსური და მატერიალური დამარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 03 |
13 750 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
|||
|
პროგრამის აღწერა |
2016 წელს ქედაში დაწყებული საპილოტე პროექტი განსაკუთრებულად მორგებული და ეფექტური აღმოჩნდა სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარებისათვის რაზეც უშუალოდ მოხუცებიც საუბრობენ: „მათ დაამარცხეს სიკვდილის შიში და გაუჩნდათ ცხოვრების გაგრძელების იმედი“ რა აძლევთ მათ ამის საფუძველს ეს იყო აღნიშნულ პროექტში მჭიდრო და აქტიური როლი მოხალისეებისა, რომლებიც გაიწვრთნენ იმ აუცილებელი უნარებით რაც არამობილური ხანდაზმულების მოსავლელად და პირველი (ექიმამდელი) გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად იყო საჭირო , მოხუცებს დაურიგდათ გადასაადგილებელი საშუალებები (ეტლები, ყავარჯენი ჭოჭინა და ხელჯოხები) საჭიროების მიხედვით და მოხალისეებს მიეცათ მისი გამოყენების ინსტრუქტაჟი. პროექტი საქართველოში პირველად აჭარაში დაინერგა ეს არის განგაშის შეტყობინების ყელსაკიდები, რომელიც დაურიგდა 9 ბენეფიციარს და ის სრულად პასუხობს იმ აუცილებელ მოთხოვნას, რომელიც გააჩნიათ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს, ვინაიდან ისინი ხშირად საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ცხოვრობენ რაიონიდან მოშორებით , ხშირად უჩივიან სამედიცინო ეკიპაჟის დაგვიანებით მისვლას ან ზოგ შემთხვევაში (ტელეფონის არ ქონის, გონების დაკარგვის და სხვა) საერთოდ ვერ ახერხებენ გამოძახებას და ხშირად დაგვიანებული დახმარება ლეტალური შედეგების მიზეზი ხდება. ამიტომ ამ აპარატის საშუალებით მათ შეუძლიათ მასში წინასწარ მითითებული 5 ნომრიდანა (რომლის თანმიმდევრობაც გონივრულად და შეთანხმებულად არის ჩაპროგრამებული) თითის 1 დაჭერით გამოიძახონ . ამ ეტაპზე 1) მეზობელი, 2) მოხალისე 3) სოფლის ექიმი,) ამ აპარატის საშუალებით მოხუცები დაცულები არიან კრიმინალისაგან და სტიქიური მოვლენებსი დროს უმწეობის მიზეზით ტრაგიკული შედეგებისაგან. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ არამობილურ ხანდაზმულებისათვის შინ მოვლის სერვისების უზრუნვეყოფით, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სოციალური ინტეგრაცია და ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება შედეგი: შემცირებულია მარტოხელა ხანდაზმულების ჯანმრთელობის ზიანის რისკი |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 04 |
66 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დემოგრაფიული პრობლემების ფონზე დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება. სწორედ ამიტომ, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენასთან დაკავშირებით დახმარებას მიიღებენ მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან/და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ქედის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა შედეგი: ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) განხორციელებულია მატერიალური დამარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 05 |
46 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამი მიზნით ქვეყანაში შემუშავდა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილე თითოეული პირისათვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას და უფასო სამედიცინო მომსახურეობის დახმარების პაკეტს. 0-დან 100 000 ქულის მქონე ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით შეიმუშავა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარება, რომელიც 400 ლარს შეადგენს |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 100000 ქულის მქონე ოჯახებისათვის ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა შედეგი: ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში გაწეული ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 06 |
13 800 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. ტრანსპორტირების ხარჯი ერთ ბენეფიციარზე გათვლილია ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ მოწოდებული მგზავრობის ღირებულების მიხედვით, (პაციენტები ყოველთვიურად იტარებენ 13-მდე დიალიზის სეანს), ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არ აქვს ტრანსპორტირების ხარჯები, ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და უწევთ ორი სახის ტრანსპორტის შეცვლა. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. ქედის მუნიციპალიტეტიდან 8 ბენეფიციარი მკურნალობს, პროგრამა შედგენილი იქნა დიალიზის სახლემწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მომართვის საფუძველზე. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირება შედეგი:ხელშეწყობილია ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 07 |
15 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამა ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე თაანამხლებ პირთან ერთად მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას, რომელთა კურსები დაფინანსებულია აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით. აღნიშნული პროგრამით სარგებლობს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები (ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 1 (ერთი) ბავშვისათვის ადრეული განვითარების სპეციალისტის მიერ მომსახურების გასაწევად ადგილზე მიმოსვლის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას. ტრანსპორტის ხარჯი თვეში 8 ვიზიტი 120x12=1440 ლარი. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა შედეგი: ხელშეწყობილია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლა |
დაფინანსება ლარში |
|
06 10 |
60 500 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კატეგორია, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველით ამორტიზირებულია და საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნულ ოჯახებს არ გააჩნიათ ახალი საცხოვრებელი სახლების აშენების ან აღდგენის რესურსი, მუნიციპალიტეტის მერია მათ შეუძენს ახალ ფიცრულ საცხოვრებელ სახლებს. ბენეფიციართა შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. პროგრამაში ჩაერთვება 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებული და ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახების სოციალური მდგომარეობის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები |
||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზირებული სახურავების შეცვლა |
დაფინანსება ლარში |
|
06 09 |
29 900 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მუნუციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებულია ათეულობით განცხადება, რომლითაც ითხოვენ სიძველის გამო საცხოვრებელი სახლების ამორტიზირებული სახურავების შეცვლით დახმარებას. აღნიშნული მოქალაქეების უმრავლესობა იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და არ გააჩნიათ საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით მოახდინონ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება. გამომდინარე აქედან საჭიროა აღნიშნული პროექტის განხორციელება, რათა ეტაპობრივად მოხდეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, თუნუქის ფურცლების გაცემა განხორციელდება კომისიური წესით (მონაკვეთების ან მთლიანი ნაწილის) გადახურვის მიზნით. თუნუქის ფურცლების გაცემისას უპირატესობა მიენიჭება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის სახურავით უზრუნველყოფა შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 10 |
36 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
შემუშავებული იქნა მოვლის საჭიროების მქონე პირთა მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა. ქვეპროგრამის ფარგლებში პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით სამედიცინო მოვლის საგნების შესასყიდათ ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევა 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის მატერიალური დახმარება შედეგი: 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბენეფიციარების უზრუნველყოფა მატერიალური (ფინანსური) დახმარებით. |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
ლარებში
|