⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.08.2010)

„სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 29.02.2000
ძალის დაკარგვა 04.08.2010
გამომცემი ორგანო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 090.013.004.110
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 07/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 829 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.02.2000 მიღება
04.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.8pt 52.15pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 090.013.004.110 საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №7 2000 წლის 29 თებერვალი ქ. თბილისი სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესი“ (თან ერთვის). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ცერცვაძე სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესი     მუხლი 1🔗 „სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესი“ შემუშავებულია „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით და განსაზღვრავს სავალდებულო დაზღვევის ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ნაწილში სადაზღვევო რეზერვის ფორმირების პრინციპებს, მათი განთავსებისა და ინვესტირების ძირითად მიმართულებებს.     მუხლი 2🔗 „სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესში“ გამოყენებული ძირითადი ცნებები და აღნიშვნები: ა) P - საბაზისო პრემია – ფონდში „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შენატანების ოდენობა საანგარიშო პერიოდში; ბ) X – ადმინისტრაციული ხარჯები – ხელფასის ფონდი, მატერიალური დახმარება, დანარიცხები ხელფასზე, ოფისის ხარჯები, კაპიტალური ხარჯები საანგარიშო პერიოდში; გ) Z – გადახდილი ზარალები – ფონდიდან „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში; დ) Y – რეგრესით ამოღებული თანხები – ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეგრესული მოთხოვნის წაყენების გზით მიღებული თანხები; ე) F – გამაფრთხილებელი (პრევენტული) ღონისძიებების ფონდი – ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ალბათობის შემცირება, დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა, საინფორმაციო უზრუნველყოფა და სადაზღვევო სფეროს სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, დაზღვევის სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობა; ვ) J – ფონდის სადაზღვევო რეზერვების ინვესტირებით მიღებული შემოსავალი; ზ) საანგარიშო პერიოდი – ყოველი კალენდარული წელი; თ) საანგარიშო თარიღი – ყოველი კალენდარული წლის 31 დეკემბერი; ი) R – ფონდის სადაზღვევო რეზერვია საანგარიშო პერიოდში; კ) R0 – ფონდის მიერ შექმნილი სადაზღვევო რეზერვია საანგარიშო პერიოდის დასაწყისში.     მუხლი 3🔗 1. ფონდი, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სადაზღვევო საქმიანობის ფინანსური შედეგების განსაზღვრით, საანგარიშო თარიღის მდგომარეობით გაიანგარიშებს სადაზღვევო რეზერვის ოდენობას. 2. ფონდის მიერ შესაქმნელი სადაზღვევო რეზერვის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: R=R0 + P – X – Z – F + Y + J 3. სადაზღვევო რეზერვი გაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.     მუხლი 4🔗 ფონდი, ფინანსური მდგომარეობისა და „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს საკუთარი სადაზღვევო რეზერვების განთავსებასა და ინვესტირებას.     მუხლი 5🔗 1. ფონდის სადაზღვევო რეზერვების ინვესტირების ძირითადი მიმართულებებია: ა) სახელმწიფო სასესხო ვალდებულებანი; ბ) მუნიციპალური სასესხო ვალდებულებანი; გ) სადეპოზიტო ანაბრები; დ) ყველა სხვა სახის ფასიანი ქაღალდი (გარდა სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივი აქციებისა); ე) უძრავი ქონება; ვ) ძვირფასი თვლები და ლითონები; ზ) სავალუტო ფასეულობები. 2. სადაზღვევო რეზერვები შესაძლებელია განთავსებულ იქნეს ფონდის ანგარიშსწორების ანგარიშზე.     მუხლი 6🔗 იკრძალება სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება და განთავსება ნებისმიერი სხვა მიმართულებით, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესის მე-5 მუხლით.     მუხლი 7🔗 1. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიმართულებით, ხდება მხოლოდ იმ ფასიან ქაღალდებში, რომელთა ემისიის პროსპექტები დამტკიცებულია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ. 2. სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება სავალუტო ფასეულობებში ხდება სავალუტო რეგულირების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.