საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2020
ძალის დაკარგვა 09.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01–226
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი | საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01–226
2020 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – საგარეო საქმეთა სამინისტროს მედლის ნიმუში და სერტიფიკატის ფორმები თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).
2.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი და პირობები (დანართი №2).
3.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივ ჯილდოებზე წარდგენის თანდართული ფორმა (დანართი №3).
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი