წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2020
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.122.016593
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2020
matsne.gov.ge 170 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.04.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 30.06.2020 სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 81% 27.02.2023 „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოწყვლადი მომხმარებლისა და მისი ხელშეწყობის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 15.11.2021 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 80% 01.02.2017

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №28 2020 წლის 25 დეკემბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ ,,კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის  №655  დადგენილების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ'' წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის  №70 დადგენილებით დამტკიცებული  №2  დანართის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დაწესდეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის  დახმარების მიზნით, შეღავათი ადგილობრივ მოსაკრებელზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და განთავისუფლდნენ სრულიად 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირები (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები  და სოციალურად დაუცველი ოჯახები). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე