აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16-რს
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრი – მაია ხაჯიშვილი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი – ნინო ნიჟარაძე;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ჯაბა ფუტკარაძე;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი – გიორგი სურმანიძე.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                           დავით გაბაიძე

ბათუმი,

2020 წლის 25 დეკემბერი

№16-რს