“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 10.03.2000
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №38/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.123
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 14/03/2000
matsne.gov.ge 662 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:54.9pt 66.25pt 63.8pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 010.008.004.123 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №38/2000 2000 წლის 10 მარტი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: I. დადგინდეს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის შემდეგი წესი და ვადები: 1. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო უბნების მიხედვით ოლქის ამომრჩეველთა რეგისტრაცია ამომრჩეველთა სიაში მათი შეტანის გზით განახორციელონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს – გამგეობის (მერიის) მიერ მათთვის გადაცემული სიის საფუძველზე. 2. ამომრჩეველთა სიაში შეტანილ იქნენ ის ამომრჩევლები, რომელთაც აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა; ბ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. 3. ამომრჩეველთა სიაში შეტანილ იქნეს ის მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღეს უსრულდება 18 წელი. 4. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება შეტანილ იქნენ იმ ოლქში შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში, რომლის ტერიტორიაზეც არის დისლოცირებული სამხედრო ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს იწვევს ამ უბნის ამომრჩეველთა კანონით დადგენილი რიცხოვნობის ზრდას, ან სამხედრო ნაწილი საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნის შექმნის შესახებ იღებს საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. 5. სამხედრო ნაწილის მეთაურმა ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცეს არა უგვიანეს ამა წლის 3 აპრილის 18 საათისა. 6. დევნილი ამომრჩეველი შეტანილ იქნეს შესაბამის ოლქში იმ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ცალკე სიაში, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობს იგი ფაქტობრივად. დევნილთა კომპაქტურად დასახელების ადგილას საარჩევნო უბნის შექმნის საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. 7. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში არჩევნების დღეს მყოფი ამომრჩეველი შეტანილ იქნეს იმ უბნის ამომრჩეველთა სიაში, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება საავადმყოფო ან სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება. 8. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ ამომრჩეველთა სია საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცეს არა უგვიანეს ამა წლის 8 აპრილის 18 საათისა. 9. ამომრჩეველი, რომელიც იმყოფება ნაოსნობაში მყოფ გემზე, შეტანილ იქნეს გემის მიწერის ნავსადგურის მიხედვით არსებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში. ამ საკითხს წყვეტს ის საოლქო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება აღნიშნული ნავსადგური. 10. ნაოსნობაში მყოფი გემის კაპიტანმა გემზე მყოფ ამომრჩეველთა სია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცეს (გადაუგზავნოს) არა უგვიანეს ამა წლის 8 აპრილის 18 საათისა. 11. სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სიაში შეიტანება იქ არსებული საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ამომრჩეველები, საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი ამომრჩევლები, ლტოლვილები, რომლებიც აღრიცხვაზე დგანან ამ სახელმწიფოში, ან ამომრჩეველები, რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლების მოწმობა. 12. ამომრჩეველთა სიაში არ იქნეს შეტანილი ის მოქალაქე: ა) რომლის მოცემულ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება; ბ) რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო; გ) რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 13. ამომრჩეველი შეტანილ იქნეს მხოლოდ ერთ სიაში. სიაში შეიტანება ამომრჩეველის სახელი და გვარი, დაბადების წელი (1982 წელს დაბადებულთათვის აუცილებელია თვე და რიცხვი), მისამართი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, ბინა), სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ამომრჩევლის პირადობის დამადასატურებელი დოკუმენტის დასახელება და ნომერი. 14. ამომრჩეველთა რაოდენობა დადგინდეს საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიების მიხედვით. II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე