“საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ დეპარტამენტ “სამტრესტის” მიერ შესაბამისი ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ”
მიღების თარიღი 06.03.2000
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-30
სარეგისტრაციო კოდი 150.012.004.126
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 21/03/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ დეპარტამენტ “სამტრესტის” მიერ შესაბამისი ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:58.4pt 53.85pt 67.45pt 67.45pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 150.012.004.126
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-30
2000 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ შესაბამისი ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„შიდა და გარე ბაზრებზე ქართული წარმოების კვების პროდუქციის ფალსიფიცირებისაგან დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლს 25 სექტემბრის №648 განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების მიზნით შემუშავებული, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და „საქსტანდარტთან“ შეთანხმებული და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 25 იანვრის №2-7 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე ხარისხის შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესი“, რომელიც მიმდინარე წლის 28 იანვარს რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (რეგისტრაციის №150. 012. 004. 052) და გამოქვეყნდა საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მიმდინარე წლის 28 იანვრის მე-8 ნომერში (მესამე ნაწილი).
აღნიშნული „წესის“ თანახმად, საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ სერტიფიკატის გაცემა მოხდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ მხოლოდ დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ ცნობის გაცემის წესი“.
2. მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტმა „სამტრესტმა“ (ვ. მამაიაშვილი) უზრუნველყოს:
– წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში;
– საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ დეპარტამენტის მიერ ცნობის გაცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
3. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული „წესი“ ამოქმედდეს მისი საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ ნ. დუჩიძეს.
ბ. გულუა
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ ცნობის გაცემის წესი
წინამდებარე „წესი“ შემუშავებულია „შიდა და გარე ბაზრებზე ქართული წარმოების კვების პროდუქციის ფალსიფიცირებისაგან დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 სექტემბრის №648 განკარგულების საფუძველზე შემუშავებული, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და „საქსტანდარტთან“ შეთანხმებული და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 25 იანვრის №2-7 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე ხარისხის შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის“ შესაბამისად, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე წლის 28 იანვარს (რეგისტრაციის №150. 012. 004. 052).
იგი არეგულირებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ შესაბამისი ცნობის გაცემის მექანიზმს, რომელიც აუცილებელია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის თანმდევი წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად და ემსახურება დაუზუსტებელი ინფორმაციის ან გაყალბებული საბუთების საფუძველზე წარმოშობის სარტიფიკატის გაცემის შემთხვევების თავიდან აცილებასა და საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი პროდუქციის აღრიცხვაში წესრიგის დამყარებას, გარე სამომხმარებლო ბაზარზე ქართული საფირმო და სავაჭრო ნიშნებით გაფორმებული ალკოჰოლიანი პროდუქციის ბრუნვის დარეგულირებას და აღურიცხავი, უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციის აღკვეთას.
წინამდებარე წესი ადგენს, რომ:
1. საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე „СТ-1“ ფორმის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში წარსადგენი ცნობა ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) გაიცემა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ (შემდგომში – დეპარტამენტი „სამტრესტი“) მხოლოდ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დაცვით წარმოებულ პროდუქციაზე.
2. ცნობა გაიცემა ალკოჰოლიანი პროდუქციის ყოველ ერთჯერად (ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთდროულად გასატან) საექსპორტო პარტიაზე.
3. ცნობის მოქმედების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს ერთი თვით.
4. ცნობის მისაღებად მეწარმე სუბიექტი ან ექსპორტიორი (შემდგომში – განმცხადებელი) დეპარტამენტ „სამტრესტში“ წარადგენს განაცხადს ცნობის გაცემისათვის აუცილებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტაციასთან ერთად:
– პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატისა და გამოცდის ოქმის ასლებს;
– ცნობას პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი ნედლეულის ნაშთების წარმოებაში არსებობის შესახებ სამეურნეო წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ცნობის გაცემის მომენტისათვის (ის საწარმო, რომელიც მზა პროდუქციას ქმნის სხვა საწარმოებში პერიოდულად შესყიდული ნედლეულით – ღვინომასალით, ბრენდის სპირტით და სხვა, წარმოადგენს ამ ნედლეულის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს), ცალკეული მარკებისა და მოსავლის წლის მითითებით;
– ცნობას სამეურნეო წლის 1 იანვრიდან ცნობის გაცემის მომენტისათვის წარმოების მიერ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის შესახებ, ცალკეული მარკების მიხედვით;
– ალკოჰოლიანი პროდუქციის საქართველოდან ექსპორტირების შესახებ გაფორმებული კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლს;
– საექსპორტო პროდუქციის თითოეული დასახელების ნიმუშს 0,75 ლ ტევადობის 3 ბოთლის რაოდენობით ფიზიკო-ქიმიური (საჭიროების შემთხვევაში) და ორგანოლეპტიკური (საჭიროების შემთხვევაში) შემოწმებისა და 3 თვის განმავლობაში საკონტროლო შენახვისათვის (ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემოწმების აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში ხდება მხოლოდ საექსპორტო პროდუქციის ნიმუშების საკონტროლო შენახვა თითო ბოთლის ოდენობით).
5. გადაწყვეტილებას განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საექსპორტო პროდუქციის ნიმუშების ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემოწმების აუცილებლობის შესახებ იღებს დეპარტამენტ „სამტრესტის“ ხელმძღვანელობა.
დეპარტამენტი „სამტრესტი“ უფლებამოსილია:
ა) ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემოწმებისათვის აუცილებელი ნიმუშების აღება მოახდინოს უშუალოდ თვითონ, შესაბამისი აქტის გაფორმებით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების ფიზიკო-ქიმიური შემოწმება დაავალოს „საქსტანდარტის“ მიერ აკრედიტებულ სასერტიფიკაციო ორგანოს, მასთან წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სასერტიფიკაციო ორგანოების მომსახურება ფასიანია.
6. განცხადება ცნობის გაცემის შესახებ, აუცილებელ დოკუმენტაციასთან და საექსპორტო პროდუქციის ნიმუშებთან ერთად, განმცხდებლის მიერ დეპარტამენტ „სამტრესტში“ წარდგენილ უნდა იქნეს ცნობის გაცემის სავარაუდო ვადამდე (განმცხადებლის საჭიროებისამებრ) არანაკლებ სამი დღით ადრე.
7. საექსპორტო პროდუქციის ორგანოლეპტიკური შემოწმება ხდება დეპარტამენტ „სამტრესტის“ სადეგუსტაციო კომისიის მიერ კვირაში ორჯერ – ორშაბათს და ხუთშაბათს.
8. დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ ცნობების გაცემა ხდება ყოველ სამუშაო დღეს 14–00 საათიდან.