“თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 13.03.2000
ძალის დაკარგვა 07.10.2014
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №30/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.004.129
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 18/04/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი №220.012.004.129
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება № 30/ო
2000 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
უახლესი, 1995-1999 წლების სამედიცინო სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში მცირდება შობადობა, სტაბილურად მაღალია დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ დემოგრაფიულ ვითარებას. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული რეპროდუქტოლოგიური სამსახური. ქალთა უმრავლესობა ოჯახის დაგეგმვის ძირითად მეთოდად აბორტს მიიჩნევს. აბორტების რაოდენობის შესახებ რეალური სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება, რაც ნაწილობრივ განპირობებულია აბორტების წარმოების თაობაზე სამართლებრივ-ნორმატიული დოკუმენტების სრული საკანონმდებლო საფუძვლის უქონლობით.
ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობის უფლებების დაცვის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა, არასასურველი ორსულობის, სტერილიზაციის, აბორტის შესახებ ნებისმიერი ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლების გათვალისწინებით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის XXII თავის, მუხლი 140🔗-ის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების თანდართული ჩამონათვალი (დანართი №1);
ბ) სამედიცინო ჩვენებით თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ ნებართვის გაცემის თანდართული წესი (დანართი №2).
2. დაევალოს აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის სამინისტროებს, ჯანდაცვის სამხარეო დეპარტამენტების დირექტორებს, ქ.თბილისისა და ქ. ფოთის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურების უფროსებს:
ა) უზრუნველყონ ბრძანების დაყვანა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებამდე;
ბ) დააწესონ მკაცრი კონტროლი წინამდებარე ბრძანების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე;
გ) წარმოადგინონ ყოველი წლის ბოლოს, დადგენილი წესით, თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ. ღუდუშაურს.
4. ბრძანება გამოქვეყნდეს პრესაში.
ა. ჯორბენაძე