“სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის” დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 24.03.2000
გამომცემი ორგანო გეოლოგიის დეპარტამენტი
ნომერი №10-საწ
სარეგისტრაციო კოდი 240.013.004.146
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 21/04/2000
matsne.gov.ge 1,410 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის” დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 66.35pt 49.6pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 240.013.004.146 საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამანეტის (საქგეოლოგია) თავმჯდომარის ბრძანება №10-საწ 2000 წლის 24 მარტი ქ. თბილისი „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ამა წლის 3 თებერვლის №31 ბრძანებულებით გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეიქმნა საქვეუწყებო დაწესებულება „სეისმოჰიდროდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრი“, რომლის დებულებამ გაიარა სამართლებრივი ექსპერტიზა იუსტიციის სამინისტროში. ამასთან დაკავშირებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „სეისმოჰიდროდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ თანდართული დებულება. 2. სეისმოჰიდროდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორს (გ. მელიქაძეს) დაევალოს: აღნიშნული დებულების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება. 3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. თ. ჯანელიძე საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო ორგანიზაცია „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის” დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის (შემდგომში _ დეპარტამენტი) საქვეუწყებო ორგანიზაცია „სეისმო­ჰიდ­რო­გეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრი” (შემდგომში _ ცენტრი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №31 ბრძანებულების საფუძველზე და თავის საქმიანო­ბას ახორციელებს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტუ­რი­სა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბა­მი­სად. 2. ცენტრი არის გეოლოგიის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწე­სე­ბუ­ლება, რომელსაც აკისრია საქართველოს ტერიტორიაზე სეისმუ­რი საშიშროების შეფასების მიზნით კვლევათა კომპლექსის ჩატა­რე­­ბა. მიწისძვრის თანმხლებ გეოდინამიკურ პროცესებზე დაკვირ­ვება და მათი განვითარების კანონზომიერების დადგენა. მიწის­ძვრის საშუალო და მოკლევადიანი პროგნოზირების განხორციე­ლე­ბი­სთვის საჭირო ჰიდროგეოდეფორმაციულ ველზე დაკვირვების ავტო­მა­ტიზირებული მონიტორინგული სისიტემის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. აღნიშნული ქსელის საერთა­შო­რი­სოში ჩართვა და საერთო მონიტორინგული სისტემის ორგა­ნი­ზე­ბა. 3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის დადგენილებით, სხვა საკანონ­მდებ­ლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძა­ნე­ბულებებითა და განკარგულებებით, გეოლოგიის დეპარ­ტა­მენ­ტის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და თავისი დებუ­ლებით. 4. ცენტრს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშ­სწო­რე­ბის ანგარიში ხაზინაში და სავალუტო ანგარიში ბანკში, ხარჯ­თა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და საკუ­თა­რი სახელწოდების აღნიშვნით. 5. ცენტრის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს დეპარ­ტა­მენ­ტის თავმჯდომარე, ხოლო საშტატო განრიგს _ ცენტრის დირექ­ტო­­რი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ცენტრის იურიდიული მისამართია: 380062, თბილისი 62, მოსაშვილის ქ. №24, საქართველო. თავი II ცენტრის საქმიანობის სფერო და ამოცანები     მუხლი 2🔗 1. ცენტრის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სეისმური საშიშროების შეფა­სე­ბის მიზნით წარმოებული სეისმური, გეოფიზიკური, ჰიდრო­გეო­ლო­გი­ური, გეოდინამიკური და სხვა სპეციალური სამუშაოების კოორ­დი­ნაცია და წარმართვა; ბ) მიწისძვრის საშუალო და მოკლევადიანი პროგნოზირების მიზ­­ნით, სამუშაოთა პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი რეა­ლი­­ზაცია; გ) სამუშაოთა კომპლექსირების მიზნით ინფორმაციის გაცვლის ორგანიზება სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან (მათი უწყებ­რი­ვი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორ­მის მიუხედავად); დ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული დაკვირვებათა ქსე­ლის საერთაშორისო სისტემაში ჩართვა და ამ სფეროში მაკოორ­დი­ნირებელი ფუნქციების შესრულება; ე) უცხოურ ინვესტიციათა მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუ­შავება და განხორციელება.     მუხლი 3🔗 1. ცენტრის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სეისმური საშიშროების შეფასების მიზნით სამუშაოთა კომპლექსის ჩასატარებლად, სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) გარემოს გეოდინამიკური მდგომარეობის შეფასების და მისი განვითარების კანონზომიერების შესწავლის მიზნით სეისმური, გეოფიზიკური, ჰიდროგეოლოგიური, გეოდინამიკური და სხვა სპეციალური დაკვირვებების სისტემის ორგანიზება და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; გ) მიწისძვრის საშუალო და მოკლევადიანი პროგნოზირებისთვის საჭირო ჰიდროგეოდეფორმაციული ველის მონიტორინგის ავტომატიზირებული სისტემის ჩამოყალიბება. 2. სეისმოჰიდროგეოდეფორმაციულ ველზე დაკვირვების საქართველოს ქსელის საერთაშორისო სისტემაში ჩართვა და ერთიანი მონიტორინგის ორგანიზება; ა) მეზობელი ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ერთად დაკვირვებისთვის აუცილებელი პარამეტრების განსაზღვრა, შეჯ­ე­რე­ბული მეთოდოლოგიის შემუშავება და ერთობლივი მონი­ტო­რინ­გის ჩატარება უნიფიცირებული ხელსაწყოებით; ბ) კვლევათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ერ­თობ­ლივი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემ­უ­შავება და მათი რეალიზაცია; გ) ინფორმაციის ოპერატიული შეკრებისა და საერთაშორისო მას­შტა­ბით მისი გაცვლის უზრუნველსაყოფად, გადაცემის ალტერნა­ტი­ული სისტემების შერჩევა და დანერგვა; კვლევათა თანამედროვე დონეზე ჩატარების მიზნით, კავშირების დამყარება მსოფლიოს მოწინავე სეისმურ ცენტრებთან და ერთობლივი სამეცნიერო გამოკვლევების ორგანიზება. თავი III ცენტრის უფლებამოსილებანი     მუხლი 4🔗 1. ცენტრს უფლება აქვს: ა) განსაზღვროს მიმართულების პრიორიტეტები; ბ) შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს დეპარტამენტს სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამები, შესაბამისი გეოლოგიურ სამუშაოთა პროექტები და ხარჯთანუსხის დოკუმენტაცია; გ) სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამების შესასრულებლად თავის დაქვემდებარებაში შექმნას დამატებითი საშემსრულებლო ჯგუფები და აიყვანოს თანამშრომლები კონტრაქტით; დ) მიმართულების მეცნიერული უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზება გაუკეთოს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს და ხელი შეუწყოს ცენტრის სპეციალისტების მივლინებებს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილოების მისაღებად; ე) დეპარტამენტის სისტემაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან და აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის გეოლოგიის და სამთო საქმის სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე სხვა მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ანალოგიური გეოლოგიური სამსახურის ფუნქციონირების აუცილებლობის შემთხვევაში ცენტრი უზრუნველყოფს მისი შექმნისა და საქმიანობის მეთოდურ და ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV ცენტრის ქონება და სახსრები     მუხლი 5🔗 ცენტრის ქონება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა. იგი მას გადაცემული აქვს დეპარტამენტის მიერ ფლობისა და სარგებლობისთვის. თავი V ცენტრის საქმიანობის ორგანიზაცია     მუხლი 6🔗 1. ცენტრის მართვა ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 2. ცენტრს ხემძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ამ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. ცენტრის დირექტორი: ა) ხემძღვანელობს ცენტრს და აწესრიგებს ცენტრის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისთვის და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავის მოადგილეს დეპარტამენტის თავჯდომარესთან შეთანხმებით, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს და ცენტრის სხვა საჯარო მოსამსახურეებს; დ) შეაქვს წინადადება დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ცენტრის წლიური ბიუჯეტის შემოსავლის და გასავლის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე. თვალს ადევნებს ხარჯთა ნუსხის ზუსტ და მიზანშეწონილ შესრულებას; ე) ახდენს ცენტრის საქმიანობის სფეროს რეგულირებას; ვ) ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის (დადგენილი რიცხოვნობისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში) ცენტრის საშტატო ნუსხას; ზ) მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას, განაგებს რიცხულ ქონებას, დებს კონტრაქტებს თანამშრომლებთან, გასცემს მინდობილობებს; თ) ასრულებს სხვა ამოცანებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებებით. 4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს და ცირკულირულ წერილებს. 5. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც კოორდინა­ცი­ას უწევს სამსახურებრივ ურთიერთობებს და ხელმ­ძღვა­ნე­ლობს ცენტრს დირექტორის არყოფნისას. თავი VI ცენტრის სტრუქტურა     მუხლი 7🔗    1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ცენტრის ხელმძღვანელობა; ბ) მასალის დამუშავებისა და გაცვლის სამსახური; გ) რეჟიმულ დაკვირვებათა უზრუნველყოფის სამსახური. 2. მასალის დამუშავებისა და გაცვლის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიის სეისმური საშიშროების შეფა­სე­ბის მიზნით დაგეგმილი სამუშაოების შესაბამისი სამეც­ნიერო-ტექ­ნი­კური პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღება, კვლევათა ძირითადი მიმართულებების პერსპექტიულობის შეფასება, მიღე­ბუ­ლი მასალის დამუშავება და მისი ხარისხის შემოწმების გზით სამუ­შაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა, ინფორმაციის შეკრებისა და საერთაშორისო მასშტაბით მისი გაცვლა, ცენტრის საქმიანობის შესახებ გეოლოგიური ანგარიშების შედგენაში მონა­წი­ლეობის მიღება. 3. რეჟიმულ დაკვირვებათა უზრუნველყოფის სამსახურის ძირი­თა­დი ამოცანებია: აწარმოოს სეისმური, გეოფიზიკური, ჰიდროგეოლოგიური, გეოდი­ნამიკური და სხვა სახის სპეციალური რეჟიმული დაკვირვე­ბები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებულ სპეცია­ლი­ზი­რებულ პუნქტებზე, ორგანიზაცია გაუკეთოს ჰიდროგეო­დეფორ­მა­ციული ველის მონიტორინგის ავტომატიზირებული სისტემის და­ნერ­­გვას, სამუშაოთა ხარისხიანად ჩატარების მიზნით სისტე­მა­ტიურად ჩაატაროს დაკვირვებათა ინსპექტირება და სარეჟიმო აპა­რა­ტურის პროფილაქტიკა, მოახდინოს ინფორმაციის შეკრება და მისი დროული მიწოდება დამუშავების ჯგუფისთვის. თავი VII ცენტრის დაფინანსება     მუხლი 8🔗 1. ცენტრის ფინანსური რესურსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი და მოზიდული სახსრები (ტექნიკური დახმარებები, ხელშეკრულებები, გრანტები, ინვესტიციები და სხვა). თავი VIII დასკვნითი დებულება     მუხლი 9🔗  1 ცენტრის დებულებაში ცვლილებები შეაქვს დეპარტამენტის თავ­მჯდომარეს.  2 ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება დე­პარ­­ტამენტის მიერ კანონით დადგენილი წესით.