„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- on Energy and Water Supply 20.12.2019
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 159-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის;“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ შესაბამისად ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში − ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება.“.
2. 160-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის;“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ მათ მომხმარებლად ამ კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში რეგისტრირებული პირებისთვის შესაბამისად ელექტროენერგიის თუ ბუნებრივი გაზის განაწილება-მიწოდება-მომარაგების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში – ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციისა და განაწილების ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება.“.
3. 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაცია;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 5 იანვარი 2021 წ. N82-IIრს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.01.2021.
- როდის იქნა მიღებული „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.01.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №82-IIრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.05.001.020221.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.01.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №82-IIრს-Xმპ, 05.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.020221 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5073198/