1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.

2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.

3. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ვადად განისაზღვრება 30 კალენდარული დღე.

4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად. მუხლი 8. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება

1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

2. გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე შესაბამისი დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელა