„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 98%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №39340
2020 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმი“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
📎 დანართები (1)
დანართი N2-ის ცვლილება ⬇
„დანართი №2
შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმი
| № | სტრუქტურული ერთეული | სამუშაო კვირის ხანგრძლივობა | სამუშაო დღის ხანგრძლივობა |
შესვენების დრო | შენიშვნა |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | მომსახურების დეპარტამენტის: | ||||
| 1.1 | სერვისცენტრი (გარდა ამ დანართის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი | ხუთდღიანი სამუშაო კვირა | 09.00 საათიდან– 18.00 საათამდე | სერვის ცენტრებში (გარდა ამ დანართის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საინფორმაციო სატელეფონო ცენტრში თანამშრომლებისათვის შესვენების დრო განისაზღვრება დღის განმავლობაში ერთი საათით, მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრების უფროსისა და სატელეფონო ცენტრის უფროსის გადაწყვეტილებით | სამსახურის/დეპარტამენტის/ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი |
| 1.2 | რუსთავის სერვისცენტრი (ზოგიერთ თანამშრომელთან მიმართებაში) | შვიდდღიანი სამუშაო კვირა | ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – სამუშაო დროის დასაწყისი 09.30 საათი და დასასრული 17.00 საათი, შაბათს –სამუშაო დროის დასაწყისი 09.30 და დასასრული 16.00 საათი, ხოლო კვირას –სამუშაო დროის დასაწყისი 10.00 საათი და დასასრული 16.00 საათი . სამუშაო კვირის განმავლობაში მორიგე ოფიცრებს მიეცემათ თითო უქმე დღე. ოფიცერთა მორიგეობის განრიგს ადგენს სტრუქტურული ერთეულის / ქვედანაყოფის უფროსი / უფროსის მოადგილე |
სამუშაო დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის გარდა) შესვენების დრო 13.00 საათიდან – 14.00 საათამდე | სამსახურის/დეპარტამენტის/ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს თანამშრომლებს ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი |
| 2 | საბაჟო დეპარტამენტის: | ||||
| 2.1 | სტრუქტურული ერთეულები (ამ დანართის 2.2 – 2 .9 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების/ ქვედანაყოფების გარდა) | ხუთდღიანი სამუშაო კვირა | 09.30 საათიდან - 18.00 საათამდე | 13.00 საათიდან − 13.30 საათამდე | |
| 2.2 | გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო (2. 6 და 2.9 პუნქტ ებ ით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა)
|
ექვსდღიანი სამუშაო კვირა |
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00 საათი დან – 18 .00 საათამდე, ხოლო მორიგე თანამშრომლებისათვის შაბათს 10.00 საათიდან – 18.00 საათამდე.
ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის / ქვედანაყოფის უფროსი / უფროსის მოადგილე |
სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება ერთი საათით, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცვლიანობის განრიგის გათვალისწინებით. ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით უნდა წარედგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას |
სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი (მათ შორის, დასვენების/ უქმე დღეებში და სამუშაო დროის დამთავრების შემდგომ) |
| 2.3 | გაფორმების ეკონომიკური ზონების მომსახურების სამმართველოები | ექვსდღიანი სამუშაო კვირა |
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00 საათი დან – 18 .00 საათამდე .
მორიგე თანამშრომლებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა და უქმე დღის მომდევნო დღის (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10.00 საათამდე პერიოდის გარდა , ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18.00 საათიდან მომდევნო დღის 10.00 საათამდე, უქმე დღის წინა დღეს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) – 18.00 საათიდან 24.00 საათამდე და შაბათს 10.00 საათიდან – 18.00 საათამდე.
ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის / ქვედანაყოფის უფროსი / უფროსის მოადგილე |
სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10.00 საათი დან – 18 .00 საათამდე მომუშავე თანამშრომლებისათვის – ერთი საათით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18.00 საათიდან მომდევნო დღის (გარდა უქმესი) 10.00 საათამდე მომუშავე მორიგე თანამშრომლებისათვის – საათნახევრით, უქმე დღის წინა დღეს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) – 18.00 საათიდან 24.00 საათამდე მომუშავე მორიგე თანამშრომლებისათვის – ნახევარი საათით, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცვლიანობის განრიგის გათვალისწინებით. ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით უნდა წარედგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას |
სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი (მათ შორის, დასვენების/ უქმე დღეებში და სამუშაო დროის დამთავრების შემდგომ) |
| 2.4 | გაფორმების ეკონომიკური ზონების საქონლის გაფორმების და ლოჯისტიკის სამმართველოები, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველო | შვიდდღიანი სამუშაო კვირა | საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00 საათი დან – 18 .00 საათ ამდე , ხოლო მორიგე თანამშრომლებისათვის – ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 18.00 საათიდან მომდევნო დღის 10.00 საათამდე, შაბათს 10.00 საათიდან – 18.00 საათამდე და კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებ ში 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.
ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის / ქვედანაყოფის უფროსი / უფროსის მოადგილე
|
სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10.00 საათი დან – 18 .00 საათამდე მომუშავე თანამშრომლებისათვის – ერთი საათით და ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 18.00 საათიდან მომდევნო დღის 10.00 საათამდე მომუშავე თანამშრომლებისათვის –საათნახევრით ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცვლიანობის განრიგის გათვალისწინებით. კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებ შ ი 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით მომუშავე თანამშრომლებისათვის შესვენების დრო განისაზღვრება ცვლიანობის განრიგის გათვალისწინებით რიგ-რიგობით, ისე, რომ თითოეულ თანამშრომელს 8-საათიანი სამუშაოს შემდგომ, ან მანამდეც (შესვენების განრიგის შესაბამისად ), მიეცეს ორი საათი შესვენების დრო სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად . ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით უნდა წარედგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას |
სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი (მათ შორის, დასვენების/ უქმე დღეებში და სამუშაო დროის დამთავრების შემდგომ) |
| 2. 5 | გაფორმების ეკონომიკურ ი ზონა „ფოთი“ – საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის ( საყარი და ჩასხმით) საქართველო ს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო გზით გატანის მიზნით, აგრეთვე მოწმობის გაცემა-დახურვასთან დაკავშირებით საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას
|
შვიდდღიანი სამუშაო კვირა | კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.
ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის უფროსი/უფროსის მოადგილე |
ცვლაში მომუშავეთათვის შესვენება განისაზღვრება რიგ-რიგობით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ თანამშრომელს 8-საათიანი სამუშაოს შემდგომ მიეცეს ორი საათი შესვენების დრო სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცვლიანობის განრიგის გათვალისწინებით. ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით უნდა წარედგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას |
სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი |
| 2. 6 | გაფორმების განყოფილებები, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის" შესაბამისი ჯგუფები – სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შევსებული დეკლარაციებით გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებ ასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას | შვიდდღიანი სამუშაო კვირა | ყოველი კალენდარული კვირის პირველ ხუთ დღეს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ) – 09.30 საათიდან 17.00 საათამდე, შაბათს – 09.30 საათიდან 16.00 საათამდე, კვირას – 10.00 საათიდან 16.00 საათამდე
|
სამუშაო დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის გარდა) შესვენების დრო 13.00 საათიდან – 14.00 საათამდე | სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი |
| 2.7 | საბაჟო გამშვები პუნქტები (თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საბაჟო გამშვები პუნქტების ჩათვლით) | შვიდდღიანი სამუშაო კვირა | კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით ) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით .
ცვლაში მომუშავე თანამშრომელთათვის, რომელთათვისაც დაწესებულია ცვლიანი სამუშაო ციკლი, განსაზღვრულია ცვლის დასაწყისი 10.00 საათი და დასასრული მომდევნო დღის 10.00 საათი . ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი /უფროსის მოადგილე |
ცვლაში მომუშავეთათვის შესვენება განისაზღვრება რიგ-რიგობით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ თანამშრომელს 8-საათიანი სამუშაოს შემდგომ, ან მანამდეც (შესვენების განრიგის შესაბამისად ), მიეცეს ორი საათი შესვენების დრო სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად . ცვლაში მომუშავეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სრულად გაწეროს ცვლაში მომუშავეთა შესვენების განრიგი (კონკრეტული საათების მითითებით ) და გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას, ხოლო ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით უნდა წარუდგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას |
სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი. საბაჟო გამშვები პუნქტების, მათი სამმართველოებისა და განყოფილებების უფროსების/უფროსის მოადგილეების მუშაობის გრაფიკი განისაზღვრება საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ან მისი მოადგილის მიერ. საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსსა და მის მოადგილეს შორის ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია სამუშაო საათების სხვაგვარად გადანაწილება
|
| 2.8 | სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები |
შვიდდღიანი სამუშაო კვირა | კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.
ცვლაში მომუშავე თანამშრომელთათვის, რ ომელთათვისაც დაწესებულია ცვლიანი სამუშაო ციკლი, განსაზღვრულია ცვლის დასაწყისი 10.00 საათი და დასასრული მომდევნო დღის 10.00 საათი. ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის უფროსი
|
ცვლაში მომუშავეთათვის შესვენება განისაზღვრება რიგ-რიგობით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ თანამშრომელს 8-საათიანი სამუშაოს შემდგომ, ან მანამდეც (შესვენების განრიგის შესაბამისად), მიეცეს ორი საათი შესვენების დრო სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად. ცვლაში მომუშავეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, შე საბამისი სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია სრულად გაწეროს ცვლაში მომუშავეთა შესვენების განრიგი (კონკრეტული საათების მითითებით) და უზრუნველყოს მისი თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა , ხოლო ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით უნდა წარუდგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას |
სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი |
| 2.9 | საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო – საქონლის რაოდენობის დადგენ ის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთსა“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას
|
შვიდდღიანი სამუშაო კვირა | საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00 საათი დან – 18 .00 საათ ამდე , ხოლო მორიგე თანამშრომლებისათვის: შაბათს 10.00 საათიდან – 18.00 საათამდე, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებ ში – 10.00 საათიდან – 14.00 საათამდე.
ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის / ქვედანაყოფის უფროსი / უფროსის მოადგილე
|
სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10.00 საათი დან – 18 .00 საათამდე მომუშავე თანამშრომლებისათვის – ერთი საათით , ხოლო კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში – 10.00 საათიდან – 14.00 საათამდე მომუშავე თანამშრომლებისათვის – ნახევარი საათით, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცვლიანობის განრიგის გათვალისწინებით . ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით უნდა წარედგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას |
სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი
|
შენიშვნა: ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისათვის/ქვედანაყოფისათვის უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები.“.