სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2020
ძალაში შესვლა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №825
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022548
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 289 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2020 მიღება
01.01.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 92% 09.03.2017 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 92% 31.12.2018 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 92% 31.12.2019 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 92% 29.12.2017 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 92% 31.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №825 2020 წლის 31 დეკემბერი  ქ. თბილისი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული: ა) „სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“; ბ) „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი: 27 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. მუხლი 3🔗 მომსახურების დისტანციურ რეჟიმში მიწოდების პერიოდში ახალი ბენეფიციარების (გარდა გასული 12 თვის მოსარგებლეებისა) ჩართვის მიზნით, შეჩერდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება – დანართ 2.2.-ის (ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა), დანართ 2.3-ის (ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა), დანართების: 1.1.-ისა და 2.4-ის (დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) და დანართ 2.9-ის  (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) ფარგლებში. მუხლი 4🔗 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ქვეპროგრამებით განსაზღვრული 2020 წლის დეკემბრის მომსახურების ღირებულების 2021 წლის იანვარში ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განსაზღვრული წესით წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტ(ებ)ი 2021 წლის 20 იანვრამდე. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.  პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია