1. საბჭოს საქმიანობა ხორციელდება კანონისა და საბჭოს წინაშე დავაში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე, აგრეთვე საქვეყნოობისა და საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით.

2. საბჭოს საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

გ) პროფესიონალიზმი;

დ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

3. საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია საბჭოზე ან საბჭოს წევრზე ზემოქმედება მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით.

4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტები