,,საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 16/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №43, მუხლი 492) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პრეტენდენტი – იურიდიული პირი, რომელმაც წარადგინა სატენდერო წინადადება;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მითითებას იმის შესახებ, რომ სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქართულ და ინგლისურ ენებზე წარდგენილ დოკუმენტაციაში შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე წარდგენილ დოკუმენტებს;“.

3. მე-5 მუხლის:

ა) 1-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება სამი დახურული კონვერტით, კონვერტებზე გაკეთებული შესაბამისი აღნიშვნებით: „კონვერტი №1“, „კონვერტი №2“ და „კონვერტი №3“. №1 კონვერტში თავსდება ამ მუხლის მე-17 პუნქტში აღნიშნული საკვალიფიკაციო დოკუმენტები, №2 კონვერტში – ამ მუხლის მე-18 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები და ინფორმაცია და ის დამატებითი დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელსაც პრეტენდენტი მიიჩნევს საჭიროდ და არ სცილდება სატენდერო დოკუმენტაციისა და ამ წესის შინაარსს, ხოლო №3 კონვერტში – ამ მუხლის 181 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ განიხილება და გაუხსნელად დაუბრუნდებათ წარმდგენ პირებს.

2. სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ თავდაპირველად მოხდება №1 კონვერტით წარდგენილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის შერჩევა და განხილვა. თუ №1 კონვერტით წარდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, მოხდება №2 კონვერტის გახსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში №2 კონვერტი არ გაიხსნება, №2 და №3 კონვერტები დაუბრუნდება პრეტენდენტს და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია. №2 კონვერტის გახსნის შემთხვევაში მოხდება მასში მოთავსებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის განხილვა და შეფასება. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი №2 კონვერტი ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად ჩაითვალა მისაღებად, მოხდება №3 კონვერტის გახსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში №3 კონვერტი გაუხსნელად დაუბრუნდება პრეტენდენტს და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.

3. №1 კონვერტით წარდგენილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის განხილვის შემდეგ სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ დღეს მოხდება №2 კონვერტის გახსნა, რაზედაც დასწრება შეუძლია ყველა პრეტენდენტს. თუ პრეტენდენტი არ დაესწრება №2 კონვერტის გახსნას, კონვერტი გაიხსნება მის დაუსწრებლად. აღნიშნული პროცედურა ვრცელდება №3 კონვერტზეც.

4. №1 და №2 კონვერტების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებათა შერჩევას და ადგენს განხილვის ვადებს, ხოლო №3 კონვერტის გახსნის შემდეგ, ადგენს განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადებს.

5. პრეტენდენტებს უფლება აქვთ №1 კონვერტის გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადება.

6. №1 და №2 კონვერტების გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს შერჩევა.“;

ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პრეტენდენტს უფლება აქვს დაესწროს №1, №2 და №3 კონვერტების გახსნის პროცესს. სხვა შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომები დახურულია. შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება კომისიის მიერ პრეტენდენტთა წინადადებების განხილვას და დაუშვებელია ასეთი ინფორმაციის გახმაურება ნებისმიერი საშუალებით მესამე პირთა ან კონკურენტ პრეტენდენტთა სასარგებლოდ.

10. სატენდერო კომისიას უფლება აქვს სატენდერო წინადადებების განხილვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. სატენდერო წინადადებების ან/და კონსულტანტების, ექსპერტების წინადადებებისა და დასკვნების განხილვა ხდება სატენდერო კომისიის სხდომებზე. საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისიას შეუძლია მოიწვიოს პრეტენდენტი ან მისი წარმომადგენელი მის წინადადებასთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მისაღებად.“;

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. №1 კონვერტით წარდგენილი დოკუმენტების და ინფორმაციის დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს №2 კონვერტის გახსნას, განხილვასა და შეფასებას, ხოლო ამის შემდეგ – №3 კონვერტის გახსნას.“;

დ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. №2 კონვერტით, რომელშიც თავსდება პრეტენდენტის ტექნიკური წინადადებები, წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ა) პრეტენდენტის გამოცდილება, ცოდნა და საქმიანი რეპუტაცია სათამაშო ბიზნესში;

ბ) ლატარიასა და აზარტულ თამაშობებში საწყისი (ბაზისური) გამოცდილება;

გ) პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობები;

დ) პრეტენდენტის უნარი ჩამოაყალიბოს, მართოს და შეინარჩუნოს სისტემები, რომლებიც დააკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს;

ე) შემოთავაზებული სისტემების უნარი, უზრუნველყონ ხანგრძლივი და სანდო მომსახურება, რაც გამიზნულია ეროვნული ლატარიის რისკებისა და საფრთხეების პრევენციისათვის და სისტემის ან სისტემის ნაწილის დაზიანების შემთხვევაში მცირე დროში უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას;

ვ) შემოთავაზებული სისტემების წარმატებული გამოყენება უცხო სახელმწიფოში;

ზ) პრეტენდენტის ფინანსური წინადადება, რომელიც მოიცავს საქმიანობის ხარჯებსა და მიღებულ შემოსავლებს;

თ) მენეჯმენტის გამოცდილება, ძირითადი პერსონალი და ქვეკონტრაქტორები;

ი) შემოთავაზებული თამაშობების (მომენტალური, on-line და სხვ.) ხარისხი და სანდოობა;

კ) მარკეტინგული გეგმები;

ლ) სავაჭრო ობიექტების განთავსების გეგმა;

მ) უსაფრთხოების ღონისძიებები;

ნ) საქმიანობის დაწყების გეგმა;

ო) ინფორმაცია ეროვნული ლატარიის მოწყობის შესაძლებლობაზე კანონისა და ექსკლუზიური უფლების პირობების დაცვით;

პ) ინფორმაცია ეროვნული ლატარიის ყოველი მონაწილის უფლებების ადეკვატურ დაცვაზე;

ჟ) ინფორმაცია საჭირო ფინანსებისა და სხვა შესაბამისი რესურსების შესახებ ეროვნული ლატარიის მოსაწყობად;

რ) ინფორმაცია საქართველოში მოქმედი სხვა სათამაშო ბიზნესის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ;

ს) ინფორმაცია ეროვნული ლატარიიდან მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველსაყოფად.“;

ე) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი:

„181. №3 კონვერტში თავსდება ინფორმაცია ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან მაქსიმალური ოდენობის გადახდის შესახებ, რომელიც არ უნდა იყოს რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 20 პროცენტზე ნაკლები.“;

ვ) მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის შეფასებას სატენდერო კომისია ახდენს ცალ-ცალკე, ,,დადებითად“ ან ,,უარყოფითად“. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი №2 კონვერტი ჩაითვლება მისაღებად, თუ ,,დადებითად“ შეფასდა მის მიერ წარდგენილი ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის არანაკლებ 50 პროცენტი.

20. იმ შემთხვევაში, თუ მისაღებად ჩაითვალა ორი ან მეტი №2 კონვერტი, სატენდერო კომისიის წევრი უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას, რომელმაც №3 კონვერტით წარადგინა ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალური ოდენობის თანხის გადახდის წინადადება.“;

ზ) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 პუნქტი:

„251. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება იდება ათი წლის ვადით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე საქართველოს მთავრობა სამინისტროს წინადადების საფუძველზე უფლებამოსილია მისცეს თანხმობა სამინისტროს ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელების თაობაზე ისე, რომ ექსკლუზიური უფლების მოქმედების ვადა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს.“;

თ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია ამ მუხლის 181 პუნქტით გათვალისწინებული საფასური მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

 4. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან მოლაპარაკებას აწარმოებს ასეთი კავშირის დამყარების თაობაზე ტენდერის პროცედურებში მონაწილე იურიდიულ პირებთან;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. დაუშვებელია, ტენდერში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ტენდერის მოსამზადებელ სამუშაოებში.“.

5. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სატენდერო კომისიამ უნდა უზრუნველყოს ტენდერში მონაწილე პირთათვის გარანტირების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების დღიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მათივე მოთხოვნის საფუძველზე.“.

6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატენდერო კომისიას უფლება აქვს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს ტენდერის პროცედურები, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელ და წინასწარ გაუთვალისწინებელ ობიექტურ მიზეზთა გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური