“საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56/2000
სარეგისტრაციო კოდი
010.008.004.172
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 03/04/2000

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                010.008.004.172

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №56/2000

2000 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება მთავრდება საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვა „სრული“ შეიცვალოს სიტყვით „სიითი“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის სხდომაზე განკარგულება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხოლო საკადრო საკითხები წყდება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით“.

3. მე-5 პუნქტში სიტყვა „დადგენილებით“ შეიცვალოს სიტყვით „განკარგულებით.“;

4. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს სიტყვები ”სიითი შემადგენლობის უმრავლესობით“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან. თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 5 წევრზე ნაკლებია. თავმჯდომარის მოადგილედ აირჩევა კომისიის წევრი საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ პარტიათა მიერ დანიშნული წევრების წარდგინებით, ხოლო თუ ასეთი წევრები არ არიან – კომისიის ნებისმიერი წევრი, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით. თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. კომისიის მდივნის არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 5 წევრზე ნაკლებია. კომისიის მდივანი აირჩევა თავმჯდომარის წარდგინებით, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით“.

5. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში სიტყვის „დაატოვებინოს“ შემდეგ სიტყვა „დამრღვევს“ ამოღებულ იქნეს.

6. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული თანამდებობის პირის გადაყენება ხდება კომისიის სხდომაზე ფარული კენჭისყრით, კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსით მე-3 პუნქტი:

„3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა შეიძლება მისი დამნიშნავი ორგანოს მიერ არჩევნების (კენჭისყრის) დღემდე არა უგვიანეს 7 დღისა.“.

7. მე-8 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „შაბათ-კვირის გარდა, ხოლო არჩევნების პერიოდში“.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  ჯ. ლომინაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.03.2000.
როდის იქნა მიღებული “საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
“საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მიღებულია 30.03.2000. მიმღები ორგანო — ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №56/2000. სარეგისტრაციო კოდი — 010.008.004.172.
სად არის “საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება “საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, №56/2000, 30.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.172 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/50800/