„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-5/ნ
სარეგისტრაციო კოდი
020080050.22.035.016833
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-5/ნ

2021 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 20/07/2018; 020080050.22.035.016511) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და წარდგენის წესი):

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – შრომის ინსპექციის სამსახური) უფლებამოსილი პირის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ფორმა) შევსების, წარდგენისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება უფლებამოსილი პირის მიერ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის XVIII თავით გათვალისწინებულ და საქართველოს კანონმდებლობით შრომის ინსპექციის სამსახურის კომპეტენციას მიკუთნებულ სხვა სამართალდარღვევებზე.

11. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსებაზე უფლებამოსილ პირად ითვლება შრომის ინსპექციის სამსახურში დასაქმებული პირი.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება 2 (ორი) ეგზემპლარად.“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში „დარღვეულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის – გადაიხაზება სიტყვები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ხოლო გრაფაში ჩაიწერება იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი(ებ)ს სახელწოდება, მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი და ქვეპუნქტ(ებ)ი, რომლის დარღვევის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქმის შედგენის თაობაზე;“.

5. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის – მთავარი შრომის ინსპექტორის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №4), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე