“სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ორგანიზების და შესრულების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 22.03.2000
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.173
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 14/04/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2000 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ორგანიზების და შესრულების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin-top:0in; margin-right:-35.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-35.8pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-35.8pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-35.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.173
საქართველო ტრანსპორტის
მინისტრის ბრძანება №14
2000 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ორგანიზების და შესრულების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-6-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ორგანიზების და შესრულების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ინსტრუქცია ამოქმედდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ორგანიზებისა და შესრულების
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფების მედიცინის სამსახური მოსახლეობის მაღალკვალიფიციურ სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას ატარებს სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდებით, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. თვითმფრინავების და შვეულმფრენების გაფრენა წარმოებს სასწრაფო და საგეგმო-საკონსულტაციო განყოფილების დავალებით, შემდეგ შემთხვევებში:
ა) ექიმ-სპეციალისტებისა და სხვა სამედიცინო მუშაკების გადაყვანა სასწრაფო და საკონსულტაციო დახმარებისათვის;
ბ) ავადმყოფთა ევაკუაცია სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებისათვის, რომელიც ადგილზე ვერ განხორციელდება, აგრეთვე, ავადმყოფთა ევაკუაცია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
გ) სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სისხლის, სისხლის შემცველი სითხის და სხვა სამედიცინო ტვირთის სასწრაფო მიტანა.
2. ხელშეკრულბები იდება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და შესაბამის ავიაკომპანიებს შორის.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლით ჩამოთვლილი სამუშაოების შესასრულებლად, ავიაკომპანია, ხელშეკრულების შესაბამისად, გამოყოფს სამგზავრო ვარიანტის თვითმფრინავს (შვეულმფრენს) და შესაბამისი კვალიფიკაციის მფრინავთა შემადგენლობას.
მუხლი 3🔗
თუ ავიასაწარმოს ბაზაზე არ აღმოჩნდა შესაბამისი საჰაერო ხომალდი სასწრაფო დავალების შესასრულებლად (ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად), ავიასაწარმოს ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხსნას ნებისმიერი თვითმფრინავი (შვეულმფრენი) სხვა სამუშაოდან.
მუხლი 4🔗
1. როდესაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დავალების შესრულება ვერ ხერხდება გამოყოფილი საჰაერო ხომალდის მცირე ტექნიკური რადიუსის გამო, აგრეთვე, როდესაც სარეისო თვითმფრიანვით შეიძლება, დაჩქარდეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ავიასაწარმო აწარმოებს მედპერსონალის და საკაცე ავადმყოფების გადაყვანას სარეისო თვითმფრინავებით. ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვის თანამშრომლებს და ავადმყოფებს სარეისო საჰარო ხომალდზე ადგილები ეძლევათ ურიგოდ. (დანართი №1).
2. ასევე, ავიასაწარმო აწარმოებს
ა) სარეისო თვითმფრინავით სპეციალურ კონტეინერებში შეფუთულ დაკონსერვებული სისხლის (2-3 ამპულა), დაკონსერვებული კანის და სხვა ტრანსპლანტანტების და მედიკამენტების გადაზიდვას მედმუშაკის თანხლებით. ამ გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს არსებული ნიხრით საერთო საფუძველზე.
ბ) ავადმყოფების დამოუკიდებლად ან ჯანმრთელობის დაწესებულების ნებართვით, მგზავრობის დროს სამოქალაქო ავიაციის სალაროში, აეროპორტის სამედიცინო ნაწილის მედმუშაკის დასკვნის წარდგენისას მას სარეისო თვითმფრინავზე ადგილი მიეცემა ურიგოდ. ასეთი განცხადება უნდა იყოს რეგისტრირებული “ავიამგზავრის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის“ დავთარში.
თავი II. სამედიცინო პერსონალის, ავადმყოფების გადაყვანა და სამედიცინო ტვირთის გადაზიდვა
მუხლი 5🔗
სამედიცინო პერსონალის, ავადმყოფთა გადაყვანას და სამედიცინო ტვირთის გადატანას ხომალდამდე და ხომალდიდან დანიშნულების ადგილამდე უზრუნვეყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური თავისი ძალებითა და სახსრებით. ავადმყოფები და მათი გამცილებელი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც უფასოდ ან სპეციალური ტალონებით გადაიყვანებიან, სადაზღვევო თანხის გადაუხდელად ითვლებიან დაზღვეულად.
მუხლი 6🔗
მედპერსონალი ვალდებულია, აეროდრომზე მოვიდეს და ტვირთი მოიტანოს არა უგვიანეს 30 წუთისა საჰაერო ხომალდის გაფრენამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიასაწარმო პასუხს არ აგებს ფრენის დროულად შესრულებაზე.
მუხლი 7🔗
გაფრენისა და გამოძახების აეროდრომებზე ავადმყოფებისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვა წარმოებს სამედიცინო დაწესებულებების ძალებითა და საშუალებებით, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ან ტექნიკური სპეციალისტის თანდასწრებით.
მუხლი 8🔗
ავადმყოფის გადაყვანა უნდა მოხდეს მედპერსონალის თანხლებით. იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობა არ სრულდება, ავიასაწარმოს ხელმძღვანელს ან სხ-ის მეთაურს უფლება აქვს, გაფრენაზე უარი თქვას.
მუხლი 9🔗
1. ავადმყოფის საჰაერო ტარნსპორტით გადაყვანის შესაძლებლობას (ტრანსპორტაბელობას) განსაზღვრავს ავადმყოფის გამგზავნი სამედიცინო დაწესებულება ან აეროვაგზლის სამედიცინო პუნქტის თანამშრომელი (დანართი №1).
2. ავიასაწარმო ავადმყოფის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არ არის არც მიწაზე (აეროდრომზე), არც - ფრენის დროს.
მუხლი 10🔗
1. ფრენები სამედიცინო ტვირთის მისატანად იმ აეროდრომებზე, სადაც არ არის სამოქალაქო ავიაციის მომსახურე პერსონალი, ან ჰაერიდან ამორჩეულ დასაფრენ მოედანზე, სრულდება მედპერსონალით, რომლებსაც გამოყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფების მედიცინის სამსახური, და ის უზრუნველყოფს სამედიცინი ტვირთის დანაშნულების ადგილზე მიტანას.
2. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულ პუნქტში უზრუნველყოფილი იქნება სხ-ის დახვედრა, დასაშვებია ფრენის შესრულება გამყოლის გარეშე; სისხლიანი ამპულები და სხვა სამედიცინო პრეპარატები გადასატანად მიიღება მედპერსონალის გამყოლის გარეშე, ოღონდ განსაკუთრებულ კონტეინერებში შეფუთული უნდა იყოს რბილად. სისხლიანი შეფუთული ამპულები სამედიცინო პერსონალის გამყოლის გარეშე სხ-ით გადასაზიდად არ მიიღება.
მუხლი 11🔗
1. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური უზრუნველყოფს სხ-ით მიყვანილი საკაციანი ავადმყოფების დახვედრას და სასწრაფო ევაკუაციას. ერთდროულად ოთხი ან მეტი საჰაერო ხომალდის გამოყენებისას, გადაუდებელი დახმარების სამსახური გამოყოფს მორიგე მედპერსონალს, რომელიც უშუალოდ იმყოფება აეროდრომზე და ფრენის მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს ავადმყოფების, მედპერსონალის და ტვირთის მიღებას და დანიშნულების ადგილზე მიტანას.
2. თუ საბაზო აეროდრომზე სხ-ის მოფრენის შემდეგ ავადმყოფებს უხდებათ ტრანსპორტის ლოდინი 30 წუთზე მეტი, ან ირკვევა, რომ ტრანსპორტი არ იქნება, აეროპორტის უფროსი ღებულობს ზომებს ავადმყოფების დანიშნულების ადგილამდე გადასაყვანად. შემდგომში დანახარჯს წარუდგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს, მოქმედი ნიხრის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაერთოს ავიასაწარმოს ხელმძღვანელის ცნობა, სადაც ნაჩვენები იქნება საჰაერო ხომალდის მოფრენის დრო, სამკურნალო დაწესებულების ტრანსპორტის ლოდინის დრო და მეორე ტრანსპორტის გამოძახების დრო, ავადმყოფის დანიშნულების ადგილზე გადასაყვანად.
მუხლი 12🔗
1. აეროდრომზე მოსული ყოველი პირი, რომელიც უნდა გაფრინდეს ავადმყოფის დასახმარებლად, ჩაცმული უნდა იყოს ფრენის პირობების შესაბამისად.
2. საკაციანი ავადმყოფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ლოგინით წლის სეზონის პირობების შესაბამისად.
თავი III. ფრენების შესრულება
მუხლი 13🔗
სამედიცინო დახმარების მიზნით ფრენები სრულდება, როგორც წესი, დღის საათებში. თუ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, დაშვებულია ფრენები ღამე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად.
მუხლი 14🔗
სანიტარული დავალების შესასრულებლად, ფრენა შეიძლება, შესრულდეს როგორც საჰაერო ტრასებზე, ასევე - ტრასგარეშე, უმოკლეს უსაფრთხო მარშრუტზე, III თანრიგის თვითმფრინავითა და II, III თანრიგის შვეულმფრენებით.
მუხლი 15🔗
სანიტარული დავალების შესასრულებლად, ინიშნება გამოცდილი ეკიპაჟი, რომელიც მომზადებული უნდა იყოს ფრენების შესასრულებლად დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაშვებული იყოს დღის საათებში ჰაერიდან დასაფრენი მოედნის არჩევაზე და სახელსაწყო ფრენებზე.
მუხლი 16🔗
ეპიდემიის საწინააღმდეგო და საკარანტინო ღონისძიებების ჩატარებისას, ეკიპაჟის წევრები ასრულებენ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების ყველა ინსტრუქციას და მითითებას, პირადი პროფილაქტიკის (აცრები და სხვა) კუთხით.
საავიაციო ტექნიკის სანიტარული დამუშავება ტარდება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ძალებითა და ხარჯით, ავიასაწარმოს ტექნიკური შემადგენლობის მეთვალყურეობით.
მუხლი 17🔗
1. საჰაერო ხომალდის გაფრენის დაჩქარების მიზნით, ეკიპაჟის წევრებმა მორიგეობის დაწყებამდე, გულდასმით უნდა შეისწავლონ ფაქტიური და პროგნოზირებული ამინდი მომსახურების რაიონში, სააეროდრომო სადისპეტჩერო პუნქტში (სსპ) გააფორმოს საფრენოსნო საბუთები იმ რაიონში შესაძლებელი გაფრენისათვის.
2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, ეკიპაჟს შეუძლია, გაფრენის ნებართვა მიიღოს სახმელეთო კავშირის საშუალებით, საფრენოსნო საბუთების ხელმეორედ გაუფორმებლად.
3. სასწრაფო გაფრენის შემთხვევაში, ფრენის შესრულება ნებადართულია სავარაუდო პროგნოზით, მარშრუტზე და დაფრენის პუნქტში ამინდის ფაქტიურ მდგომარეობაზე მონაცემების გარეშე.
4. სააერონაოსნო გათვლა ამ შემთხვევაში ნებადართულია აწარმოოს დაფრენის პირველ პუნქტამდე, მომდევნო მარშრუტის შემდგომი გათვლით.
5. სასწრაფო სანიტარული დავალებით განმეორებითი ფრენის ნებართვა სხ-ის მეთაურმა შეიძლება, მიიღოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის მეთვალყურისაგან კავშირგაბმულობის არხით ან ტელეფონით, ავიასაწარმოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საბუთების შემდგომი გაფორმებით. ამ შემთხვევაში, სხ-ის მეთაური კონსულტაციას ამინდის შესახებ ღებულობს აეროდრომის მეტეოსამსახურიდან ტელეფონით ან ჰაერში - კავშირგაბმულობის არხით.
6. უფრო დაწვრილებითი და კონკრეტული წესი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის გაფრენის დასაჩქარებლად უნდა იყოს შემუშავებული ყოველი აეროპორტისათვის და შეტანილი ამ აეროპორტის ფრენების შესრულების ინსტრუქციაში. ამავე მიზნით, სხ-ის სადგომი უნდა განთავსდეს აეროვაგზლის შენობის სიახლოვეს ან ისეთ ადგილზე, სადაც უფრო მოხერხებული იქნება ავადმყოფების სწრაფი ჩასხდომა და გადმოსხდომა და სხ-ის საწვავით გაწყობა.
მუხლი 18🔗
1. არასასწრაფო ფრენები სრულდება წინა დღით მიღებული დავალებით, დადგენილ საათებში.
2. სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად, გაფრენა სრულდება: ზაფხულში - არა უგვიანეს 30 წუთისა, ზამთარში – არა უგვიანეს 1 საათისა განაცხადის მიღებიდან.
მუხლი 19🔗
სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, სხ-ის მიღება და გაშვება წარმოებს მეთაურის ამინდის მინიმუმის შესაბამისად. ეს ფრენები ყველა აეროდრომზე უნდა შესრულდეს პირველ რიგში.
მუხლი 20🔗
1. სხ-ის სასწრაფოდ მიღების უზრუნველსაყოფად, სამეთვალყურეო სამსახური მოვალეა, ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთკავშირი სამხედრო და საუწყებო აეროდრომების ხელმძღვანელობასთან.
2. საუწყებო აეროდრომზე დაფრენა წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ამ აეროდრომის ხელმძღვანელობასთან.
მუხლი 21🔗
ავიასაწარმოს ხელმძღვანელი და ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახური მთლიანად პასუხისმგებელია იმ სხ-ების მომსახურებაზე, რომლებიც ფრენას აწარმოებენ განაცხადით „სასწრაფო დახმარება“.
თავი IV. დღის ფრენები
მუხლი 22🔗
სანიტარული დავალებით დღის ფრენები სრულდება, როგორც საჰაერო ტრასებზე, აგრეთვე – ტრასგარეშე მარშრუტუბით, აფრენის რაიონის, მეტეოპირობების და სხ-ის ტიპის მიხედვით. ამ ფრენების შესრულებისას დასაშვებია საჰაერო ხომალდის დაფრენა ჰაერიდან ამორჩეულ მოედანზე.
მუხლი 23🔗
ვაკე მიდამოში და ბორცვიან მხარეში სასწრაფო სანიტარული დავალების შემსრულებელი საჰაერო ხომალდის დაფრენა ამორჩეულ მოედანზე ნებადართულია შემდეგ მეტეოროლოგიურ პირობებში: ღრებლების ქვედა საზღვრის სიმაღლე 100 მ, ხილვადობა 1500 მ.
მთიან მხარეში - ღქსს 300მ, ხილვადობა 500 მ.
მუხლი 24🔗
ღამის ფრენებისათვის აღუჭურვავი აეროდრომებიდან დღისით სასწრაფო ფრენები ნებადართულია დაიწყოს მზის ამოსვლამდე 30 წუთით ადრე და დამთავრდეს:
ა) ვაკე მიდამოსა და ბორცვიან მხარეში - სიბნელის დადგომამდე 30 წუთით ადრე;
ბ) მთიან მხარეში - მზის ჩასვლამდე.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის ფრენები იმ აეროდრომზე, რომელიც აღჭურვილია ღამის სტარტით და აქვს კავშირგაბმულობის საიმედო საშუალებები, დღე-ღამის დროით არ იზღუდება.
მუხლი 25🔗
ავადმყოფების გადაყვანისას, ეკიპაჟს ეკრძალება მკვეთრი აწევა და დაწევა და, აგრეთვე, სხ-ის 150-ზე მეტად დაფერდება.
მუხლი 26🔗
გამონაკლის შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მერყევ მეტეოპირობებში გაფრენა დასაშვებია ამინდის დაზვერვით.
მუხლი 27🔗
ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები მოვალენი არიან, დაეხმარონ მფრინავს ახალი ამინდის პროგნოზის მიღებაში, დასაბრუნებელი ფრენებისათვის სასწრაფო კავშირის შეკვეთაში რადიოთი, ტელეფონით, ტელეგრაფით ან სხვა არსებული საშუალებებით.
მუხლი 28🔗
თუ დანიშნულების პუნქტში დაფრენისას სხ-ს არავინ დახვდა, მეთაურს უფლება ეძლევა, დამხვედრ პირებს დაელოდოს: ზამთარში 1 საათით, ზაფხულში 2 სთ, იმ პირობით, რომ სხ საბაზო აეროდრომზე დროულად დაბრუნდება.
მუხლი 29🔗
ღამისთევის ან აეროდრომის გარეშე სხ-ის ხანგრძლივი დგომისას, ბორტზე უნდა იყოს ტექნიკური შემადგენლობის პირი, რომელიც ჩაწერილი იქნება საფრენოსნო დავალების უკანა მხარეს „შენიშვნების“ სვეტში.
მუხლი 30🔗
სანიტარული დავალების შესრულებისას, დანიშნულების პუნქტში ღამის გათევა დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
ა) მედპერსონალის და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვა ავადმყოფებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
ბ) ავადმყოფების სასწრაფო ევაკუაცია, თუ უკან გასაფრენად არ ჰყოფნის ნათელი დრო და დაფრენის აეროდრომი არ არის აღჭურვილი ღამის სტარტით;
გ) ექიმების საკონსულტაციოდ წაყვანა ისეთ მანძილზე, როდესაც უკან დაბრუნების დრო გადააჭარბებს მფრინავის დღიური ფრენის სანიტარულ ნორმას.
მუხლი 31🔗
ისეთ დასახლებულ პუნქტში გაფრენისას, რომელთანაც არ არის კავშირი, იმ პირების ყურადღების მისაქცევად, რომლებმაც სხ გამოიძახეს, ნებადართულია ამ პუნქტზე გადაფრენა იმ სიმაღლეზე, რომელიც ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ამ დასახლების ფარგლებს გარეთ დაფრენის საშუალებას იძლევა.
თავი V. შეუსრულებელი განაცხადის გაფორმების წესი
მუხლი 32🔗
ავიასაწარმოს ხელმძღვანელი მოვალეა, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მორიგეს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ გარემოებაზე, რამაც გაფრენის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს (ასაფრენი ზოლის მდგომარეობა, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პიროებები, სხ-ის გაუმართაობა და სხვა).
მუხლი 33🔗
თუ შეკვეთის შესრულება შეუძლებელია, ავიასაწარმო დაუყოვნებლივ უკან უბრუნებს განაცხადს, შეკვეთის შეუსრულებლობის მიზეზის წერილობით ახსნით.
მუხლი 34🔗
თუ შეკვეთა არ სრულდება საჰაერო ხომალდის გაუმართაობის, უქონლობის ან ეკიპაჟის არყოფნის გამო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ადგენს ოქმს სამ ცალად: ერთი ეგზავნება „შემსრულებელს“ (ავიაკომპანია ), მეორეს და მესამეს იტოვებს სამედიცინო სამსახური ავიასაწარმოსათვის სანიტარული დავალების ჩაშლის გამო პრეტენზიის წარსადგენად.
მუხლი 35🔗
იმ შემთხვევაში, როცა ეკიპაჟი სანიტარული დავალების შეუსრულებლად უკან ბრუნდება იმ მიზეზით, რომ დანიშნულების პუნქტში, 28-ე მუხლით აღნიშნული დროის განმავლობაში, არ გამოცხადდა დამხვედრი პირი, ან ავადმყოფი არ წამოიყვანა თანმხლების არყოფნის გამო, ავიასაწარმოს ხელმძღვანელი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს უბრუნებს განაცხადს და ატყობინებს (წერილობით), რომ ფრენა შესრულდა,მაგრამ ამა და ამ მიზეზის გამო მიზანი მიუღწეველი დარჩა.
მუხლი 36🔗
თუ გაფრენა მოხდა მერყევი მეტეომდგომარეობის დროს და სხ უკან დაბრუნდა გაუმართლებელი პროგნოზის გამო, ავიასაწარმოს ხელმძღვანელი უბრუნებს განაცხადს მიზეზის ახსნით, ამინდის პროგნოზის ბლანკების და მეთაურის წერილობითი (მარშრუტზე და დაფრენის პუნქტში ფაქტიური ამინდის შესახებ) მოხსენების დართვით
მუხლი 37🔗
ავიასაწარმოს ხელმძღვანელი პირადად პსუხისმგებელია ტექნიკური, მეტეორლოგიური და სხვა პირობებით გამოწვეული სანიტარული დავალების შეუსრულებლობის მართებულობაზე.
მუხლი 38🔗
ყოველ კვარტალში ავიასაწარმოს ხელმძღვანელები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფების მედიცინის სამსახურთან ერთად, აანალიზებს ფრენების ორგანიზებისა და შესრულების ხარისხს, რის შედეგადაც დგება ოქმი აღნუსხულ დარღვევებსა და ნაკლოვანებებზე.
თავი VI. უსაფრთხოების წესები
მუხლი 39🔗
გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფების მედიცინის სამსახურის ხელმძღვანელი, მედპერსონალის გასაფრენად გაგზავნის წინ, მათ აცნობს ამ ინსტრუქციას და აწარმოებს ამის ჩაწერას საფრენოსნო განაცხადში ან მედპერსონალის მივლინების ქაღალდში. ვინც ინსტრუქციას არ გაეცნობა, ფრენებზე არ დაიშვება.
მუხლი 40🔗
საფრენოსნო-ტექნიკური შემადგენლობის მიერ ამ ინსტრუქციის შესწავლაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავიასაწარმოს ხელმძღვანელს.
მუხლი 41🔗
ფრენაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი სხ-ის სადგომზე გამოდის:
ა) კლასიფიცირებულ აეროდრომზე – ამ მიზნისათვის დანიშნული ავიასაწარმოს თანამშრომლის თანხლებით;
ბ) დროებით აეროდრომებზე და დასაფრენ მოედნებზე - სხ-ის მეთაურის ან ეკიპაჟის სხვა წევრის თანხლებით.
მუხლი 42🔗
საჰაერო ხომალდის სადგომამდე სამედიცინო პერსონალის, ავადმყოფებისა და ტვირთის მიმტანი ავტოტრანსპორტი აეროპორტის ტერიტორიაზე გადაადგილდება აეროპორტის უფროსის მიერ დანიშნული მუშაკის თანხლებით.
მუხლი 43🔗
დროებით აეროდრომებზე და დასაფრენ მოედნებზე ავტოტრანსპორტი სხ-ს უახლოვდება არა უმეტეს 15 კმ/სთ სიჩქარით და აჩერებს 10 მეტრის მოშორებით. შემდგომ მოძრაობას მეთაურის მძღოლი ასრულებს ან ეკიპაჟის სხვა წევრის მითითებით.
მუხლი 44🔗
მედპერსონალის, ავადმყოფებისა და ტვირთის საჰაერო ხომალდზე განლაგება წარმოებს მეთაურის მითითებით, გაწონასწორებისა და ფრენის დროს ავადმყოფისათვის დახმარების აღმოჩენის საჭიროების გათვალისწინებით.
დანართი №1
სამგზავრო საჰაერო ხომალდებზე ავადმყოფთა გადაყვანის უკუჩვენებები სხ-ის
1. მწვავე გადამდები დაავადებები
2. გაშეშება
3. პოლიომიელითი (ბულბარული ფორმა სუნთქვის მოშლით)
4. სასუნთქი მილის სტენოზი სუნთქვის მოშლით
5. მწვავე პერიტონიტი
6. აირული განგრენა
7. შოკური მდგომარეობა
8. კომატოზური და პროკომატოზური მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტის ფონზე
9. ურემია
10. სტენოკარდიის შეტევები, ინფარქტისწინა მდგომარეობის ნიშნებით
11. ჰიპერტონული კრიზი
12. გულის რითმის მწვავე მოშლილობა, სიცოცხლისათვის საშიში რითმისა და გამტარებლობის დარღვევით
13. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დეკომპრესიის (III სტადია) სტადიაში
14. ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა 3 თვის განმავლობაში
15. მწვავე ლეიკემია თრომბოციტოპენიით და ვერლჰოფის დაავადება კლინიკურ-ჰემატოლოგიური კომპენსაციის გარეშე
16. ჩირქოვანი მენინგიტი
17. მენიერის და დეზორენტაციის სიმპტომები კომპლექსური გამწვავების პერიოდში
18. თავის ქალის უკანა ფოსოს სიმსივნე (მეოთხე პარკუჭის დაზიანება)
19. ფილტვის აქტიური ტუბერკულოზი მკვეთრად გამოხატული გულ-ფილტვის უკმარისობით (III სტადია)
20. პნევმოთორაქსი
21. აკლამფსია
22. ფსიქიური ავადმყოფები, თავისთვის და გარშემო მყოფთათვის საშიშნი (ფსიქომოტორული აღგზნების მდგომარეობაში, დაძაბულნი, ბოდვითი მდგომარეობით და სუიციდური ტენდენციებით).
23. ონკოლოგიური დაავადებები შორს წასულ სტადიაში, სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის მოშლით
შენიშვნა: 1. ავადმყოფების გადაყვანა ზემოთ ხსენებული დაავადებებით, როგორც გამონაკლისი სიცოცხლის ჩვენებებით, დაიშვებიან სამგზავრო საჰაერო ხომალდით 25 და 26 პუნქტის გარდა.
2. ორგანიზაციები და პირები, რომლებიც ამზადებენ ავადმყოფის სხ-ით ტრანსოპრტირებას, უნდა უზრუნველყონ გამყოლი მედპერსონალითა და მედიკამენტებით.