საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის N2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-51
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.023.016652
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-51

2021 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 26/12/2019; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016612) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე. სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების უფლებამოსილებებსა და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

6. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – ერთ-ერთი მოადგილე.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი