„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022560
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/01/2021

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2021 წლის 13 იანვარი

 ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრებსა და მათ მიერ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩასატარებელ სავალდებულო წვრთნებზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის მიერ, სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების განსახორციელებლად, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად მძღოლების სპეციალურ მომზადებასთან  დაკავშირებით ჩასატარებელ ტრენინგებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.01.2021.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.01.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022560.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №8, 13.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022560 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5081103/