საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.02.2021
ძალაში შესვლა 01.02.2021
ძალის დაკარგვა 11.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-154
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016653
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.11.2025
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.06.2018
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-154
2021 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის №2-501 ბრძანება;
ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 2018 წლის 30 აპრილის №2-300 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი თებერვლიდან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
გ) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება და განხორციელება, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენების, აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამების, სიმპოზიუმების, სემინარების, კონფერენციების დაგეგმვა და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
დ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მომუშავე დონორებსა და განმახორციელებელ პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საჭიროებებისა და ევროინტეგრაციის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან განსაზღვრული თანამშრომლობის პრიორიტეტების გათვალისწინებით;
ე) დონორებთან ურთიერთობის კოორდინაცია, დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულების შესახებ ანგარიშების მოპოვება, ანალიზი და პროექტებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების პროგრესის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრებისა და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადება;
ზ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტებისათვის, ასევე საქართველოდან უცხოეთში ქართველი სპეციალისტების ვიზიტების პროგრამების შედგენა და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, სოფლის მეურნეობის და ორმხრივი გარემოსდაცვითი საერთაშორისო ხელშეკრულებების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
კ) აგროსამრეწველო სექტორში, სახელმწიფოებს შორის, სამთავრობათაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ლ) მთავრობათაშორის კომისიებში სამინისტროს ჩართულობის უზრუნველყოფა, კომისიის ოქმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ოქმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
მ) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
ნ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის განხორციელებისათვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედებების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;
პ) დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ჟ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საქვეუწყებო დაწესებულების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არსებული საკითხების კოორდინაცია და მონიტორინგი;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;
ს) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების უზრუნველყოფა;
ტ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შედგენისა და ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;
უ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა, მათ შორის, ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენა;
ფ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების განხილვა და დასკვნის მომზადება;
ქ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ევროინტეგრაციის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში;
ღ) საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში შემუშავებული საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაბამისობის ცხრილების მომზადება;
ყ) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;
შ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის/სამმართველოს ხელმძღვანელებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს, მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას მისი დავალებით ასრულებს მისი მოადგილე.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ბ) დონორებთან ურთიერთობების სამმართველო;
გ) გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო;
დ) სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო.
მუხლი 5🔗.
სამმართველოების კომპეტენციები
1. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:
ა) განსაზღვრავს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ბ) უზრუნველყოფს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების ინიციირებას, საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ ინიციირებული შეთანხმებების კანონით დადგენილი წესით განხილვას და მონაწილეობს შესაბამისი პროცედურული ღონისძიებების განხორციელებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში:
გ.ა) კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას;
გ.ბ) საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობისა და ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
გ.გ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, საერთაშორისო ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად იღებს ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს მათი ანგარიშების განხილვას;
გ.დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულებებზე და პროცესებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საკონტაქტო პირების დანიშვნის თაობაზე და არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით, უზრუნველყოფს დანიშნული პირების შესახებ შესაბამისი სამდივნოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ე) მონაწილეობს პროტოკოლით გათვალისწინებულ შესაბამის საქმიანობაში;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის განხორციელების მიზნით, ხელს უწყობს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებებს;
ე) ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამის განხორციელებას და გამოფენების, დეგუსტაციების და პროდუქციის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დონორებთან ურთიერთობების სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში:
ა.ა) უზრუნველყოფს დონორ და პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაციას და თანამშრომლობის საკითხების რეგულირებას;
ა.ბ) მონაწილეობას იღებს დონორი ორგანიზაციების მიერ გარემოს დაცვის და აგრარულ სფეროებში შესაბამისი პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში;
ა.გ) საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის შეთანხმების შესაბამისად, უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და პროგრამების მართვის ხელშეწყობას და მათ მონიტორინგს;
ა.დ) მონაწილეობას იღებს დონორი ორგანიზაციების მიერ გარემოს დაცვის და აგრარულ სფეროებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების იდენტიფიცირებაში, ევროინტეგრაციისა და სხვა ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტების გათვალისწინებით;
ა.ე) ახორციელებს, საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო დაქირავებული ინდივიდუალური კონსულტანტების საქმიანობის ზედამხედველობა/კოორდინაციას;
ა.ვ) მონაწილეობს საინვესტიციო პროექტებისათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფაში;
ა.ზ) ამზადებს ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებების, პროცესების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებში წლიური საწევრო შენატანების შესახებ;
ბ) ამზადებს პერიოდულ ანგარიშს დონორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ და წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
გ) მონაწილეობს პროექტების ფარგლებში დონორი ორგანიზაციებიდან თანხების გამოთხოვა/შევსება, სამინისტროს სახელით ხელშეკრულებების გაფორმებასა და განხორციელებული საქმიანობებისათვის თანხების გადარიცხვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცედურებში;
დ) უზრუნველყოფს:
დ.ა) დონორთა მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის ყოველკვარტალური და ყოველწლიური გეგმების შედგენას და დონორებთან წარდგენას;
დ.ბ) დონორთა მოთხოვნების შესაბამისი კვარტალური ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და წარდგენას დონორი ორგანიზაციებისთვის;
დ.გ) მონიტორინგის განხორციელებას დონორებთან შეთანხმებული ინდიკატორების მეშვეობით;
დ.დ) კომპეტენციის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების საზედამხედველო მისიების მომზადებას;
დ.ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროექტებთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამისი რეაგირებას;
დ.ვ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროექტების ელექტრონული ბაზის მუდმივ განახლებას;
დ.ზ) დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზებას;
დ.თ) დასრულებული პროექტების შესახებ საბოლოო ანგარიშების მიღებას;
დ.ი) საინვესტიციო პროექტების ადმინისტრირებას ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით;
დ.კ) საინვესტიციო პროექტების წლიური ბიუჯეტებისა და გეგმების მომზადებას საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების შესაბამისად;
დ.ლ) სამინისტროში დონორთა დაფინანსებით მიმდინარე საინვესტიციო პროექტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის პირველი კომპონენტის – ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების განვითარება და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის“ პროექტის განხორციელება/მართვას საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი პროცედურების მიხედვით (პროგრამული, ფინანსური მართვა/ანგარიშგება და შესყიდვები);
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებს.
3. გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენცია:
ა) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი, და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ბ) წინადადებების შემუშავება გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
გ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
დ) დასკვნისა და შესაბამისობის ცხრილის მომზადება, სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გარემოს დაცვის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას;
ვ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, გარემოს დაცვის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შედგენისა და ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) მოხსენებების და ანგარიშების მომზადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით;
თ) გარემოს დაცვის მიმართულებით, ევროინტეგრაციის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში;
ი) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი, და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ბ) წინადადებების შემუშავება სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
გ) ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
დ) დასკვნისა და შესაბამისობის ცხრილების მომზადება სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას;
ვ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შედგენისა და ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) მოხსენებების და ანგარიშების მომზადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით;
თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.