📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №676
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,813 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.09.2023 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის-ადამინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.01.2015 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.05.2023 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 12.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №676 2021 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის შენიშვნის 3​1 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:   ა) „პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის განკუთვნილი საჯარიმო ქვითრის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის №140 ბრძანება; ბ) „პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირისა და საჯარიმო ქვითრის ფორმის, საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის №142 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, აგრეთვე „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის შესაბამისად, განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, აგრეთვე საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. გარე აკრძალული ზოლი 1. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი არის ამავე დაწესებულების გარე დამცავი ზღუდის გარე პერიმეტრი 20 მეტრის რადიუსით. 2. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად შესაძლოა განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. პენიტენციური დაწესებულებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა 1. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთისა და დასავლეთ სამმართველოების თანამშრომლები (შემდგომ – გუშაგი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, ვალდებული არიან, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენონ ყარაულის უფროსს. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით გათვალისწინებულ პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევად მიიჩნევა: ა) პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში ყოფნა; ბ) პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა); გ) ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა, თუ არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; დ) ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, თუ არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; ე) პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება; ვ) პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება/მოწოდება; ზ) უკანონო ფორმით ინფორმაციის მიწოდება, თუ ეს ქმედება მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას გამოავლენს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს (შემდგომ – დირექტორი) ან დირექტორის მიერ ბრძანებით საამისოდ უფლებამოსილ პირს. 4. გუშაგი, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს ან პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენისას, ვალდებულია სამართალდამრღვევს მოსთხოვოს შეჩერება და წარუდგინოს საკუთარი თავი. მუხლი 4🔗. სამართალდამრღვევის გამოვლენა 1. ყარაულის უფროსი/დირექტორი/დირექტორის მიერ ბრძანებით საამისოდ უფლებამოსილი პირი/განყოფილების უფროსი (შემდგომში – საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი) შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულია გამოცხადდეს შემთხვევის ადგილას, სამართალდამრღვევს წარუდგინოს თავი, აუხსნას, თუ რაში გამოიხატა სამართალდამრღვევის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და მოსთხოვოს ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. 2. თუ სამართალდამრღვევს არ აღმოაჩნდება ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან არ დაემორჩილება გუშაგის, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის, აგრეთვე საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის კანონიერ მოთხოვნას, საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი მიმართავს პოლიციას. 3.  სამართალდამრღვევის მიერ დაუმორჩილებლობად მიიჩნევა: ა) საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარუდგენლობა; ბ) სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით მისთვის მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობა. 4. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია სატელეფონო შეტყობინებების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №1) დააფიქსიროს პოლიციისთვის მიმართვის ფაქტი. მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითარი 1. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 2. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შემდგომ, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებამდე, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამართალდამრღვევთა აღრიცხვას შესაბამის ჟურნალში (დანართი №2), გადაამოწმოს, არის თუ არა სამართალდამრღვევი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი და შეადგინოს საჯარიმო ქვითარი (დანართი №3), რომელიც, ამავდროულად, წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. 3. საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) ჯარიმის ოდენობა; ზ) სამართალდამრღვევის უფლება-მოვალეობები, მათ შორის, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების მექანიზმი და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. საჯარიმო ქვითრის შედგენის შემდგომ, საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია, სამართალდამრღვევს გააცნოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დატანილია საჯარიმო ქვითარზე. 5. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 6. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, ხოლო მეორე ეგზემპლარს საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი დაუყოვნებლივ უგზავნის სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია საჯარიმო ქვითრის ასლი გადაუგზავნოს დაუყოვნებლივ სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრის შევსება 1. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ქვითარში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. 2. დაუშვებელია ქვითრის გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და სხვაგვარი დაზიანება. ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. საჯარიმო ქვითრის დამცავი ნიშნები 1. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) ექსკლუზიური ნუმერაცია (არანაკლებ 6 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას; ბ) დამცავი საკონტროლო ნიშანი, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „SPS“; გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე; დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით; ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: „სპეციალური პენიტენციური სამსახური“. 2. საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება საჯარიმო ქვითრის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით (სემგს), რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). მუხლი 8🔗. ჯარიმის აღსრულება 1. სამართალდამრღვევი ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად, რომლის რეკვიზიტები დატანილია საჯარიმო ქვითრის მე-2 გვერდზე. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი ამოწმებს სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადახდის შესახებ ინფორმაციას. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი სამართალდამრღვევს დააკისრებს საურავს ჯარიმის იმავე ოდენობით, რის თაობაზეც სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე წერილობით აცნობებს სამართალდამრღვევს. 4. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით, ადგენს სააღსრულებო ფურცელს, რომელსაც ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. მუხლი 9🔗. საჯარიმო ქვითრის ფორმის დამზადება და სამინისტროს მომარაგება 1. საჯარიმო ქვითრის ფორმის დამზადებისა და სამსახურის მომარაგების ორგანიზებას სამსახური ახორციელებს დამოუკიდებლად. 2. საჯარიმო ქვითრის ფორმები მზადდება იმ პოლიგრაფიულ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 3. სამსახური საჯარიმო ქვითრის ფორმებს უკვეთავს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პოლიგრაფიულ საწარმოს, ხელშეკრულების საფუძველზე. 4. პოლიგრაფიული საწარმოდან საჯარიმო ქვითრის ფორმის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მუხლი 10🔗. საჯარიმო ქვითრის ფორმის შენახვა 1. საჯარიმო ქვითრის ფორმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საჯარიმო ქვითრის ფორმები ინახება სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო ქვითრის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. 3. საჯარიმო ქვითრის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან. 4. სამსახური ყველა მოსამსახურეს, რომელსაც ევალება საჯარიმო ქვითრის ფორმების შენახვა და გაცემა, უქმნის სათანადო პირობებს აღნიშნული ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის. მუხლი 11🔗. საჯარიმო ქვითრის ფორმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება 1. საჯარიმო ქვითრის ფორმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომ – ჟურნალი) (დანართი №4). 2. საჯარიმო ქვითრის ფორმების გაცემა ხდება საამისოდ უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 3. საჯარიმო ქვითრის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია საჯარიმო ქვითრის ფორმების გაცემა აღრიცხოს აკინძულ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში. 4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის გენერალური დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით. 5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ბურთულიანი კალმით. 6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს განხორციელებულ შესწორებებთან დაკავშირებით. 7. იმ შემთხვევაში, თუ წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველი ჟურნალის გაგრძელებას. 8. კალენდარული წლის ბოლოს ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 9. ჟურნალი ინახება მისი წარმოებისათვის პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის სამმართველოს. 10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას. 11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 12🔗. საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა და უტილიზაცია 1. საჯარიმო ქვითრები ჩამოწერას ექვემდებარება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა ხდება შესაბამისი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ჩამოწერის თანდართული აქტის მიხედვით. ჩამოწერილი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტში (დანართი №5). 3. გამოყენებული საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა ხორციელდება სამწლიანი შენახვის ვადის გასვლის გამო. 4. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების შესაბამისად.