📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №675
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 8,455 სიტყვა · ~42 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
დასაცავ ობიექტთა დაცვის ხაზი
გარე პერიმეტრის ძირითადი ღობე, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარეთა კარები, დაწესებულების ადმინისტრაციული შენობისა და ძირითად ღობესთან არსებული ახლომდებარე სხვა შენობების გარეთა კედელი
მუხლი 2
ძირითადი დამცავი ზღუდე
დაწესებულების გარშემო არსებული ბეტონის ღობე, რომლის გასწვრივ განლაგებულია საგუშაგო კოშკურები
მუხლი 2
შიდა დამცავი ზღუდე
ძირითადი დამცავი ზღუდის შიდა მხარეს არსებული ლითონის ბადის ღობე
მუხლი 2
გარე დამცავი ზღუდე
ძირითადი დამცავი ზღუდის გარეთა მხარეს არსებული ღობე
მუხლი 2
საკვალე ზოლი
შიდა დამცავ ზღუდესა და ძირითად დამცავ ზღუდეს შორის არსებული ზოლი
მუხლი 2
შიდა აკრძალული ზოლი
ძირითად დამცავ ზღუდესა და გარე დამცავ ზღუდეს შორის არსებული ზოლი
მუხლი 2
გარე აკრძალული ზოლი
დაწესებულების გარე დამცავი ზღუდის გარე პერიმეტრი 20 მეტრის რადიუსით. კონკრეტული დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, რადიუსი შესაძლოა ინდივიდუალურად განისაზღვროს მინისტრის ბრძანებით. დაწესებულებისათვის შესაძლებელია დადგინდეს გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი
მუხლი 2
დასაცავი ობიექტების დაცვა
განყოფილების მოსამსახურეთა მიერ განხორციელებულ იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტზე თავდასხმის აღკვეთას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისა და მათ მიერ სხვა დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილებას, კანონდამრღვევი პირის შეჩერებას, დასაცავი ობიექტიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობების გატანის აღკვეთას, იმ საკვები პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების (შემდგომ – აკრძალული ნივთები) დასაცავ ობიექტზე მოხვედრის დაუშვებლობას, რომელთა დაწესებულებაში შეტანა ბრალდებულთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის აკრძალულია, აგრეთვე, მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოების დაცვას მისი მთლიანობის შენარჩუნების მიზნით
მუხლი 2
ყარაული
განყოფილების მოსამსახურეებისაგან (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებისაგან) შემდგარი ჯგუფი, რომელიც განკუთვნილია  დასაცავი ობიექტების ან/და დასაცავ ობიექტებზე მყოფი ბრალდებულების/მსჯავრდებულების დასაცავად და უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვისათვის საბრძოლო ამოცანების შესრულებას
მუხლი 2
მოყარაულე
ყარაულში განწესებული განყოფილების მოსამსახურე ან/და სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე
მუხლი 2
გუშაგი
შეიარაღებული მოყარაულე (ცალკეულ შემთხვევებში იარაღის გარეშე) მასზე განპიროვნებული საგუშაგოს დაცვისა და თავდაცვის მიზნით შესაბამისი საბრძოლო ამოცანის შესრულებისას
მუხლი 2
საგუშაგო
დასაცავი ობიექტების ტერიტორიაზე განსაზღვრული ადგილი ან გარკვეული მონაკვეთი, სადაც გუშაგი ასრულებს თავის მოვალეობებს
მუხლი 2
ყარაულის მოქმედების ზონა
გარე აკრძალული ზოლიდან  5 კილომეტრის რადიუსის მანძილი
მუხლი 2
პატრულირება
გუშაგის მიერ გარე აკრძალულ ზოლში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება
მუხლი 2
არასრული შემოწმება
შესამოწმებელი პირის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე ხელის ან თაღური მეტალმძებნის გამოყენებით
მუხლი 2
სრული შემოწმება
სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ხელით ან სკანერის გამოყენებით, რა დროსაც პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად, ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება, ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 02.08.2016 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ 1 93% 15.07.2015 №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 21.01.2026 №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 21.01.2026 №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 21.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №675 2021 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 57​2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის თანდართული ინსტრუქცია. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №276 ბრძანება; ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს განყოფილებების სარეგისტრაციო ჟურნალების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქცია თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ – სამსახური) დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა (შემდგომ – დაწესებულება) და სხვა ობიექტების (შემდგომ – დასაცავი ობიექტები) დაცვის ინსტრუქცია (შემდგომ – ინსტრუქცია) განსაზღვრავს  დაწესებულებების, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვის განხორციელების წესს. 2. დასაცავი ობიექტების დაცვას ახორციელებენ სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (შემდგომ – მთავარი სამმართველო) გარე დაცვის აღმოსავლეთისა და გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოების (შემდგომ – სამმართველო) განყოფილებები (შემდგომ – განყოფილება). 3. განყოფილების ძირითადი დანიშნულებაა დასაცავი ობიექტების და ბრალდებულების/მსჯავრდებულების უსაფრთხოების დაცვა, დასაცავ ობიექტებზე დადგენილი სასაშვო რეჟიმის განხორციელებაში მონაწილეობა, დასაცავი ობიექტებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის თავიდან აცილება/აღკვეთა, სამსახურის გენერალური დირექტორისა (შემდგომ – გენერალური დირექტორი) და დეპარტამენტის დირექტორის (შემდგომ – დირექტორი) მიერ დასახული სხვა ამოცანების შესრულება. 4. განყოფილების მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) და გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗 ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დასაცავ ობიექტთა დაცვის ხაზი – გარე პერიმეტრის ძირითადი ღობე, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარეთა კარები, დაწესებულების ადმინისტრაციული შენობისა და ძირითად ღობესთან არსებული ახლომდებარე სხვა შენობების გარეთა კედელი; ბ) ძირითადი დამცავი ზღუდე – დაწესებულების გარშემო არსებული ბეტონის ღობე, რომლის გასწვრივ განლაგებულია საგუშაგო კოშკურები; გ) შიდა დამცავი ზღუდე – ძირითადი დამცავი ზღუდის შიდა მხარეს არსებული ლითონის ბადის ღობე; დ) გარე დამცავი ზღუდე –  ძირითადი დამცავი ზღუდის გარეთა მხარეს არსებული ღობე; ე) საკვალე ზოლი – შიდა დამცავ ზღუდესა და ძირითად დამცავ ზღუდეს შორის არსებული ზოლი; ვ) შიდა აკრძალული ზოლი – ძირითად დამცავ ზღუდესა და გარე დამცავ ზღუდეს შორის არსებული ზოლი; ზ) გარე აკრძალული ზოლი – დაწესებულების გარე დამცავი ზღუდის გარე პერიმეტრი 20 მეტრის რადიუსით. კონკრეტული დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, რადიუსი შესაძლოა ინდივიდუალურად განისაზღვროს მინისტრის ბრძანებით. დაწესებულებისათვის შესაძლებელია დადგინდეს გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი; თ) დასაცავი ობიექტების დაცვა – განყოფილების მოსამსახურეთა მიერ განხორციელებულ იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტზე თავდასხმის აღკვეთას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისა და მათ მიერ სხვა დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილებას, კანონდამრღვევი პირის შეჩერებას, დასაცავი ობიექტიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობების გატანის აღკვეთას, იმ საკვები პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების (შემდგომ – აკრძალული ნივთები) დასაცავ ობიექტზე მოხვედრის დაუშვებლობას, რომელთა დაწესებულებაში შეტანა ბრალდებულთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის აკრძალულია, აგრეთვე, მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოების დაცვას მისი მთლიანობის შენარჩუნების მიზნით; ი) ყარაული – განყოფილების მოსამსახურეებისაგან (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებისაგან) შემდგარი ჯგუფი, რომელიც განკუთვნილია  დასაცავი ობიექტების ან/და დასაცავ ობიექტებზე მყოფი ბრალდებულების/მსჯავრდებულების დასაცავად და უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვისათვის საბრძოლო ამოცანების შესრულებას;      კ) მოყარაულე – ყარაულში განწესებული განყოფილების მოსამსახურე ან/და სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე;   ლ) გუშაგი – შეიარაღებული მოყარაულე (ცალკეულ შემთხვევებში იარაღის გარეშე) მასზე განპიროვნებული საგუშაგოს დაცვისა და თავდაცვის მიზნით შესაბამისი საბრძოლო ამოცანის შესრულებისას; მ) საგუშაგო – დასაცავი ობიექტების ტერიტორიაზე განსაზღვრული ადგილი ან გარკვეული მონაკვეთი, სადაც გუშაგი ასრულებს თავის მოვალეობებს; ნ) ყარაულის მოქმედების ზონა – გარე აკრძალული ზოლიდან  5 კილომეტრის რადიუსის მანძილი; ო) პატრულირება – გუშაგის მიერ გარე აკრძალულ ზოლში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; პ) არასრული შემოწმება – შესამოწმებელი პირის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე ხელის ან თაღური მეტალმძებნის გამოყენებით; ჟ) სრული შემოწმება – სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ხელით ან სკანერის გამოყენებით, რა დროსაც პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად, ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება, ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. მუხლი 3🔗 1. სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად განყოფილებიდან გამოიყოფა ძალები და საშუალებები. 2. ძალებს განეკუთვნება პირადი შემადგენლობა, რომელიც წარმოადგენს სამმართველოს საქმიანობის განხორციელების მიზნით განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეთა  ერთობლიობას. 3.  პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად გამოიყოფა შემდეგი საშუალებები: ა) შეიარაღება; ბ) კავშირგაბმულობის საშუალებები; გ) სატრანსპორტო საშუალებები; დ) სპეციალური საშუალებები; ე) დაცვის ტექნიკური საშუალებები. მუხლი 4🔗 1. განყოფილების მოსამსახურეები დასაცავი ობიექტების დაცვისას – თავდასხმის ან თავდასხმის მცდელობისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. განყოფილების მოსამსახურეს, რომელმაც აუცილებლობის შემთხვევაში არ გამოიყენა ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები ან/და ცეცხლსასროლი იარაღი, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 სამმართველოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილია როგორც ყაზარმული, ისე მორიგეობის (სამ დღე-ღამეში ერთი დღე-ღამე) რეჟიმი. თავი II დასაცავ ობიექტთა დაცვის ორგანიზება და დაცვა მუხლი 6🔗 სამმართველოს მიერ დასაცავი ობიექტის დასაცავად მიღება და დაცვის მოხსნა ხორციელდება გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 7🔗 1. სამმართველოს წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესრულების მიზნით, ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლში მითითებული ძალებისა და საშუალებების ეფექტური და ეკონომიური გამოყენებით, იქმნება დასაცავი ობიექტის დაცვის სისტემა, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს დასაცავი ობიექტის თავისებურებიდან და უზრუნველყოფდეს ობიექტის დაცვის საიმედოობას. 2. დასაცავი ობიექტის დაცვის სისტემა მოიცავს დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვის გეგმას, ყარაულს, მისი განლაგების ადგილს, საგუშაგოებს, დაკვირვებისა და ცეცხლის გახსნის სექტორებს, მოძრაობის მარშრუტებს, დაცვის ტექნიკურ საშუალებებს, ობიექტის დასაცავად გამოყენებად სხვა საშუალებებსა და რეზერვებს. 3. დასაცავი ობიექტის დაცვის სისტემა განისაზღვრება მთავარი სამმართველოს და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს მიერ დირექტორთან, და გენერალური დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით. 4. დასაცავი ობიექტების დაცვის სისტემას ამტკიცებს გენერალური დირექტორი. მუხლი 8🔗 1. დასაცავი ობიექტის დაცვისა და თავდაცვის გეგმას ადგენს შესაბამისი განყოფილების უფროსი და ამტკიცებს სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსთან და დირექტორთან შეთანხმებით. 2. ობიექტების დაცვისა და თავდაცვის გეგმა მოიცავს: ა) დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემას; ბ) საგუშაგოების ტაბელს (დანართი №1); გ) ყარაულის უფროსისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას; დ) ყარაულის უფროსისთვის განკუთვნილ საგანგებო შემთხვევების დროს სამოქმედო ინსტრუქციას; ე) ყარაულის საბრძოლო გათვლას; ვ) განყოფილების მოსამსახურეების განგაშით გამოძახების სქემას. მუხლი 9🔗 1. დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემაზე დადგენილი პირობითი ნიშნებით და აღნიშვნებით დაიტანება: ა) დასაცავი ობიექტის ძირითადი შემოღობვა, აკრძალული და საკვალე ზოლების შემოღობვა; ბ) საგუშაგოების საზღვრები და დასაცავი ობიექტების დაცვის ხაზი; გ) საგუშაგო კოშკურების განლაგება და პატრულირების მარშრუტები; დ) დასაცავი ობიექტის ადმინისტრაციული, საცხოვრებელი, საწარმოო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების განლაგების ზუსტი ადგილები;      ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისათვის ყველაზე მეტად სავარაუდო ადგილები; ვ) საგუშაგოების სახიფათო მისადგომები; ზ) საგუშაგოსთან არსებული მანძილი, რომელთანაც უცხო პირთა დაშვება აკრძალულია. 2. დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემაზე ცალკე აღინიშნება: ა) აკრძალული და საკვალე ზოლების ჭრილი; ბ) საყარაულო შენობის, სასაშვო-გამშვები და საკონტროლო-გამშვები პუნქტების გეგმა, მასზე დამონტაჟებული გაქცევის საწინააღმდეგო ზღუდეებისა და დაცვის ტექნიკური საშუალებების მოწყობილობების მითითებით; გ) მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭრილი მასში დაყენებული დაცვის ტექნიკური საშუალებებით; დ) ცხრილი ყარაულის შემადგენლობის მითითებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების სტანდარტული და გაძლიერებული რეჟიმებისთვის. 3. დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემისათვის შემუშავდება განმარტებითი ბარათი, რომელშიც მიეთითება: ა) დასაცავი ობიექტის პერიმეტრის სიგრძე; ბ) დასაცავი ობიექტის დაცვის ხერხი და რეჟიმის სახეობა; გ) დასაცავი ობიექტის დაცვის ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მონაცემები. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗 1. საგუშაგოს ტაბელს ადგენს განყოფილების უფროსი და ამტკიცებს სამმართველოს უფროსი. 2. საგუშაგოს ტაბელში მიეთითება: ა) დასაცავი ობიექტი; ბ) ყარაულის შემადგენლობა, შეიარაღება, კავშირგაბმულობა და სატრანსპორტო საშუალებები; გ) საგუშაგოების დასახელება, ასევე შეიარაღება და კავშირგაბმულობა თითოეული საგუშაგოს მიხედვით; დ) გუშაგის დაცვას დაქვემდებარებული ობიექტები ყოველი საგუშაგოს მიხედვით; ე) გუშაგის განსაკუთრებული მოვალეობანი საგუშაგო სამსახურის კონკრეტული პირობების გათვალისწინებით; ვ) საგუშაგოზე არსებული ვითარების თაობაზე მოხსენების ვადები და წესი; ზ) საგუშაგოსთან არსებული მანძილი, რომელთანაც უცხო პირთა დაშვება აკრძალულია. მუხლი 11🔗 ყარაულის უფროსისთვის განკუთვნილ ინსტრუქციაში განისაზღვრება: ა) ყარაულის ამოცანები და დასაცავი ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე ყარაულის უფროსის განსაკუთრებული მოვალეობები; ბ) დასაცავი ობიექტის დასაცავად მიღებისას და დაცვის მოხსნისას ყარაულის უფროსის მოქმედების თანმიმდევრობა და წესები; გ) დაცვის ტექნიკური საშუალებების შემოწმების პერიოდულობა და წესი; დ) ღამით და არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერების ღონისძიებები; ე) მითითებები დასაცავ ობიექტზე თავდასხმის, დაცვის ტექნიკური საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის, მასობრივი არეულობის ან დადგენილი წესრიგის ჯგუფური დარღვევის, ძირითად ზღურბლზე საგნების გადასროლის, ხანძრის, სტიქიური უბედურების შემთხვევაში ყარაულის მოქმედებების შესახებ, აგრეთვე, იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვის უზრუნველყოფის თაობაზე; ვ) ყარაულის უფროსის დასვენების დრო, თუ ყარაულების ცვლა ხდება დღე-ღამეში ერთხელ. მუხლი 12🔗 ყარაულის უფროსის საგანგებო შემთხვევების დროს სამოქმედო ინსტრუქციაში მიეთითება: ა) ყარაულში განგაშის გამოცხადების საფუძვლები და წესი; ბ) ყარაულის უფროსის მოქმედება სხვადასხვა საგანგებო შემთხვევების წარმოქმნის დროს. მუხლი 13🔗 ყარაულის საბრძოლო გათვლაში მიეთითება: ა) სარეზერვო ჯგუფები საგუშაგოებისა და ცვლების მიხედვით; ბ) სარეზერვო ჯგუფების მოქმედება საგანგებო შემთხვევების წარმოშობის შემთხვევაში. მუხლი 14🔗 განყოფილების მოსამსახურეების განგაშით გამოძახების სქემაში მიეთითება: ა) განყოფილების მოსამსახურეების სია ყარაულების ცვლების მიხედვით, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები; ბ) განყოფილების მოსამსახურეების გამოძახების თანმიმდევრობა და გამოძახებაზე პასუხისმგებელი პირი. მუხლი 15🔗 1. დასაცავი ობიექტის დაცვის ხერხებია: ა) საგუშაგო კოშკურიდან თვალთვალი; ბ) გარე აკრძალულ ზოლში პატრულირება; გ) ცალკეული ობიექტების დაცვა გუშაგის გადაადგილების გარეშე. 2. დასაცავი ობიექტების დაცვის ორგანიზებისას ობიექტის ხასიათის, ადგილმდებარეობისა და რელიეფის მიხედვით გუშაგს მოენიშნება 400 მეტრამდე დასაცავი ზოლის მანძილი. 3. პატრულირების მიზანია დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დასაცავ ობიექტზე თავდასხმის აღკვეთა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისა და მათ მიერ სხვა დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილება, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება, კანონდამრღვევი პირის დაკავება, აკრძალული ნივთების დასაცავ ობიექტზე მოხვედრის დაუშვებლობა, მატერიალური ფასეულობის უსაფრთხოების დაცვა მისი მთლიანობის შენარჩუნების მიზნით. 4. პატრულირება ხორციელდება ქვეითად ან სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით.  პატრულირებებს შორის არსებული შუალედი არ უნდა იყოს ერთ საათზე მეტი. პატრულირების პერიოდულობა აისახება საგუშაგო უწყისში და განისაზღვრება განყოფილების უფროსის მიერ მუდმივად ცვალებადი გრაფიკით, იმგვარად, რომ წინასწარ შეუძლებელი იყოს მისი გაშიფვრა. 5. ქვეითად და ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება ხორციელდება არანაკლებ ორი გუშაგის შემადგენლობით. 6. თუ დასაცავი ობიექტის პერიმეტრის სიგრძე აღემატება 2 000 მეტრს, მის დასაცავად გამოიყოფა ორი ან მეტი ყარაული, რომლებიც განლაგდებიან ცალ-ცალკე საყარაულო შენობებში. 7. გარე აკრძალულ ზოლში პატრულირებისას გუშაგი უფლებამოსილია ფორმის ტანსაცმელზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამაგროს და გამოიყენოს სამხრე ვიდეოკამერა. 8. გუშაგის მიერ ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება ვიდეოკამერის შიდა მეხსიერების ბარათზე ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ტექნიკურ საშუალებაზე. სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება 30 დღის ვადით. სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევის აღსაკვეთად ყარაულისთვის დგინდება მოქმედების ზონა გარე აკრძალული ზოლიდან 5 კილომეტრამდე რადიუსით. 10. გაქცევა ჩაითვლება აცილებულად, თუ გაქცევის მცდელობის ჩამდენი პირი შეჩერებულ იქნა გარე დამცავ ზღუდემდე, ხოლო აღკვეთილად, თუ გაქცეული პირი შეჩერებულ იქნა გარე აკრძალულ ზოლში ან ყარაულის მოქმედების ზონაში. მუხლი 16🔗 1. დასაცავი ობიექტები დაცვის ხანგრძლივობის მიხედვით იყოფა შემდეგ სახეებად: ა) მუდმივი; ბ) დროებითი; გ) მოკლევადიანი. 2. მუდმივი დაცვის ობიექტს მიეკუთვნება დასაცავი ობიექტი, რომლის დაცვაც ხორციელდება 2 წელზე მეტი ვადით. 3. დროებითი დაცვის ობიექტს მიეკუთვნება დასაცავი ობიექტი, რომლის დაცვაც ხორციელდება 3 თვიდან 2 წლამდე ვადით. 4. მოკლევადიანი დაცვის ობიექტს მიეკუთვნება დასაცავი ობიექტი, რომლის დაცვაც ხორციელდება არა უმეტეს 3 თვის ვადით. მუხლი 17🔗 1. საგუშაგოს სახეობებია: ა) სადღეღამისო; ბ) ნახევრად სადღეღამისო (დღის, ღამის); გ) დროებითი. 2. დროებითი საგუშაგო უქმდება სამსახურეობრივი ამოცანების შესრულების შემდეგ. მუხლი 18🔗 1. ყარაულის შემადგენლობაში, რომელიც, როგორც წესი, გამოიყოფა განყოფილების შემადგენლობიდან, ინიშნებიან: ა) ყარაულის უფროსად – უფროსი ინსპექტორი; ბ) ყარაულის უფროსის თანაშემწედ – ინსპექტორი; გ) მოყარაულეები საგუშაგოებისა და ცვლების რაოდენობის მიხედვით – ინსპექტორი/უფროსი ინსპექტორი/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე. 2. განყოფილების უფროსის გადაწყვეტილებით, ყარაულის უფროსად შეიძლება დაინიშნოს განყოფილების ინსპექტორი. 3. ყარაულის შემადგენლობაში არ შეიძლება დაინიშნოს: ა) მოსამსახურე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას; ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება/სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) მოსამსახურე, რომელიც სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ჯეროვნად ვერ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. 4. ყარაულის შემადგენლობაში მყოფი პირები ვალდებულნი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარონ სპეციალური ფორმის ტანსაცმელი. მუხლი 19🔗 1. ყარაულების განაწილებისას მოწმდება ყარაულის შემადგენლობა და მათ უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომელიც, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. ყარაულების განაწილებას ახორციელებს განყოფილების უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი მოსამსახურე. 2. ყარაულების განაწილების მიზნით, ხდება საგუშაგოებისა და ცვლების მიხედვით ყარაულის მთელი შემადგენლობის მოწყობა. 3. განყოფილების უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსი მოსამსახურე განაწილებისას ამოწმებს ყარაულის ყველა მოსამსახურის დანიშნულების ადგილზე ყოფნას, მათ გარეგან იერს, შერჩევითი წესით მათ მიერ თავიანთი მოვალეობების ცოდნას, გააცნობს მათ მდგომარეობას დასაცავ ობიექტზე, აძლევს ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ და უზუსტებს ამოცანებს. 4. არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს ყარაულის განაწილება ხდება საყარაულო შენობაში. 5. განაწილების შემდეგ განყოფილების უფროსი აკონტროლებს ყარაულების დროულ შეცვლას. მუხლი 20🔗 1. ყარაულების შეცვლას უშუალოდ აკონტროლებს განყოფილების უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი მოსამსახურე. 2. შესაცვლელი ყარაულის უფროსს გამოჰყავს ყარაული საყარაულო შენობიდან, მოაწყობს ახალი ცვლის ყარაულის წინ 6-8 ნაბიჯში. ყარაულების უფროსები მოახსენებენ ერთმანეთს ცვლისათვის მზადყოფნის შესახებ და მოხსენების შემდეგ ახალი ცვლის ყარაულის უფროსს შეჰყავს თავისი ყარაულის შემადგენლობა საყარაულო შენობაში. 3. ახალი ცვლის ყარაულის შემადგენლობის საყარაულო შენობაში შესვლის შემდეგ იწყება ყარაულების ცვლა. ძველი ცვლის ყარაულის უფროსის თანაშემწე აბარებს, ხოლო ახალი ცვლის ყარაულის უფროსის თანაშემწე იბარებს საყარაულო შენობას და მასში არსებულ მოწყობილობებს, ინვენტარსა და ქონებას აღწერილობის მიხედვით. ახალი ცვლის ყარაულის უფროსი, აგრეთვე, ამოწმებს სისუფთავესა და წესრიგს საყარაულო შენობასა და საყარაულო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 4. ძველი ცვლის ყარაულის უფროსი მოახსენებს ახალი ცვლის ყარაულის უფროსს დასაცავ ობიექტზე იმ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ და აცნობებს ყველა შენიშვნასა და მითითებას, რომელიც მიიღო ყარაულმა მორიგეობის პერიოდში. ამის შემდეგ, ახალი ცვლის ყარაულის უფროსი გასცემს ბრძანებას „პირველი ცვლა, მოეწყვეთ!“.  ახალი ცვლის ყარაულის უფროსი აძლევს პირველ ცვლას მოკლე ინსტრუქტაჟს, უზუსტებს ამოცანებს, დაატოვებინებს საყარაულო შენობაში თან არსებულ ნივთებს, საჭიროების შემთხვევაში, უტარებს შესაბამის შემოწმებას ხელის მეტალმძებნით და ამოწმებს ფეხსაცმელსს მისი გახდის საშუალებით. 5. ახალი ყარულის პირველი ცვლის მოყარაულეები აიღებენ თავის იარაღს და მწყობრით გადაადგილდებიან იარაღის დამუხტვისა და განმუხტვის ადგილზე, აგრეთვე, მოეწყობიან ერთ მწკრივად საგუშაგოების ნომრების მიხედვით მარჯვნიდან მარცხნივ. ახალი ყარაულის უფროსი დაამუხტვინებს იარაღს და მიჰყავს ცვლა გუშაგების შესაცვლელად. მოძრაობის დროს, ძველი ცვლის ყარაულის უფროსი ცვლას მოჰყვება გვერდით მარცხენა მხარეს ან ახალი ცვლის ყარაულის უფროსის წინ. 6. ყველა გუშაგის შეცვლის შემდეგ, ძველი ცვლის ყარაულის უფროსი დგება ძველი ცვლის სათავეში და მიჰყავს საყარაულო შენობაში, ხოლო ახალი ცვლის ყარაულის უფროსი მოჰყვება ცვლას გვერდიდან მარცხნივ ან ძველი ცვლის ყარაულის უფროსის წინ. 7. გუშაგების შეცვლისას ახალი ცვლის ყარაულის უფროსი ძველი ცვლის ყარაულის უფროსთან ერთად აწარმოებს გარე პერიმეტრის მდგომარეობის, გარე აკრძალული ზოლის, საინჟინრო ზღუდეების, საკვალე ზოლებისა და სხვა ობიექტების ვიზუალურ შემოწმებას. 8. თუ ყარაულების შეცვლისას აღმოჩნდება დარღვევის ნიშნები ან გაუმართაობა, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ დასაცავი ობიექტის დაცვის საიმედოობაზე, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მოხსენდება განყოფილების  უფროსს. 9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევის ფაქტის დადგენისას ახალი ცვლის ყარაულის უფროსი, ძველი ცვლის ყარაულის უფროსთან ერთად, აცხადებს განგაშს, გაქცევის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენებს განყოფილების უფროსს, დაწესებულების ოპერატიულ მორიგეს და ახდენს გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის დევნის/ძებნის ორგანიზებას დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ერთად, აძლიერებს დასაცავი ობიექტის დაცვას და მოქმედებს განყოფილების უფროსის მითითებით. 10. საყარაულო შენობაში დაბრუნების შემდეგ, ყარაულის უფროსის თანაშემწე მოახსენებს ყარაულის უფროსს დასაცავი ობიექტის მიღება-ჩაბარების შესახებ. 11. მოხსენებების მიღების შემდეგ, ძველი ცვლის ყარაულის უფროსი ხელს აწერს ძველი ცვლის ყარაულის საგუშაგო უწყისს (დანართი №2), რის შემდეგაც ახალი ცვლის ყარაულის უფროსი აწერს ხელს ძველი ცვლის საგუშაგო უწყისს (დანართი №2) და ახალი ცვლის საგუშაგო უწყისში შეაქვს მასში შენიშვნები ცვლის დროს გამოვლენილი ხარვეზებისა და დარღვევების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 12. ყარაულების შეცვლის შემდეგ, ორივე ყარაულის უფროსი მოახსენებს განყოფილების უფროსს ცვლის გადაბარების შესახებ და მისი თანხმობის შემდეგ ძველი ცვლის ყარაულის შემადგენლობა ტოვებს საყარაულო შენობას. მუხლი 21🔗 1. სადღეღამისო ყარაულში გუშაგები იცვლება, როგორც წესი, ყოველ 2 საათში. არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს გუშაგების შეცვლა შეიძლება განხორციელდეს ყოველ 1 საათში. 2. სათვალთვალო კოშკურაზე გუშაგების შეცვლისას ყარაულის უფროსი, მიიყვანს ცვლას საგუშაგოს საზღვართან, შეაჩერებს მას და ერთ-ერთ მოყარაულეს აძლევს ამოცანას საგუშაგოს დროებით დაცვის ქვეშ აყვანის შესახებ, ხოლო საგუშაგოზე გამსვლელ მოყარაულესთან ერთად ათვალიერებს საგუშაგოს მონაკვეთს. დათვალიერების დამთავრების შემდეგ, ყარაულის უფროსი და საგუშაგოზე გამსვლელი მოყარაულე ადიან საგუშაგო კოშკურაზე. 3. ყარაულის უფროსის ბრძანებაზე „გუშაგო, ჩააბარე საგუშაგო!“, გუშაგი აბარებს ცვლას სიტყვიერად, რა დროსაც გუშაგი ასახელებს საგუშაგოს ნომერს, საგუშაგოების ტაბელით განსაზღვრულ დასაცავ ობიექტებს, ამასთან მიუთითებს, რა იქნა შემჩნეული საგუშაგოზე მისი მორიგეობისას. 4. საგუშაგოს სიტყვიერი ჩაბარების შემდეგ საგუშაგოზე გამსვლელი მოყარაულე კოშკურიდან ათვალიერებს დასაცავი ობიექტის საკვალე ზოლებს, ამოწმებს კოშკურის მდგომარეობას და კავშირგაბმულობის საშუალებების გამართულობას. დათვალიერების დამთავრების შემდეგ გუშაგი და საგუშაგოზე გამსვლელი მოყარაულე დგებიან სახით დაცული ობიექტისაკენ, გუშაგს გადააქვს იარაღი „ქამარზე“ და რიგითობის დაცვით (ჯერ გუშაგი) აკეთებენ მოხსენებას საგუშაგოს ჩაბარების, ხოლო მოყარაულე – საგუშაგოს მიღების შესახებ. ყარაულის უფროსი მოხსენებების მიღების შემდეგ აძლევს ახალ გუშაგს მითითებებს და შეცვლილ მოყარაულეს უბრძანებს – „მოყარაულე, საგუშაგოდან ნაბიჯით იარ!“. 5. შეცვლილი მოყარაულე დგება ცვლის უკან, ამის შემდეგ ყარაულის უფროსი უბრძანებს - „ცვლა, ნაბიჯით იარ!“ და მიჰყავს ცვლა შემდეგი საგუშაგოსაკენ, სადაც ხდება საგუშაგოს მიღება-ჩაბარება ამ მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 22🔗 1. ყარაულში იარაღის შემოწმება ხდება უშუალოდ საგუშაგოზე გასვლის წინ და საგუშაგოდან დაბრუნების შემდეგ. იარაღის შემოწმება, როგორც წესი, ხორციელდება ამისათვის სპეციალურად მოწყობილ და განათებულ ადგილზე, რომელსაც გააჩნია ტყვიის დამჭერი. იარაღის ლულა შემოწმებისას მიმართული უნდა იყოს 45-60 გრადუსით ზევით და არ უნდა უსწორდებოდეს ახლომდებარე შენობა-ნაგებობებს და დაცულ ობიექტებს. 2. უშუალოდ საგუშაგოებზე ცვლის გაყვანის წინ იარაღის დამუხტვისას: ა) ცვლა ერთ მწკრივად ეწყობა ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილზე; ბ) ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე დგება მარჯვენა მხრიდან ისე, რომ ხედავდეს იარაღის საკეტის ჩარჩოს და გასცემს ბრძანებას: „ცვლა მარჯვნიდან (მარცხნიდან), რიგ-რიგობით დამუხტე!“; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაზე მოყარაულე: გ.ა) დგამს ნაბიჯს წინ, დებს იარაღს სადგამში, ხსნის მცველს, გადმოწევს საკეტის ჩარჩოს უკან და ამოწმებს მას; გ.ბ) შემოწმების შემდეგ, მოყარაულე უშვებს ხელს საკეტის ჩარჩოს, დაუშვებს სასხლეტ კაუჭს და იარაღს აყენებს მცველზე; გ.გ) იღებს ჩანთიდან სავაზნე კოლოფს, საკონტროლო ხვრელით ამოწმებს ვაზნების რაოდენობას, მოარგებს იარაღს და მოახსენებს ყარაულის უფროსს – „იარაღი დამუხტულია, დაყენებულია მცველზე“; გ.დ) მოხსენების შემდეგ დამოუკიდებლად იღებს იარაღს მდგომარეობაში „ქამარზე“ და დგება მწყობრში; დ) მოყარაულეები რიგ-რიგობით, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ანალოგიურად ახდენენ იარაღის დამუხტვას. 3. უშუალოდ საგუშაგოებიდან ცვლის დაბრუნებისთანავე იარაღის გაცლისას (განმუხტვისას): ა) ცვლა ერთ მწკრივად ეწყობა ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილზე; ბ) ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე დგება მარჯვენა მხრიდან ისე, რომ ხედავდეს იარაღის საკეტის ჩარჩოს და გასცემს ბრძანებას - „ცვლა მარჯვნიდან (მარცხნიდან) რიგ-რიგობით განმუხტე!“; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაზე მოყარაულე: გ.ა) დგამს ნაბიჯს წინ, დებს იარაღს სადგამში, ხსნის სავაზნე კოლოფს, საკონტროლო ხვრელით ამოწმებს ვაზნების რაოდენობას და დებს ჩანთაში; გ.ბ)  მოახსენებს ყარაულის უფროსს – „იარაღი განმუხტულია“; გ.გ) ხსნის იარაღის მცველს, გადმოწევს საკეტის ჩარჩოს უკან და ამოწმებს მას; უშვებს ხელს საკეტის ჩარჩოს, დაუშვებს სასხლეტ კაუჭს და აყენებს მცველზე; გ.დ) დამოუკიდებლად იღებს იარაღს მდგომარეობაში „ქამარზე“ და დგება მწყობრში; დ)  მოყარაულეები რიგ-რიგობით, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ანალოგიურად ახდენენ იარაღის განმუხტვას. მუხლი 23🔗 1. საყარაულო შენობის წინ მოწყობილი მოედანი შემოღობილია ყრუ კედლით და მოედანზე განლაგებულია: ა) ყარაულების მოწყობის ადგილი; ბ) იარაღის დამუხტვისა და განმუხტვის ადგილი; გ) თამბაქოს მოსაწევი და ფეხსაცმლის გასაწმენდი ადგილები; დ) ხანძარსაწინააღმდეგო სტენდი; ე) სპორტული კუთხე. 2. მოედანსა და საყარაულო შენობაში შესასვლელი კარები აღჭურვილია სათვალთვალო ღიობით, თვითდაკეტვის მოწყობილობებით და გამოსაძახებელი ღილაკებით. კარები ყოველთვის უნდა იყოს დაკეტილი. საყარაულო შენობის ფანჯრები აღჭურვილია ლითონის გისოსებით. 3. საყარაულო შენობიდან და მიმდებარე მოედნიდან არავის აქვს უფლება გავიდეს გარეთ ყარაულის უფროსის ნებართვის გარეშე. ტერიტორიის საზღვრები, რომლის ფარგლებს გარეთ გასვლა ითვლება საყარაულო შენობიდან გასვლად, აღინიშნება დასაცავი ობიექტის დაცვისა და თავდაცვის სქემაზე. 4. საყარაულო შენობაში მუდმივად დაცული უნდა იქნას სიჩუმე და წესრიგი. აკრძალულია სიმღერა, ცეკვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. დასაშვებია რადიოტრანსლაციის მოსმენა, ტელევიზორის ყურება, წერა, კითხვა, შაშისა და ჭადრაკის თამაში. თამბაქოს მოწევა და ფეხსაცმლის წმენდა დასაშვებია საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 5. ავტომატები იარაღის შესანახ ოთახებში (შემდგომ – პირამიდები) ინახება განმუხტულ მდგომარეობაში და მცველზე დაყენებული. პირამიდები არ იკეტება საკეტით. მათი ბლოკირება ხდება შუქხმოვანი სიგნალიზაციით. სავაზნე კოლოფების ჩანთები ქამრებიდან არ მოიხსნება. 6. ყარაულის უფროსი და ყარაულის უფროსის თანაშემწე სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია ატაროს პისტოლეტი. 7. იარაღი პირამიდებიდან იღება მხოლოდ ყარაულის უფროსის ნებართვით. იარაღი იწმინდება მათი ხელმძღვანელობით და დაკვირვების ქვეშ. აკრძალულია იარაღის სრული დაშლა. 8. ყარაულის შემადგენლობას საყარაულო შენობაში შეუძლია იმყოფებოდეს ქუდებისა და ქურთუკების გარეშე. გახდილი ქურთუკები და ქუდები უნდა ეკიდოს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საკიდზე. 9. ყარაულის შემადგენლობას, ყარაულის უფროსის გარდა, ეკრძალება საუბარი იმ პირებთან, რომლებიც მოსულნი არიან საყარაულო შენობაში. ყარაულის შემადგენლობა პასუხობსმხოლოდ შემოწმებაზე მოსული პირების შეკითხვებს. 10. სადღეღამისო ყარაულში შესაძლებელია გრაფიკით დადგენილ დროს წოლითი დასვენება აღჭურვილობის მოხსნისა და ფეხსაცმლის გახდის გარეშე: ა) ყარაულის უფროსისათვის – არაუმეტეს 4 საათისა; ბ) მოყარაულეებისათვის – არაუმეტეს 6 საათისა (სამი ცვლის არსებობისას - საგუშაგოზე გასვლის წინ, მას შემდეგ, რაც მორიგი ცვლა დაბრუნდება საყარაულო შენობაში, ხოლო ორი ცვლის არსებობისას - ცვლის საყარაულო შენობაში დაბრუნებიდან საგუშაგოზე გასვლამდე). 11. ყარაულის შემადგენლობა ვალდებულია დაიცვას სისუფთავე და წესრიგი საყარაულო შენობაში.  პასუხისმგებლობა სისუფთავისა და წესრიგის დაცვაზე, აგრეთვე ინვენტარისა და ქონების სწორ გამოყენებაზე, ეკისრება ყარაულის უფროსის თანაშემწეს. 12. დაბინდებიდან გათენებამდე, საყარაულო შენობაში, მის დერეფნებსა და საპირფარეშოში უნდა იყოს სრული განათება, ხოლო დამსვენებელი ცვლის ოთახში – დაბალი განათება. მუხლი 24🔗 1. დაწესებულების დაცვის სადღეღამისო ყარაული, მოწმდება დღეღამეში არანაკლებ ოთხჯერ, მათ შორის, ორჯერ – აუცილებლად ღამით. 2. ყარაულს ამოწმებენ: ა) პირი, რომელსაც ყარაულები უშუალოდ ექვემდებარება ან მისი ზემდგომი თანამდებობის პირები; ბ) ინსპექტირების ჩასატარებლად მოსული პირები. 3. ყარაულის შემოწმების დროს მოწმდება: ა) ყარაულის შემადგენლობის ადგილზე ყოფნა, მისი აღჭურვილობა და გარეგანი იერი, უფლება-მოვალეობების ცოდნა, განაწილება საგუშაგოების მიხედვით, მზადყოფნა საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის, კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენების წესების ცოდნა, იარაღის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა; ბ) სამსახურის შესრულების შესაბამისობა ამ ინსტრუქციის მოთხოვნებსა და დასაცავი ობიექტის დაცვისა და თავდაცვის გეგმასთან; გ) იარაღისა და საბრძოლო მასალების არსებობა, მათი მდგომარეობა, შენახვისა და მოვლა-პატრონობის სისწორე; დ) გუშაგების მიერ სამსახურის შესრულების ხარისხი; ე) სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 4. ყარაულის შემოწმების შედეგები ფიქსირდება განყოფილების შემოწმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3). 5. შემმოწმებელი პირი გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ აცნობებს განყოფილების უფროსს, მოითხოვს მისგან ამ ნაკლოვანებების დაუყოვნებლივ აღმოფხვრას, ხოლო შემოწმების შედეგების შესახებ  მოახსენებს ზემდგომ თანამდებობის პირს. 6. გუშაგების შემოწმებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ მიეთითება ყარაულის უფროსს. 7. აკრძალულია გუშაგის შემოწმება საგუშაგოსთან ფარული მიახლოებით, იარაღის წართმევის მცდელობით ან სხვა ისეთი ხერხებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან სამსახურის წესის დარღვევა. 8. გუშაგის შესამოწმებლად, აგრეთვე გამოძახების შემთხვევაში, ყარაულის უფროსი საგუშაგოზე გაემართება დამუხტული იარაღით შეიარაღებული მოყარაულის თანხლებით. მუხლი 25🔗 1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დაცვისას გუშაგები საგუშაგოებზე განლაგებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. 2. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღი ინახება საამისოდ მოწყობილ სპეციალურ სათავსოში და გამოიყენება დაწესებულებაზე თავდასხმის მოსაგერიებლად. მუხლი 26🔗 1. დაწესებულების სასაშვო-გამშვებ პუნქტზე დადგენილი სასაშვო რეჟიმი ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად. 2. დაწესებულების სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მყოფი გუშაგები სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. 3. სასაშვო-გამშვებ პუნქტზე დაიშვებიან: ა) სამსახურის მოსამსახურეები – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის სამსახურებრივი მოწმობით; ბ) გამომძიებელი და პროკურორი – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით; გ) ადვოკატი – სამსახურებრივი მოწმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ორდერით და შესაბამისი საშვით; დ) პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ პაემანზე მისული პირები, დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის თანხლებით – დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვითა და ნებართვის საფუძველზე დირექტორის მიერ გაცემული საშვით; ე) პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები - სამსახურებრივი მოწმობითა და პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტით;   ვ) სხვა პირები, რომლებიც მათი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტით; 4. სასაშვო-გამშვებ პუნქტზე პირთა გასვლა ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) გუშაგი ამოწმებს პირადობის დამადასტურებელ ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტს და დარწმუნდება მის სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ. თუ შემოწმებისას გუშაგს პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტის სისწორეში ან/და წარმდგენი პირის მიერ საბუთის კუთვნილებაში ეჭვი შეეპარება, დოკუმენტის დაბრუნების გარეშე მოახსენებს ყარაულის უფროსს ან ყარაულის უფროსის თანაშემწეს და მოქმედებს მისი მითითებით; ბ) გუშაგი პირს სთავზობს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დატოვოს ნივთები, რომელთა შეტანაც დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე აკრძალულია; გ) გუშაგი გამოკითხავს პირს, აქვს თუ არა მას იარაღი. იარაღის არსებობის შემთხვევაში, გუშაგი მოახსენებს ყარაულის უფროსს ან ყარაულის უფროსის თანაშემწეს, მისი ბრძანებით იარაღს შეინახავს დაცულ ადგილას და სანაცვლოდ პირს აძლევს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება დასაცავ ობიექტზე შემსვლელ პირთა მიერ დატოვებული იარაღის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი  №4), რომელსაც ხელს აწერს ყარაულის უფროსი; დ) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე გასვლისას პირი ექვემდებარება არასრულ შემოწმებას ხელის ან თაღური მეტალმძებნით; ე) პირადი სრული შემოწმება ტარდება: ე.ა) პირადი არასრული შემოწმების შედეგად ეჭვის აღმოჩენის შემთხვევაში, რომ პირს განზრახული აქვს დასაცავ ობიექტზე შეიტანოს აკრძალული ნივთები ან დასაცავი ობიექტიდან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები (ნივთები, ნივთიერებები); ე.ბ) ოპერატიული ინფორმაციის ან სხვა ისეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ობიექტურ პირს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, აღუძრავდა ეჭვს, რომ პირს, რომელიც სასაშვო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს დასაცავ ობიექტზე შეიტანოს აკრძალული ნივთები ან დასაცავი ობიექტიდან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები (ნივთები, ნივთიერებები); ე.გ) ხანგრძლივი პაემნით სარგებლობამდე და სარგებლობის შემდეგ; ვ) თუ პირი უარს აცხადებს არასრულ ან/და სრულ შემოწმებაზე, გუშაგი ვალდებულია, შემსვლელ პირს განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში იგი არ დაიშვება სასაშვო-გამშვებ პუნქტზე; ზ) შემოწმების შედეგად გადამალული აკრძალული ნივთების აღმოჩენისას, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს აცხადებს სრულ შემოწმებაზე, დაუყოვნებლივ ეცნობება ყარაულის უფროსს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას; თ) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ყარაულის უფროსის თანაშემწე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საყარაულო უწყისში, სადაც მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული; ი) შემოწმების შემდეგ გუშაგი აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს; კ) გუშაგი არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დასაცავი ობიექტიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი; ლ) კარიბჭეთაშორის სივრცეში გუშაგი ამოწმებს პირადობის დამადასტურებელ/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტსა და საშვს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ; პირის იდენტიფიცირების შემდეგ, იტოვებს პირადობის დამადასტურებელ/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტს და უბრუნებს საშვს. თუ შემოწმებისას მოყარაულეს საშვის სისწორეში ეჭვი შეეპარება, დოკუმენტის დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და მოქმედებს მისი მითითებით; მ) გუშაგი დაწესებულებაში შემსვლელ პირებს აღრიცხავს დაწესებულებაში შემსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №5), ხანგრძლივ პაემანზე შემსვლელ პირებს - ხანგრძლივ პაემანზე შემსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №6), ხანმოკლე პაემანზე შემსვლელ პირებს - ხანმოკლე პაემანზე შემსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №7), ხოლო სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირებს - დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №8). შესაბამისი აღრიცხვის შემდგომ, გუშაგი აღებს მეორე კარს და პირს შეუშვებს დაწესებულებაში; ნ) დასაცავ ობიექტზე შესული პირის გამოსვლისას ართმევს საშვს და უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტს, ასევე იარაღს მისი გუშაგთან დატოვების შემთხვევაში. პირს, რომელმაც დასაცავი ობიექტიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე; ო) დასაცავი ობიექტიდან გამოსული პირი ექვემდებარება შემოწმებას, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; პ) დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, აგრეთვე იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაწესებულების დროებით დატოვების უფლება გააჩნიათ, გუშაგი გაატარებს ყარაულის უფროსის ნებართვით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, - ყარაულის უფროსის თანაშემწის ნებართვით. თავი III დასაცავ ობიექტთა დაცვაზე პასუხისმგებელ პირთა უფლება-მოვალეობები მუხლი 27🔗 1. დასაცავი ობიექტების დაცვის ორგანიზებას აკონტროლებს მთავარი სამმართველოს უფროსი. 2. დასაცავ ობიექტთა დაცვის ორგანიზებას უშუალოდ ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც ვალდებულია, პერიოდულად, საერთო ვითარების შესახებ მოახსენოს მთავარი სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს. 3. სამმართველოს უფროსი ან/და მისი მოადგილე: ა) ამოწმებს განყოფილების მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესრულებას; ბ) უშუალოდ მონაწილეობს სამმართველოს მოსამსახურეთა სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებაში; გ) კოორდინაციას უწევს სამმართველოს მოსამსახურეთა საქმიანობას. მუხლი 28🔗 1. განყოფილების უფროსი უშუალოდ ექვემდებარება სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს. 2. განყოფილების უფროსი ვალდებულია: ა) იცოდეს განყოფილების მოსამსახურეების რაოდენობა, მათი პიროვნული თვისებები და საქმიანი უნარ-ჩვევები; ბ) სამმართველოს უფროსს დროულად წარუდგინოს წინადადებები მოსამსახურეებითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით განყოფილების დაკომპლექტების თაობაზე; გ) მოამზადოს განყოფილების ძალები და საშუალებები ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის; დ) ყოველდღიურად ჩაატაროს ინსტრუქტაჟი პირად შემადგენლობასთან, დაუსახოს ამოცანები და გააცნოს იმ დროისათვის არსებული სიახლეები, გასცეს საგუშაგო უწყისი და საგუშაგო უწყისის გაცემის ფაქტი დააფიქსიროს საგუშაგო უწყისების გაცემის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №9); ე) ყოველდღიურად შეაჯამოს საგუშაგო შესრულების შედეგები, განიხილოს საგუშაგო უწყისი და მიიღოს აუცილებელი ზომები გამოვლენილი ნაკლოვანებების დროული აღმოფხვრისათვის; ვ) ყოველდღიურად დაათვალიეროს დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი და სასწრაფოდ მიიღოს ზომები გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ზ) უზრუნველყოს განყოფილებაზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალების, სპეციალური საშუალებების შენახვის წესების დაცვა და სწორი ექსპლუატაცია. არანაკლებ კვირაში ერთხელ შეამოწმოს მათი მდგომარეობა, შენახვის პირობები და შემოწმების შესახებ შეადგინოს შესაბამისი ოქმი; თ) ყოველდღიურად გასცეს წერილობითი დავალება ობიექტის დასაცავად განწესებული ყარაულის შემადგენლობის დანიშვნის შესახებ და შეავსოს ხელმძღვანელის დავალებების ჟურნალი (დანართი №10); ი) უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით მიღებული შეტყობინების აღრიცხვა შემოსული ტელეფონოგრამების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №11); კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 29🔗 1. ყარაულის უფროსი ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება განყოფილების უფროსს.   2. ყარაულის უფროსი პასუხისმგებელია: ა) დასაცავი ობიექტების დაცვასა და დასაცავ ობიექტზე დადგენილი სასაშვო რეჟიმის განხორციელებაზე; ბ) დასახული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე; გ) ყარაულში განწესებული მოსამსახურეების საბრძოლო მზადყოფნაზე საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის; დ) ყარაულში განწესებული მოსამსახურეების საქმიანობის კონტროლსა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე; ე) პირამიდის საიმედო დაცვაზე; ვ) საყარაულო შენობაში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლზე; ზ) დასაცავ ობიექტზე არსებულ მატერიალურ ფასეულობათა შენახვასა და სწორ ექსპლუატაციაზე. 3. ყარაულის უფროსი ვალდებულია: ა) იცოდეს ყარაულის ამოცანები, მათი შესრულების თანმიმდევრობა და ყარაულში შემავალი ყველა პირის უფლება-მოვალეობები; ბ) მოითხოვოს ყარაულში განწესებული ყველა მოსამსახურისაგან თავიანთი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ცოდნა, მათი ზედმიწევნით შესრულება, სიფხიზლე და დისციპლინა; გ) საგუშაგოებზე გამსვლელი ცვლის შემადგენლობას საყარაულო შენობაში დაატოვებინოს ნივთები (საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტაროს ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შემოწმება), რომელთა ქონაც საგუშაგოზე აკრძალულია; დ) ყარაულების შეცვლის დროს წინა ყარაულის უფროსისაგან პირადად ჩაიბაროს დაცვის გეგმა და სხვა დოკუმენტები, შეიარაღება, იარაღის შესანახი ოთახი და მისი გასაღები, კავშირგაბმულობის, დაცვის ტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, ასევე, აწარმოოს მორიგეობის მიღება-ჩაბარების აღრიცხვისა (დანართი №12) და შეიარაღების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №13); ე) წინა ყარაულის უფროსთან ერთად პირადად შეამოწმოს დასაცავი ობიექტის გარე აკრძალული ზოლის მდგომარეობა და განათების გამართულობა; ვ) საგუშაგო უწყისში აღრიცხოს ყველა გამოვლენილი ხარვეზი; ზ) დროულად გააგზავნოს ცვლები საგუშაგოებზე, დაუზუსტოს ამოცანები, მიუთითოს, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, შეახსენოს იარაღის გამოყენებისა და ყარაულთან დაკავშირების წესები; თ) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მკაცრად აკონტროლოს დადგენილი სასაშვო რეჟიმის შესრულება; ი) საგუშაგოებიდან ყოველი ცვლის დაბრუნების შემდეგ ჩაატაროს ყარაულის საბრძოლო გათვლა; კ) დაიცვას წესრიგი და დისციპლინა საყარაულო შენობაში; ლ) აკონტროლოს გუშაგების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება, პირადად შეამოწმოს ისინი დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ ოთხჯერ, მათ შორის, ორჯერ - ღამით, შემოწმების შედეგების შესახებ გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საგუშაგო უწყისში და სასწრაფოდ მიიღოს ზომები გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; მ)  უზრუნველყოს დადგენილ ვადებში გუშაგებისგან საგუშაგოზე არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებების მიღება და მიღებული მოხსენებების სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით საგუშაგოების შემოწმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №14) აღრიცხვა; მოხსენების დაგვიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივიდეს ან გააგზავნოს ყარაულის უფროსის თანაშემწე საგუშაგოზე სიტუაციის გასარკვევად; ნ) არ დაუშვას საყარაულო შენობაში არავინ, გარდა იმ პირებისა, ვისაც ამის უფლება აქვს; ო) გამოკითხოს საეჭვო პირი, საჭიროების შემთხვევაში, დაათვალიეროს იგი და ამის შესახებ მოახსენოს განყოფილების უფროსს; პ) განყოფილების უფროსის მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ აწარმოოს პირადი შემადგენლობის ინსტრუქტაჟის ჟურნალი (დანართი №15); ჟ) უზრუნველყოს პირად შემადგენლობაზე იარაღის გაცემა და ჩაბარება და აწარმოოს პირად შემადგენლობაზე იარაღის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №16); რ) დასაცავ ობიექტზე წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის დროს იმოქმედოს შესაბამისი ინსტრუქციისა და ყარაულის საბრძოლო გათვლის მიხედვით; ს)  შემთხვევის ადგილზე გაერკვეს გუშაგის მიერ იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ და  დაუყოვნებლივ მოახსენოს განყოფილების უფროსს; გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საგუშაგო უწყისში თუ როდის, სად, ვის მიერ და რა მიზნით იქნა გამოყენებული იარაღი, რა სახის და რამდენი საბრძოლო მასალა იქნა გახარჯული; ტ) თვალყური ადევნოს ყარაულის პირადი შემადგენლობის მიერ იარაღთან მოპყრობის წესებისა და უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვას; უ) ყარაულში მყოფი მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რის თაობაზეც აცნობოს განყოფილების უფროსს. აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე გააგზავნოს სამკურნალო დაწესებულებაში და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საგუშაგო უწყისში; ფ) ყარაულის მიერ ამოცანის შესრულების (ყარაულების ცვლის) შემდეგ შეაჯამოს შედეგები და შეაფასოს თითოეული მოსამსახურის საქმიანობა; ქ) საყარაულო სამსახურის დროს გამოვლენილი ყველა დარღვევისა და ნაკლოვანების შესახებ მოახსენოს განყოფილების უფროსს; ღ) შემთხვევებისა და ტრავმატიზების აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხოს საგუშაგოზე მომხდარი ყველა შემთხვევა და ტრავმატიზების ფაქტი (დანართი №17); 4. დასაცავ ობიექტზე, გუშაგზე ან საყარაულო შენობაზე აშკარა თავდასხმის შემთხვევაში ყარაულის უფროსს უფლება აქვს თავად ან/და ყარაულის შემადგენლობასთან ერთად გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ყარაულის უფროსს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები ან/და ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის არეულობის აღსაკვეთად ან გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ. ამ შემთხვევაში მან შეძახილით უნდა გააფრთხილოს ის პირი, რომლის წინააღმდეგაც აპირებს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალების ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. 6. ყარაულის უფროსი ვალდებულია გამოიძახოს ყარაული განგაშით: ა) დასაცავ ობიექტზე, გუშაგზე, საყარაულო შენობაზე თავდასხმისას ან დაცვის ტექნიკური საშუალებებით სათანადო სიგნალის მიღების დროს; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ არეულობის მოწყობის, წესრიგის ჯგუფურად დარღვევისას ან/და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევის მცდელობის თავიდან ასაცილებლად; გ) დასაცავ ობიექტზე ან საყარაულო შენობაში ხანძრის გაჩენის, სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო შემთხვევების დროს. 7. ყარაულის განგაშით გამოსაძახებლად ყარაულის უფროსი გასცემს ბრძანებას - „განგაში!“. ამ ბრძანების მიღებისას ყარაულის მთელი შემადგენლობა მოქმედებს ყარაულის საბრძოლო გათვლის შესაბამისად. 8. ყარაულის უფროსი საყარაულო შენობაში დაუშვებს მხოლოდ იმ პირს, ვისაც ამის უფლება აქვს და მის თანმხლებ პირს, ხოლო სხვა პირს - მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგენს მისი მოსვლის მიზანს, ვინაობას, შეამოწმებს შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და უფლებამოსილებას. 9. ყარაულის უფროსს ეკრძალება: ა) საყარაულო შენობიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დაკავშირებულია მისი მოვალეობის შესრულებასთან (საყარაულო შენობიდან გასვლისას იგი ტოვებს თავის თანაშემწეს); ბ) გამოიყენოს კავშირგაბმულობის საშუალებები პირადი საუბრებისათვის ან დართოს ამის ნება ყარაულის შემადგენლობაში მყოფ სხვა პირებს; გ) შეცვალოს საგუშაგო უწყისით გათვალისწინებული ყარაულის შემადგენლობის განლაგება ან მათი სამსახურის გრაფიკი განყოფილების უფროსის თანხმობის გარეშე; დ) სხვა პირს გადასცეს პირამიდის გასაღები. 10. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ყარაულის უფროსი მოახსენებს განყოფილების უფროსს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად. 11. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ყარაულის უფროსი შეიარაღდება მისთვის განკუთვნილი სამსახურებრივი საშტატო იარაღით. მუხლი 30🔗 1. გუშაგი ექვამდებარება ყარაულის უფროსსა და ყარაულის უფროსის თანაშემწეს. 2. გუშაგი ვალდებულია: ა) ფხიზლად და მტკიცედ დაიცვას თავისი საგუშაგო; ბ) არ გაუშვას ხელიდან და არავის გადასცეს იარაღი, მათ შორის, არც უშუალო უფროსებს; გ) გადაადგილებისას ყურადღებით დაათვალიეროს საგუშაგოს მისადგომები და გარე აკრძალული ზოლის შემოღობვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) არ მიატოვოს საგუშაგო, სანამ არ იქნება შეცვლილი ან მოხსნილი საგუშაგოდან. საგუშაგოს თვითნებური მიტოვება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით; ე) მკაცრად დაიცვას იარაღთან და საბრძოლო მასალებთან მოპყრობისას უსაფრთხოების წესები; ვ) არ დაუშვას საგუშაგოსთან საგუშაგო ტაბელში მითითებულ საზღვრებს შიგნით არავინ, გარდა იმ პირებისა, ვისაც ის ექვემდებარება და იმ პირებისა, ვისაც ისინი აცილებენ; ზ) საგუშაგოზე არსებული მდგომარეობის შესახებ, დადგენილ დროში, მოახსენოს ყარაულის  უფროსს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; თ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, იარაღი იქონიოს დამუხტული და  მოქმედებისათვის მზადყოფნაში; ი) იცოდეს საგუშაგოზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების წესები; კ) გამოიძახოს ყარაულის უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურე დასაცავ ობიექტზე, საგუშაგოზე, ღობეზე რაიმე გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში და დასაცავი ობიექტის მახლობლად ან მეზობელ საგუშაგოზე წესრიგის დარღვევის შემჩნევის ყველა შემთხვევაში. 3. მოყარაულის გადასვლა გუშაგის მდგომარეობაზე, ხოლო გუშაგისა - მოყარაულისაზე, ხდება ყარაულის უფროსისადმი ან ყარაულის უფროსის თანაშემწისადმი საგუშაგოს მიღება-ჩაბარების შესახებ მოხსენების მომენტიდან. აკრძალულია გუშაგების თვითნებური შეცვლა. 4. ღამის საათებში გუშაგს იარაღი უნდა ჰქონდეს ფეხზე მდგარი სროლისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში, ხოლო დღის  საათებში – იმავე მდგომარეობაში ან „ქამარზე“. 5. ხანძრის ჩაქრობის ან სტიქიური უბედურების დროს გუშაგს უფლება აქვს იარაღი იქონიოს  მდგომარეობაში „ზურგზე“. 6. საგუშაგოზე ყოფნის დროს გუშაგს ეკრძალება ძილი, ჯდომა, რაიმეზე მიყრდნობა, წერა, კითხვა, სიმღერა, ლაპარაკი, ჭამა, სმა, მოწევა, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ვინმესგან რაიმე საგნის მიღება ან ვინმესთვის რაიმეს გადაცემა, აუცილებლობის გარეშე ვაზნის სავაზნეში შეტანა. გუშაგი მხოლოდ ყარაულის უფროსის, ყარაულის უფროსის თანაშემწის და მათთან  ერთად შემოწმებაზე მოსული პირების შეკითხვებს პასუხობს. 7. გუშაგი ვალდებულია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს იარაღი მასზე ან მის მიერ დასაცავ ობიექტზე აშკარა შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. 8. კარგი ხილვადობის პირობებში ყველა პირს, რომელიც უახლოვდება დასაცავ ობიექტს ან საგუშაგოს საზღვარს, გარდა ყარაულის უფროსის, ყარაულის უფროსის თანაშემწის და მათთან  ერთად მოსული პირებისა, გუშაგი აჩერებს შეძახილით – „სდექ, უკან!“ ან „სდექ, მოუარე მარჯვნივ (მარცხნივ)!“, ხოლო თუ ყარაულის უფროსი ან/და ყარაულის უფროსის თანაშემწე თანმხლებ პირებთან ერთად მოდის/მოდიან – „სდექ, ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე ჩემთან, დანარჩენები ადგილზე!“ და შემდეგ მოქმედებს ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწის მითითებით. 9. თუ დასაცავ ობიექტთან ან საგუშაგოს საზღვართან მიახლოებული პირი არ შეასრულებს გუშაგის მოთხოვნას ან ყარაულის უფროსთან, ყარაულის უფროსის თანაშემწესთან და მათთან ერთად მოსული პირები არ ასრულებენ გუშაგის მოთხოვნას დარჩნენ ადგილზე, გუშაგი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს შეძახილით – „სდექ, ვისვრი!“ და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია. გუშაგი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ გაფრთხილებისთანავე, დაუყოვნებლივ, შეატყობინოს ყარაულის უფროსს, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. 10. თუ დამრღვევი ისევ არ შეასრულებს გუშაგის მოთხოვნას, გუშაგს შეაქვს ვაზნა სავაზნეში და გამაფრთხილებლად ისვრის ჰაერში. თუ დამრღვევი ამ მოთხოვნასაც არ შეასრულებს, შეეცდება გარე დამცავი ღობის გადალახვას და სხვა უფრო მსუბუქი საშუალებით დამრღვევი პირის შეჩერება შეუძლებელია, გუშაგი უფლებამოსილია დამრღვევის მიმართ გამოიყენოს იარაღი. გამოყენებულ უნდა იქნეს მინიმალური ძალა, რამდენიც აუცილებელია დაწესებულების ტერიტორიაზე უკანონოდ შემღწევი პირის შესაჩერებლად. გამოყენებული ძალა უნდა იყოს კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული. 11. ცუდი ხილვადობის პირობებში, როდესაც შეუძლებელია საგუშაგოს ტაბელში მითითებულ მანძილზე ან აკრძალულ ზონასთან მოახლოებული პირების გარჩევა, გუშაგი აჩერებს შეძახილით – „სდექ, ვინ მოდის?“ თუ მოახლოებული პირი არ პასუხობს შეძახილზე, გუშაგი აფრთხილებს შეძახილით –„სდექ, ვისვრი!“ და აძლევს გონივრულ ვადას მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია. გუშაგი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ გაფრთხილებისთანავე, დაუყოვნებლივ, შეატყობინოს ყარაულის უფროსს, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დამრღვევი დაემორჩილება გუშაგის მოთხოვნას, გუშაგი ყურადღების მოუდუნებლად აგრძელებს ობიექტის დაცვას და თვალყურს ადევნებს დამრღვევი პირის საქციელს. თუ დამრღვევი არ დაემორჩილება გუშაგის მოთხოვნას, გუშაგი გამაფრთხილებლად ისვრის ჰაერში. თუ დამრღვევი არ შეასრულებს გუშაგის ამ მოთხოვნასაც, შეეცდება გარე დამცავი ღობის გადალახვას და სხვა უფრო მსუბუქი საშუალებით დამრღვევი პირის შეჩერება შეუძლებელია, გუშაგი უფლებამოსილია დამრღვევის მიმართ გამოიყენოს იარაღი. გამოყენებულ უნდა იქნეს მინიმალური ძალა, რამდენიც აუცილებელია დაწესებულების ტერიტორიაზე უკანონოდ შემღწევი პირის შესაჩერებლად. გამოყენებული ძალა უნდა იყოს კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გუშაგის შეძახილს მოჰყვება პასუხი - „მოდის ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსი თანაშემწე“, გუშაგი უბრძანებს - „ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე ჩემთან, დანარჩენები ადგილზე!“.  აუცილებლობის შემთხვევაში, გუშაგი მოითხოვს, რომ მასთან მოახლოებულმა პირმა გაინათოს სახე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ მოპასუხე ნამდვილად არის ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე, გუშაგი მასთან ერთად მოსულ ყველა პირს დაუშვებს საგუშაგოზე. 14. თუ მოსული პირი, რომელმაც თავი ყარაულის უფროსად/ყარაულის უფროსი თანაშემწედ  წარადგინა, უცნობი აღმოჩნდება ან მასთან ერთად მოსული პირები არ შეასრულებენ გუშაგის მოთხოვნას დარჩნენ ადგილზე, გუშაგი აფრთხილებს შეძახილით – „სდექ, ვისვრი!“ და მოქმედებს ამ მუხლის მე-10-მე-12 პუნქტების შესაბამისად. 15. უკიდურეს შემთხვევაში ან კავშირის არქონისას, გუშაგმა ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე შეიძლება გამოიძახოს ჰაერში გასროლით. 16. გუშაგი მხედრული სალმით მიესალმება იმ პირებს, რომლებსაც იგი ემორჩილება და მათთან ერთად საგუშაგოზე მოსულ სხვა პირებს, რისთვისაც წინასწარ გადააქვს იარაღი მდგომარეობაში „ქამარზე“, იღებს მდგომარეობას „სმენა“ და თავს მოაბრუნებს მათი მიმართულებით. 17. გუშაგის მოულოდნელი ავადმყოფობის შემთხვევაში, გუშაგი დადგენილი სიგნალით იძახებს ყარაულის უფროსს/ყარაულის უფროსის თანაშემწეს და მის მოსვლამდე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას. მუხლი 31🔗 1. სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი პასუხისმგებელია დასაცავ ობიექტზე დადგენილი სასაშვო რეჟიმის შესრულებაზე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასაშვო გამშვები პუნქტის გავლით გაქცევის თავიდან აცილებაზე, დასაცავ ობიექტზე აკრძალული ნივთების შეტანის ან/და გამოტანის დაუშვებლობაზე. 2. სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი ვალდებულია: ა) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მისვლისას ჩაიბაროს საშვები, პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტები, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტები, მოწყობილობა, ინვენტარი და ქონება აღწერის მიხედვით და შეამოწმოს კარებების, ურდულების, ფანჯრის გისოსების გამართულობა; ბ) სასაშვო-გამშვები პუნქტის მიღებისას და შემდეგ გამოვლენილი ყველა გაუმართაობის თაობაზე დაუყოვნებლივ მოახსენოს ყარაულის უფროსს; გ) იცოდეს და ზუსტად დაიცვას პირთა სასაშვო-გამშვებ პუნქტზე გაშვების ამ ინსტრუქციით დადგენილი წესები; დ) შეაჩეროს ყველა პირი, რომელიც ცდილობს დასაცავ ობიექტზე თვითნებურად შეღწევას ან/და იქიდან გამოსვლას შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან არასწორად წარმოებული დოკუმენტების მეშვეობით; ე) სასაშვო-გამშვები პუნქტის დერეფნის კარები გააღოს მხოლოდ პირთა შეშვებისას/გაშვებისას; ვ) ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწეს მეთვალყურეობით განახორციელოს დაწესებულებაში სატრანსპორტო საშუალებების შეშვება-გაშვება; ზ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას თავაზიანად მოეპყრას დასაცავ ობიექტზე მისულ პირებს; თ) პაემანზე მისული, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული, პირები გაატაროს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ წერილობითი ნებართვა; ი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრები სამედიცინო მანიპულაციისთვის საჭირო აპარატურითა და ჩანთით, დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე, დაუშვას მხოლოდ უსაფრთხოების განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის თანხლებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - ნებართვით.   მუხლი 32🔗 1. დასაცავ ობიექტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეშვება-გაშვებისას სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი ვალდებულია: ა) საგუშაგოებიდან მიღებული შეტყობინებები შეიტანოს კავშირგაბმულობის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №14); ბ) ზუსტად დაიცვას სასაშვო-გამშვებ პუნქტზე პირთა და სატრანსპორტო საშუალებათა გატარების  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები; გ) შეაჩეროს ყველა პირი, რომელიც ცდილობს დასაცავ ობიექტზე უკანონოდ შეღწევას; დ) გასასვლელი კარი ან/და შლაგბაუმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გააღოს მხოლოდ ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწის  ნებართვით, სატრანსპორტო საშუალების შესვლა/გასვლისას; ე) სატრანსპორტო საშუალების კარიბჭეთაშორის სივრცეში შესვლის/გასვლის შემდეგ დაკეტოს კარები; ვ) ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწის მეთვალყურეობით მძღოლს ჩააქრობინოს ძრავი და შეამოწმოს მძღოლის პირადობის დამადასტურებელი/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტი; ზ) მძღოლის იდენტიფიკაციის შემდეგ, დაწესებულების უსაფრთხოების შესაბამის მოსამსახურესთან ერთად, დეტალურად დაათვალიეროს ავტოსატრანსპორტო საშუალება აკრძალული ნივთების ამოღებისა და უცხო პირების დასაცავ ობიექტზე შეღწევის თავიდან აცილების მიზნით და შეავსოს დასაცავ ობიექტზე სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გასვლის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №18); რაიმე საეჭვოს აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახსენოს ყარაულის უფროსს/ყარაულის უფროსის თანაშემწეს და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად. 2. სახანძრო და სამაშველო ჯგუფები დასაცავ ობიექტზე შედიან ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, მისი სამსახურეობრივი დოკუმენტების წარდგენით და ჯგუფის რიცხობრივი რაოდენობის დაზუსტებით. მათი დასაცავი ობიექტიდან გამოსვლა ხდება ჯგუფის ხელმძღვანელის და ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწის თანდასწრებით, ჯგუფის თითოეული წევრის იდენტიფიკაციით და ავტოსატრანსპორტო საშუალების  დათვალიერებით. 3. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის სატრანსპორტო საშუალება დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე დაიშვება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაცავ ობიექტზე მყოფი პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ექმნება რეალური საფრთხე. თავი IV დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერება მუხლი 33🔗 1. დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერება გამოიყენება: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას/გაქცევის მცდელობისას, დასაცავ ობიექტზე, ყარაულზე, ცვლაზე თავდასხმის მზადების თაობაზე ინფორმაციის მიღებისას ან უშუალო თავდასხმისას; ბ) მასობრივი არეულობების წარმოშობისას, ჯგუფური დაუმორჩილებლობისას ან მძევლის აყვანისას; გ) საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევისას, დასაცავ ობიექტზე ან/და მის მახლობლად აფეთქების, ავარიის, სტიქიური უბედურების წარმოქმნისას ან ვითარების სხვაგვარი მკვეთრი გართულებისას; დ) დასაცავ ობიექტზე განსაკუთრებული რეჟიმის შემოღებისას. 2. დაცვის გაძლიერება შეიძლება შემოღებულ იქნეს, როგორც ყველა განყოფილებაში, ისე – ცალკეულ მათგანში. 3. დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერების უფლება აქვს: ა) გენერალურ დირექტორს/დირექტორს; ბ) მთავარი სამმართველოს უფროსს ან სამმართველოს უფროსს, ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ატყობინებს დირექტორს, - ვადით არაუმეტეს 24 საათისა; გ) განყოფილების უფროსს, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში, სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, რის შესახებაც სამმართველოს უფროსი დაუყოვნებლივ ატყობინებს მთავარ სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, – ვადით არაუმეტეს 24 საათისა. 4. დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერების შემთხვევაში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს: ა) ძალებისა და საშუალებების საგანგებო ვითარებაში მოქმედებისათვის მზადყოფნის ამაღლების ღონისძიებები, რეზერვების მზადყოფნისა და დაცვის ტექნიკურ საშუალებათა გამართულობის შემოწმება; ბ) ყარაულების რიცხოვნების გაზრდა, მუშაობის კონტროლის გამკაცრება; გ) გაქცევის ან/და სხვა სამართალდარღვევის/დანაშაულის აცილების მიზნით პროფილაქტიკური მუშაობის გააქტიურება; დ)  დასაცავ ობიექტზე მორიგეობის გაძლიერება, დასაცავი ობიექტების განლაგების პუნქტებში პატრულირების ორგანიზება; ე) იარაღის, საბრძოლო მასალის, სპეციალური საშუალებების არსებობის, აღრიცხვისა და შენახვის მდგომარეობის შემოწმება, მათ გაცემასა და მიღებაზე კონტროლის გაძლიერება; ვ) ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მდგომარეობის შემოწმება. 5. დასაცავი ობიექტისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, გენერალური დირექტორის/დირექტორის გადაწყვეტილებით, დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერების პერიოდში, დასაშვებია დეპარტამენტიდან დამატებითი მოსამსახურეების გამოყოფა. თავი V საგანგებო ვითარების დროს მოქმედების ინსტრუქცია მუხლი 34🔗 საგანგებო ვითარებად ჩაითვლება დასაცავ ობიექტზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიური უბედურება, დასაცავ ობიექტზე თავდასხმა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან გაქცევის მცდელობა და სხვა ისეთი შემთხვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვან შესრულებას. მუხლი 35🔗 1. განყოფილებები საგანგებო ვითარების დროს მოქმედებენ დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებთან და ძალოვან უწყებებთან ურთიერთმოქმედების გეგმისა და გენერალური დირექტორის მიერ დასახული ამოცანების მიხედვით. 2. განყოფილების მოსამსახურის მომზადება საგანგებო ვითარების დროს მოქმედებებისათვის მიმდინარეობს სისტემატურად, საბრძოლო და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების მიზნით. მუხლი 36🔗 1. საგანგებო შემთხვევების დროს ყარაულის უფროსი დაუყოვნებლივ ატყობინებს განყოფილების უფროსს, ყარაულს გამოიძახებს განგაშით და იწყებს მოქმედებას ყარაულის საბრძოლო გათვლის მიხედვით. 2. დაწესებულების ოპერატიული მორიგისგან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ან საწარმოო ობიექტზე არყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებისას ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ განყოფილების უფროსს და გუშაგებს; ორგანიზებას უწევს დაცვის გარე პერიმეტრის შემოწმებას გაქცევის კვალის დადგენის მიზნით; ადგენს როდის, რომელი სატრანსპორტო საშუალება გავიდა დაცული ტერიტორიიდან. კვალის აღმოჩენის შემთხვევაში ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე  აგზავნის ერთ-ერთ მოყარაულეს გაქცევის კვალის დასაცავად. 3. გუშაგი, რომელმაც პირველმა შენიშნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან მცდელობა, იძლევა სიგნალს – „გაქცევა“ და იღებს ყველა შესაძლო ზომას გაქცეულის შესაჩერებლად. გუშაგი, საჭიროებისამებრ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იყენებს იარაღს. 4. ყარაულის პირად შემადგენლობაზე, დაცვის ობიექტზე ან საყარაულო შენობაზე თავდასხმის შემთხვევაში, ყარაულის უფროსი ორგანიზებას უწევს თავდაცვას. გუშაგი მასზე ან დასაცავ ობიექტზე თავდასხმის შემთხვევაში, იძლევა სიგნალს - „თავდასხმა“ და იღებს ზომებს თავდასხმის აღსაკვეთად. 5. ბრალდებულთა/მსჯავდებულთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის ჯგუფური დარღვევის, მძევლის აყვანის შემთხვევაში გუშაგი დაუყოვნებლივ ატყობინებს ყარაულის უფროსს და მოქმედებს მისი მითითებების შესაბამისად. 6. ხანძრის ან სტიქიური უბედურებების დროს ყარაულის უფროსი ორგანიზებას უწევს დაშავებულთა ევაკუაციას, მათი არსებობის შემთხვევაში, იარაღისა და საბრძოლო მასალების, სამსახურებრივი დოკუმენტაციისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ადგილზე გატანას. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი განთავსების  ადგილის დაცვას. თავი VI გარე დაცვის განხორციელება სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებში მუხლი 37🔗 1. ეს თავი განსაზღვრავს სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების გარე დაცვის განხორციელების წესს. 2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების გარე დაცვა ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი ზოგადი წესით. მუხლი 38🔗 1. სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების დაცვისას გუშაგები საგუშაგოებზე განლაგებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. 2. სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების დაცვის გაძლიერების მიზნით, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დასაცავ ობიექტზე გამოიყოს სპეციალური სათავსო  ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გამოყენების მიზნით. მუხლი 39🔗 1. სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებზე ყარაულის შეცვლა მიმდინარეობს ყარაულის შეცვლისთვის ამ ინსტრუქციით დადგენილი ზოგადი წესებით, იმ განსხვავებით, რომ არ ხდება იარაღის შემოწმება და ყარაულის უფროსის მითითების შემდეგ, გუშაგები საგუშაგოებზე დამოუკიდებლად გადანაწილდებიან და იცვლებიან. 2. საგუშაგოებზე გუშაგების შეცვლისას აღმოჩენილი გაუმართაობის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებენ ყარაულის უფროსს, რომელიც ვალდებულია ძველი ყარაულის უფროსთან ერთად ადგილზე გაარკვიოს გამოვლენილი ხარვეზი. მუხლი 40🔗 1. სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებზე სამსახურის მოსამსახურეები დაიშვებიან სამსახურებრივი მოწმობის, ხოლო გარეშე პირები - სპეციალური საშვის წარდგენის შემდეგ. 2. არასამუშაო საათებში, როდესაც დადგენილი წესით საშვის დაშვება შეუძლებელია, სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებზე გარეშე პირთა დაშვება შესაძლებელია კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ სასაშვო-გამშვებ პუნქტში განხორციელებული სატელეფონო ზარის მეშვეობით. გენერალურ დირექტორთან/გენერალური დირექტორის მოადგილესთან ან დირექტორთან გარეშე პირის დაშვების შემთხვევაში, გუშაგთან შესაძლოა პირის დაშვება მოითხოვოს ჩამოთვლილი თანამდებობის პირების თანაშემწეებმაც. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გუშაგი სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებზე შემსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №19) აღნიშნავს იმ მოსამსახურის სახელს, გვარსა და თანამდებობას, რომელსაც სურს პირის ადმინისტრაციულ შენობაში დაშვება, ასევე, გამოჰკითხავს სტუმრის ადმინისტრაციულ შენობაში დაშვების სავარაუდო ხანგრძლივობას. ამის შემდეგ, გუშაგი შეამოწმებს სტუმრის ვინაობას, დაიტოვებს პირადობის დამადასტურებელ/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტს და სტუმარს შეუშვებს ადმინისტრაციულ შენობაში. თუ ადმინისტრაციულ შენობაში შესულმა სტუმარმა გადაამეტა შენობაში ყოფნის სავარაუდო დროს, გუშაგი უკავშირდება უშუალო უფროსს, რომელიც, თავის მხრივ, დაუკავშირდება ადმინისტრაციულ შენობაში სტუმრის დაშვების ნებართვის გამცემ პირს და იკითხავს დროის გადაცილების მიზეზს. 4. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოს (შემდგომ – მომარაგების  სამმართველო) ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირები დაიშვებიან პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტის წარდგენისა და სასაწყობო სამმართველოს უფროსის ზეპირი თანხმობის შემდეგ. 5. მომარაგების სამმართველოს საწყობში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის და გარეშე პირის დასაშვებად დამატებით საჭიროა სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა, გარდა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთისა და დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის, აგრეთვე, სამსახურის მონიტორინგისა და ეკონომიკური დეპარტამენტების მოსამსახურეებისა, რომლებიც საწყობში დაიშვებიან მხოლოდ სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. მუხლი 41🔗 1. სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში მისული გარეშე პირები სასაშვო-გამშვებ პუნქტზე გასვლისას ექვემდებარებიან ვიზუალურ დათვალიერებას, ასევე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, - ხელის ან/და თაღური მეტალმძებნით შემოწმებას. 2. სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლამდე გუშაგი გარეშე პირს გამოჰკითხავს,  აქვს თუ არა მას ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღის არსებობის შემთხვევაში, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს, მისი ბრძანებით იარაღს შეინახავს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სათავსოში და სანაცვლოდ სტუმარს აძლევს სათავსოს გასაღებს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება დასაცავ ობიექტზე შემსვლელ პირთა მიერ დატოვებული იარაღის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4), რომელსაც ხელს აწერს ყარაულის უფროსი. 3. თუ გარეშე პირის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისას გუშაგს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მას შესაძლოა თან ჰქონდეს ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით შეამოწმებს ხელის მეტალმძებნით და იარაღის აღმოჩენის შემთხვევაში ატყობინებს უშუალო უფროსს. 4. სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში მიმავალი სტუმარი, სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია საგუშაგო-გამსვლელ პუნქტზე, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სათავსოში, დატოვოს პირადი ნივთები, რაც გუშაგის მიერ აღირიცხება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში მიმავალი პირის მიერ დატოვებული ნივთების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №20). 5. დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამმართველოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების  სამმართველოში შემსვლელი პირი ვალდებულია, სამსახურის  მთავარ სამმართველოსთან არსებულ შესაბამის საგუშაგოზე, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სათავსოში, დატოვოს ინფორმაციის ციფრული მატარებელი, აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ფიქსაციის სხვა საშუალებები, გარდა დეპარტამენტის დირექტორის ან დირექტორის მოადგილის მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრული პირებისა. 6. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ცენტრალური მართვის ოთახში შემსვლელი პირი ვალდებულია სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტთან არსებულ შესაბამის საგუშაგოზე, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სათავსოში, აგრეთვე, დატოვოს ინფორმაციის ციფრული მატარებელი, აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ფიქსაციის სხვა საშუალებები, გარდა გენერალური დირექტორის ან დირექტორის მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრული პირებისა. მუხლი 42🔗 1. მომარაგების სამმართველოს საწყობის დაცვისას, განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ვიზუალურად დააკვირდნენ საწყობიდან საქონლის გატანის პროცესს და აწარმოონ საწყობიდან გატანილი საქონლის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №21), რომელშიც უნდა აისახოს მონაცემები საწყობიდან გატანილი საქონლის შესახებ, კერძოდ, საქონლის სახე, საინვენტარიზაციო ნომერი, მდგომარეობა, რაოდენობა, საქონლის გადაზიდვისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება, სატრანსპორტო საშუალების ნომერი, საწყობიდან საქონლის გატანის თარიღი, დრო და გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურის ხელმოწერა. 2. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, როდესაც შესაძლებელია, მომარაგების სამმართველოს საწყობში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით შევიდეს ან/და გავიდეს მატერიალური ფასეულობები, მომარაგების სამმართველოს შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია განახორციელოს პირის დეტალური შემოწმება. 3. მომარაგების სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველ პუნქტში აღრიცხული ინფორმაცია და საწყობიდან საქონლის გატანისას მათთვის გადაცემული გასავლის ზედდებული ყოველი თვის ბოლოს გადაუგზავნონ სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს. მუხლი 43🔗 1. სასაწყობო შენობებისა და სატრანსპორტო საშუალებების დალუქვასა და გახსნას მომარაგების სამმართველოს წარმომადგენელთან ერთად ესწრება ყარაულის უფროსი, რომელიც გახსნა-დალუქვის ფაქტს აღრიცხავს გახსნა-დალუქვის ჟურნალში (დანართი №22). 2. სასაწყობო შენობის გახსნა-დალუქვა ხორციელდება ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში და დასასრულს. 3. ავტოსატრანსპორტო საშუალება ილუქება საწყობიდან გასვლისას.  4. სასაწყობო შენობა და სატვირთო სატრანსპორტო საშუალება ილუქება სპეციალური დანომრილი ზონრით. 5. საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის გასაღებს ყარაულის უფროსი დალუქული კონტეინერით ინახავს გარე დაცვის სამსახურის სამორიგეოში. 6. სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სასაწყობო შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაზე ლუქის ახსნისას, გახსნა-დალუქვის ჟურნალში მონაცემების შეტანა ხორციელდება დალუქვის პროცესის ანალოგიურად. მუხლი 44🔗 1. სამსახურის ადმინისტრაციულ შენობების ტერიტორიაზე გუშაგი სატრანსპორტო საშუალებას დაუშვებს მხოლოდ განყოფილების/ყარაულის უფროსის მითითებით, რა დროსაც ტერიტორიაზე შესული სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანს ადარებს განყოფილების/ყარაულის უფროსის მიერ მითითებულ სანომრე ნიშანს, ახორციელებს ავტომანქანის გარეგან ვიზუალურ დათვალიერებას და სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის ფაქტს აფიქსირებს დასაცავ ობიექტზე სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გასვლის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №18). 2. სასაწყობო სამმართველოს სასაწყობო ტერიტორიაზე დაიშვება სასაწყობო სამმართველოს მოსამსახურეზე განპიროვნებული ავტომანქანა, აგრეთვე, სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ან მისი მოადგილის წერილობითი თანხმობით, პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების მიზნით – მიმწოდებლის ავტოსატრანსპორტო საშუალება და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეზე განპიროვნებული ავტომანქანა ერთეული საქონლის წასაღებად. თავი VII გარე დაცვის განხორციელება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მუხლი 45🔗 1. ეს თავი განსაზღვრავს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში (შემდგომ – ექსპერტიზის დაწესებულება) გადაყვანილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გარე დაცვის განხორციელების წესს. 2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ექსპერტიზის დაწესებულებაში გარე დაცვა ხორციელდება ამ  ინსტრუქციით დადგენილი ზოგადი წესით. მუხლი 46🔗 ექსპერტიზის დაწესებულებაში სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოთავსებისას, განყოფილება უზრუნველყოფს ექსპერტიზის დაწესებულებასა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უშუალო განთავსების ადგილის დაცვას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პალატებისა და მათ შორის არსებული დერეფნის კონტროლის გარეშე.                        მუხლი 47🔗 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პალატაში განაწილებამდე, განყოფილების მოსამსახურე ახორციელებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმება-დათვალიერებას და კუთვნილი ნივთების შემოწმებას. 2. განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დადგენილი წესით, ჩამოართმევს აკრძალულ ნივთებს, შეადგენს შესაბამის ოქმს და დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო იმ ნივთებს და ნივთიერებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ინსტრუქციის №23 დანართით, ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესანახად გადაეცემა ექსპერტიზის დაწესებულების მორიგე ექთანს. მუხლი 48🔗 1. განყოფილების მოსამსახურე ახორციელებს ამანათების მიღების ორგანიზებასა და მათი სათანადო წესით შემოწმებას – ამანათის შემგზავნ პირს განუმარტავს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების (დანართი №24) შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას. 2. განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას ამ ინსტრუქციის №23 დანართით გათვალისწინებული საგნების ჩამონათვალთან. 3. განყოფილების მოსამსახურე ახდენს ამანათის შემომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგაც ამანათის შემომტანი პირის თანდასწრებით ათვალიერებს და ამოწმებს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს და ავსებს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ამანათის მიღება-გადაცემის აღრიცხვის ჟურნალს (დანართი №25). 4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნას დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში, გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში. 5. შემოწმებისას აღმოჩენილი ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ინსტრუქციის №23 დანართითა და, რომელთა ქონა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ამოიღება და გადაეცემა ამანათის შემომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით. 6. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 7. შემოწმების შემდეგ ამანათები ილუქება და გადაეცემა მორიგე ექთანს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გადასაცემად.  8. მორიგე ექთანი, განყოფილების მოსამსახურის ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ, ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადასცემს ამანათს, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას. მუხლი 49🔗 1. ექსპერტიზის დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესახვედრად დაიშვებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირები (შემდგომ – მომნახულებელი პირი) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. 2. მომნახულებელი პირის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესვლისას ხდება მისი შემოწმება/დათვალიერება, როგორც წესი, ხელის მეტალმძებნით. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან არ დაიშვება ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს შემოწმებაზე. 3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მომნახულებელ პირს განზრახული აქვს ექსპერტიზის დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული ნივთები, განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე, ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის/ფეხსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად აკრძალული ნივთების აღმოჩენისას, განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე, ამ პირს დროებით შეაჩერებს, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მთავარ სამმართველოს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეხვედრის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შეხვედრა ხორციელდება განყოფილების მოსამსახურეთა ვიზუალური მეთვალყურეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 50🔗 1. ექსპერტიზის დაწესებულებაში ისეთი მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს უსაფრთხოების იმგვარ დარღვევას, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის სამედიცინო პერსონალის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, ექსპერტიზის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და ექსპერტიზის დაწესებულება საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს საფრთხის თავიდან აცილებას, საექსპერტო დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის თხოვნითა და ხელძღვანელობით, გარე დაცვის მოსამსახურე ყარაულის უფროსის ნებართვის საფუძველზე, დახმარებას უწევს მათ ვითარების განმუხტვასა და სიტუაციის დარეგულირებაში. 2. დაუყოვნებელი რეაგირების აუცილებლობისას, დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია ყარაულის უფროსის ნებართვის გარეშეც. ამგვარი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ყარაულის უფროსი, დახმარების აღმოჩენაში მონაწილე მოსამსახურეების მონაწილეობით, ავსებს ოქმს საექსპერტო დაწესებულების თანამშრომლებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ (დანართი №26).