“საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ” ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№64/ო
სარეგისტრაციო კოდი
220.012.004.181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 17/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სა რეგისტრაცი ო კოდი 220.012.004.181

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება№64/ო

2000 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ” ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ” ბრძანებით დამტკიცებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუ-ალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმა 2-ით (დანართი 2) და სპეციალურ კონტროლს დაქვემ-დებარებული სამკურნალო საშუალებების დანიშვნის, გამოწერისა და სპეციალური რეცეპტის ბლანკის შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, ჩამოწერისა და განადგურების დროებითი წესის (დანართი 3) მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ” ბრძანებით დამტკიცებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმა 2-ის (დანართი 2) პირველი გვერდიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დაწესებულების გ ერბიანი ბეჭედი”, ხოლო ამავე რეცეპტის ბლანკის მეორე გვერდზე სიტყვის „გენერიული” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სავაჭრო”.

2. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტმა (ა. თომაძე) ფორმა 2 ტიპის რეცეპტის ბლანკების დამზადების შეკვეთისას გაითვალისწინოს ამ ბრძანებით მიღებული შესწორებები.

3. ბრძანება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.”

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ა. გამყრელიძეს.

 ა. ჯორბენაძე