⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.04.2021)
გაუქმებულია:

დამატებული ღირებულების გადასახდის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2021
ძალაში შესვლა 20.01.2021
ძალის დაკარგვა 29.04.2021
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016605
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 314 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2021 მიღება
20.01.2021 ძალაში შესვლა
29.04.2021 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

დამატებული ღირებულების გადასახდის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ (ძალადაკარგულია - 29.04.2021, №13617) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №107 2021 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი დამატებული ღირებულების გადასახდის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56​3 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ჩაითვალოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად. 2. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). 3. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი  პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად. 4. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56​3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა გავრცელდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირზე არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში. 5. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ჩაითვალოს მინიჭებულად იმ პირისათვის, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის წარმოადგენს დღგის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ჩაითვალოს დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 20 იანვრიდან. სამსახურის უფროსი ლევან კაკავა