⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.01.2018)

“ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 06.04.2000
ძალის დაკარგვა 10.01.2018
გამომცემი ორგანო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 120.013.004.182
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,518 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.2000 მიღება
10.01.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} span.PlainTextChar { font-family-f:'Courier New';} span.abzacixmlChar { font-family-f:'Sylfaen','serif';} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 120.013.004.182.12.04.00 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება N4 2000 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესებისდამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ „საქართველოს კანონის მე-5-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები“. 2. დადგენილება ამოქმედდეს საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოქვეყნების დღიდან. თავმჯდომარე                 ელ. ერისთავი ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები     მუხლი 1🔗. ძირითადი დებულებები 1. დებულება შემუშავებულია საქართველოს კანონის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის მიზანია დროულად და ობიექტურად გადაწყვიტოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებს შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის ლიცენზიის ან სათანადო ხელშეკრულების თაობაზე წარმოქმნილი სადავო საკითხები. 2. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილ სადავო საკითხებს წყვეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 3. კომისიის მიზანია მხარეთა შორის დავა გადაწყდეს მორიგების გზით და ყოველი ღონე უნდა იხმაროს ამისათვის. მხარეთა შორის მორიგება თუ შეუძლებელია, მათ რჩებათ უფლება მიმართონ კომისიას, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოცემული პროცედურული წესების მიხედვით. 4. მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ დებულებაში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. მათ შეაქვთ განცხადება, სადაც განსაზღვრულია დავის საგანი. 5. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება. განმცხადებელს შეუძლია უარი თქვას განცხადებაზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. კომისიას შეუძლია არ დაეთანხმოს მხარეთა ასეთ მოთხოვნას და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მოლაპარაკება ზიანს აყენებს ენერგოსისტემას. 6. სადავო საკითხის განხილვა მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპით საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის მეოთხე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. 7. კომისიას საკითხის განხილვის მიზნით შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს „ლექტროენერგეტიკისა და ბუნებრივიი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 8. კომისია დამოუკიდებელია და ემორჩილება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება ან ჩარევა კომისიის საქმიანობაში დავის გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია. 9. კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა ყველა ლიცენზიატისა და მომხმარებლისათვის. 10. კომისია სადავო საკითხებს იხილავს ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე ან კომისიის ინიციატივით დავის განხილვის დროს კონფიდენციალური ინფორმაციის წარმოშობის შემთხვევაში. 11. საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ვადები 1. ლიცენზიატისა და მომხმარებლის მიერ განცხადება შეტანილ უნდა იქნეს კომისიაში განცხადების შეტანის საფუძვლის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში. 2. კომისია ხუთი დღის ვადაში წყვეტს განცხადების მიღების საკითხს. მიღების შემთხვევაში შემუშავდება საკითხის განსახილველად მომზადების გრაფიკი. 3. კომისია სადავო საკითხის განხილვას იწყებს განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 50 დღისა. 4. კომისია მხარეებს ატყობინებს სხდომის დღეს. 5. მხარეებს განხილვის დღე ეცნობებათ არა უგვიანეს 5 დღით ადრე. 6. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით უკანსკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 7. თუ ვადის უკანასკნედი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 8. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი შეიძლება აღადგინოს კომისიამ, თუ ცნობას, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრურულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.     მუხლი 3🔗. შეტყობინება და დაბარება 1. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს კომისისს მეშვეობით (უწყებით) ეცნობებათ განხილვის დღე, დრო და ადგილი. კომისია ასევე სხდომაზე იბარებს მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. 2. მხარეებს უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ დროულად გამოსაცხადებლად და მოსამზადებლად. 3. აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები და სხვა მონაწილენი შეიძლება დაიბარონ ტელეფონოგრამით, დეპეშით ან ფაქსით. 4. უწყება უნდა გაიგზავნოს ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით და იგი შევსებული უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.     მუხლი 4🔗. წარმომადგენლობა კომისიაში 1. მოქალაქეს შეუძლია კომისიაში საქმე აწარმოონ პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირის თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. 2. ლიცენზიატებსა და მომხმარებელს შეუძლიათ საქმე კომისიაში აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით. 3. წარმომადგენლობის უფლებამოსილების გაფორმება მოხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96–ე მუხლის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. 2. გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რაც წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. 3. მტკიცებულებებს კომისიას წარუდგენენ მხარეები. კომისიას შეუძლია თვითონვე გამოითხოვოს მტკიცებულებები. 4. კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.     მუხლი 6🔗. მხარეთა ახსნა–განმარტება, წერილობითი მტკიცებულება, მოწმეთა განმარტება და ექსპერტის დასკვნა 1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მიღებით. 2. სხდომაზე გამოცხადებული მხარის უარი, მისცეს ახსნა-განმარტება, ვერ დააბრკოლებს მეორე მხარისაგან ასეთი ახსნა-განმარტების მიღების შესაძლებლობას. 3. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენენ აქტები და საბუთები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. 4. წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარედგინება დედნის სახით. 5. მოწმედ უნდა დაიკითხოს ისეთი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. 6. კონკრეტულ საკითხზე შეიძლება მოწვეულ იქნეს დასკვნის გამცემი ექსპერტი, განმარტების მისაცემად.     მუხლი 7🔗. საქმის წარმოება 1. განცხადება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, საქართველოს სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით. 2. განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს იმდენი ასლით, რამდენი მოპასუხეცაა. 3. კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს თანდართული დოკუმენტაციის სისრულე. თუ წარმოდგენილია არასრული დოკუმენტაცია, მხარეს ეძლევა საშუალება შეავსოს იგი. ამის შემდეგ კომისია ვალდებულია ხუთი დღის ვადაში გადაწყვიტოს სადავო საკითხის მიღების ბედი. წარმოდგენილი განცხადების მოთხოვნა თუ სცდება კომისიის კომპეტენციას, ასეთი განცხადება არ მიიღება და მხოლოდ თანდართული დოკუმენტები უბრუნდება წარმომდგენს. თუ აღნიშნულ ვადაში საკითხი არ გადაწყდა, განცხადება მიღებულად ჩაითვლება. 4. განცხადების მიღების შემდეგ მეორე მხარეს ეგზავნება შეტყობინება, რის საფუძველზეც მოპასუხეს შეუძლია კომისიაში გაეცნოს განცხადებასა და თანდართულ მასალებს და მიიღოს მისი ასლები. 5. მეორე – მხარეს – მოპასუხეს უფლება აქვს განცხადების გაცნობის შემდეგ წარმოადგინოს მისი შეპასუხება თანდართული დოკუმენტებით. 6. მოპასუხეს უფლება აქვს წარმოადგინოს შეგებებული განცხადება (საპასუხო მოთხოვნა) ძირითად განცხადებასთან ერთად განსახილველად. 7. შეგებებული განცხადების წარდგენა შეიძლება განცხადების წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. 8. შეგებებული განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს და დაცულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის            189 – ე მუხლის მოთხოვნა. 9. განმცხადებელს უნდა მიეცეს საშუალება შეგებებული განცხადების გაცნობისა და მომზადებისათვის.     მუხლი 8🔗. სადავო საკითხის განხილვა კომისიის სხდომაზე 1. კომისია როდესაც ცნობს, რომ საკითხი საკმაოდ მომზადებულია, ინიშნება საქმის განხილვის კონკრეტული დღე, რაც ტარდება დადგენილი პროცედურის შესაბამისად. 2. განმცხადებლის ან მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის განხილვა გადაიდება შემდეგი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დავის განხილვას კომისიას შეუძლია მიიღოს გამოცხადებული მხარისაგან ახსნა-განმარტება და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 3. სხდომას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის წევრი, რომელსაც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 4. სხდომის თავმჯდომარე უძღვება სხდომას და უზრუნველყოფს სხდომის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩატარებას. 5. კომისიაზე საკითხთა განხილვა იწყება საქმის მოხსენებით თუ ვინ არიან მხარეები და რას წარმოადგენს დავის საგანი და საფუძველი. მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა–განმარტების მოსმენა. 6. სხდომის თავმჯდომარე და წევრები მხარეებს აძლევენ შეკითხვებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას. მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. 7. კომისიის თითოეული სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელიც დგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.     მუხლი 9🔗. გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მიღება ხდება დადგენილი პროცედურის მიხედვით – ღიად, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით, რასაც აჯამებს სხდომის თავმჯდომარე. 2. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრის არყოფნის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს მისი წერილობითი აზრი სადავო საკითხთან დაკავშირებით. 3. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს მტკიცებულებები და გარემოებები, კანონი ან ნორმატიული აქტი, რომლთა ერთობლიობაც იძლევა დავის გადაწყვეტის საფუძველს. 4. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში კომისიის წევრს ულება აქვს მისი განსხვავებული აზრი წერილობით გამოთქვას. 5. საქმის განხილვის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში მზადდება სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება. 6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე უკანონოდ მიიჩნევს კომისიის გადაწყვეტილებას, იგი უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სათანადო ინსტანციის სასამართლოში. 7. კომისიის გადაწყვეტილების შესრულება სავადებულოა მხარისათვის . იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას, მის მიმართ კომისიის მიერ გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებანი. 8. საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვთ მხარეებს და შეუძლიათ მიიღონ ეგზემპლარები.