„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2021 წლის 21 იანვარი ქ. გორი |
„მუხლი 6. დიალიზზე მყოფი ადამიანების სოციალური დახმარება.
1. დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება, განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და გადაადგილების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შეზღუდვის შემთხვევაში, დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების ყოველთვიური (თვეში ერთხელ) ფულადი დახმარება განისაზღვროს:
ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართიდან იმ სამედინიცინო დაწესებულებამდე, რომელიც ახორციელებს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამას, დაშორება შეადგენს 5 (ხუთი) კილომეტრზე მეტს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართიდან იმ სამედინიცინო დაწესებულებამდე, რომელიც ახორციელებს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამას, დაშორება შეადგენს 5 (ხუთი) კილომეტრზე ნაკლებს – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ექიმ/სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) დაბადების მოწმობის ან/და ქორწინების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
|