ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 20.01.2021
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50/1
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.128.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №50/1 2021 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №50/1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის
სახელის მინიჭების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №50/1
2021 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №50/24 განკარგულების საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში სსიპ. იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებულ 420 მ. მანძილზე სახელწოდების არმქონე ქუჩას (დასაწყისი სოფელ ღორეშის საჯარო სკოლა – დასასრული მოქალაქე არკადი კაპანაძის საცხოვრებელი სახლი) მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის მფლობელის გელა კაპანაძის სახელი თანდართული რუკის (ორთო ფოტო) თანახმად.
მუხლი 2🔗. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗 .განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.
მუხლი 4🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7).
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე