,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№75
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 57 ერთეულით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ეგიდით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და სხვა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის გაღრმავების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობა და კოორდინაცია, აგრეთვე ამ ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა.“;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ეგიდით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და სხვა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის გაღრმავების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წინასწარ განხილვა მათი განხორციელების ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით, აგრეთვე ამ ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა.“;
გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხთა სამმართველო;
ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;
გ) პოლიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველო;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) ეროვნული/ეთნიკური უმცირესობის საკითხთა სამმართველო;
ზ) საერთაშორისო ოპერაციების სამმართველო;
თ) აღმასრულებელი სამდივნო.“;
დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი.“;
ვ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენენ აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ.“;
ზ) მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
თ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. აპარატის თანამშრომლები
1. აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
2. აპარატის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს აპარატის უფროსი, რომლის ფუნქციებში შედის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური საკითხები.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 4 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 4 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი | 1 |
| სამმართველოს უფროსი | 7 |
| მთავარი სპეციალისტი | 14 |
| უფროსი სპეციალისტი | 12 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე |
3 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
| საქმეთა მმართველი | 1 |
| სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 4 |
| დამხმარე პერსონალი | 2 |
| სულ | 57.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური