„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №355
2021 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას;“;
ა.ბ) „მ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ8“ ქვეპუნქტი:
„მ8) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანხების დარიცხვას/შემცირებას;“;
ბ) 111 მუხლის „დ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ8“ ქვეპუნქტი:
„დ8) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანხების დარიცხვას/შემცირებას;“;
გ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭება;“;
დ) 161 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭება;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა