“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწოფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ”
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი მიწის მართვა
მიღების თარიღი 05.04.2000
გამომცემი ორგანო მიწის მართვის დეპარტამენტი
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 250.013.004.194
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 21/04/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2000 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწოფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Literaturuly-ITV;} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:20.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; mso-style-link:"khelmocera_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.khelmoceraxmlChar {mso-style-name:"khelmocera_xml Char"; mso-style-link:khelmocera_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 89.85pt 1.0in 89.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 250.013.004.194
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ბრძანება №87
2000 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 19 დეკემბრის №700 ბრძანებულების „საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო – საძიებო და სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის სრულყოფის შესახებ“ მე–2 პუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ თანდართული დებულება.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორად დაინიშნოს ანზორ ჩარქსელიანი.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გეგეჭკორი
საჯარო იურიდიული პირის „საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის” დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდული პირი „საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“ (შემდგომში ინსტიტუტი), საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 19 დეკემბრის №700 ბრძანებულების თანახმად, წარმოადგენს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის(შემდგომში დეპარტამენტი) ბრძანებებით და ამ დებულებით.
3. ინსტიტუტის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დაპარტამენტის მიერ.
4. ინსტიტუტს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და ინსტიტუტის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში. ინსტიტუტის შემოკლებული სახელწოდებაა „საქსახმიწპროექტი”.
5. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 380077, მ.თამარაშვილის ქუჩა №15ა.
II. ინსტიტუტის ძირითადი ამოცანები
6. ინსტიტუტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მიწის რაციონალურად გამოყენების, მიწათმოწყობის, მიწის კადასტრის, რეგისტრაციის, მიწების ათვისების და დაცვის, მიწის შეფასების, მონიტორინგის წარმოების და ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის ღონისძიებების მოთხოვნებიდან გამომდინარე საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოება, ქალაქმშენებლობის კადასტრის შემუშავებაში და მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით დამუშავებული პროექტების ექსპერტიზაში მონაწილეობა;
ბ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ორგანიზაციასა და განხორციელებაში, მიწების გამოყოფის, საადგილმამულო ურთიერთობათა რეგულირების, დანიშნულების შეცვლისა და გადაცემის შესახებ გადაწყეტილების მიღებასთან დაკავშირებულ სამუშაოებში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში და ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმებაში მონაწილეობა;
დ) ნიადაგის წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის, დაჭაობების, რეკულტივაციის და ნაყოფიერების შემამცირებელი ფაქტორების, დეგრადირებული მიწების კონსერვაციის შესახებ პროექტების და სქემების მომზადებაში მონაწილეობა;
ე) მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნაში მონაწილეობა.
III. ინსტიტუტის ძირითადი ფუნქციები
7. ინსტიტუტის ძირითადი ფუნქციებია:
ა. სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, მიწათსარგებლობის, მიწათმოწყობის, ინვენტარიზაციის, რეგისტრაციის, მიწების ათვისებისა და დაცვის, ნიადაგების ხარისხობრივი შეფასების, სათიბ-საძოვრების აგროსამეურნეო და გეობოტანიკური გამოკვლევის, მიწების გამოყოფის, საადგილმამულო ურთიერთობათა რეგულირების, ნიადაგების ბონიტირებისა და მიწის კადასტრის სამუშაოების შესრულება;
ბ) სხვადასხვა მასშტაბის მიწათსარგებლობის გეგმების, ნიადაგური, საკადასტრო, თემატური რუკების, მიწის რესურსების მდგომარეობის და გამოყენების კარტოგრაფიული მასალების შედგენა;
გ) ერთსტადიანი მუშა პროექტების (ეროზიის საწინააღმდეგო, დაზიანებული მიწების რეკულტივაციის, კულტურტექნიკური, გეობოტანიკური, მრავალწლიანი ნარგავების გაშენების, ძნელად მისასვლელ სათიბ-საძოვრებზე საავტომობილო გზების მშენებლობისა და სხვა)შედგენა;
დ) მიწების ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადაყვანისათვის საჭირო მასალების მომზადება, გამოუყენებელი და არარაციონალურად გამოყენებული მიწების სისტემატურად გამოვლენისა და შემდგომში რაციონალურად გამოყენებისათვის მიწის სპეციალური ფონდის შექმნის სამუშაოთა წარმოება;
ე) მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული გარიგებებისათვის (ყიდვა-გაყიდვა, მოცვლა, გაჩუქება და სხვ.) საჭირო სამიწათმოწყობო სამუშაოების შესრულება, ცალკეული მიწათმოსარგებლეების და მიწის მესაკუთრეთათვის სათანადო დოკუმენტების შედგენა;
ვ) მონიტორინგის წარმოება და შესრულებულ სამუშაოებზე საავტორო
ზედამხედველობის დაწესება;
ზ. ინსტიტუტი დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად:
– ახორციელებს საინჟინრო-ტექნიკური და სამეცნიერო კადრების შერჩევას და სწორ დასაქმებას, ატარებს ღონისძიებებს ინსტიტუტის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების და თანამშრომელთა შრომის დისციპლინის განმტკიცების მიმართულებით;
– ახორციელებს განყოფილებების საწარმოო-ტექნიკურ და სამეცნიერო ხელმძღვანელობას, ორგანიზაციას და კონტროლს უწევს მათ დაგეგმვას, აღრიცხვას და ანგარიშსწორებას.
– ქმნის სამეცნიერო-ტექნიკურ საბჭოს (ტექნიკური და სამეცნიერო საკითხების განსახილველად და გადასაწყვეტად), რომლის თავმჯდომარეა დირექტორი, ხოლო წევრები ინსტიტუტისა და სხვა ორგანიზაციების კვალიფიციური სპეციალისტები.
IV. ინსტიტუტის უფლებამოსილებანი
8. ინსტიტუტს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია.
ბ) ინსტიტუტის კომპეტენციის საკითხებში სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების არამართლზომიერი ჩარევის შემთხვევაში, მისი ფუნქციონირების შეწყვეტის მიზნით, მიმართოს შესაბამისი წინადადებებით ზემდგომ ორგანოებს;
გ) დაამყაროს ურთიერთობა, როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და სხვა ორგანიზაციებთან, არსებული წესის მიხედვით დადოს მათთან ხელშეკრულება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ან შეასრულებინოს საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები;
დ) ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებით მოაწყოს ტენდერები და კონკურსები მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ე) უშუალოდ წარმართოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს წინადადება დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეიტანოს ცვლილება სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ახალი სტრუქტურის შექმნის შესახებ.
V. ინსტიტუტის ვალდებულებანი
9. ინსტიტუტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;
ბ) პერიოდულად მოახსენოს დეპარტამენტს, როგორ ახორციელებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
გ) საბიუჯეტო წლის დაწყებამდე შეადგინოს და დეპარტამენტში დასამტკიცებლად წარადგინოს სამუშაოთა პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა;
დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იქონიოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებასთან;
ე) დააწესოს კონტროლი და დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს მეშვეობით დადგენილ ვადებში წარუდგინოს ანგარიშგება დეპარტამენტს საბიუჯეტო თანხების გამოყენებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ.
VI. ინსტიტუტის მართვა
10. ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დირექტორი.
11. ინსტიტუტის დირექტორი ინიშნება და თავისუფლდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
12. ინსტიტუტის დირექტორი:
ა) პერსონალურად აგებს პასუხს ინსტიტუტის საქმიანობაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს მოსამსახურეებს;
გ) ამტკიცებს განყოფილებათა დებულებებსა და სტრუქტურას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს და გამოიცემიან ერთჯერადი ხასიათის მოქმედების განსახორციელებლად, ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მუშაკებს. დირექტორის მოადგილეების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ წინადადებებს წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
ე) ინსტიტუტის სახელით, მინდობილობის გარეშე, ხსნის ბანკში ანგარიშს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს ინსტიტუტის სახსრებს;
ვ) ამტკიცებს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას;
ზ) ინსტიტუტის დირექტორი არის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს წევრი.
13. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელიც ამავე დროს არის ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი და მოადგილე, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით.
14. ინსტიტუტის მთავარ ინჟინერს ევალება: ინსტიტუტის საწარმოო გეგმის შედგენის, საპროექტო და საძიებო სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულების, ნორმების, მეთოდური მითითებების შედგენის და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელმძღვანელობა. ამტკიცებს განყოფილებების მიერ შესრულებული სამუშაოების განრიგ-ანგარიშებს და საავანსო ანგარიშებს. მთავარი ინჟინერი პასუხს აგებს ინსტიტუტის სწორ ტექნიკურ ხელმძღვანელობაზე, საწარმოო გეგმის დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე.
15. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტში სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს და კურატორობს მასზე დაქვემდებარებულ განყოფილებებს.
16. დირექტორის მოადგილეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ ინსტიტუტის სახელით, წარმოადგენენ მას სხვა ორგანიზაციებში და შეუძლიათ გააფორმონ სათანადო ხელშეკრულებები.
17. ინსტიტუტს ჰყავს მთავარი ბუღალტერი, რომელიც მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, პასუხისმგებელია ინსტიტუტის ფინანსურ საქმიანობაზე.
18. ანგარიშგების ხასიათის ყველა დოკუმენტს, რომლებიც ფულის, სასაქონლო-მატერიალური და სხვა ფასეულობების გაცემასა და მიღებას ემსახურება, ხელს აწერს ინსტიტუტის დირექტორი და მთავარი ბუღალტერი.
19. ინსტიტუტის სტრუქტურა ყალიბდება მისი ამოცანების და ფუნქციების, აგრეთვე შესასრულებლი სამუშაოების მოცულობისა და დაფინანსების შესაბამისად.
VII. სახელმწიფო კონტროლი
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
გ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
VIII. ინსტიტუტის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
20. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროა:
ა) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები;
ბ) სახელშეკრულებო საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
21. ინსტიტუტი დადგენილი წესის მიხედვით ფლობს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 19 დეკემბრის №700 ბრძანებულებით და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 15 ივნისის №1-3\321 ბრძანებით გადაცემულ ქონებას, ძირითად და საბრუნავ საშუალებებს, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და იმყოფება სამეურნეო ანგარიშზე. ინსტიტუტისათვის გამოყოფილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები ქმნიან ინსტიტუტის ფონდს.
22. ინსტიტუტში იქმნება თანამშრომლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, წარმოების სრულყოფის და მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფონდები.
IX. ანგარიშგება და აღრიცხვა
23. ინსტიტუტი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ანგარიშგებას, ინსტიტუტის წლიური ბალანსი წარედგინება საგადასახადო ინსპექციას სათანადო აუდიტორულ დასკვნასთან ერთად.
IX. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
24. საჯარო სამართლის იურიდიული პირი წყვეტს არსებობას:
ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
25. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე, თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი აგრძელებს არსებობას.
26. ინსტიტუტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.