ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2021
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016586
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.01.2019
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2021 წლის 27 იანვარი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიიცპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 ივნისის №24 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი
წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს და სერვისების მიწოდებას. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას (ცვლილებ(ა)(ებ)ში) იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა).
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060202);
ბ) გენდერული თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერების პროგრამა (პროგრამის კოდი 060203) – მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, პირველი-მეორე შვილის შეძენა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ტყუპის შეძენა, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და გენდერული თანასწორობის საკითხების ფინანსური მხარდაჭერა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 060204) – შშმ (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობა დაქვეითებული პირების, ასევე შშმ და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება და მომვლელის ქვეპროგრამა;
დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 060205);
ე) ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების შინმოვლისა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 060206);
ვ) ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 060208) – ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის მედიკამენტებით მოსარგებლე პაციენტების სამედიცინო სერვისის მისაღებად ტრანსპორტირების თანხის თანადაფინანსება, აღდგომის დღესასწაულზე და მიცვალებულთა ხსოვნის დღეს (სასაფლაოებთან მისასვლელად) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში მგზავრობის ხარჯებისთვის ფულადი დახმარება. სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება;
ზ) სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამის კოდი 060209) – მიმდინარე წლის ხანძრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა;
თ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 060210);
ი) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 060211);
კ) სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 12);
ლ) სოციალური საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობა, მიმდინარე რემონტის, ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა (პროგრამის კოდი 06 02 13).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა, ასევე, მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსება, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა მშობლების დახმარება, ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის (მედიკამენტების) პაციენტთა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად ბენეფიციარის მიერ განცხადების შემოტანიდან საბიუჯეტო წლის ბოლომდე, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადია და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.
მუხლი 2🔗.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 06 02 01);
ბ) მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი (06 02 06);
გ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 07);
დ) ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ე) უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 06 02 14);
ვ) განსაკუთრებულად შეჭირვებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 35 001-მდე) გაზიფიკაცია;
ზ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში, შუამდგომლობის გაწევა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან;
თ) პირველი ხარისხის სამერქნე ხე-ტყის მოჭრის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის გაწევა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან.
თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 3🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 060201)
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს:
ა) ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა, შშმ პირთა, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობელთა, ხანდაზმულთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების (პირთა) ყოველდღიურ კვებით უზრუნველყოფას;
ბ) სოფელში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიური პირობების მქონე პირთა (შშმ პირები, მარტო მცხოვრები მოხუცები, და ა.შ) საკვები პროდუქტებით ერთჯერადად დახმარებას;
2. კვების უზრუნველყოფის პროგრამაში (უფასო სასადილოს მომსახურება) ჩასართავად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ)სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირთა სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მარტოხელა მშობლის ცნობა და სხვა)
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 4🔗.
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამისკოდი 060202)
1. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას 500 (ხუთასი) ლარის, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებზე – 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) მიმდინარე წელს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;
დ) ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში;
ე) ყოველთვიურად პენსიაზე დანამატის სახით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ მიერ მოწოდებული სიის ან/ და პირადი განცხადების საფუძველზე);
ვ) აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილთან ნათესავური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ომის მონაწილე ვეტერანებზე დახმარება გაიცემა ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე, ხოლო ომის ვეტერანთან გათანაბრებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი;
დ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში- დევნილის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის დასაფინანსებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის და ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილისა და ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა), სადაც მითითებულია მომვლელის საჭიროება;
ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის ნათესავური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მარტოხელა ვეტერანის მომვლელის საჭიროების შემთხვევაში-ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობა მომვლელსა და ვეტერანს შორის;
თ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 5🔗.
გენდერული თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერება (პროგრამის კოდი 060203)
1. მარტოხელა მშობლის დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი – ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი;
ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, ერთჯერადი დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე – 200 (ორასი) ლარი, 5 შვილზე – 300 (სამასი) ლარი, 6 შვილზე – 400 (ოთხასი) ლარი და ა.შ. დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვების მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის ასლები ან რეგისტრაციის ბარათი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მეურვემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი;
ზ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
4. მიმდინარე წელს ტყუპის შეძენისას ერთჯერადი დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) არასრულწლოვანების პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
5. მიმდინარე წელს პირველი-მეორე შვილის შეძენისას (სოციალურად დაუცველი ოჯახები – სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) – ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი;
ვ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
6. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100-800 ლარამდე ოდენობით (შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა და ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით) სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ან დამცავი ორდერი/ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება);
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 6🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060204)
1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარადგინონ:
ა) მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV- 100/ა);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
გ) განცხადება;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის პროგრამის ბენეფიციართან ნათესავური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსების თანხის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვროს 150 ლარით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) პირთათვის თანადაფინანსების თანხა 300 ლარით. მოქალაქეებმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხევვაში);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა);
ე) შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) კალკულაცია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 001- ზე დაბალი).
3. შშმ მკვეთრად გამოხატული, სმენა და მხედველობა დაქვეითებული პირთათვის კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში. თვეში 25-25 ლარის ოდენობით განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებულ თვეებში. ამისათვის ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის ასლი;
გ) შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული),სმენა და მხედველობა დაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. მომვლელის საზღაურის დაფინანსების ქვეპროგრამით ისარგებლებენ ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე შშმ პირი ან სნეული მწოლიარე ხანდაზმული. ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე ოჯახის წევრი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად, განცხადების წარდგენიდან საბიუჯეტო წლის ბოლომდე პირად ანგარიშზე. ასევე, ამ პროგრამით ისარგებლებენ მარტოხელა მომვლელის საჭიროების მქონე პირები. დახმარების მისაღებად მომვლელმა ან მოვლის საჭიროების მქონე პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც ფიქსირდება ავადმყოფზე მუდმივი ზრუნვის საჭიროება;
გ) მომვლელის და/ან მოვლის საჭიროების მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი; დ) მომვლელის და/ან მოვლის საჭიროების მქონე პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან (65 001-ზე ნაკლები);
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 7🔗.
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060205)
18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვზე ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
ე) ბავშვის დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი(არსებობისშემთხვევაში);
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 8🔗.
ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 060206)
1. 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ოჯახის წევრის პროგრამის ბენეფიციართან ნათესავური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლა – ითვალისწინებს მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულების შინ მოვლის სერვისს, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური შესაძლებლობა მოიწესრიგონ თავიანთი საყოფაცხოვრებო გარემო პირობები. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ან მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი (65 001-ზე ნაკლები) გარდაცვლილი პირის სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად ოჯახმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესავური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 9🔗.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 060207)
შობა-ახალი წლისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის: მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა. შშმ პირთა (14 ივნისი, 3 დეკემბერი) და ხანდაზმულთა (1 ოქტომბერი) უფლებების დაცვის დღებისა და სხვა აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა.
მუხლი 10🔗.
ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 060208)
1. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების მედიკამენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება, თითოეულს თვეში 50-100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით; ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სერვისის მისაღებად გადაადგილდებიან სხვა მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრებში ტრანსპორტირების ანაზღაურება თვეში 200 ლარის ოდენობით. მიცვალებულთა ხსოვნის დღეს მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა (სასაფლაოებთან მისასვლელად). სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65 001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ აკრედიტირებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით; სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება.
2. სამედიცინო დაწესებულების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მომართვის (ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის) შესაბამისად, დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა№IV-100/ა) სამედიცინო დაწესებულებიდან;
გ) პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა);
დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის (65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა), რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება. დახმარების მისაღებად სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ცნობა მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ მდებარე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
4. სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ბავშვის და მშობლის დევნილი მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ბენეფიციარის ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-დღის ცენტრების ქვეპროგრამაში მონაწილეობის ცნობა.
სერვისის მიმწოდებელმა მიმდინარე თვის ცენტრში განხორციელებული ვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტი მერიაში უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
მუხლი 11🔗.
სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამის კოდი 060209)
მიმდინარე წელს სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და ა.შ.) შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარამდე. დახმარების ოდენობა განისაზღვრება საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფართობის მიხედვით, მერიაში არსებული სტიქიის კომისიის დასკვნის საფუძველზე. თუ საცხოვრებელი სახლი დანგრეულია (საცხოვრებლად უვარგისია), გაიცემა ერთჯერადი დახმარება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. მეწყერისა და ჯდენადი გრუნტის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, როცა სახეზეა I კატეგორიის დაზიანების ხარისხი. ხანძრის შედეგად საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში დაფინანსების ლიმიტს განსაზღვრავს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფართობის მიხედვით (სახლის დაზიანებული ფართობის პროცენტული მაჩვენებელი სახლის მთლიან ფართობთან მიმართებაში).
დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში; დ) გეოლოგიური დასკვნა (მეწყერისა და ჯდენადი გრუნტის შემთხვევაში);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიურ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა, სახლდამწვართა, მეწყერის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა, ზრუნვის სისტემიდან გასული, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით). დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ან/და მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
თ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარისთვის სისტემაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის შესაბამისი დოკუმენტი;
კ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
ლ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.
მუხლი 12🔗.
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 060210)
1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა მშობელი, მარტოხელა ხანდაზმული, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), ონკოლოგიური/მძიმე დაავადების მქონე პირები და ა.შ.) დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-100/ა) და სხვა);
გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) სხვა არსებული დოკუმენტები; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 13🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერისა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 060211)
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 35 001- ზე ნაკლები) ოჯახების გაზიფიკაცია. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) რეესტრიდან უძრავი ქონების ამონაწერი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა სარეიტინგო ქულა 35 001- ზე ნაკლებია, კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება თვეში 25 ლარის ოდენობით მიმდინარე წლის იმ თვეებში რომლებსაც ბენეფიციარი მიუთითებს განცხადებაში.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.
3. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების (სოციალური, ფინანსური, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა) ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული საჭიროებისას 100-500 (ასი-ხუთასი) ლარის ფარგლებში.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 14🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამის კოდი 060212)
პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლები, ზრუნვის სისტემიდან გასული, კანონთან კონფლიქტში მყოფი, მარჩენალდაკარგული პირები და ა. შ.) ჩართულობას პროექტებში, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისიისა და დებულების მიხედვით.
მუხლი 15🔗.
პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ (პროგრამის კოდი 060213)
1. სოციალური სახლი, სადაც ჩასახლებულია სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახები, წარმოადგენს ამ ოჯახთა დროებით თავშესაფარს. აღნიშნულ ოჯახებში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ან სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება მათი ჩანაცვლება სხვა სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებით. პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობას, კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებას 25-25 ლარის ოდენობით ოთხი თვის განვალობაში და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.
2. სოციალური საცხოვრისის ბაზაზე ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფუნქციონირების ფინანსური ხელშეწყობა,(ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე).
მუხლი 16🔗.
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 060214)
1. პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ერთი თბილი ოთახის მოწყობას (თითოეულ ოჯახზე შვიდი ათასი ლარის ფარგლებში) (მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული პროექტის, დებულების და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით). ასევე, პროგრამა ითვალისწინებს 2015 წლიდან აშენებული საცხოვრებელი სახლების რეგისტრაციის ფინანსურ უზრუნველყოფას ბენეფიციარებისათვის.
2. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მომართვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმპ, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე და სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;
ე) თუ სახლის ფართობი 50კვ/მ-ზე ნაკლებია:
ე.ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები (ქალაქის ტერიტორიის გარდა);
ე.ბ) შეთანხმება/ნებართვა;
ვ) სახლის ფართობი 50კვ/მ-ზე მეტი:
ვ.ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები (ქალაქის ტერიტორიის გარდა);
ვ.ბ) შეთანხმება/ნებართვა;
ვ.გ) ტოპოგრაფია
ვ.დ) პროექტი;
ვ.ე) გეოლოგია;
ვ.ვ) გეოლოგიის ექსპერტიზა;
ვ.ზ) კონსტრუქცია;
ვ.თ) კონსტრუქციის ექსპერტიზა;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს პროექტში ჩართვის შემდგომ, მშენებლობის დაწყებამდე.
4. „ერთი თბილი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მომართვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმპ, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 17🔗.
განცხადებების განხილვის წესი
ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების მოთხოვნით შემოსული განცხადებები განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელ კომისიას. ასევე, ამ კომისიით შეიძლება განხილულ იქნას ის განცხადებები, რომლებიც არ ითვალისწინებს კომისიურ განხილვას და ვერ აკმაყოფილებს (არასრულყოფილი დოკუმენტაცია და სხვა) გაცემის წესით გათვალიწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ წარმოადგენს გამონაკლისს, განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის განცხადებას.
თავი III
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
მუხლი 18🔗.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
2. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებებისა და მომართვების საფუძველზე სოციალური მდგომარეობისა და პირობების შესწავლის მიზნით შექმნილი კომისია.
4. სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამით გათვალისწინებული თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების კომისია.
5. უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია.
6. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია.
თავი IV
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 19🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომისიები.
მუხლი 20🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. თანხის ჩარიცხვა ხდება მერის ან სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის შესაბამისად.
თავი V
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 21🔗.
გარდამავალი დებულებანი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ზუგდიდში რეგისტრირებული ადგილობრივ და დევნილ ბენეფიციარებზე. დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი.